მეგან მარკლის გამოჩენას სამეფო ოჯახთან ერთად შობის საზეიმო მსახურებაზე მოდის დიზაინერები და კრიტიკოსები მოუთმენლად ელოდნენ. სანდრინგემში მდებარე წმინდა მაგდალენას სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო მესაზე დასასწრებად ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი ერთად მივიდნენ, მათთან, ცხადია, პრინცები - უილიამი და ჰარი იმყოფებოდნენ.
ქეითს, რომელიც მესამე ბავშვზეა ორსულად, კუბოკრული პალტო ეცვა, თავზე კი - შავი ქუდი ეხურა. მეგანის სამოსი ქეითისგან კონტრასტულად განსხვავდებოდა, მისი ქუდი და პალტო ყავისფერ ტონალობებში იყო.
მეგან მარკლი ერთადერთია, ვინც სამეფო ოჯახთან ერთად საშობაო მსახურებას ოდესმე დაქორწინებამდე დასწრებია.
ქეითი და მეგანი მსოფლიოს საუკეთესოდ ჩაცმულ ქალებს შორის მოიაზრებიან. სამოსი, რომლითაც ისინი საზოგადოებაში ჩნდებიან, მაღაზიებში მაშინვე ქრება.
წყარო hellomagazine.com