მწვანე პალტო "პრადასგან" - მელანიამ ჩაცმულობით კვლავ ყველა მოხიბლა

მწვანე პალტო "პრადასგან" - მელანიამ ჩაცმულობით კვლავ ყველა მოხიბლა

ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებთან შესახვედრად მელანია ტრამპი ტეხასში მოკლე ქურთუკით ჩავიდა, თუმცა მოგვიანებით, ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე კვლავ საყვარელი სამოსით - მოკლე, მკვეთრი ფერის პალტოთი გამოჩნდა.

პირველმა ლედიმ აშშ-ს დედაქალაქში ჯარისკაცების ოჯახების წევრებს შობა მიულოცა. მისმა ჩაცმულობამ, როგორც ყოველთვის, ყველა მოხიბლა, მელანიას "პრადას" ზურმუხტისფერი პალტო ეცვა, ქამრით, ღია ფერის ჯინსები და ამავე ტონის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

"იმედი მაქვს, რომ ამ საზეიმო დღეებში ხალხს ემახსოვრება, რომ მთავარი არა საჩუქრები, არამედ ოჯახი, საქმე და მადლიერების გრძნობაა," - განაცხადა ტრამპმა.

პირველმა ლედიმ ბავშვებს საჩუქრები დაურიგა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო.

 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს