სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორსული ნარკოდამოკიდებულისა და პოლიციელის შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა - რაიანმა ბავშვი იშვილა
ორსული ნარკოდამოკიდებულისა და პოლიციელის შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა - რაიანმა ბავშვი იშვილა

აშშ-ში, ქა­ლაქ ალ­ბა­ქურ­ქი­ში პო­ლი­ცი­ის ოფი­ცერ­მა რა­ი­ან ჰო­ი­ლეტსმა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას შე­ნიშ­ნა წყვი­ლი, რო­მე­ლიც ბე­ტო­ნის კე­დელ­თან, ბა­ლახ­ზე იჯდა. ქალი და მა­მა­კა­ცი ჰე­რო­ინს იღებ­დნენ.

რა­ი­ან­მა კა­მე­რა ჩარ­თო და წყვილს მი­უ­ახ­ლოვ­და, თუმ­ცა ნა­ნახ­მა მის მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა, ქალი ორ­სუ­ლად იყო.

"ეს არ არის ისე­თი შემ­თხვე­ვა, რა­საც ყო­ველ დღე შევ­ხვდე­ბით. ნა­ნახ­მა შემ­ზა­რა," - ამ­ბობს ჰო­ი­ლეტ­სი CNN-თან.

35 წლის კრის­ტალ ჩემ­პმა პო­ლი­ცი­ელს უთხრა, რომ თით­ქმის 8 თვის ორ­სუ­ლი და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო.

"ბავ­შვს მოკ­ლავ ასე, რა­ტომ აკე­თებ ამ სა­ში­ნე­ლე­ბას?!"-ის­მის რა­ი­ა­ნის ხმა მი­სი­ვე კა­მე­რით გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში.

პო­ლი­ცი­ე­ლის ნათ­ქვამ­მა ჩემპზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და და ტი­რი­ლი და­ი­წყო. ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ცი­ე­ლი და ორ­სუ­ლი ქალი და­ახ­ლო­ე­ბით 11 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რობ­დნენ. ჩემ­პმა რა­ი­ანს უთხრა, რომ ძა­ლი­ან დიდი იმე­დი აქვს, მის ბავ­შვს ვინ­მე იშ­ვი­ლებს და ნორ­მა­ლურ ოჯახ­ში გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

ჩემ­პი უკვე 2 წე­ლია, უსახ­ლკა­როა და კა­რავ­ში ცხოვ­რობს. ის მო­ზარ­დო­ბის ასა­კი­დან ჰე­რო­ინ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კრის­ტალ­მა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­გან, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო.

"სა­ბო­ლო­ოდ, დავ­ნებ­დი. გა­დავ­წყვი­ტე, რომ ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბა და შე­ვე­გუო," - ამ­ბობს ჩემ­პი.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ელ­თან სა­უბ­რი­სას მიხ­ვდა, რომ არა ოფი­ცერს, არა­მედ კე­თილ ადა­მი­ანს ესა­უბ­რე­ბო­და.

რა­ი­ან­მა კრის­ტალს ცო­ლი­სა და ოთხი შვი­ლის ფოტო აჩ­ვე­ნა, მათ­გან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი 10 თვის ბავ­შვია. ზუს­ტად იმა­ვე წამს ჩემპს უთხრა, რომ მზად იყო, მისი ბავ­შვი ეშ­ვი­ლე­ბი­ნა.

"ეს შან­სი ღმერ­თმა მომ­ცა. ღმერ­თმა შეგ­ვახ­ვედ­რა ერ­თმა­ნეთს. სხვა ახ­სნა ამას არ აქვს," - გა­ნა­ცხა­და რა­ი­ან­მა.

პო­ლი­ცი­ე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდი სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღო მის­მა ცოლ­მაც. რე­ბე­კამ და რა­ი­ან­მა კრის­ტა­ლის პა­ტა­რა გო­გო­ნას ჰო­უ­პი და­არ­ქვეს. მშო­ბი­ა­რო­ბას პო­ლი­ცი­ე­ლი თა­ვად ეს­წრე­ბო­და.

მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში კრის­ტა­ლი სა­კუ­თარ შვილს სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბა და ის რე­ბე­კას გა­დას­ცა.

ჰო­ი­ლეტ­სე­ბის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად ჰო­უ­პი საკ­მა­ოდ სუს­ტი ბავ­შვი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი წო­ნა­ში მა­ტე­ბა და­ი­წყო და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­უმ­ჯო­ბეს­და.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ორსული ნარკოდამოკიდებულისა და პოლიციელის შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა - რაიანმა ბავშვი იშვილა

ორსული ნარკოდამოკიდებულისა და პოლიციელის შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა - რაიანმა ბავშვი იშვილა

აშშ-ში, ქალაქ ალბაქურქიში პოლიციის ოფიცერმა რაიან ჰოილეტსმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შენიშნა წყვილი, რომელიც ბეტონის კედელთან, ბალახზე იჯდა. ქალი და მამაკაცი ჰეროინს იღებდნენ.

რაიანმა კამერა ჩართო და წყვილს მიუახლოვდა, თუმცა ნანახმა მის მოლოდინს გადააჭარბა, ქალი ორსულად იყო.

"ეს არ არის ისეთი შემთხვევა, რასაც ყოველ დღე შევხვდებით. ნანახმა შემზარა," - ამბობს ჰოილეტსი CNN-თან.

35 წლის კრისტალ ჩემპმა პოლიციელს უთხრა, რომ თითქმის 8 თვის ორსული და ნარკოდამოკიდებული იყო.

"ბავშვს მოკლავ ასე, რატომ აკეთებ ამ საშინელებას?!"-ისმის რაიანის ხმა მისივე კამერით გადაღებულ კადრებში.

პოლიციელის ნათქვამმა ჩემპზე ძალიან იმოქმედა და ტირილი დაიწყო. ჩანაწერის მიხედვით, პოლიციელი და ორსული ქალი დაახლოებით 11 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ. ჩემპმა რაიანს უთხრა, რომ ძალიან დიდი იმედი აქვს, მის ბავშვს ვინმე იშვილებს და ნორმალურ ოჯახში გაზრდის საშუალებას მისცემს.

ჩემპი უკვე 2 წელია, უსახლკაროა და კარავში ცხოვრობს. ის მოზარდობის ასაკიდან ჰეროინზეა დამოკიდებული. კრისტალმა რამდენჯერმე სცადა, გათავისუფლებულიყო ნარკოტიკული საშუალებებისგან, თუმცა ვერ შეძლო.

"საბოლოოდ, დავნებდი. გადავწყვიტე, რომ ეს არის ჩემი ცხოვრება და შევეგუო," - ამბობს ჩემპი.

მისივე თქმით, პოლიციელთან საუბრისას მიხვდა, რომ არა ოფიცერს, არამედ კეთილ ადამიანს ესაუბრებოდა.

რაიანმა კრისტალს ცოლისა და ოთხი შვილის ფოტო აჩვენა, მათგან ყველაზე უმცროსი 10 თვის ბავშვია. ზუსტად იმავე წამს ჩემპს უთხრა, რომ მზად იყო, მისი ბავშვი ეშვილებინა.

"ეს შანსი ღმერთმა მომცა. ღმერთმა შეგვახვედრა ერთმანეთს. სხვა ახსნა ამას არ აქვს," - განაცხადა რაიანმა.

პოლიციელის გადაწყვეტილება დიდი სიხარულით მიიღო მისმა ცოლმაც. რებეკამ და რაიანმა კრისტალის პატარა გოგონას ჰოუპი დაარქვეს. მშობიარობას პოლიციელი თავად ესწრებოდა.

მშობიარობიდან რამდენიმე დღეში კრისტალი საკუთარ შვილს სამუდამოდ დაემშვიდობა და ის რებეკას გადასცა.

ჰოილეტსების თქმით, თავდაპირველად ჰოუპი საკმაოდ სუსტი ბავშვი იყო, მოგვიანებით კი წონაში მატება დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა.

 

"ვარსკვლავების მატარებელი“ თბილისის ცაზე - starlink-ის თანამგზავრები საქართველოშიც გამოჩდნენ

მელანია ტრამპი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და ნიჩბით ხელში -  როგორ ფორმაში რგავს აშშ-ის პირველი ლედი ხეებს (ფოტოები)

შთამბეჭდავი ფოტოები ბათუმის ბულვარიდან, სადაც საკურა აყვავდა - "რაღაცები არასდროს იცვლება"