პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოუტანს ყვითელი ძაღლის წელი ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში - 2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი
რას მოუტანს ყვითელი ძაღლის წელი ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში - 2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

"მარ­თა­ლია ყვი­თე­ლი ძაღ­ლის წელი 2018 წლის თე­ბერ­ვლი­დან შევა ძა­ლა­ში, მაგ­რამ მისი ტენ­დე­ნი­ცე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უკვე ამ წლის მი­წუ­რუ­ლი­დან­ვე იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ საქ­მე პი­რად და სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რებს ეხე­ბა," - გვე­უბ­ნე­ბა ას­ტრო­ლო­გი სო­ფია ბზე­კა­ლა­ვა და გან­მარ­ტავს, რომ ძაღ­ლის წელი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, უმე­ტე­სად, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის რე­ა­ლურ შანსს იძ­ლე­ვა. მთა­ვა­რი პი­რო­ბა კი ამ მხრივ ის არის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გულ­წრფე­ლი და ერ­თგუ­ლი უნდა ვი­ყოთ სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. "ძაღ­ლი ბუ­ნე­ბით მარ­თა­ლი, პირ­და­პი­რი და ერ­თგუ­ლია. მთე­ლი ძა­ლით იცავს სა­კუ­თარ ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ წელს თქვენც არა­ნაკ­ლე­ბი შე­მარ­თე­ბით უნდა შე­გეძ­ლოთ სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა," - ამ­ბობს სო­ფია.

რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, ვერ­ძის­თვის 2018 წელი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სირ­თუ­ლე­ე­ბის წე­ლია. შე­საძ­ლე­ბე­ლია პარტნი­ო­რი ზედ­მე­ტად ინ­ფან­ტი­ლუ­რი ან ცივი მო­ეჩ­ვე­ნოს. თუმ­ცა აჯო­ბებს კარ­გად გა­არ­კვი­ოს მისი ასე­თი ქცე­ვის მო­ტი­ვე­ბი.

კუ­როს­თვის 2018 წელი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი წე­ლია პარტნი­ო­რუ­ლი კუ­თხით. ეყო­ლე­ბათ ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი და დიდი შან­სი მი­ე­ცე­მათ და­ი­წყონ თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი რო­მა­ნი.

ტყუ­პებს 2018 წელი სიყ­ვა­რულ­ში მსუ­ბუქ ფლირტს და სა­სი­ა­მოვ­ნო ნაც­ნო­ბო­ბას ჰპირ­დე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქამ­დე ემე­გობ­რე­ბო­და, მის მი­მართ სულ სხვა­ნა­ი­რად იყოს გან­წყო­ბი­ლი.

კირჩხი­ბებს 2018 წელს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი და ემო­ცი­ე­ბი ელის. შე­საძ­ლოა ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის გამო, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლაც კი დას­ჭირ­დეს.

ლო­მებს ვარ­სკვლა­ვე­ბი ურ­ჩე­ვენ, დიდი სირფთხი­ლით მო­ე­კი­დონ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ავან­ტუ­რებს. არ­სე­ბობს შან­სი, რომ ახა­ლი ნაც­ნო­ბი სუ­ლაც მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი აღ­მოჩ­ნდეს, რო­მე­ლიც ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს მის გულ­წრფელ გრძნო­ბებს.

ქალ­წუ­ლე­ბის დიდ ნა­წილს მსუ­ბუ­ქი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნე­ბის წელი ექ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა ამის მი­ზე­ზი ისიც იყოს, რომ ბევ­რი მათ­გა­ნი ჯერ კი­დევ არ არის მზად სე­რი­ო­ზუ­ლი კავ­ში­რე­ბის­თვის.

სას­წო­რე­ბის დიდ ნა­წილს სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი შე­მო­უ­ტევს. თუმ­ცა ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ, არ­ჩე­ვა­ნი გუ­ლის კი არა გო­ნე­ბის კარ­ნა­ხით გა­ა­კე­თონ. ნუ ეძე­ბენ პრინცს ან პრინ­ცე­სას. მათ გარ­შე­მო არა­ერ­თი, რე­ა­ლუ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ინ­დო­მებს.

მო­რი­ე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას მო­მა­ვა­ლი წელი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რე­ბის მხრივ მხურ­ვა­ლე რო­მა­ნებს ჰპირ­დე­ბა, თუმ­ცა პრობ­ლე­მა ამ ყვე­ლა­ფერ­ში მისი ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რი და ეჭ­ვი­ა­ნი ბუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გამო, დიდი ალ­ბა­თო­ბა არ­სე­ბობს, რომ თა­ვად გა­ა­ფუ­ჭონ ურ­თი­ერ­თო­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან.

მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს 2018 წელს ახა­ლი რო­მა­ნი და ნაც­ნო­ბო­ბა ელის, მაგ­რამ ვარ­სკვლა­ვე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ - ენას კბი­ლი დრო­უ­ლად და­ა­ჭი­რონ და ახა­ლი პარტნი­ო­რი, ძველ სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე სა­უბ­რე­ბით არ და­აფრ­თხონ.

თხის რქე­ბის დიდ ნა­წილს გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ელით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. ეს ის წე­ლია, როცა უკვე არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღონ. თუმ­ცა ეს ქორ­წი­ნე­ბა იქ­ნე­ბა თუ გან­შო­რე­ბა, მთლი­ა­ნად მათ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მერ­წყუ­ლებს 2018 წელს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი რო­მა­ნი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ემო­ცი­ე­ბი ელის. შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ წელს სუ­ლი­ერ მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­საც კი შეხ­ვდეს და რე­კორ­დულ დრო­ში იქორ­წი­ნოს მას­ზე.

თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დიდი ნა­წი­ლის­თვის 2018 წელი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის წელი იქ­ნე­ბა. წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში შე­საძ­ლოა მო­ეჩ­ვე­ნოთ, რომ იდე­ა­ლურ პარტნი­ორს შეხ­ვდნენ, თუმ­ცა ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ კარ­გად აწონ-და­წო­ნონ სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და პარტნი­ო­რის თვი­სე­ბე­ბი რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სონ. შე­საძ­ლოა ის სუ­ლაც არ აღ­მოჩ­ნდეს ისე­თი იდე­ა­ლუ­რი, რო­გო­რიც ერთი შე­ხედ­ვით ჩან­და.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რას მოუტანს ყვითელი ძაღლის წელი ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში - 2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

რას მოუტანს ყვითელი ძაღლის წელი ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში - 2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

"მართალია ყვითელი ძაღლის წელი 2018 წლის თებერვლიდან შევა ძალაში, მაგრამ მისი ტენდენიცების გათვალისწინება უკვე ამ წლის მიწურულიდანვე იქნება სასურველი. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე პირად და სასიყვარულო კავშირებს ეხება," - გვეუბნება ასტროლოგი სოფია ბზეკალავა და განმარტავს, რომ ძაღლის წელი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, უმეტესად, პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების რეალურ შანსს იძლევა. მთავარი პირობა კი ამ მხრივ ის არის, რომ მაქსიმალურად გულწრფელი და ერთგული უნდა ვიყოთ საკუთარ გრძნობებსა და დამოკიდებულებაში საყვარელი ადამიანების მიმართ. "ძაღლი ბუნებით მართალი, პირდაპირი და ერთგულია. მთელი ძალით იცავს საკუთარ ოჯახს, ახლობლებს და ძვირფას ადამიანებს. შესაბამისად, ამ წელს თქვენც არანაკლები შემართებით უნდა შეგეძლოთ საკუთარ გრძნობებზე პასუხისმგებლობის აღება და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება," - ამბობს სოფია.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, ვერძისთვის 2018 წელი სასიყვარულო სირთულეების წელია. შესაძლებელია პარტნიორი ზედმეტად ინფანტილური ან ცივი მოეჩვენოს. თუმცა აჯობებს კარგად გაარკვიოს მისი ასეთი ქცევის მოტივები.

კუროსთვის 2018 წელი ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული წელია პარტნიორული კუთხით. ეყოლებათ ბევრი თაყვანისმცემელი და დიდი შანსი მიეცემათ დაიწყონ თავბრუდამხვევი რომანი.

ტყუპებს 2018 წელი სიყვარულში მსუბუქ ფლირტს და სასიამოვნო ნაცნობობას ჰპირდება. გამორიცხული არ არის, მოულოდნელად აღმოაჩინოს, რომ ადამიანი, რომელსაც აქამდე ემეგობრებოდა, მის მიმართ სულ სხვანაირად იყოს განწყობილი.

კირჩხიბებს 2018 წელს სასიყვარულო ფრონტზე დიდი ცვლილებები და ემოციები ელის. შესაძლოა ძვირფასი ადამიანის გამო, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი დასჭირდეს.

ლომებს ვარსკვლავები ურჩევენ, დიდი სირფთხილით მოეკიდონ სასიყვარულო ავანტურებს. არსებობს შანსი, რომ ახალი ნაცნობი სულაც მანიპულატორი აღმოჩნდეს, რომელიც ოსტატურად გამოიყენებს მის გულწრფელ გრძნობებს.

ქალწულების დიდ ნაწილს მსუბუქი, სამსახურებრივი რომანების წელი ექნება. შესაძლოა ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არ არის მზად სერიოზული კავშირებისთვის.

სასწორების დიდ ნაწილს სიყვარულის ძიების სურვილი შემოუტევს. თუმცა ასტროლოგები ურჩევენ, არჩევანი გულის კი არა გონების კარნახით გააკეთონ. ნუ ეძებენ პრინცს ან პრინცესას. მათ გარშემო არაერთი, რეალური თაყვანისმცემელი იქნება, რომელიც ურთიერთობის დაწყებას დიდი სიამოვნებით მოინდომებს.

მორიელების უმეტესობას მომავალი წელი სასიყვარულო კავშირების მხრივ მხურვალე რომანებს ჰპირდება, თუმცა პრობლემა ამ ყველაფერში მისი ზედმეტად ემოციური და ეჭვიანი ბუნება იქნება. შესაბამისად, დასახელებული თვისებების გამო, დიდი ალბათობა არსებობს, რომ თავად გააფუჭონ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს 2018 წელს ახალი რომანი და ნაცნობობა ელის, მაგრამ ვარსკვლავები აფრთხილებენ - ენას კბილი დროულად დააჭირონ და ახალი პარტნიორი, ძველ სასიყვარულო თავგადასავლებზე საუბრებით არ დააფრთხონ.

თხის რქების დიდ ნაწილს გარკვეული სირთულეები ელით პირად ცხოვრებაში. ეს ის წელია, როცა უკვე არსებულ ურთიერთობებში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. თუმცა ეს ქორწინება იქნება თუ განშორება, მთლიანად მათზე იქნება დამოკიდებული.

მერწყულებს 2018 წელს სასიყვარულო ფრონტზე თავბრუდამხვევი რომანი და ამაღელვებელი ემოციები ელის. შესაძლებელია ამ წელს სულიერ მეორე ნახევარსაც კი შეხვდეს და რეკორდულ დროში იქორწინოს მასზე.

თევზების ზოდიაქოს წარმომადგენელთა დიდი ნაწილისთვის 2018 წელი გადაწყვეტილების მიღების წელი იქნება. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ იდეალურ პარტნიორს შეხვდნენ, თუმცა ასტროლოგები ურჩევენ კარგად აწონ-დაწონონ საკუთარი გადაწყვეტილება და პარტნიორის თვისებები რეალურად შეაფასონ. შესაძლოა ის სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი იდეალური, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს