საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”მოდა მოკვდა!” - დემნა გვასალიას ”კროქსებმა” მსოფლიო გააოგნა
”მოდა მოკვდა!” - დემნა გვასალიას ”კროქსებმა” მსოფლიო გააოგნა

პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ა­ოგ­ნა - "ბა­ლენ­სი­ა­გას" მო­დე­ლე­ბი პო­დი­უმ­ზე ყვე­ლა­ზე უშნო ფეხ­საც­მლად მიჩ­ნე­უ­ლი "კრო­ქ­სე­ბით" გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლის პლატ­ფორ­მის სი­მაღ­ლე 10 სან­ტი­მეტ­რია.

ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მო­დე­ლე­ბი პო­დი­უმ­ზე "კრო­ქ­სე­ბით" გა­მო­ვიდ­ნენ - გა­სულ წელს ეს ფეხ­საც­მე­ლი კრის­ტო­ფერ კე­ი­ნის გა­ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ა­შიც გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა "ბა­ლენ­სი­ა­გამ" მა­ინც მო­ა­ხერ­ხა ყვე­ლას გა­ო­ცე­ბა, რად­გან ამ­ჯე­რად "კრო­ქ­სე­ბის" პლატ­ფორ­მის სი­მაღ­ლემ ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

დემ­ნა გვა­სა­ლია გან­მარ­ტავს, რა­ტომ შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი "კრო­ქსზე". "ეს არის ინო­ვა­ცი­უ­რი ფეხ­საც­მე­ლი. მსუ­ბუ­ქია, ერთ მთლი­ან ნა­წი­ლად ჩა­მოს­ხმუ­ლი. ასე­თი ტექ­ნო­ლო­გია და მა­სა­ლა "ბა­ლენ­სი­ა­გას­თვის" ძა­ლი­ან შე­სა­ფე­რი­სია," - ამ­ბობს გვა­სა­ლია.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დი­ზა­ი­ნერს "კრო­ქ­სი" აქამ­დე არა­სო­დეს სცმია და პირ­ვე­ლად წელს, ზა­ფხულ­ში მო­ი­სინ­ჯა. ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი, რა ეღი­რე­ბა "ბა­ლენ­სი­ა­გას" "კრო­ქ­სი", თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 1 წყვი­ლის ფასი 250 დო­ლა­რი იქ­ნე­ბა. შე­და­რე­ბის­თვის - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "კრო­ქ­სი" და­ახ­ლო­ე­ბით, 30 დო­ლა­რი ღირს.

"ბა­ლენ­სი­ა­გას" ფეხ­საც­მე­ლი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლი მოჰ­ყვა. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "მეტ­რო" წერს, რომ პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი კო­ლექ­ცი­ით "მოდა მოკ­ვდა."

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

”მოდა მოკვდა!” - დემნა გვასალიას ”კროქსებმა” მსოფლიო გააოგნა

”მოდა მოკვდა!” - დემნა გვასალიას ”კროქსებმა” მსოფლიო გააოგნა

პარიზის მოდის კვირეულზე დემნა გვასალიამ მთელი მსოფლიო გააოგნა - "ბალენსიაგას" მოდელები პოდიუმზე ყველაზე უშნო ფეხსაცმლად მიჩნეული "კროქსებით"  გამოჩნდნენ, რომლის პლატფორმის სიმაღლე 10 სანტიმეტრია.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოდელები პოდიუმზე "კროქსებით" გამოვიდნენ - გასულ წელს ეს ფეხსაცმელი კრისტოფერ კეინის გაზაფხულის კოლექციაშიც გამოჩნდა, თუმცა "ბალენსიაგამ" მაინც მოახერხა ყველას გაოცება, რადგან ამჯერად "კროქსების" პლატფორმის სიმაღლემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

დემნა გვასალია განმარტავს, რატომ შეაჩერა არჩევანი "კროქსზე". "ეს არის ინოვაციური ფეხსაცმელი. მსუბუქია, ერთ მთლიან ნაწილად ჩამოსხმული. ასეთი ტექნოლოგია და მასალა "ბალენსიაგასთვის" ძალიან შესაფერისია," - ამბობს გვასალია.

როგორც აღმოჩნდა, დიზაინერს "კროქსი" აქამდე არასოდეს სცმია და პირველად წელს, ზაფხულში მოისინჯა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ეღირება "ბალენსიაგას" "კროქსი", თუმცა ვარაუდობენ, რომ 1 წყვილის ფასი 250 დოლარი იქნება. შედარებისთვის - ჩვეულებრივი "კროქსი" დაახლოებით, 30 დოლარი ღირს.

"ბალენსიაგას" ფეხსაცმელი კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა. ბრიტანული გამოცემა "მეტრო" წერს, რომ პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციით "მოდა მოკვდა."

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს