მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება "უკრაინის საუკეთესო სასტუმრო" ლვოვში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა
როგორ გამოიყურება "უკრაინის საუკეთესო სასტუმრო" ლვოვში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა

ოდე­სის ექს-გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე მე­სა­მე დღეა ლვოვ­შია და თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე მსჯე­ლობს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი ლვოვ­ში ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ და ძვი­რა­დღი­რე­ბულ სას­ტუმ­რო­ში "Leopolis"-ში გა­ჩერ­დნენ.

რო­გორც booking.com-ზე ვკი­თხუ­ლობთ, სას­ტუმ­რო "ლე­ო­პო­ლი­სი" ლვო­ვის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს. სას­ტუმ­რო­დან სამი წუ­თის სა­ვალ­ზეა ლვო­ვის ოპე­რის თე­ატ­რი და ქა­ლა­ქის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ევრო 2012"-ის დროს, ამ სას­ტუმ­რო­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი "უეფა"-ს შტა­ბ­ბი­ნა.

2010 წელს სას­ტუმ­რომ და­იმ­სა­ხუ­რა World Travel-ის პრე­მია ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "უკ­რა­ი­ნის სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო".

სას­ტუმ­როს სტუმ­რე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია მდიდ­რუ­ლი ნომ­რე­ბი, უფა­სო სპა-სა­ლო­ნი და სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზი, ფი­ნუ­რი და ინფრა­წი­თე­ლი სა­უ­ნა და ა.შ. ყვე­ლა ნო­მე­რი აღ­ჭურ­ვი­ლია მინი-ბა­რით, თა­ნამ­გზავ­რუ­ლი არ­ხე­ბით, აბა­ზა­ნით და ია­ტა­კის გათ­ბო­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ტუმ­როს რეს­ტო­რანს, აქ სტუმ­რებს უმას­პინ­ძლდე­ბი­ან რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი, ისე ევ­რო­პუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს კერ­ძე­ბით. არის ღვი­ნის ბარი ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნით. სას­ტუმ­როს ბიბ­ლი­ო­თე­კა კი ბევ­რი სტუმ­რის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია - დას­ვე­ნე­ბი­სა და ჭიქა ღვი­ნოს­თან წიგ­ნის კი­თხვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა.

უც­ნო­ბია რა ტი­პის ნო­მერ­შია გა­ჩე­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, თუმ­ცა booking.com-ის მი­ხედ­ვით, ლუქ­სი­სა და VIP-ნომ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 450-600 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. ლუქ­სი­სა და VIP-ნომ­რის სერ­ვის­ში შე­დის: მომ­სა­ხუ­რე­ბა ნო­მერ­ში, მა­სა­ჟი ნო­მერ­ში, რე­ცხვის, ქიმ­წმენ­დი­სა და და­უ­თო­ვე­ბის სერ­ვი­სი.

როგორ გამოიყურება "უკრაინის საუკეთესო სასტუმრო" ლვოვში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა

როგორ გამოიყურება "უკრაინის საუკეთესო სასტუმრო" ლვოვში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა

ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა ლვოვშია და თანამოაზრეებთან ერთად სამომავლო გეგმებზე მსჯელობს. მიხეილ სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები ლვოვში ერთ-ერთ პრესტიჟულ და ძვირადღირებულ სასტუმროში "Leopolis"-ში გაჩერდნენ.

როგორც booking.com-ზე ვკითხულობთ, სასტუმრო "ლეოპოლისი" ლვოვის ცენტრში მდებარეობს. სასტუმროდან სამი წუთის სავალზეა ლვოვის ოპერის თეატრი და ქალაქის კიდევ რამდენიმე ღირსშესანიშნაობა. აღსანიშნავია, რომ "ევრო 2012"-ის დროს, ამ სასტუმროში იყო განთავსებული "უეფა"-ს შტაბბინა.

2010 წელს სასტუმრომ დაიმსახურა World Travel-ის პრემია ნომინაციაში "უკრაინის საუკეთესო სასტუმრო".

სასტუმროს სტუმრების განკარგულებაშია მდიდრული ნომრები, უფასო სპა-სალონი და სატრენაჟორო დარბაზი, ფინური და ინფრაწითელი საუნა და ა.შ. ყველა ნომერი აღჭურვილია მინი-ბარით, თანამგზავრული არხებით, აბაზანით და იატაკის გათბობით.

რაც შეეხება სასტუმროს რესტორანს, აქ სტუმრებს უმასპინძლდებიან როგორც უკრაინული, ისე ევროპული სამზარეულოს კერძებით. არის ღვინის ბარი ფართო არჩევანით. სასტუმროს ბიბლიოთეკა კი ბევრი სტუმრის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია - დასვენებისა და ჭიქა ღვინოსთან წიგნის კითხვის საუკეთესო საშუალება.

უცნობია რა ტიპის ნომერშია გაჩერებული საქართველოს ექსპრეზიდენტი, თუმცა booking.com-ის მიხედვით, ლუქსისა და VIP-ნომრის ღირებულებები დღე-ღამის განმავლობაში 450-600 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ლუქსისა და VIP-ნომრის სერვისში შედის: მომსახურება ნომერში, მასაჟი ნომერში, რეცხვის, ქიმწმენდისა და დაუთოვების სერვისი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს