კონფლიქტები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი უძლიერესი აფეთქება მზეზე - რა უარყოფით ცვლილებებს გამოიწვევს დედამიწაზე მზის ჰიპერაქტივობა
სამი უძლიერესი აფეთქება მზეზე - რა უარყოფით ცვლილებებს გამოიწვევს დედამიწაზე მზის ჰიპერაქტივობა

სექ­ტემ­ბრის პირ­ვე­ლი კვი­რის მი­წუ­რულს, მეც­ნი­ე­რებ­მა მზე­ზე უჩ­ვე­უ­ლო აქ­ტი­ვო­ბა და­ა­ფიქ­სი­რეს. ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, მზის ზე­და­პირ­ზე მომ­ხდარ­მა სამ­მა უძ­ლი­ე­რეს­მა აფეთ­ქე­ბამ, დე­და­მი­წის და მის ბი­ნა­დარ­თა ცხოვ­რე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა უკვე მო­ახ­დი­ნა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით აფეთ­ქე­ბა­თა სე­რია უკა­ნას­კნე­ლი 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდა­რი მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი იყო.

პირ­ვე­ლი აფეთ­ქე­ბა, რომ­ლის სი­დი­დეც X9.3-ს აღ­წევ­და, ას­ტო­რო­ნო­მებ­მა 6 სექ­ტემ­ბერს და­ა­ფიქ­სი­რეს. ასეთ აფეთ­ქე­ბებს კლა­სი­ფი­კა­ცი­ის სა­კუ­თა­რი სქე­მა აქვთ - ლა­თი­ნუ­რი ან­ბა­ნის ასო და შე­სა­ბა­მი­სი ციფ­რუ­ლი სი­დი­დე, რო­მე­ლიც აფეთ­ქე­ბი­სას წარ­მოქ­მნი­ლი რენტგე­ნუ­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბის სი­დი­დე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასო­ე­ბის სა­ხით A, B, C, M და X გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მე­ო­რე მძლავ­რი აფეთ­ქე­ბა 7 სექ­ტემ­ბერს, მე­სა­მე კი - 8 სექ­ტემ­ბერს და­ფიქ­სირ­და.

მსგავ­სი ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სას, ღია კოს­მოს­ში უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია იფან­ტე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად ასე­უ­ლო­ბით წყალ­ბა­დის ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რია. მეც­ნი­ე­რე­ბის ან­გა­რი­შით, ეს მზის მიერ 1 წამ­ში გა­მოს­ხი­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 1/6-ია. ტრო­ტი­ლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტში ეს 160 მი­ლი­არ­დი მე­გა­ტო­ნის ტოლ­ფა­სია.

აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ 8 წუთ­ში (სწო­რედ ამ­დე­ნი ჭირ­დე­ბა მზი­დან ამოფრქვე­ულ გა­მოს­ხი­ვე­ბას დე­და­მი­წამ­დე მო­საღ­წე­ვად), ჩვენს პლა­ნე­ტამ­დე ფო­ტო­ნე­ბის (ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი) პირ­ვე­ლი ტალ­ღა აღ­წევს. შემ­დგო­მი სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­და­მი­წას და­მუხ­ტუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის მძლავ­რი ნა­კა­დი ეჯა­ხე­ბა. უშ­ვე­ლე­ბე­ლი პლაზ­მის ღრუ­ბე­ლი ჩვე­ნამ­დე მო­საღ­წე­ვად 2-3 დღეს ან­დო­მებს.

მზის ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბა პირ­ველ რიგ­ში კოს­მო­სურ ამინ­დზე აი­სა­ხე­ბა. 1990-იან წლებ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ეს სა­მეც­ნი­ე­რო ტერ­მი­ნი მზის აქ­ტი­ვო­ბის პლა­ნეტ­თა­შო­რის სივ­რცე­ზე და დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მძლავ­რმა აფეთ­ქე­ბებ­მა ძლი­ე­რი გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი გა­მო­იწ­ვი­ეს. ეს მოვ­ლე­ნა ამა­ხინ­ჯებს ან სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბელს ხდის რა­დიო და ზოგ­ჯერ ფი­ჭუ­რი კავ­ში­რის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც. უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნებ­ზე რომ­ლებ­საც გულ-სისს­ძარ­ხვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებს.

სამ­მა ძლი­ერ­მა აფეთ­ქე­ბამ უკვე გა­მო­იწ­ვია კავ­ში­რის ხა­რის­ხის გა­უ­ა­რე­სე­ბა ჩრდი­ლო ამე­რი­კის და ევ­რო­პის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლებ­ში. კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც მძლავ­რი გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის თან­მხლე­ბი ელე­მენ­ტია, უჩ­ვე­უ­ლოდ ძლი­ე­რი პო­ლა­რუ­ლი ცი­ა­ლია, რომ­ლის ხილ­ვაც ქვე­და გა­ნე­დებ­შიც შე­იძ­ლე­ბა.

მზის ზე­და­პირ­ზე უჩ­ვე­უ­ლოდ მძლავ­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლად არის შეს­წავ­ლი­ლი. და­ნამ­დვი­ლე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ მზის ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბას წინ მზის ლა­ქე­ბის ფორ­მი­რე­ბა უძღვის. დიდი ზო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ ლა­ქე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა.

ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მზის ლა­ქე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა გარ­შე­მო მყოფ ფო­ტოს­ფე­როს­თან (ატ­მოს­ფე­როს გა­მომ­სხი­ვე­ბე­ლი ფენა, რო­მელ­შიც გა­მოს­ხი­ვე­ბის უწყვე­ტი სპექტრის ნა­კა­დი წარ­მო­იშ­ვე­ბა) შე­და­რე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 2000 გრა­დუ­სით უფრო და­ბა­ლია. ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი სხვა­ო­ბა მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლე­ბის სხვა­ო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს რა დრო­საც უშ­ვე­ლე­ბე­ლი მო­ცუ­ლო­ბის ენერ­გი­ის გა­მონ­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხდე­ბა. მზის ლა­ქე­ბის სი­დი­დე, გან­ლა­გე­ბა და ფორ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებს მზის აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ ვრცელ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის, თუმ­ცა მძლავ­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ზუს­ტი პროგ­ნო­ზი­რე­ბა ჯერ-ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ბო­ლოს მზის ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბა 2005 წლის 7 სექ­ტემ­ბერს და­ფიქ­სირ­და. ორი წლით ადრე მზე­ზე მომ­ხდა­რი მძლავ­რი აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ­მა ძლი­ერ­მა გე­ო­მაგ­ნი­ტურ­მა ქა­რიშ­ხალ­მა ევ­რო­პის ჩრდი­ლო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში ელექტრო­სად­გუ­რებ­ზე მა­ღა­ლი ძაბ­ვის ტრანსფორ­მა­ტო­რე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა მწყობ­რი­დან.

მზე­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე მძლავ­რი გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი 1859 წლის ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რულს და­ფიქ­სირ­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

სამი უძლიერესი აფეთქება მზეზე - რა უარყოფით ცვლილებებს გამოიწვევს დედამიწაზე მზის ჰიპერაქტივობა

სამი უძლიერესი აფეთქება მზეზე - რა უარყოფით ცვლილებებს გამოიწვევს დედამიწაზე მზის ჰიპერაქტივობა

სექტემბრის პირველი კვირის მიწურულს, მეცნიერებმა მზეზე უჩვეულო აქტივობა დააფიქსირეს. ერთმანეთის მიყოლებით, მზის ზედაპირზე მომხდარმა სამმა უძლიერესმა აფეთქებამ, დედამიწის და მის ბინადართა ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა. სპეციალისტების თქმით აფეთქებათა სერია უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მომხდარი მსგავსი მოვლენებიდან ყველაზე ძლიერი იყო.

პირველი აფეთქება, რომლის სიდიდეც X9.3-ს აღწევდა, ასტორონომებმა 6 სექტემბერს დააფიქსირეს. ასეთ აფეთქებებს კლასიფიკაციის საკუთარი სქემა აქვთ - ლათინური ანბანის ასო და შესაბამისი ციფრული სიდიდე, რომელიც აფეთქებისას წარმოქმნილი რენტგენული გამოსხივების სიდიდეზეა დამოკიდებული. ასოების სახით A, B, C, M და X გამოიყენება. მეორე მძლავრი აფეთქება 7 სექტემბერს, მესამე კი - 8 სექტემბერს დაფიქსირდა.

მსგავსი ფიზიკური მოვლენებისას, ღია კოსმოსში უზარმაზარი ენერგია იფანტება, რომელიც ერთდროულად ასეულობით წყალბადის ბომბის აფეთქების ექვივალენტურია. მეცნიერების ანგარიშით, ეს მზის მიერ 1 წამში გამოსხივებული ენერგიის დაახლოებით 1/6-ია. ტროტილის ექვივალენტში ეს 160 მილიარდი მეგატონის ტოლფასია.

აფეთქების შემდეგ 8 წუთში (სწორედ ამდენი ჭირდება მზიდან ამოფრქვეულ გამოსხივებას დედამიწამდე მოსაღწევად), ჩვენს პლანეტამდე ფოტონების (ელემენტარული ნაწილაკები) პირველი ტალღა აღწევს. შემდგომი საათების განმავლობაში დედამიწას დამუხტული ნაწილაკების მძლავრი ნაკადი ეჯახება. უშველებელი პლაზმის ღრუბელი ჩვენამდე მოსაღწევად 2-3 დღეს ანდომებს.

მზის ჰიპერაქტივობა პირველ რიგში კოსმოსურ ამინდზე აისახება. 1990-იან წლებში დამკვიდრებული ეს სამეცნიერო ტერმინი მზის აქტივობის პლანეტთაშორის სივრცეზე და დედამიწის ატმოსფეროზე ზემოქმედებას გულისხმობს.

მძლავრმა აფეთქებებმა ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი გამოიწვიეს. ეს მოვლენა ამახინჯებს ან სრულიად შეუძლებელს ხდის რადიო და ზოგჯერ ფიჭური კავშირის გამოყენებასაც. უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე რომლებსაც გულ-სისსძარხვთა დაავადებები აწუხებს.

სამმა ძლიერმა აფეთქებამ უკვე გამოიწვია კავშირის ხარისხის გაუარესება ჩრდილო ამერიკის და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილებში. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მძლავრი გეომაგნიტური ქარიშხლების თანმხლები ელემენტია, უჩვეულოდ ძლიერი პოლარული ციალია, რომლის ხილვაც ქვედა განედებშიც შეიძლება.

მზის ზედაპირზე უჩვეულოდ მძლავრი აფეთქებების ფორმირება ჯერჯერობით მხოლოდ ზედაპირულად არის შესწავლილი. დანამდვილებით ცნობილია, რომ მზის ჰიპერაქტიურობას წინ მზის ლაქების ფორმირება უძღვის. დიდი ზომების შემთხვევაში, ამ ლაქების დაფიქსირება შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.

ადგილებში, სადაც მზის ლაქები წარმოიქმნება ტემპერატურა გარშემო მყოფ ფოტოსფეროსთან (ატმოსფეროს გამომსხივებელი ფენა, რომელშიც გამოსხივების უწყვეტი სპექტრის ნაკადი წარმოიშვება) შედარებით დაახლოებით 2000 გრადუსით უფრო დაბალია. ტემპერატურული სხვაობა მაგნიტური ველების სხვაობას განაპირობებს რა დროსაც უშველებელი მოცულობის ენერგიის გამონთავისუფლება ხდება. მზის ლაქების სიდიდე, განლაგება და ფორმა სპეციალისტებს მზის აქტივობის შესახებ ვრცელ ინფორმაციას აწვდის, თუმცა მძლავრი აფეთქებების ზუსტი პროგნოზირება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

ბოლოს მზის ჰიპერაქტივობა 2005 წლის 7 სექტემბერს დაფიქსირდა. ორი წლით ადრე მზეზე მომხდარი მძლავრი აფეთქებების შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა ევროპის ჩრდილოეთის ქვეყნებში ელექტროსადგურებზე მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები გამოიყვანა მწყობრიდან.

მზეზე დაკვირვების ისტორიის განმავლობაში, ყველაზე მძლავრი გეომაგნიტური ქარიშხალი 1859 წლის ზაფხულის მიწურულს დაფიქსირდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს