პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფლორენციელი მონსტრის" სასტიკი დანაშაულები - სერიული მკვლელი, რომელიც შეყვარებულ წყვილებს კლავდა
"ფლორენციელი მონსტრის" სასტიკი დანაშაულები - სერიული მკვლელი, რომელიც შეყვარებულ წყვილებს კლავდა

1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ "ფლო­რენ­ცი­ე­ლი მონ­სტრი" მარ­თლაც პი­ეტ­რო პა­ჩი­ა­ნია, თუმ­ცა, მკვლე­ლის მო­უ­ლოდ­ნელ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ხელი შე­უ­შა­ლა გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და სწო­რედ ეს იქცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის მთა­ვარ მი­ზე­ზად მუდ­მი­ვად და­უბ­რუნ­დნენ "ფლო­რენ­ცი­ე­ლი მონ­სტრის" საქ­მეს, გა­მოთ­ქვან სა­კუ­თა­რი ეჭ­ვე­ბი და ხში­რად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ვერ­სი­ე­ბი...

სე­რი­უ­ლი მკვლე­ლის პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა

"ფლო­რენ­ცი­ელ მონ­სტრად" წო­დე­ბუ­ლი მკვლე­ლი პირ­ვე­ლად 1981 წელს გა­მოჩ­ნდა, როცა ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ფლო­რენ­ცი­ის შე­მო­გა­რენ­ში 30 წლის ჯო­ვა­ნი ფოჯი და 21 წლის კარ­მე­ლა დი ნუჩი იპო­ვეს მოკ­ლუ­ლი. მა­მა­კა­ცი სა­ჭეს­თან იჯდა ნა­ტყვი­ა­რით თავ­ში, გო­გო­ნა კი, მან­ქა­ნას­თან ახ­ლოს, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბით გულ­მკერ­დის არე­ში.

მკვლე­ლო­ბა სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და, ცხედ­რე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლე­ბიც ერ­თი­ა­ნად მი­ა­წყდნენ შემ­თხვე­ვის ად­გილს, უნებ­ლი­ედ გა­ა­ნად­გუ­რეს და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი და კრი­მი­ნა­ლის­ტებ­საც ხელი შე­უ­შა­ლეს სა­ჭი­რო სამ­ხი­ლე­ბის ამო­ღე­ბა­ში. პო­ლი­ცი­ამ მხო­ლოდ იმის დად­გე­ნა შეძ­ლო, რომ მკვლე­ლო­ბის სა­ღა­მოს ჯო­ვა­ნი და კარ­მე­ლა ჯერ ად­გი­ლობ­რივ დის­კო­თე­კას სტუმ­რობ­დნენ, მერე კი, გან­მარ­ტო­ე­ბა გა­და­წყვი­ტეს, თავ­შე­საფ­რად და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის­გან მო­შო­რე­ბით, მყუდ­რო ად­გი­ლი აირ­ჩი­ეს და წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­დათ, რომ იქვე ახ­ლოს მკვლე­ლი იყო ჩა­საფ­რე­ბუ­ლი.

ორ­მა­გი მკვლე­ლო­ბა ძა­ლი­ან ჰგავ­და შვი­დი წლით ადრე მომ­ხდარ და­ნა­შა­ულს, როცა ფლო­რენ­ცი­ი­დან ჩრდი­ლო­ე­თით, ისევ სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს ორი ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი. მა­მა­კა­ცი თავ­ში გას­რო­ლით იყო მოკ­ლუ­ლი, გო­გო­ნას კი, ისევ გულ­მკერ­დის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა. მკვლე­ლო­ბა გა­უხ­სნე­ლი დარ­ჩა, რად­გან პო­ლი­ცია ჯი­უ­ტად ეძებ­და მო­ტივს, ფსი­ქი­უ­რად აშ­ლილ მო­ძა­ლა­დეს კი, ჩა­ნა­ფიქ­რის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად არას­დროს სჭირ­დე­ბა მო­ტი­ვი და მხო­ლოდ კარ­მე­ლა­სა და ჯო­ვა­ნის ცხედ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და ნა­თე­ლი, რომ ფლო­რენ­ცი­ა­ში სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც პრე­სამ სწრა­ფად უწო­და "ფლო­რენ­ცი­ე­ლი მონ­სტრი".

იხი­ლეთ მეტი "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი"

პო­ლი­ცი­ის სა­ტყუ­ა­რა

პო­ლი­ცი­ამ სწრა­ფად მი­აგ­ნო ეჭ­ვმი­ტა­ნილს, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ენცო სალ­ვა­ტო­რე აღ­მოჩ­ნდა. ფსი­ქი­უ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი სალ­ვა­ტო­რე ხში­რად უთ­ვალ­თვა­ლებ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს და პო­ლი­ცი­ა­მაც ჩათ­ვა­ლა, რომ სწო­რედ მან მოკ­ლა წყვი­ლი კვა­ლის და­სა­ფა­რად, როცა თვალ­თვალ­ში გა­მო­ი­ჭი­რეს. სალ­ვა­ტო­რეს და­კი­თხვა რამ­დე­ნი­მე დღეს გაგ­რძელ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი დიდ­ხანს ეძებ­დნენ მისი და­ნა­შა­უ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სამ­ხი­ლებს,თუმ­ცა ბო­ლოს მიხ­ვდნენ, რომ ფსი­ქი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბულ ენ­ცოს მათ გა­რე­შეც საკ­მა­ოდ ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, სა­ზა­რელ მკვლე­ლო­ბებ­თან კი, არა­ფე­რი აკავ­ში­რებ­და...

"ფლო­რენ­ცი­ე­ლი მონ­სტრის" ცრუ კვა­ლი

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მკვლე­ლი შეც­დო­მას და­უშ­ვებ­და და გათ­ვლამ ნა­წი­ლობ­რივ გა­ა­მარ­თლა... მკვლე­ლი, რო­გორც ჩანს, დაფრ­თხა და გა­მო­ძი­ე­ბის ცრუ კვალ­ზე და­ყე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. ერთი შე­ხედ­ვით ახა­ლი მკვლე­ლო­ბა არაფ­რით ჰგავ­და უკვე ჩა­დე­ნილს, რად­გან ამ­ჯე­რად მკვლელ­მა არა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი, არა­მედ ორი მა­მა­კა­ცი გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტი­ზამ და­ამ­ტკი­ცა, რომ ტუ­რის­ტე­ბიც იმა­ვე ია­რა­ღით მოკ­ლეს, რომ­ლი­თაც ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი. გარ­და ამი­სა, ერთ-ერთ და­ღუ­პულს გრძე­ლი ქერა თმა ჰქონ­და და შე­საძ­ლოა, ღა­მის წყვდი­ად­ში მკვლელ­მა ვერ გა­არ­ჩია ერ­თმა­ნე­თის­გან ქალი და მა­მა­კა­ცი, მერე კი, სა­კუ­თარ შეც­დო­მას მიხ­ვდა და სწრა­ფად და­ტო­ვა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი.

"ფლო­რენ­ცი­ე­ლი მონ­სტრი" თა­ვი­სუ­ფა­ლია

ფრან­გი ტუ­რის­ტე­ბის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ "ფლო­რენ­ცი­ე­ლი მონ­სტრის" საქ­მე იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ­მა სამ­მარ­თვე­ლომ გა­და­ი­ბა­რა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი შექ­მნა, რო­მელ­შიც შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო­ში გა­მოც­დი­ლე­ბა­შე­ძე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი გა­ერ­თი­ან­და და სწო­რედ მათ შეძ­ლეს ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და­კა­ვე­ბა.

ჯერ ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ფლო­რენ­ცი­ე­ლე­ბი შე­ა­მოწ­მეს, მერე კი, მათი გა­და­ად­გი­ლე­ბის რუქა შე­ად­გი­ნეს, მკვლე­ლო­ბე­ბის დროს, ად­გილს შე­ა­და­რეს და პი­ეტ­რო პა­ჩი­ა­ნი­საც მი­აგ­ნეს, რო­მელ­საც არც ალი­ბი ჰქონ­და და მკვლე­ლო­ბის დრო­საც თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო ყო­ფი­ლი­ყო და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას. მით უმე­ტეს, რომ მა­ნამ­დეც ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო ეჭ­ვი­ა­ნო­ბით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის.

პა­ჩი­ა­ნი 1951 წელს გა­ა­სა­მარ­თლეს და 13-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბაც მი­უ­სა­ჯეს სა­ცო­ლის საყ­ვარ­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის. პა­ჩი­ა­ნიმ სა­სა­მარ­თლო­ზე აღი­ა­რა, რომ მო­ღა­ლა­ტე სა­ცო­ლის და­ნახ­ვა­ზე გო­ნე­ბა და­ე­ბინ­და და და­უ­ფიქ­რებ­ლად ეს­რო­ლა მის კა­ვა­ლერს თო­ფი­დან. სწო­რედ ამ აღი­ა­რე­ბამ მი­იქ­ცია იტა­ლი­ე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა, რო­მელ­თა აზ­რით ფსი­ქო­პა­ტი პა­ჩი­ა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ერ­გე­ბო­და მა­ნი­ა­კის იმ სტან­დარ­ტულ და­ხა­სი­ა­თე­ბას, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ იყე­ნებ­დნენ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

პა­ჩი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს, 11-დღი­ა­ნი ჩხრე­კა მის სახ­ლში 22-კა­ლიბ­რი­ა­ნი პის­ტო­ლე­ტის ვაზ­ნის და ორი ტყა­ვის პლან­შე­ტის ამო­ღე­ბით დას­რულ­და. ვაზ­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ერ­გე­ბო­და მკვლე­ლო­ბის ია­რაღს, პლან­შე­ტე­ბი კი, გერ­მა­ნი­ის იმ ქა­ლაქ­ში იყო შე­ძე­ნი­ლი, სა­ი­და­ნაც ტუ­რის­ტე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. გარ­და ამი­სა, პა­ჩი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის არ­ცერთ დღეს არ ჰქონ­და ალი­ბი.

და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რის მი­ი­ღე­ბის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ამ გარ­დაც­ვლი­ლი პა­ჩი­ა­ნი იპო­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა და ამ­გვა­რად "თავი აა­რი­და" გან­მე­ო­რე­ბით სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს...

1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს "ფლო­რენ­ცი­ე­ლი მონ­სტრის" საქ­მე და­ი­ხუ­რა, მაგ­რამ სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ იტა­ლი­ურ­მა პრე­სამ ახა­ლი სენ­სა­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ პო­ლი­ცი­ამ ეზო­თე­რუ­ლი სექ­ტის წევ­რი, ვინ­მე ფრან­ჩეს­კო კა­ლა­მან­დრეი და­ა­კა­ვა, რო­მელ­მაც აღი­ა­რა 1980-იან წლებ­ში რამ­დე­ნი­მე რი­ტუ­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის სიკ­ვდი­ლიც სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. თუმ­ცა, იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ კა­ლა­მან­დრე­ის აღი­ა­რე­ბა არ მი­ი­ღო, "ფლო­რენ­ცი­ელ მონ­სტრად" ისევ პი­ეტ­რო პა­ჩი­ა­ნი მი­იჩ­ნია და ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც იგი­ვე ურ­ჩია, თუმ­ცა, პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­ინც ვერ ივი­წყე­ბენ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რი­ას და ბევ­რი დღემ­დე აგ­რძე­ლებს სა­კუ­თარ გა­მო­ძი­ე­ბას...

იხი­ლეთ მეტი "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი" - სე­რი­ულ მკვლელს, რო­მე­ლიც შეყ­ვა­რე­ბულ წყვი­ლებს კლავ­და, პრე­სა დღემ­დე ვერ ივი­წყებს

"ფლორენციელი მონსტრის" სასტიკი დანაშაულები - სერიული მკვლელი, რომელიც შეყვარებულ წყვილებს კლავდა

"ფლორენციელი მონსტრის" სასტიკი დანაშაულები - სერიული მკვლელი, რომელიც შეყვარებულ წყვილებს კლავდა

1980-იანი წლების ბოლოს იტალიის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ფლორენციელი მონსტრი" მართლაც პიეტრო პაჩიანია, თუმცა, მკვლელის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ხელი შეუშალა გამოძიების დასრულებას და სწორედ ეს იქცა ჟურნალისტებისთვის მთავარ მიზეზად მუდმივად დაუბრუნდნენ "ფლორენციელი მონსტრის" საქმეს, გამოთქვან საკუთარი ეჭვები და ხშირად დაუჯერებელი ვერსიები...

სერიული მკვლელის პირველი გამოჩენა

"ფლორენციელ მონსტრად" წოდებული მკვლელი პირველად 1981 წელს გამოჩნდა, როცა ივნისის დასაწყისში ფლორენციის შემოგარენში 30 წლის ჯოვანი ფოჯი და 21 წლის კარმელა დი ნუჩი იპოვეს მოკლული. მამაკაცი საჭესთან იჯდა ნატყვიარით თავში, გოგონა კი, მანქანასთან ახლოს, სასიკვდილო ჭრილობით გულმკერდის არეში.

მკვლელობა სოფლის ტერიტორიაზე მოხდა, ცხედრები ადგილობრივებმა აღმოაჩინეს, რომლებიც ერთიანად მიაწყდნენ შემთხვევის ადგილს, უნებლიედ გაანადგურეს დანაშაულის კვალი და კრიმინალისტებსაც ხელი შეუშალეს საჭირო სამხილების ამოღებაში. პოლიციამ მხოლოდ იმის დადგენა შეძლო, რომ მკვლელობის საღამოს ჯოვანი და კარმელა ჯერ ადგილობრივ დისკოთეკას სტუმრობდნენ, მერე კი, განმარტოება გადაწყვიტეს, თავშესაფრად დასახლებული პუნქტისგან მოშორებით, მყუდრო ადგილი აირჩიეს და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ იქვე ახლოს მკვლელი იყო ჩასაფრებული.

ორმაგი მკვლელობა ძალიან ჰგავდა შვიდი წლით ადრე მომხდარ დანაშაულს, როცა ფლორენციიდან ჩრდილოეთით, ისევ სოფლის ტერიტორიაზე იპოვეს ორი ახალგაზრდის ცხედარი. მამაკაცი თავში გასროლით იყო მოკლული, გოგონას კი, ისევ გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა. მკვლელობა გაუხსნელი დარჩა, რადგან პოლიცია ჯიუტად ეძებდა მოტივს, ფსიქიურად აშლილ მოძალადეს კი, ჩანაფიქრის განსახორციელებლად არასდროს სჭირდება მოტივი და მხოლოდ კარმელასა და ჯოვანის ცხედრების აღმოჩენის შემდეგ გახდა ნათელი, რომ ფლორენციაში სერიული მკვლელი გამოჩნდა, რომელსაც პრესამ სწრაფად უწოდა "ფლორენციელი მონსტრი".

იხილეთ მეტი "პალიტრანიუსის" გადაცემაში "არაჩვეულებრივი ისტორიები"

პოლიციის სატყუარა

პოლიციამ სწრაფად მიაგნო ეჭვმიტანილს, რომელიც ადგილობრივებისთვის კარგად ნაცნობი ენცო სალვატორე აღმოჩნდა. ფსიქიურად გაუწონასწორებელი სალვატორე ხშირად უთვალთვალებდა შეყვარებულებს და პოლიციამაც ჩათვალა, რომ სწორედ მან მოკლა წყვილი კვალის დასაფარად, როცა თვალთვალში გამოიჭირეს. სალვატორეს დაკითხვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, სამართალდამცავები დიდხანს ეძებდნენ მისი დანაშაულის დამადასტურებელ სამხილებს,თუმცა ბოლოს მიხვდნენ, რომ ფსიქიურად დაავადებულ ენცოს მათ გარეშეც საკმაოდ ჰქონდა პრობლემები, საზარელ მკვლელობებთან კი, არაფერი აკავშირებდა...

"ფლორენციელი მონსტრის" ცრუ კვალი

სამართალდამცავებს იმედი ჰქონდათ, რომ პანიკაში ჩავარდნილი მკვლელი შეცდომას დაუშვებდა და გათვლამ ნაწილობრივ გაამართლა... მკვლელი, როგორც ჩანს, დაფრთხა და გამოძიების ცრუ კვალზე დაყენება გადაწყვიტა. ერთი შეხედვით ახალი მკვლელობა არაფრით ჰგავდა უკვე ჩადენილს, რადგან ამჯერად მკვლელმა არა შეყვარებული წყვილი, არამედ ორი მამაკაცი გამოასალმა სიცოცხლეს. თუმცა, ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ტურისტებიც იმავე იარაღით მოკლეს, რომლითაც ყველა დანარჩენი. გარდა ამისა, ერთ-ერთ დაღუპულს გრძელი ქერა თმა ჰქონდა და შესაძლოა, ღამის წყვდიადში მკვლელმა ვერ გაარჩია ერთმანეთისგან ქალი და მამაკაცი, მერე კი, საკუთარ შეცდომას მიხვდა და სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი.

"ფლორენციელი მონსტრი" თავისუფალია

ფრანგი ტურისტების მკვლელობის შემდეგ "ფლორენციელი მონსტრის" საქმე იტალიის პოლიციის მთავარმა სამმართველომ გადაიბარა და სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შექმნა, რომელშიც შეერთებულ შტატებში, გამოძიების ფედერალური ბიუროში გამოცდილებაშეძენილი რამდენიმე სამართალდამცავი გაერთიანდა და სწორედ მათ შეძლეს ეჭვმიტანილის დაკავება.

ჯერ ძალადობრივი დანაშაულისთვის ნასამართლევი ფლორენციელები შეამოწმეს, მერე კი, მათი გადაადგილების რუქა შეადგინეს, მკვლელობების დროს, ადგილს შეადარეს და პიეტრო პაჩიანისაც მიაგნეს, რომელსაც არც ალიბი ჰქონდა და მკვლელობის დროსაც თავისუფლად შეეძლო ყოფილიყო დანაშაულის ადგილას. მით უმეტეს, რომ მანამდეც ნასამართლევი იყო ეჭვიანობით ჩადენილი მკვლელობისთვის.

პაჩიანი 1951 წელს გაასამართლეს და 13-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს საცოლის საყვარლის მკვლელობისთვის. პაჩიანიმ სასამართლოზე აღიარა, რომ მოღალატე საცოლის დანახვაზე გონება დაებინდა და დაუფიქრებლად ესროლა მის კავალერს თოფიდან. სწორედ ამ აღიარებამ მიიქცია იტალიელი პოლიციელების ყურადღება, რომელთა აზრით ფსიქოპატი პაჩიანი აბსოლუტურად ერგებოდა მანიაკის იმ სტანდარტულ დახასიათებას, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებდნენ შეერთებულ შტატებში.

პაჩიანი დააპატიმრეს, 11-დღიანი ჩხრეკა მის სახლში 22-კალიბრიანი პისტოლეტის ვაზნის და ორი ტყავის პლანშეტის ამოღებით დასრულდა. ვაზნა აბსოლუტურად ერგებოდა მკვლელობის იარაღს, პლანშეტები კი, გერმანიის იმ ქალაქში იყო შეძენილი, საიდანაც ტურისტები ჩამოვიდნენ. გარდა ამისა, პაჩიანის მკვლელობის არცერთ დღეს არ ჰქონდა ალიბი.

დაპატიმრების ორდერის მიიღების შემდეგ, პოლიციამ გარდაცვლილი პაჩიანი იპოვა საკუთარ სახლში, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და ამგვარად "თავი აარიდა" განმეორებით სასამართლო პროცესს...

1980-იანი წლების ბოლოს "ფლორენციელი მონსტრის" საქმე დაიხურა, მაგრამ სულ რამდენიმე წლის წინ იტალიურმა პრესამ ახალი სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა - ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ პოლიციამ ეზოთერული სექტის წევრი, ვინმე ფრანჩესკო კალამანდრეი დააკავა, რომელმაც აღიარა 1980-იან წლებში რამდენიმე რიტუალური მკვლელობის ჩადენა და შეყვარებული წყვილების სიკვდილიც საკუთარ თავზე აიღო. თუმცა, იტალიის პოლიციამ კალამანდრეის აღიარება არ მიიღო, "ფლორენციელ მონსტრად" ისევ პიეტრო პაჩიანი მიიჩნია და ჟურნალისტებსაც იგივე ურჩია, თუმცა, პრესის წარმომადგენლები მაინც ვერ ივიწყებენ გასული საუკუნის ყველაზე გახმაურებული მკვლელობების სერიას და ბევრი დღემდე აგრძელებს საკუთარ გამოძიებას...

იხილეთ მეტი "პალიტრანიუსის" გადაცემაში "არაჩვეულებრივი ისტორიები" - სერიულ მკვლელს, რომელიც შეყვარებულ წყვილებს კლავდა, პრესა დღემდე ვერ ივიწყებს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"