სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლანჩი ცათამბჯენზე": ცნობილი ფოტოს რეალური ისტორია
"ლანჩი ცათამბჯენზე": ცნობილი ფოტოს რეალური ისტორია

ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც 1932 წლის 20 სექ­ტემ­ბერს, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, Rockefeller Center-ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ცა­თამბჯე­ნის GE Building-ის მშე­ნებ­ლო­ბის დროს გა­კეთ­და, უნი­კა­ლუ­რი მო­მენ­ტია ასა­ხუ­ლი: 256 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, გა­ნივ კოჭზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბის გა­რე­შე მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი, ერთი შე­ხედ­ვით უდარ­დე­ლი თერ­თმე­ტი მუშა მშვი­დად სა­უბ­რობს, მი­ირ­თმევს ლანჩს და ერ­თმა­ნე­თის ხუმ­რო­ბებ­ზე იცი­ნის. მათ ზურგს უკან მა­ნ­ჰე­ტე­ნის ნის­ლი­ა­ნი ჰო­რი­ზონ­ტია, ქვე­ვით კი, ნიუ-იორ­კი, რო­მე­ლიც სწო­რედ ასე­თი თავ­გან­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წყა­ლო­ბით იქცა მსოფ­ლი­ოს ცენ­ტრად და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სა­ოც­ნე­ბო ქა­ლა­ქად...

არ­სე­ბობს ვერ­სია, თით­ქოს ფოტო თა­ვად რო­კ­ფე­ლე­რე­ბის დაკ­ვე­თით, მშე­ნე­ბა­რე ცა­თამბჯე­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით გა­კეთ­და, სცე­ნა კი, წი­ნას­წარ იყო დად­გმუ­ლი, თუმ­ცა მას­ზე ასა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არა მსა­ხი­ო­ბე­ბი ან ტრი­უ­კე­ბის ოს­ტა­ტე­ბი, არა­მედ რე­ა­ლუ­რი მუ­შე­ბი არი­ან.

იხი­ლეთ PALITRANEWS-ის გა­და­ცე­მა "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი": "ლან­ჩი ცა­თამბჯენ­ზე" - ფო­ტოს ის­ტო­რია

ფო­ტოს პირ­ვე­ლი პუბ­ლი­კა­ცია და მისი რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­რი

"ლან­ჩი ცა­თამბჯენ­ზე" პირ­ვე­ლად New York Herald Tribune-ის კვი­რის გა­მოშ­ვე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა 1932 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს. ფო­ტო­ზე არ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფის ვი­ნა­ო­ბა და დიდი ხნის მან­ძილ­ზე მის ავ­ტო­რად ლუის ჰა­ი­ნი ით­ვლე­ბო­და, რო­მელ­მაც მა­ნამ­დე 102-სარ­თუ­ლი­ა­ნი ცა­თამბჯე­ნის Empire State Building-ის ფო­ტო­ე­ბის მთე­ლი სე­რია შექ­მნა. თუმ­ცა, ზუს­ტად 80 წლის შემ­დეგ, 2012 წელს New York Post-მა ლე­გენ­და­რუ­ლი ფო­ტოს ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა გა­და­წყვი­ტა და გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა.

გა­მო­ცე­მამ ჯერ Rockefeller Center-ის ფო­ტო­არ­ქივს მი­მარ­თა და ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­ზეც ზუს­ტად იგი­ვე მუ­შებს ან მე­ტა­ლის კოჭზე ეძი­ნათ, ან არა­შე­ნე­ბუ­ლი ცენ­ტრის 69-ე სარ­თუ­ლის კარ­ნიზ­ზე და­სე­ირ­ნობ­დნენ მშვი­დად.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბამ პენ­სელ­ვა­ნი­ის შტატ­ში Iron Mountain-ის არ­ქივ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც ლე­გენ­და­რუ­ლი ფო­ტოს ორი­გი­ნა­ლურ შუ­შის ნე­გა­ტივს მი­აკ­ვლია და ხან­გრძლი­ვი ექ­სპერ­ტი­ზის წყა­ლო­ბით და­ად­გი­ნა, რომ ფო­ტოს რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­რი, არა­ნაკ­ლებ ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ჩარლზ ებეტ­სი იყო.

ებეტ­სი ფო­ტო­გა­და­ღე­ბამ 20-იან წლებ­ში გა­ი­ტა­ცა, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მან ბევ­რად ადრე, 8 წლის ასაკ­ში შე­ი­ძი­ნა, როცა უკი­თხა­ვად ისარ­გებ­ლა დე­დის სა­ბან­კო ან­გა­რი­შით და მკაც­რა­დაც და­ი­სა­ჯა - დე­დამ ისე სცე­მა, რომ ბი­ჭუ­ნას კვი­რა­ზე მეტი დაჯ­დო­მაც არ შე­ეძ­ლო და სკო­ლა­ში გაკ­ვე­თი­ლებს ფეხ­ზე დამ­დგა­რი უს­მენ­და. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ქა­ლიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებ­და, რომ პირ­ვე­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მა­მას გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე უფრთხილ­დე­ბო­და.

ებეტსმა პო­პუ­ლა­რო­ბა 1930-იან წლებ­ში მო­ი­პო­ვა, როცა მისი ფო­ტო­ე­ბი New York Times-ში და­ი­ბეჭ­და. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ის Associated Press-ის ფლო­რი­დის ოფი­სის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფი გახ­და, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ კი, კომ­პა­ნი­ო­ნებ­თან ერ­თად სა­რეკ­ლა­მო ბი­უ­რო City of Miami Publicity Bureau გახ­სნა და 17 წელი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სწო­რედ ებეტ­სის დამ­სა­ხუ­რე­ბაა მა­ი­ა­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ფო­ტო­ე­ბის წყა­ლო­ბით აქ­ცია ქა­ლა­ქი ამე­რი­კის ტუ­რიზ­მის ცენ­ტრად.

თერ­თმე­ტი მა­მა­ცი მშე­ნე­ბე­ლი

ავ­ტო­რის დად­გე­ნის შემ­დეგ New York Post-მა ფო­ტო­ზე ასა­ხულ ადა­მი­ან­თა ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა გა­და­წყვი­ტა და მკი­თხველს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. გა­მო­ცე­მას პირ­ველ დღეს­ვე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­უ­ლი და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­და, რომ ფო­ტო­ზე სწო­რედ მისი მამა, ბა­ბუა, ძმა ან ახლო ნა­თე­სა­ვი იყო ასა­ხუ­ლი. კვლე­ვა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ნა­თე­სა­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­ცხე­ნა კუ­თხე­ში მეტ ო' შო­ნე­სია, რო­მე­ლიც შვილ­მა ცხვი­რით იცნო. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, ბა­ლა­ხის ჰო­კე­ის თა­მა­ში­სას მეტს ცხვირ­ში ჰო­კე­ის ჯოხი მოხ­ვდა და სწო­რედ მა­შინ და­უ­ზი­ან­და.

ფო­ტო­ზე მოხ­ვდნენ ოს­ტინ ლო­ტო­ნი, ჯო­ზეი ეკ­ნე­რი, მა­იკლ ბრე­გე­ნი, ალ­ბინ სვენ­სო­ნი და პი­ტერ რა­ი­სი. მარ­ჯვნი­დან პირ­ვე­ლი კი, პატ­რიკ გლი­ნია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ასე ფიქ­რობს მისი შვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ მა­მის ნაღ­ვლი­ა­ნი თვა­ლე­ბი არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბა. მის გვერ­დით ჯონ და­ზე­ტი, ჯო კერ­ტი­სი, ფრენ­სის მა­იკლ რა­ფე­ტი და მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი სტრეჩ დო­ნა­ჰიუ არი­ან.

ფო­ტოს ახა­ლი სი­ცო­ცხლე

ფოტო, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1930-იან წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ჯერ იმ ეპო­ქის იდუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­პუ­ლა­რულ­მა ბრენ­დე­ბა შექ­მნეს მის მო­ტი­ვებ­ზე სა­კუ­თა­რი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბი.

2001 წელს კი, ნიუ-იორ­კის ცნო­ბი­ლი ტე­რაქ­ტი­დან ერთ კვი­რა­ში სკულპ­ტორ­მა სერ­ჯიო ფუ­ნა­რიმ ფოტო სკულპ­ტუ­რად აქ­ცია, Lunchtime on a Skyscraper - A Tribute to America’s Heroes და­არ­ქვა და იმ თავ­გან­წი­რულ მაშ­ვე­ლებს მი­უ­ძღვნა, ვინც მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად ცდი­ლობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნას.

ნა­ხეთ სრუ­ლად PALITRANEWS-ის გა­და­ცე­მა "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი": "ლან­ჩი ცა­თამბჯენ­ზე" - ფო­ტოს ის­ტო­რია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ლანჩი ცათამბჯენზე": ცნობილი ფოტოს რეალური ისტორია

"ლანჩი ცათამბჯენზე": ცნობილი ფოტოს რეალური ისტორია

ფოტოზე, რომელიც 1932 წლის 20 სექტემბერს, მანჰეტენზე, Rockefeller Center-ის ერთ-ერთი მთავარი ცათამბჯენის GE Building-ის მშენებლობის დროს გაკეთდა, უნიკალური მომენტია ასახული: 256 მეტრის სიმაღლეზე, განივ კოჭზე სპეციალური ეკიპირების გარეშე მოკალათებული, ერთი შეხედვით უდარდელი თერთმეტი მუშა მშვიდად საუბრობს, მიირთმევს ლანჩს და ერთმანეთის ხუმრობებზე იცინის. მათ ზურგს უკან მანჰეტენის ნისლიანი ჰორიზონტია, ქვევით კი, ნიუ-იორკი, რომელიც სწორედ ასეთი თავგანწირული ადამიანების წყალობით იქცა მსოფლიოს ცენტრად და უამრავი ადამიანის საოცნებო ქალაქად...

არსებობს ვერსია, თითქოს ფოტო თავად როკფელერების დაკვეთით, მშენებარე ცათამბჯენის პოპულარიზაციის მიზნით გაკეთდა, სცენა კი, წინასწარ იყო დადგმული, თუმცა მასზე ასახული ადამიანები არა მსახიობები ან ტრიუკების ოსტატები, არამედ რეალური მუშები არიან.

იხილეთ PALITRANEWS-ის გადაცემა "არაჩვეულებრივი ისტორიები": "ლანჩი ცათამბჯენზე" - ფოტოს ისტორია

ფოტოს პირველი პუბლიკაცია და მისი რეალური ავტორი

"ლანჩი ცათამბჯენზე" პირველად New York Herald Tribune-ის კვირის გამოშვებაში გამოჩნდა 1932 წლის 2 ოქტომბერს. ფოტოზე არ იყო მითითებული ფოტოგრაფის ვინაობა და დიდი ხნის მანძილზე მის ავტორად ლუის ჰაინი ითვლებოდა, რომელმაც მანამდე 102-სართულიანი ცათამბჯენის Empire State Building-ის ფოტოების მთელი სერია შექმნა. თუმცა, ზუსტად 80 წლის შემდეგ, 2012 წელს New York Post-მა ლეგენდარული ფოტოს ავტორის ვინაობის დადგენა გადაწყვიტა და გამოძიება ჩაატარა.

გამოცემამ ჯერ Rockefeller Center-ის ფოტოარქივს მიმართა და ახალი ფოტოები აღმოაჩინა, რომელზეც ზუსტად იგივე მუშებს ან მეტალის კოჭზე ეძინათ, ან არაშენებული ცენტრის 69-ე სართულის კარნიზზე დასეირნობდნენ მშვიდად.

მოგვიანებით, გამოძიებამ პენსელვანიის შტატში Iron Mountain-ის არქივში გადაინაცვლა, სადაც ლეგენდარული ფოტოს ორიგინალურ შუშის ნეგატივს მიაკვლია და ხანგრძლივი ექსპერტიზის წყალობით დაადგინა, რომ ფოტოს რეალური ავტორი, არანაკლებ ცნობილი ფოტოგრაფი ჩარლზ ებეტსი იყო.

ებეტსი ფოტოგადაღებამ 20-იან წლებში გაიტაცა, თუმცა პირველი ფოტოაპარატი მან ბევრად ადრე, 8 წლის ასაკში შეიძინა, როცა უკითხავად ისარგებლა დედის საბანკო ანგარიშით და მკაცრადაც დაისაჯა - დედამ ისე სცემა, რომ ბიჭუნას კვირაზე მეტი დაჯდომაც არ შეეძლო და სკოლაში გაკვეთილებს ფეხზე დამდგარი უსმენდა. თუმცა, მოგვიანებით მისი ქალიშვილი იხსენებდა, რომ პირველი ფოტოაპარატი მამას განსაკუთრებით უყვარდა და სიცოცხლის ბოლომდე უფრთხილდებოდა.

ებეტსმა პოპულარობა 1930-იან წლებში მოიპოვა, როცა მისი ფოტოები New York Times-ში დაიბეჭდა. რამდენიმე წელიწადში ის Associated Press-ის ფლორიდის ოფისის პირველი ოფიციალური ფოტოგრაფი გახდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, კომპანიონებთან ერთად სარეკლამო ბიურო City of Miami Publicity Bureau გახსნა და 17 წელი ხელმძღვანელობდა. სწორედ ებეტსის დამსახურებაა მაიამის პოპულარიზაცია, რომელმაც საკუთარი მრავალრიცხოვანი ფოტოების წყალობით აქცია ქალაქი ამერიკის ტურიზმის ცენტრად.

თერთმეტი მამაცი მშენებელი

ავტორის დადგენის შემდეგ New York Post-მა ფოტოზე ასახულ ადამიანთა ვინაობის დადგენა გადაწყვიტა და მკითხველს ინფორმაციის მიწოდების თხოვნით მიმართა. გამოცემას პირველ დღესვე უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან თითოეული დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ფოტოზე სწორედ მისი მამა, ბაბუა, ძმა ან ახლო ნათესავი იყო ასახული. კვლევა დღემდე გრძელდება. ნათესავების მონაცემებით დადგინდა, რომ სავარაუდოდ, მარცხენა კუთხეში მეტ ო' შონესია, რომელიც შვილმა ცხვირით იცნო. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდობაში, ბალახის ჰოკეის თამაშისას მეტს ცხვირში ჰოკეის ჯოხი მოხვდა და სწორედ მაშინ დაუზიანდა.

ფოტოზე მოხვდნენ ოსტინ ლოტონი, ჯოზეი ეკნერი, მაიკლ ბრეგენი, ალბინ სვენსონი და პიტერ რაისი. მარჯვნიდან პირველი კი, პატრიკ გლინია, ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს მისი შვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ მამის ნაღვლიანი თვალები არასდროს დაავიწყდება. მის გვერდით ჯონ დაზეტი, ჯო კერტისი, ფრენსის მაიკლ რაფეტი და მისი საუკეთესო მეგობარი სტრეჩ დონაჰიუ არიან.

ფოტოს ახალი სიცოცხლე

ფოტო, რომელიც პირველად 1930-იან წლებში გამოქვეყნდა, ჯერ იმ ეპოქის იდუსტრიალიზაციის სიმბოლოდ იქცა, მოგვიანებით პოპულარულმა ბრენდება შექმნეს მის მოტივებზე საკუთარი სარეკლამო კამპანიები.

2001 წელს კი, ნიუ-იორკის ცნობილი ტერაქტიდან ერთ კვირაში სკულპტორმა სერჯიო ფუნარიმ ფოტო სკულპტურად აქცია, Lunchtime on a Skyscraper - A Tribute to America’s Heroes დაარქვა და იმ თავგანწირულ მაშველებს მიუძღვნა, ვინც მსოფლიო სავაჭრო ცენტრში საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ადამიანების გადარჩენას.

ნახეთ სრულად PALITRANEWS-ის გადაცემა "არაჩვეულებრივი ისტორიები": "ლანჩი ცათამბჯენზე" - ფოტოს ისტორია

"უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია" - 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია

NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!

"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ