სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემოციური წერილი, რომელიც მანჩესტერის ტრაგედიის შემდეგ 3 ქალიშვილის მამამ არიანა გრანდეს დაუწერა
ემოციური წერილი, რომელიც მანჩესტერის ტრაგედიის შემდეგ 3 ქალიშვილის მამამ არიანა გრანდეს დაუწერა

არი­ა­ნა გრან­დეს კონ­ცერ­ტზე, მან­ჩეს­ტერ­ში მომ­ხდარ­მა ტე­რო­რის­ტულ­მა აქ­ტმა მსოფ­ლიო შეძ­რა. აფეთ­ქე­ბას 22 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და 59 მძი­მედ და­შავ­და. 23 წლის პოპ-მომ­ღე­რალს ამ ტრა­გე­დი­ამ დაღი და­ას­ვა: ის ერი­დე­ბა სოცქსე­ლებს და არ კონ­ტაქ­ტობს პრე­სას­თან. მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა "თვი­თერ­ში":

"მე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ. გუ­ლით გთხოვთ პა­ტი­ე­ბას. სი­ტყვე­ბი არ მაქვს".

როცა სამი ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მამ, კი­ნოპ­რო­დი­უ­სერ­მა პატ­რიკ მელ­სეპს­მა არი­ა­ნას ეს პოს­ტი წა­ი­კი­თხა, მან მა­შინ­ვე და­წე­რა სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი და არი­ა­ნა გრან­დეს "თვი­თერ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მას შემ­დეგ წე­რი­ლი ვირუ­სუ­ლი გახ­და და მთელ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და:

ძვირ­ფა­სო მის გრან­დე!

მე სამი ქა­ლიშ­ვი­ლის მამა ვარ - 13-ის, 12-ისა და 12-ის. ასე რომ, დიდი ხა­ნია ჩემი ოჯა­ხის წევ­რი ხარ. ხან­და­ხან შენი სიმ­ღე­რე­ბი ჩემს მან­ქა­ნა­ში მას შემ­დე­გაც ის­მის, რაც გო­გო­ნებს სკო­ლა­ში ვტო­ვებ.

ვფიქ­რობ, რომ რო­გორც ჩემი ოჯა­ხის წევ­რმა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­მის­მი­ნო.

1. შენ არ გაქვს ბო­დი­ში მო­სახ­დე­ლი.

ვი­ღაც არა­ნორ­მა­ლუ­რი, მთვრა­ლი რომ დამ­ჯდა­რი­ყო სა­ჭეს­თან და შენი სახ­ლის წინ ადა­მი­ა­ნი გა­ე­ტა­ნა, დამ­ნა­შა­ვედ იგ­რძნობ­დი თავს? შენს კონ­ცერ­ტამ­დე რომ მან­ჩეს­ტერს ტორ­ნა­დო დას­ტყდო­მო­და და რამ­დე­ნი­მე შენი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ემსხვერ­პლა, ამის გამო ბო­დიშს მო­იხ­დი­დი?

გა­ი­გე: შეშ­ლი­ლი მხდა­ლის საქ­ცი­ელ­ზე, რო­მელ­მაც ბო­რო­ტე­ბის

აქტი შენი თან­დას­წრე­ბით ჩა­ი­დი­ნა, არა­ნაკ­ლებ პა­სუხს აგებ, ვიდ­რე სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ან შენი სას­ტუმ­როს წინ ჩა­დე­ნი­ლი დე­ბი­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე.

2. შენი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ში უამ­რა­ვი ექ­სპერ­ტია, რომ­ლე­ბიც ახლა "სტრა­ტე­გი­ებს ად­გე­ნენ", რო­გორ მო­იქ­ცე ამის შემ­დეგ (მეც ასე­თი ვი­ყა­ვი, როცა მსა­ხი­ო­ბებ­თან ვმუ­შა­ობ­დი). გა­უშ­ვი ყვე­ლა, სა­დაც სა­ჭი­როა, მი­ე­ცი ერთი თვით შვე­ბუ­ლე­ბა და აუკ­რძა­ლე უახ­ლო­ე­სი 30 დღით შენ­თან და­რეკ­ვა!

ამ ექ­სპერ­ტებს არა­ფე­რი გა­ე­გე­ბათ შენი გან­ცდე­ბის. გა­ა­ტა­რე დრო შენს ღმერ­თთან, შენს ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც გვერ­დში და­გიდ­გე­ბი­ან და გა­ნუ­გე­შე­ბენ რთულ მო­მენ­ტში.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ემოციური წერილი, რომელიც მანჩესტერის ტრაგედიის შემდეგ 3 ქალიშვილის მამამ არიანა გრანდეს დაუწერა

ემოციური წერილი, რომელიც მანჩესტერის ტრაგედიის შემდეგ 3 ქალიშვილის მამამ არიანა გრანდეს დაუწერა

არიანა გრანდეს კონცერტზე, მანჩესტერში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა მსოფლიო შეძრა. აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა და 59 მძიმედ დაშავდა. 23 წლის პოპ-მომღერალს ამ ტრაგედიამ დაღი დაასვა: ის ერიდება სოცქსელებს და არ კონტაქტობს პრესასთან. მხოლოდ ერთადერთი განცხადება გააკეთა "თვითერში":

"მე განადგურებული ვარ. გულით გთხოვთ პატიებას. სიტყვები არ მაქვს".

როცა სამი ქალიშვილის მამამ, კინოპროდიუსერმა პატრიკ მელსეპსმა არიანას ეს პოსტი წაიკითხა, მან მაშინვე დაწერა საპასუხო წერილი და არიანა გრანდეს "თვითერზე" გამოაქვეყნა. მას შემდეგ წერილი ვირუსული გახდა და მთელ ინტერნეტში გავრცელდა:

ძვირფასო მის გრანდე!

მე სამი ქალიშვილის მამა ვარ - 13-ის, 12-ისა და 12-ის. ასე რომ, დიდი ხანია ჩემი ოჯახის წევრი ხარ. ხანდახან შენი სიმღერები ჩემს მანქანაში მას შემდეგაც ისმის, რაც გოგონებს სკოლაში ვტოვებ.

ვფიქრობ, რომ როგორც ჩემი ოჯახის წევრმა, აუცილებლად უნდა მომისმინო.

1. შენ არ გაქვს ბოდიში მოსახდელი.

ვიღაც არანორმალური, მთვრალი რომ დამჯდარიყო საჭესთან და შენი სახლის წინ ადამიანი გაეტანა, დამნაშავედ იგრძნობდი თავს? შენს კონცერტამდე რომ მანჩესტერს ტორნადო დასტყდომოდა და რამდენიმე შენი თაყვანისმცემელი ემსხვერპლა, ამის გამო ბოდიშს მოიხდიდი?

გაიგე: შეშლილი მხდალის საქციელზე, რომელმაც ბოროტების

აქტი შენი თანდასწრებით ჩაიდინა, არანაკლებ პასუხს აგებ, ვიდრე სტიქიური უბედურების ან შენი სასტუმროს წინ ჩადენილი დებილების ქმედებებზე.

2. შენი საქმიანობის სფეროში უამრავი ექსპერტია, რომლებიც ახლა "სტრატეგიებს ადგენენ", როგორ მოიქცე ამის შემდეგ (მეც ასეთი ვიყავი, როცა მსახიობებთან ვმუშაობდი). გაუშვი ყველა, სადაც საჭიროა, მიეცი ერთი თვით შვებულება და აუკრძალე უახლოესი 30 დღით შენთან დარეკვა!

ამ ექსპერტებს არაფერი გაეგებათ შენი განცდების. გაატარე დრო შენს ღმერთთან, შენს ოჯახთან და მეგობრებთან, რომლებიც გვერდში დაგიდგებიან და განუგეშებენ რთულ მომენტში.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს