პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა ამოიცნოთ ყალბი ამბები - 10 აუცილებელი წესი ფეისბუქმომხმარებლისთვის
როგორ უნდა ამოიცნოთ ყალბი ამბები - 10 აუცილებელი წესი ფეისბუქმომხმარებლისთვის

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" ყალ­ბი ამ­ბე­ბი ხში­რად ვირუ­სი­ვი­თაა მო­დე­ბუ­ლი და მათი ამოც­ნო­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

ამის გამო, "ფე­ის­ბუქ­მა" ახა­ლი კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო ყალ­ბი ამ­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. შე­სა­ბა­მი­სი ღი­ლა­კი ახა­ლი ამ­ბე­ბის ველ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის "კედ­ლებ­ზე" ჩანს ბმუ­ლი "რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ყალ­ბი ნი­უ­სი". ბმულ­ზე და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა­ში, ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხვდე­ბა "ფე­ის­ბუ­ქის" ვირ­ტუ­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში, სა­დაც 10 პა­ტა­რა რჩე­ვაა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად. გთა­ვა­ზობთ ამ რჩე­ვებს:

  • სკეპ­ტი­კუ­რად მი­უ­დე­ქით სა­თა­უ­რებს. ყალ­ბი ამ­ბე­ბი ძი­რი­თა­დად გა­მომ­წვე­ვა­დაა და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი. თუ შო­კის­მომ­გვრე­ლი ცნო­ბა და­უ­ჯე­რებ­ლად ჟღერს, დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს სიც­რუ­ეა.
  • და­აკ­ვირ­დით URL-ს ანუ წყა­როს ლინკს. სა­ი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ასეთ გზას: აკო­პი­რე­ბენ ნამ­დვი­ლი ნი­უ­სის წყა­როს და მცი­რე­ო­დე­ნი ცვლი­ლე­ბა შე­აქვთ URL-ში. ეს მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ შე­ა­მოწ­მოთ სა­იტ­ზე შეს­ვლი­თა და წყა­როს ლინ­კის შე­და­რე­ბით ნამ­დვილ ლინკთან.
  • და­აკ­ვირ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს. დარ­წმუნ­დით, რომ ინ­ფორ­მა­ცია იმ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბი­თაა და­წე­რი­ლი, რო­მელ­საც სან­დო რე­პუ­ტა­ცია აქვს. თუ უც­ნო­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­წე­რი­ლია სი­ახ­ლე, მო­ი­ძი­ეთ მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი.
  • მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მატს. ძი­რი­თა­დად, ყალბ ახალ ამ­ბებ­ში მარ­თლწე­რა არე­უ­ლია ან ასო­თა უც­ნა­უ­რი წყო­ბაა.
  • ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ფო­ტო­ებს. ხში­რად ყალბ ამ­ბებს მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი ფოტო ან ვი­დე­ო­კად­რე­ბი ახ­ლავს თან. შე­საძ­ლოა ფოტო ნამ­დვი­ლი იყოს, მაგ­რამ კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი. მო­ძებ­ნეთ ფო­ტოს წარ­მო­მავ­ლო­ბა.
  • და­აკ­ვირ­დით თა­რი­ღებს. ყალბ ამ­ბებ­ში თა­რი­ღე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა.
  • შე­ა­მოწ­მეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. გა­და­ა­მოწ­მეთ ავ­ტო­რის მოყ­ვა­ნი­ლი წყა­რო­ე­ბი.
  • გა­და­ხე­დეთ სხვა სა­ი­ტებ­საც. თუ კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ ერთი წყა­რო ავ­რცე­ლებს, მა­შინ ის დიდი ალ­ბა­თო­ბით ყალ­ბია.
  • იქ­ნებ ამ­ბა­ვი ხუმ­რო­ბაა? ზოგ­ჯერ სი­ახ­ლე­ე­ბი რთუ­ლია გა­არ­ჩიო იუ­მო­რის და სა­ტი­რის­გან. დარ­წმუნ­დით, რომ გა­მომ­ქვეყ­ნე­ბე­ლი პა­რო­დი­ულ სტა­ტი­ებს არ წერს.
  • ზო­გი­ერ­თი ამ­ბა­ვი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ყალ­ბია. კრი­ტი­კუ­ლად მი­უ­დე­ქით იმ ამ­ბებს, რო­მელ­საც ეც­ნო­ბით და მხო­ლოდ მა­შინ გა­ა­ზი­ა­რეთ, რო­დე­საც დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვია.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ფო­ტო­მონ­ტა­ჟი, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მო­ა­ტყუა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია itv.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

როგორ უნდა ამოიცნოთ ყალბი ამბები - 10 აუცილებელი წესი ფეისბუქმომხმარებლისთვის

როგორ უნდა ამოიცნოთ ყალბი ამბები - 10 აუცილებელი წესი ფეისბუქმომხმარებლისთვის

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ყალბი ამბები ხშირად ვირუსივითაა მოდებული და მათი ამოცნობა ვერ ხერხდება.

ამის გამო, "ფეისბუქმა" ახალი კამპანია წამოიწყო ყალბი ამბების გამოსავლენად. შესაბამისი ღილაკი ახალი ამბების ველში გამოჩნდება. მომხმარებლების "კედლებზე" ჩანს ბმული "როგორ ამოვიცნოთ ყალბი ნიუსი". ბმულზე დაჭერის შემთხვევაში, ფეისბუქ-მომხმარებელი ხვდება "ფეისბუქის" ვირტუალური დახმარების ცენტრში, სადაც 10 პატარა რჩევაა ცრუ ინფორმაციის გამოსავლენად. გთავაზობთ ამ რჩევებს:

  • სკეპტიკურად მიუდექით სათაურებს. ყალბი ამბები ძირითადად გამომწვევადაა დასათაურებული. თუ შოკისმომგვრელი ცნობა დაუჯერებლად ჟღერს, დიდი ალბათობით ეს სიცრუეა.
  • დააკვირდით URL-ს ანუ წყაროს ლინკს. საიტები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, ხშირად მიმართავენ ასეთ გზას: აკოპირებენ ნამდვილი ნიუსის წყაროს და მცირეოდენი ცვლილება შეაქვთ URL-ში. ეს მარტივად შეგიძლიათ შეამოწმოთ საიტზე შესვლითა და წყაროს ლინკის შედარებით ნამდვილ ლინკთან.
  • დააკვირდით ინფორმაციის წყაროს. დარწმუნდით, რომ ინფორმაცია იმ წყაროზე დაყრდნობითაა დაწერილი, რომელსაც სანდო რეპუტაცია აქვს. თუ უცნობი ორგანიზაციის დაწერილია სიახლე, მოიძიეთ მის შესახებ ცნობები.
  • მიაქციეთ ყურადღება უჩვეულო ფორმატს. ძირითადად, ყალბ ახალ ამბებში მართლწერა არეულია ან ასოთა უცნაური წყობაა.
  • ყურადღება მიაქციეთ ფოტოებს. ხშირად ყალბ ამბებს მანიპულაციური ფოტო ან ვიდეოკადრები ახლავს თან. შესაძლოა ფოტო ნამდვილი იყოს, მაგრამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი. მოძებნეთ ფოტოს წარმომავლობა.
  • დააკვირდით თარიღებს. ყალბ ამბებში თარიღები ერთმანეთს არ ემთხვევა.
  • შეამოწმეთ მტკიცებულება. გადაამოწმეთ ავტორის მოყვანილი წყაროები.
  • გადახედეთ სხვა საიტებსაც. თუ კონკრეტულ ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყარო ავრცელებს, მაშინ ის დიდი ალბათობით ყალბია.
  • იქნებ ამბავი ხუმრობაა? ზოგჯერ სიახლეები რთულია გაარჩიო იუმორის და სატირისგან. დარწმუნდით, რომ გამომქვეყნებელი პაროდიულ სტატიებს არ წერს.
  • ზოგიერთი ამბავი მიზანმიმართულად ყალბია. კრიტიკულად მიუდექით იმ ამბებს, რომელსაც ეცნობით და მხოლოდ მაშინ გააზიარეთ, როდესაც დარწმუნდებით, რომ ნამდვილი ამბავია.

ასევე წაიკითხეთ: ფოტომონტაჟი, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები მოატყუა

მომზადებულია itv.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"