პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სახიფათოა? - რა რჩევას აძლევს ქალებს ექიმი
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სახიფათოა? - რა რჩევას აძლევს ქალებს ექიმი

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ქალი ორ კა­ტე­გო­რი­ად იყო­ფა: ისი­ნი, ვი­საც უყ­ვარს ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი და ვი­საც ეზი­ზღე­ბა. გო­გო­ნა­თა ამ ორ ჯგუფს შო­რის გრძელ­დე­ბა დავა, არის თუ არა ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით სი­ა­რუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო. ახალ­მა კვლე­ვებ­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო ყო­ფი­ლა.

მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, ტრავ­მე­ბის მი­ღე­ბის რის­კი იმ ქა­ლებს უფრო დიდი აქვთ, რომ­ლე­ბიც ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს სამ წელ­ზე მე­ტია ატა­რე­ბენ და ამას­თან, ქუს­ლის ზომა 10 სან­ტი­მეტრზე მე­ტია. ასე­თი ქა­ლე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ არი­ან, რომ კოჭი მო­ი­ტე­ხონ. ამის მი­ზე­ზი ტერ­ფის ოთხი მთა­ვა­რი კუნ­თის დის­ბა­ლან­სშია. მე­ო­რე მხრივ, თუ ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­თან თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა სამ წელს აღე­მა­ტე­ბა, რის­კე­ბი იკ­ლებს.

აი, რას ყვე­ბა კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი ექი­მი იუნ სოკ ჯი: "ხან­და­ხან ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი უაღ­რე­სად მო­დუ­რია, ზოგ­ჯერ კი მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს სჭირ­დე­ბათ. თუმ­ცა, ქა­ლე­ბი არც ეჭ­ვო­ბენ, თუ რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა ის. თუ თქვენ კოჭთან არ გაქვთ კუნ­თე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ქუს­ლი შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მის მი­ზე­ზად იქ­ცეს".

ექი­მი ურ­ჩევს მათ, ვი­საც ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის გა­რე­შე, სახ­ლში რე­გუ­ლა­რუ­ლად ივარ­ჯონ კო­ჭის გა­სა­მაგ­რებ­ლად.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სახიფათოა? - რა რჩევას აძლევს ქალებს ექიმი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სახიფათოა? - რა რჩევას აძლევს ქალებს ექიმი

მსოფლიოში ყველა ქალი ორ კატეგორიად იყოფა: ისინი, ვისაც უყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი და ვისაც ეზიზღება. გოგონათა ამ ორ ჯგუფს შორის გრძელდება დავა, არის თუ არა ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული ჯანმრთელობისთვის საზიანო. ახალმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი საკმაოდ სახიფათო ყოფილა.

მკვლევარების თქმით, ტრავმების მიღების რისკი იმ ქალებს უფრო დიდი აქვთ, რომლებიც ქუსლიან ფეხსაცმელს სამ წელზე მეტია ატარებენ და ამასთან, ქუსლის ზომა 10 სანტიმეტრზე მეტია. ასეთი ქალები საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ კოჭი მოიტეხონ. ამის მიზეზი ტერფის ოთხი მთავარი კუნთის დისბალანსშია. მეორე მხრივ, თუ ქუსლიან ფეხსაცმელთან თქვენი ურთიერთობის გამოცდილება სამ წელს აღემატება, რისკები იკლებს.

აი, რას ყვება კვლევის ხელმძღვანელი ექიმი იუნ სოკ ჯი: "ხანდახან ქუსლიანი ფეხსაცმელი უაღრესად მოდურია, ზოგჯერ კი მხოლოდ კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლებს სჭირდებათ. თუმცა, ქალები არც ეჭვობენ, თუ რამდენად სახიფათოა ის. თუ თქვენ კოჭთან არ გაქვთ კუნთები განვითარებული, ქუსლი შეიძლება სერიოზული ტრავმის მიზეზად იქცეს".

ექიმი ურჩევს მათ, ვისაც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე, სახლში რეგულარულად ივარჯონ კოჭის გასამაგრებლად.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს