პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიმი შელიას მდიდრული ცხოვრება - რას წერს რუსული მედია ფეხბურთელ სმოლოვის ქართველ საცოლეზე
მიმი შელიას მდიდრული ცხოვრება - რას წერს რუსული მედია ფეხბურთელ სმოლოვის ქართველ საცოლეზე

24 წლის მი­რან­და (მიმი) შე­ლია რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის­თვის უკვე კარ­გად ცნო­ბი­ლი სა­ხეა. ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის წევ­რის, ფი­ო­დორ სმო­ლო­ვის სა­ცო­ლე და ფო­ტო­მო­დე­ლია და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს გლა­მუ­რულ ფო­ტო­სე­სი­ებ­ში.

ცოტა ხნის წინ მიმი საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს საფ­რან­გეთ­ში გაყ­ვა, სა­დაც "ევრო 2016" მიმ­დი­ნა­რე­ობს. აი, რას წერს მი­მის და მისი მე­გობ­რე­ბის ფრან­გულ ვო­ი­აჟ­ზე ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა life.ru:

"რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის სა­მარ­ცხი­ნო ჩა­ვარ­დნას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ხელი არ შე­უშ­ლია მისი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის, მდიდ­რუ­ლი დას­ვე­ნე­ბა მო­ე­წყოთ. რუ­სე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლი ფი­ო­დორ სმო­ლო­ვი, რო­მელ­ზეც იმე­დებს მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ამ­ყა­რებ­და, საფ­რან­გეთ­ში სა­ცო­ლეს­თან - "ინ­სტაგ­რა­მის" 24 წლის ვარ­სკვლავ­თან მი­რან­და შე­ლი­ას­თან ერ­თად ჩა­ვი­და. სა­ნამ 26 წლის სპორ­ტსმე­ნი მატ­ჩებ­ზე და­დი­ო­და, მო­დე­ლი, რო­მელ­საც "ირი­ნა შე­ი­კის ორე­ულს" ეძა­ხი­ან, შინ რჩე­ბო­და - ძვირ­ფას პა­რი­ზულ სას­ტუმ­რო­ში Four Seasons George V. ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ნომ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ამ სას­ტუმ­რო­ში ასი ათა­სი რუბ­ლია (1600 დო­ლა­რი). სა­ნამ სმო­ლო­ვი მო­ე­დან­ზე ქვეყ­ნის ღირ­სე­ბის დაც­ვას ცდი­ლობ­და, შე­ლია ყვე­ლა­ზე ელი­ტურ ად­გი­ლებ­ში ერ­თო­ბო­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად", - წერს გა­მო­ცე­მა და შე­ლი­ას პა­რი­ზუ­ლი ვო­ი­ა­ჟის და მისი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მელ-აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. მა­გა­ლი­თად, Hermes Kelly-ის ჩან­თა, რო­მე­ლიც შე­ლი­ას ერთ-ერთ ფო­ტო­ში უჭი­რავს, და­ახ­ლო­ე­ბით 15 ათა­სი დო­ლა­რი ღირს.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

შე­გახ­სე­ნებთ, შე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლის გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას მე­უღ­ლე გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც 2013 წელს იქორ­წი­ნა და 2015-ში და­შორ­და. სმო­ლო­ვიც 2015 წელს და­შორ­და მე­უღ­ლეს, ვიქ­ტო­რია ლო­პი­რე­ვას და მა­ლე­ვე იპო­ვა ახა­ლი რჩე­უ­ლი "ქარ­თვე­ლი შე­ი­კის" სა­ხით.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია life.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

მიმი შელიას მდიდრული ცხოვრება - რას წერს რუსული მედია ფეხბურთელ სმოლოვის ქართველ საცოლეზე

მიმი შელიას მდიდრული ცხოვრება - რას წერს რუსული მედია ფეხბურთელ სმოლოვის ქართველ საცოლეზე

24 წლის მირანდა (მიმი) შელია რუსული გამოცემებისთვის უკვე კარგად ცნობილი სახეა. ქართველი გოგონა რუსეთის ნაკრების წევრის, ფიოდორ სმოლოვის საცოლე და ფოტომოდელია და აქტიურად მონაწილეობს გლამურულ ფოტოსესიებში.

ცოტა ხნის წინ მიმი საყვარელ მამაკაცს საფრანგეთში გაყვა, სადაც "ევრო 2016" მიმდინარეობს. აი, რას წერს მიმის და მისი მეგობრების ფრანგულ ვოიაჟზე ინტერნეტგამოცემა life.ru:

"რუსეთის ნაკრების სამარცხინო ჩავარდნას ევროპის ჩემპიონატზე, ხელი არ შეუშლია მისი ფეხბურთელებისთვის, მდიდრული დასვენება მოეწყოთ. რუსეთის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ფიოდორ სმოლოვი, რომელზეც იმედებს მილიონობით გულშემატკივარი ამყარებდა, საფრანგეთში საცოლესთან - "ინსტაგრამის" 24 წლის ვარსკვლავთან მირანდა შელიასთან ერთად ჩავიდა. სანამ 26 წლის სპორტსმენი მატჩებზე დადიოდა, მოდელი, რომელსაც "ირინა შეიკის ორეულს" ეძახიან, შინ რჩებოდა - ძვირფას პარიზულ სასტუმროში Four Seasons George V. ყველაზე იაფფასიანი ნომრის ღირებულება ამ სასტუმროში ასი ათასი რუბლია (1600 დოლარი). სანამ სმოლოვი მოედანზე ქვეყნის ღირსების დაცვას ცდილობდა, შელია ყველაზე ელიტურ ადგილებში ერთობოდა მეგობრებთან ერთად", - წერს გამოცემა და შელიას პარიზული ვოიაჟის და მისი ძვირადღირებული ტანსაცმელ-აქსესუარების ფოტოებს აქვეყნებს. მაგალითად, Hermes Kelly-ის ჩანთა, რომელიც შელიას ერთ-ერთ ფოტოში უჭირავს, დაახლოებით 15 ათასი დოლარი ღირს.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

შეგახსენებთ, შელია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი ჭანტურიას მეუღლე გახლდათ, რომელთანაც 2013 წელს იქორწინა და 2015-ში დაშორდა. სმოლოვიც 2015 წელს დაშორდა მეუღლეს, ვიქტორია ლოპირევას და მალევე იპოვა ახალი რჩეული "ქართველი შეიკის" სახით.

მომზადებულია life.ru-ს მიხედვით

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს