ერთი შანსი ორისთვის - ზოდიაქოს წყვილები, რომელთაც ურთიერთობების ხელახლა დაწყების შანსი აქვთ

ერთი შანსი ორისთვის - ზოდიაქოს წყვილები, რომელთაც ურთიერთობების ხელახლა დაწყების შანსი აქვთ

ძალზე ხშირად მოგვმართავენ შეკითხვებით, რომელიც წყვილების ურთიერთთავსებადობის საკითხს ეხება და როგორც არაერთგზის, ახლაც გავმეორდები - ნებისმიერი წყვილის ურთიერთობა აბსოლუტურად ინდივიდუალური თემაა. შესაბამისად, რაიმე ტიპის მზა რეცეპტი ან ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს ასტროლოგიურად, რომელიც საშუალებას მოგცემთ ოჯახი სირთულეების გადალახვისა და კომპრომისების გარეშე შეინარჩუნოთ. თუმცა, ასტროლოგები გამოყოფენ რამდენიმე წყვილს ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რომელთა ურთიერთობაშიც სავსებით შესაძლებელია განშორების შემდეგ, გრძნობების რეამინირება მოხდეს და ხელახლა, უფრო ძლიერადაც კი შეუყვარდეს ამ ორს ერთმანეთი...

ვერძი - მშვილდოსანი

ვინც ამ ორის ურთიერთობას ადევნებს თვალყურს, ალბათ მომსწრე იქნება თანაც არაერთგზის მათ შორის ხელჩართული ბრძოლისა და კამათის. რომელიც გარეშე თვალისთვის იქნებ მოუგვარებელ პრობლემადაც ჩაითვალოს, ოღონდ არა ამ ორი ”ცეცხლოვანი” ინდივიდისთვის. მშვილდოსანი ბუნებით დამოუკიდებლობის მოყვარული და ცოტა ფანტაზიორია. მას გულუხვი დაპირებების გაცემა ეხერხება. თუმცა, როცა ჯერი დანაპირების შესრულებაზე მიდგება ხშირად ავიწყდება საყვარელი ადამიანისთვის მიცემული სიტყვა. ჯიუტი და პრინციპული ვერძი კი ნაცვლად იმისა, რომ დელიკატურად შეახსენოს თავქარიან მშვილდოსანს დანაპირები, ჩხუბისა და ულტიმატუმის ენით ცდილობს ამ უკანასკნელის ”ჭკუაზე მოყვანას” რასაც, რაღა თქმა უნდა, მოჰყვება კიდეც ომი და არცთუ მოკლევადიანი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ვერძიც და მშვილდოსანიც ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება, ისინი საოცრად ავსებენ ერთმანეთს. შესაბამისად, დაშორების შემდეგ, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უჭირს ერთსაც და მეორესაც ”შემცვლელის” პოვნა. ამიტომ ძალზე ხშირად, როცა ვნებები ცხრება და წყენა მინელდება ისინი დიდსულოვნად პატიობენ ერთმანეთს ჩადენილ შეცდომებს (მომავალ შეცდომებამდე!) და ხელახლა იწყებენ საერთო ბუდის შენებას.

მორიელი - თხის რქა

ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს ხასიათის თვისებებით, შეხედულებითა და მსოფლმხედველობით. თუმცა, მორიელის დიდი ნაკლი - ექსტრიმისა და რისკის თავგადაკლული სიყვარული, ბუნებით ფრთხილ და წინდახედულ თხის რქას არ შეუძლია გაიზიაროს. სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი მათი დაშორების. თუმცა,

მორიელი რისი მორიელი იქნება, რომ ყოფილს ომი არ გამოუცხადოს. ამიტომ დაშორებას, ხანგრძლივი და დამღლელი კონფლიქტების მთელი სერია მოჰყვება თან. სადაც ჯიუტი თხის რქა არაფრის დიდებით არ თმობს საკუთარ პოზიციებს. მორიელი კი თავგადაკლული ცდილობს თავისი გაიტანოს. მხოლოდ მოგვიანებით, როცა იგი ჩათვლის, რომ აზრი არ აქვს ამ ადამიანთან პაექრობას, თხის რქა აუცილებლად გაუწოდებს მას ხელს რაიმე სახის ცხოვრებისეულ გასაჭირში. სატურნით მართულ ადამიანებს ხომ უსაზღვრო ერთგულების და პასუხისმგებლობის უნარი აქვთ. აი, სწორედ აქ მოხდება, მათი ხელახალი შერიგებაც. რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობად იქცეს მომავალში.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს