სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოხალისე შიმშილისგან დაუძლურებულ ბიჭუნას წყალს ასმევს - 2 წლის ჰოუპის ისტორიამ მსოფლიო შეძრა
მოხალისე შიმშილისგან დაუძლურებულ ბიჭუნას წყალს ასმევს - 2 წლის ჰოუპის ისტორიამ მსოფლიო შეძრა

ნი­გე­რი­ა­ში ოჯახ­მა სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა 2 წლის შვი­ლი, რად­გან თვლიდ­ნენ, რომ ბავ­შვი "კუ­დი­ა­ნი" იყო. ბი­ჭუ­ნა რვა თვის მან­ძილ­ზე გამ­ვლე­ლე­ბის გა­დაგ­დე­ბუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბით იკ­ვე­ბე­ბო­და, მის სხე­ულს კი მატ­ლე­ბი ესე­ო­და.

შიშ­ვე­ლი ბი­ჭუ­ნა ქუ­ჩა­ში და­ნი­უ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ხა­ლი­სემ ანია რინ­გე­რენ ლო­ვენ­მა შე­ნიშ­ნა. მის ლო­ვე­ნი შე­აძ­რწუ­ნა ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბამ. იგი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­უ­ახ­ლოვ­და პა­ტა­რას და წყა­ლი და­ა­ლე­ვი­ნა. შემ­დეგ პლედ­ში გა­ახ­ვია და უახ­ლო­ეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი წა­იყ­ვა­ნა. ბავ­შვს ჰო­უ­პი (იმე­დი) და­არ­ქვეს.

ანია ლო­ვე­ნი "აფ­რი­კე­ლი ბავ­შვე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" და­მა­არ­სე­ბე­ლია. მან ეს ფონ­დი სამი წლის წინ შექ­მნა იმ ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, რომ­ლებ­საც "კუ­დი­ა­ნე­ბად" მი­იჩ­ნე­ვენ და სახ­ლი­დან აგ­დე­ბენ, ხში­რად კი კლა­ვენ კი­დეც.

"ათა­სო­ბით ბავ­შვს აბ­რა­ლე­ბენ "კუ­დი­ა­ნო­ბას", აწა­მე­ბენ, კლა­ვენ და აში­ნე­ბენ მა­თი­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ", - წერს ლო­ვე­ნი სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე. აქვე გა­ნა­თავ­სა მან პა­ტა­რა ნი­გე­რი­ე­ლი ბი­ჭის შემ­დგო­მი ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი. პა­ტა­რა ჰო­უ­პი და­ბა­ნეს, მო­ა­წეს­რი­გეს, გა­მოკ­ვე­ბეს და ბავ­შვთა სე­პე­ცი­ა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ფო­ტო­ებ­თან ერ­თად ანი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ბავ­შვის სა­მე­დი­ცი­ნო ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რი ან­გა­რი­შის ნო­მე­რი, რო­მელ­ზეც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია ფუ­ლის გა­და­რი­ცხვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მოხალისე შიმშილისგან დაუძლურებულ ბიჭუნას წყალს ასმევს - 2 წლის ჰოუპის ისტორიამ მსოფლიო შეძრა

მოხალისე შიმშილისგან დაუძლურებულ ბიჭუნას წყალს ასმევს - 2 წლის ჰოუპის ისტორიამ მსოფლიო შეძრა

ნიგერიაში ოჯახმა სასიკვდილოდ გაიმეტა 2 წლის შვილი, რადგან თვლიდნენ, რომ ბავშვი "კუდიანი" იყო. ბიჭუნა რვა თვის მანძილზე გამვლელების გადაგდებული ნარჩენებით იკვებებოდა, მის სხეულს კი მატლები ესეოდა.

შიშველი ბიჭუნა ქუჩაში დანიური საქველმოქმედო ორგანიზაციის მოხალისემ ანია რინგერენ ლოვენმა შენიშნა. მის ლოვენი შეაძრწუნა ბავშვის მდგომარეობამ. იგი დაუყოვნებლივ მიუახლოვდა პატარას და წყალი დაალევინა. შემდეგ პლედში გაახვია და უახლოეს საავადმყოფოში ხელში აყვანილი წაიყვანა. ბავშვს ჰოუპი (იმედი) დაარქვეს.

ანია ლოვენი "აფრიკელი ბავშვების სამედიცინო განათლების და განვითარების ფონდის" დამაარსებელია. მან ეს ფონდი სამი წლის წინ შექმნა იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც "კუდიანებად" მიიჩნევენ და სახლიდან აგდებენ, ხშირად კი კლავენ კიდეც.

"ათასობით ბავშვს აბრალებენ "კუდიანობას", აწამებენ, კლავენ და აშინებენ მათივე ოჯახის წევრები, საზოგადოება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ", - წერს ლოვენი საკუთარი "ფეისბუქის"  გვერდზე. აქვე განათავსა მან პატარა ნიგერიელი ბიჭის შემდგომი ისტორიის ამსახველი ფოტოები. პატარა ჰოუპი დაბანეს, მოაწესრიგეს, გამოკვებეს და ბავშვთა სეპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. ფოტოებთან ერთად ანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ბავშვის სამედიცინო ხარჯების დასაფარი ანგარიშის ნომერი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფულის გადარიცხვა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს