საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საოცრად რომანტიკული ქალაქები, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი
საოცრად რომანტიკული ქალაქები, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი

პა­რი­ზი, ბარ­სე­ლო­ნა, პრა­ღა... რო­მან­ტი­კუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო ქა­ლა­ქე­ბად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა რა უნდა ქნან მათ, ვი­საც უნდა პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­ე­რი­დოს მე­გა­პო­ლი­სე­ბის ხმა­ურს და და­უ­ვი­წყა­რი დას­ვე­ნე­ბა მო­ი­წყოს? უნდა და­გეგ­მოს მოგ­ზა­უ­რო­ბა ამ ქა­ლა­ქე­ბი­დან ერთ-ერ­თში!...

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ბრი­უ­გე, ბელ­გია

ბრი­უ­გეს ხში­რად უწო­დე­ბენ ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კულ პა­ტა­რა ქა­ლაქს და ძნე­ლი არაა მიხ­ვდე, რა­ტომ. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ზამ­თარ­ში ჩახ­ვალთ იქ, ზა­ფხულ­ში, თუ რო­მელ სე­ზონ­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ შე­გიყ­ვარ­დეთ ბრი­უ­გე, სა­დაც ყვე­ლაფ­რი­დან რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა მო­დის.

ჰალ­სტა­ტი, ავ­სტრია

ეს პა­ტა­რა ად­გი­ლი ავ­სტრი­ა­ში იდე­ა­ლუ­რი ზამ­თრის გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ქა­ლა­ქია. თოვ­ლი - არის, მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა - არის, ყო­ვე­ლი ღამე იქ კომ­ფორ­ტის ზე­ი­მია.

ჩეს­კი კრუმ­ლო­ვი, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა

პრა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით სა­ვალ­ზე აღ­მო­ა­ჩენ წარ­მო­უდ­გენ­ლად საყ­ვა­რელ ჩეს­კი კრუმ­ლოვს. ეს იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია რე­ა­ლო­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად და ნამ­დვი­ლი ჩე­ხუ­რი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით და­სატ­კბო­ბად.

ვროც­ლა­ვი, პო­ლო­ნე­თი

ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ვროკ­ლა­ვა მშვე­ნი­ე­რი არ­ჩე­ვა­ნია მოგ­ზა­ურ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც ხალ­ხით გა­და­ჭე­დილ ად­გი­ლებს ერი­დე­ბი­ან. სწო­რედ აქ ჩანს სა­უ­კე­თე­სოდ პო­ლო­ნუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფე­რა­დი და ლა­მა­ზი ნა­გე­ბო­ბე­ბი.

სენ მო­რი­სი, შვე­ი­ცა­რია

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სენ მორ­ტისს ძი­რი­თა­დად თხი­ლა­მუ­რით სრი­ა­ლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სტუმ­რო­ბენ, ის თბილ თვე­ებ­ში გა­ცი­ლე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვია. ზა­ფხულ­ში იქა­უ­რო­ბა მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ქა­ლაქს ჰგავს, რაც მას წყვი­ლე­ბის­თვის იდე­ა­ლურ ად­გი­ლად აქ­ცევს.

ჰარ­ლე­მი, ჰო­ლან­დია

ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ჰარ­ლე­მი ჰო­ლან­დი­ის სა­უ­კე­თე­სო შტრი­ხე­ბის ერ­თად თავ­მოყ­რაა. თუ გინ­დათ ჰო­ლან­დი­ის ისე­თი ად­გი­ლი ნა­ხოთ, სა­დაც ყვე­ლა თქვე­ნი ნაც­ნო­ბი ნამ­ყო­ფი არაა და თან ქვეყ­ნის აურა ბრწყინ­ვა­ლედ აღიქ­ვათ, ეწ­ვი­ეთ ჰარ­ლემს.

პორ­ტო, პორ­ტუ­გა­ლია

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტუ­რის­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა დე­და­ქა­ლაქ ლი­სა­ბონ­ში მი­ე­შუ­რე­ბი­ან ხოლ­მე, პორ­ტო მა­ინც სავ­სეა ტუ­რის­ტე­ბით. ის სა­ოც­რად მომ­ხიბ­ვლე­ლი ქა­ლა­ქია და ძა­ლი­ან დე­ტა­ლურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს შე­გიქ­მნით პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი კულ­ტუ­რის რო­გორც წარ­სულ­ზე, ისე აწ­მყო­ზე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია worldofwanderlust.com-ს მი­ხედ­ვით

საოცრად რომანტიკული ქალაქები, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი

საოცრად რომანტიკული ქალაქები, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი

პარიზი, ბარსელონა, პრაღა... რომანტიკული დასვენებისთვის საუკეთესო ქალაქებად ითვლება, თუმცა რა უნდა ქნან მათ, ვისაც უნდა პარტნიორთან ერთად გაერიდოს მეგაპოლისების ხმაურს და დაუვიწყარი დასვენება მოიწყოს? უნდა დაგეგმოს მოგზაურობა ამ ქალაქებიდან ერთ-ერთში!...

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ბრიუგე, ბელგია

ბრიუგეს ხშირად უწოდებენ ევროპის ყველაზე რომანტიკულ პატარა ქალაქს და ძნელი არაა მიხვდე, რატომ. არ აქვს მნიშვნელობა, ზამთარში ჩახვალთ იქ, ზაფხულში, თუ რომელ სეზონზე, შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ ბრიუგე, სადაც ყველაფრიდან რომანტიკული განწყობა მოდის.

ჰალსტატი, ავსტრია

ეს პატარა ადგილი ავსტრიაში იდეალური ზამთრის გასატარებელი ქალაქია. თოვლი - არის, მომხიბვლელობა - არის, ყოველი ღამე იქ კომფორტის ზეიმია.

ჩესკი კრუმლოვი, ჩეხეთის რესპუბლიკა

პრაღიდან რამდენიმე საათით სავალზე აღმოაჩენ წარმოუდგენლად საყვარელ ჩესკი კრუმლოვს. ეს იდეალური ადგილია რეალობისგან თავის დასაღწევად და ნამდვილი ჩეხური სტუმართმოყვარეობით დასატკბობად.

ვროცლავი, პოლონეთი

ნაკლებად ცნობილი ვროკლავა მშვენიერი არჩევანია მოგზაურთათვის, რომლებიც ხალხით გადაჭედილ ადგილებს ერიდებიან. სწორედ აქ ჩანს საუკეთესოდ პოლონური არქიტექტურის ფერადი და ლამაზი ნაგებობები.

სენ მორისი, შვეიცარია

მიუხედავად იმისა, რომ სენ მორტისს ძირითადად თხილამურით სრიალის მოყვარულები სტუმრობენ, ის თბილ თვეებში გაცილებით შთამბეჭდავია. ზაფხულში იქაურობა მოჩვენებების ქალაქს ჰგავს, რაც მას წყვილებისთვის იდეალურ ადგილად აქცევს.

ჰარლემი, ჰოლანდია

ნაკლებად ცნობილი ჰარლემი ჰოლანდიის საუკეთესო შტრიხების ერთად თავმოყრაა. თუ გინდათ ჰოლანდიის ისეთი ადგილი ნახოთ, სადაც ყველა თქვენი ნაცნობი ნამყოფი არაა და თან ქვეყნის აურა ბრწყინვალედ აღიქვათ, ეწვიეთ ჰარლემს.

პორტო, პორტუგალია

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების უმეტესობა დედაქალაქ ლისაბონში მიეშურებიან ხოლმე, პორტო მაინც სავსეა ტურისტებით. ის საოცრად მომხიბვლელი ქალაქია და ძალიან დეტალურ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით პორტუგალიური კულტურის როგორც წარსულზე, ისე აწმყოზე.

მომზადებულია worldofwanderlust.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს