სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზიკა" - სიმპტომები, მკურნალობა და ფაქტები, რომელიც ახალ საშიშ ვირუსზე უნდა იცოდეთ
"ზიკა" - სიმპტომები, მკურნალობა და ფაქტები, რომელიც ახალ საშიშ ვირუსზე უნდა იცოდეთ

მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ვირუ­სი ზიკა გლო­ბა­ლურ საფრ­თხედ გა­მო­ა­ცხა­და. მისი სა­ხე­ლი უგან­და­ში მდე­ბა­რე ზი­კას ტყეს უკავ­შირ­დე­ბა, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბამ პირ­ვე­ლად იფეთ­ქა 1947 წელს. მას შემ­დეგ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­ვა­დე­ბა თავს არა­ვის ახ­სე­ნებ­და. მაგ­რამ ახლა სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და ვირუ­სი ფიქ­სირ­დე­ბა 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, უპი­რა­ტე­სად ცენ­ტრა­ლურ და სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზე ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბამ სა­გან­გა­შო ზღვარს მი­აღ­წია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2016 წლის ბო­ლომ­დე "ზიკა" ვირუ­სით შე­საძ­ლოა 3-დან 4 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­დეს. ზიკა მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმა­ვე საფრ­თხის კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, რო­მელ­შიც ებო­ლაა.

ზი­კას გა­დამ­ტა­ნე­ბი არი­ან მოს­კი­ტე­ბი Aedes Mosquito, დენ­გეს ცხე­ლე­ბი­სა და ყვი­თე­ლი ცხე­ლე­ბის გა­დამ­ტა­ნე­ბი. ვირუსს უკავ­შირ­დე­ბა თან­და­ყო­ლი­ლი დე­ფექ­ტე­ბი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის ჯგუფ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან ორ­სუ­ლე­ბი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ ამ ვირუ­სით დას­ნე­ბოვ­ნე­ბა­სა და გი­ი­ენ-ბა­რეს სინ­დრომს (ხა­სი­ათ­დე­ბა მწვა­ვე აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი ან­თე­ბი­თი რე­აქ­ცი­ით) შო­რის კავ­შირს.

იხი­ლეთ ვი­დეო

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ამე­რი­კა­ში, და­ლას­ში ზი­კა­თი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­საც ვირუ­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის შე­დე­გად გა­და­ე­დო. ინ­ფი­ცი­რე­ბულს ჰყავ­და პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც ვე­ნე­სუ­ე­ლა­დან დაბ­რუნ­და. ამე­რი­კა­ში ამოწ­მე­ბენ მექ­სი­კი­დან, კა­რი­ბის ზღვი­დან, ცენ­ტრა­ლუ­რი და სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უახ­ლო­ე­სი ერთი თვის მან­ძილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ამ ად­გი­ლებ­ში.

ბრა­ზი­ლი­ა­ში, რო­მელ­საც ვირუს­მა ყვე­ლა­ზე დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, იძი­ე­ბენ 3 670 საქ­მეს ბავ­შვებ­ში მიკ­რო­კე­ფა­ლი­ის (თა­ვის ქა­ლის არა­ნორ­მა­ლუ­რი სი­პა­ტა­რა­ვე) თა­ო­ბა­ზე, რაც ზი­კას ვირუს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. წინა კვი­რას გა­მოკ­ვლე­უ­ლი 709 შემ­თხვე­ვი­დან 674 და­დას­ტურ­და.

თუ ზიკა სქე­სობ­რი­ვი გზით ვრცელ­დე­ბა, მა­შინ სა­შიშ­რო­ე­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იქ­მნე­ბა და არა მხო­ლოდ იქ, სა­დაც კო­ღო­ე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. ექი­მე­ბის თქმით, სექ­სუ­ა­ლუ­რი გზით მისი გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თია. თუმ­ცა უც­ნო­ბია, რამ­დე­ნად ხში­რია რე­ა­ლუ­რად სექ­სუ­ა­ლუ­რი გზით გა­და­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა თუ არა სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე მისი გავ­რცე­ლე­ბა, რამ­დე­ნი ხანი რჩე­ბა ვირუ­სი სპერ­მა­ში და რო­დი­საა უსაფრ­თხო სექ­სი.

რა უნდა ქნან მა­მა­კა­ცებ­მა, რო­დე­საც იმ ქვეყ­ნებ­ში მოხ­ვდე­ბი­ან, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბა ფარ­თო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი? შე­უძ­ლი­ათ ქა­ლებს სექ­სით ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა? - ეს კი­თხვე­ბი მეც­ნი­ე­რებს აწუ­ხებთ, თუმ­ცა სა­ჭი­როდ არ თვლი­ან ისე­თი პა­ნი­კის ატეხ­ვას, რო­გო­რიც აივ ინ­ფექ­ცი­ებს მოჰ­ყვა თა­ვის დრო­ზე, რად­გან "ზიკა" ხან­მოკ­ლე ინ­ფექ­ცი­აა და საგ­რძნობ საფრ­თხეს მხო­ლოდ ფეხ­მძი­მო­ბი­სას წარ­მო­ად­გენს.

"ზიკა" ვირუ­სის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი თით­ქმის არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა გრი­პის სიმპტო­მე­ბის­გან: ცი­ე­ბა, ტკი­ვი­ლი სახ­სრებ­ში, კუნ­თე­ბი­სა და თა­ვის ტკი­ვი­ლი, გა­მო­ნა­ყა­რი და თვა­ლე­ბის სი­წით­ლე (კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტი). ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი რამ­დე­ნი­მე დღი­დან ერთ კვი­რამ­დე გრძელ­დე­ბა. ვირუ­სი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლში რამ­დე­ნი­მე დღე რჩე­ბა. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა იშ­ვი­ა­თად ფიქ­სირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას: ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნა ან მე­დი­კა­მენ­ტი ზი­კას ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის. სიმპტო­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის მე­დი­კო­სე­ბი და­ა­ვა­დე­ბულს ურ­ჩე­ვენ მი­ი­ღოს ბევ­რი სი­თხე, რათა დე­ჰიდ­რა­ტა­ცია აი­ცი­ლოს თა­ვი­დან, არ გა­და­იტ­ვირ­თოს, ტკი­ვი­ლი­სა და ცი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ი­ღოს აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნის შე­მად­გენ­ლო­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, აკ­რძა­ლუ­ლია ას­პი­რი­ნი­სა და არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა, მა­გა­ლი­თად, იბუპრო­ფე­ნის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.com-ის და cdc.gov-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ზიკა" - სიმპტომები, მკურნალობა და ფაქტები, რომელიც ახალ საშიშ ვირუსზე უნდა იცოდეთ

"ზიკა" - სიმპტომები, მკურნალობა და ფაქტები, რომელიც ახალ საშიშ ვირუსზე უნდა იცოდეთ

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვირუსი ზიკა გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. მისი სახელი უგანდაში მდებარე ზიკას ტყეს უკავშირდება, სადაც დაავადებამ პირველად იფეთქა 1947 წელს. მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დაავადება თავს არავის ახსენებდა. მაგრამ ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ვირუსი ფიქსირდება 20-ზე მეტ ქვეყანაში, უპირატესად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ამერიკის კონტინენტზე ვირუსის გავრცელებამ საგანგაშო ზღვარს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის ბოლომდე "ზიკა" ვირუსით შესაძლოა 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს. ზიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ იმავე საფრთხის კატეგორიაში შეიყვანა, რომელშიც ებოლაა.

ზიკას გადამტანები არიან მოსკიტები Aedes Mosquito, დენგეს ცხელებისა და ყვითელი ცხელების გადამტანები. ვირუსს უკავშირდება თანდაყოლილი დეფექტები და ნევროლოგიური პრობლემები, განსაკუთრებული რისკის ჯგუფში განიხილებიან ორსულები. სპეციალისტები არ გამორიცხავენ ამ ვირუსით დასნებოვნებასა და გიიენ-ბარეს სინდრომს (ხასიათდება მწვავე აუტოიმუნური ანთებითი რეაქციით) შორის კავშირს.

იხილეთ ვიდეო

რამდენიმე დღის წინ, ამერიკაში, დალასში ზიკათი ინფიცირებული პაციენტი აღმოაჩინეს, რომელსაც ვირუსი სექსუალური კავშირის შედეგად გადაედო. ინფიცირებულს ჰყავდა პარტნიორი, რომელიც ვენესუელადან დაბრუნდა. ამერიკაში ამოწმებენ მექსიკიდან, კარიბის ზღვიდან, ცენტრალური და სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ ადამიანებს, რომლებიც უახლოესი ერთი თვის მანძილზე იმყოფებოდნენ ამ ადგილებში.

ბრაზილიაში, რომელსაც ვირუსმა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა, იძიებენ 3 670 საქმეს ბავშვებში მიკროკეფალიის (თავის ქალის არანორმალური სიპატარავე) თაობაზე, რაც ზიკას ვირუსთანაა დაკავშირებული. წინა კვირას გამოკვლეული 709 შემთხვევიდან 674 დადასტურდა.

თუ ზიკა სქესობრივი გზით ვრცელდება, მაშინ საშიშროება ყველა ქვეყანაში იქმნება და არა მხოლოდ იქ, სადაც კოღოები ბინადრობენ. ექიმების თქმით, სექსუალური გზით მისი გავრცელების შემთხვევები იშვიათია. თუმცა უცნობია, რამდენად ხშირია რეალურად სექსუალური გზით გადადება, შეიძლება თუ არა სიმპტომების გარეშე მისი გავრცელება, რამდენი ხანი რჩება ვირუსი სპერმაში და როდისაა უსაფრთხო სექსი.

რა უნდა ქნან მამაკაცებმა, როდესაც იმ ქვეყნებში მოხვდებიან, სადაც დაავადება ფართოდაა გავრცელებული? შეუძლიათ ქალებს სექსით ვირუსის გავრცელება? - ეს კითხვები მეცნიერებს აწუხებთ, თუმცა საჭიროდ არ თვლიან ისეთი პანიკის ატეხვას, როგორიც აივ ინფექციებს მოჰყვა თავის დროზე, რადგან "ზიკა" ხანმოკლე ინფექციაა და საგრძნობ საფრთხეს მხოლოდ ფეხმძიმობისას წარმოადგენს.

"ზიკა" ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები თითქმის არაფრით განსხვავდება გრიპის სიმპტომებისგან: ციება, ტკივილი სახსრებში, კუნთებისა და თავის ტკივილი, გამონაყარი და თვალების სიწითლე (კონიუქტივიტი). ვირუსის სიმპტომები რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე გრძელდება. ვირუსი დაინფიცირებული ადამიანის სისხლში რამდენიმე დღე რჩება. სიკვდილიანობა იშვიათად ფიქსირდება.

რაც შეეხება მკურნალობას: ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა ან მედიკამენტი ზიკას ვირუსის პრევენციისთვის. სიმპტომების მკურნალობისთვის მედიკოსები დაავადებულს ურჩევენ მიიღოს ბევრი სითხე, რათა დეჰიდრატაცია აიცილოს თავიდან, არ გადაიტვირთოს, ტკივილისა და ციების საწინააღმდეგოდ მიიღოს აცეტამინოფენის შემადგენლობის მედიკამენტები, აკრძალულია ასპირინისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება, მაგალითად, იბუპროფენის.

მომზადებულია bbc.com-ის და cdc.gov-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს