პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა დუ­ბა­ის ცენ­ტრში მდე­ბა­რე 163-სარ­თუ­ლი­ა­ნი, 828 მეტ­რი სი­მაღ­ლის "ბურჯ ხა­ლი­ფაა", რო­მე­ლიც 2010 წელს გა­იხ­სნა. ჯერ­ჯე­რო­ბით, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის რე­კორ­დი ვე­რა­ვინ მოხ­სნა, თუმ­ცა ტექ­ნი­კურ პროგ­რესს ვე­რა­ფე­რი აფერ­ხებს და ალ­ბათ მალე უფრო მა­ღა­ლი შე­ნო­ბის ხილ­ვა­საც შევ­ძლებთ.

თბი­ლის­ში ამ­ჟა­მად სამ­შე­ნებ­ლო ბუ­მია და ახა­ლი ცა­თამბჯე­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ემა­ტე­ბა. მაშ ასე, რო­მე­ლი შე­ნო­ბაა ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი?

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

"აქ­სის თა­უ­ერ­სის" ტყუ­პი ცა­თამბჯე­ნი ვა­კე­ში შენ­დე­ბა, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, გლა­კტი­ო­ნის ძეგლის მიმ­დე­ბა­რედ. თი­თო­ე­უ­ლი ცა­თამბჯე­ნი 41-სარ­თუ­ლი­ა­ნია, რო­მელ­თა­გან ერთი მი­ნის იქ­ნე­ბა, მე­ო­რე - ქვის. ცა­თამბჯე­ნე­ბის სი­მაღ­ლე 147 მეტ­რია. შუ­შის კოშკში 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო გან­თავ­სდე­ბა, ხოლო ქვის კოშკში - თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი.

სას­ტუმ­რო "მი­ლე­ნი­უ­მი" თბი­ლი­სის ცენ­ტრში, თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე შენ­დე­ბა. შე­ნო­ბა 39-სარ­თუ­ლი­ა­ნია. მთლი­ა­ნად მი­ნის იქ­ნე­ბა და მისი სი­მაღ­ლე, სა­ვა­რა­უ­დოდ, "აქ­სის თა­უ­ერსს" რამ­დე­ნი­მე მეტ­რით ჩა­მორ­ჩე­ბა. "მი­ლე­ნი­უმს" არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ით, თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია აშე­ნებს.

40-სარ­თუ­ლი­ა­ნი "თბი­ლი­სი რე­ზიდ თა­უ­ერ­სი" ცირ­კის მიმ­დე­ბა­რედ შენ­დე­ბა და საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. პრო­ექ­ტის ავ­ტორ­თა თქმით, ის თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა უნდა იყოს, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ნო­ბის სი­მაღ­ლე, რო­მე­ლიც 125 მეტრს შე­ად­გენს, "მი­ლე­ნი­უმ­სა" და "აქ­სის თა­უ­ერსს" ჩა­მორ­ჩე­ბა. "რე­ზიდ თა­უ­ერ­სი" შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს და ეს ამ კომ­პლექსს გრან­დი­ო­ზუ­ლო­ბას მა­ტებს.

სას­ტუმ­რო "რე­დი­სო­ნი" 25-სარ­თუ­ლი­ა­ნია და თბი­ლი­სის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს. "რე­დი­სო­ნი" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო "ივე­რი­აა". ყვე­ლა­ზე ზე­მოთ სა­ცუ­რაო აუზი და სპა-ცენ­ტრია გან­ლა­გე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც თბი­ლი­სის შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა.

21-სარ­თუ­ლი­ა­ნია სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინი", რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სას­ტუმ­რო "აჭა­რა" გახ­ლდათ.

TOP რე­ი­ტინ­გი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში

5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა დუბაის ცენტრში მდებარე 163-სართულიანი, 828 მეტრი სიმაღლის "ბურჯ ხალიფაა", რომელიც 2010 წელს გაიხსნა. ჯერჯერობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების რეკორდი ვერავინ მოხსნა, თუმცა ტექნიკურ პროგრესს ვერაფერი აფერხებს და ალბათ მალე უფრო მაღალი შენობის ხილვასაც შევძლებთ.

თბილისში ამჟამად სამშენებლო ბუმია და ახალი ცათამბჯენები ერთმანეთს ემატება. მაშ ასე, რომელი შენობაა ამჟამად თბილისში ყველაზე მაღალი?

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

"აქსის თაუერსის" ტყუპი ცათამბჯენი ვაკეში შენდება, ჭავჭავაძის გამზირზე, გლაკტიონის ძეგლის მიმდებარედ. თითოეული ცათამბჯენი 41-სართულიანია, რომელთაგან ერთი მინის იქნება, მეორე - ქვის. ცათამბჯენების სიმაღლე 147 მეტრია. შუშის კოშკში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება, ხოლო ქვის კოშკში - თანამედროვე საცხოვრებელი ბინები.

სასტუმრო "მილენიუმი" თბილისის ცენტრში, თაბუკაშვილის ქუჩაზე შენდება. შენობა 39-სართულიანია. მთლიანად მინის იქნება და მისი სიმაღლე, სავარაუდოდ, "აქსის თაუერსს" რამდენიმე მეტრით ჩამორჩება. "მილენიუმს" არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციით, თურქული კომპანია აშენებს.

40-სართულიანი "თბილისი რეზიდ თაუერსი" ცირკის მიმდებარედ შენდება და საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. პროექტის ავტორთა თქმით, ის თბილისის ყველაზე მაღალი შენობა უნდა იყოს, თუმცა, სავარაუდოდ, შენობის სიმაღლე, რომელიც 125 მეტრს შეადგენს, "მილენიუმსა" და "აქსის თაუერსს" ჩამორჩება. "რეზიდ თაუერსი" შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და ეს ამ კომპლექსს გრანდიოზულობას მატებს.

სასტუმრო "რედისონი" 25-სართულიანია და თბილისის ცენტრში მდებარეობს. "რედისონი" განახლებული სასტუმრო "ივერიაა". ყველაზე ზემოთ საცურაო აუზი და სპა-ცენტრია განლაგებული, საიდანაც თბილისის შთამბეჭდავი ხედები იშლება.

21-სართულიანია სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", რომელიც საბჭოთა პერიოდში სასტუმრო "აჭარა" გახლდათ.

TOP რეიტინგი

დანიელმა მამაკაცმა მსოფლიოს 94 ქვეყანაში თვითმფრინავის გარეშე იმოგზაურა - კიდევ 9 სახელმწიფო და უჩვეულო მისიას შეასრულებს

ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"