პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან მილიარდერების ცოლები
ვინ არიან მილიარდერების ცოლები

მათი ქმრე­ბი მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ვინ არი­ან ისი­ნი - მო­დე­ლე­ბი, ვარ­სკვლა­ვე­ბი, "მის სამ­ყა­რო­ე­ბი"? სუ­ლაც არა. ბიზ­ნეს მაგ­ნა­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას ლა­მაზ­მანს ვერ უწო­დებ. ისი­ნი მე­უღ­ლე­ე­ბის გვერ­დით სი­ღა­რი­ბე­შიც და სიმ­დიდ­რე­შიც იყ­ვნენ და მხარს უჭერ­დნენ მათ. მი­ლი­არ­დე­რე­ბის ცო­ლე­ბის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი ამ­ტკი­ცებს, რომ შან­სი, გაჰ­ყვე ცო­ლად უმ­დიდ­რეს ადა­მი­ანს, აქვს თი­თო­ე­ულს, თა­ნაც ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მე­ლინ­და გე­ით­სი

მე­უღ­ლე: ბილ გე­ით­სი, კომ­პა­ნია Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

ქო­ნე­ბა: $79,2 მი­ლი­არ­დი

კომ­პა­ნია Microsoft-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის მე­გობ­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ, რომ პროგ­რა­მი­რე­ბა­ზე გა­გი­ჟე­ბუ­ლი ბილი ცოლს არა­სო­დეს შე­ირ­თავ­და. მაგ­რამ მე­ლინ­და აღ­მოჩ­ნდა სწო­რედ ის ქალი, ვის­თა­ნაც გე­ითსმა ოჯა­ხი შექ­მნა და 3 შვი­ლიც შე­ე­ძი­ნა. მი­სის გე­ით­სი ყო­ველ­თვის ტი­პი­უ­რი "ხუ­თო­სა­ნი" გახ­ლდათ: წმინ­და მო­ნი­კას კა­თო­ლი­კუ­რი სკო­ლის სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე და და­ლა­სის აკა­დე­მი­ის სი­ა­მა­ყე. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, იგი Microsoft-ში მო­ე­წყო სა­მუ­შა­ოდ. პირ­ვე­ლად ბილ­მა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ნიუ იორკში, მე­დია ბრი­ფინგზე შე­ნიშ­ნა და პირ­ვე­ლი, რა­საც ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია, იყო... ფეხ­საც­მე­ლი. გე­ითს სწამ­და: რაც უფრო მა­ღა­ლია ქა­ლის ფეხ­საც­მე­ლის ქუს­ლი, მით უფრო სუ­ლე­ლია მისი მფლო­ბე­ლი. მე­ლინ­დას და­ბალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა და იგი სა­ოც­რად ჭკვი­ა­ნიც აღ­მოჩ­ნდა.

წყვი­ლი 1994 წელს და­ქორ­წინ­და, ცე­რე­მო­ნია ჰა­ვა­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე გა­ი­მარ­თა. ეს გახ­ლდათ ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ბილ­მა გა­წე­ლი­ლი სვი­ტე­რი­სა და ჯინ­სე­ბის ნაც­ვლად თეთ­რი სმო­კინ­გი მო­ირ­გო. ქორ­წი­ლის შემ­დეგ მე­ლინ­დამ სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა და ოჯახ­სა და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს მი­უ­ძღვნა თავი. მე­უღ­ლე­ებ­მა ქველ­მოქ­მე­დე­ბას უკვე 24 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შეს­წი­რეს და მო­მა­ვალ­ში მეტი კე­თი­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბას გეგ­მა­ვენ.

პრის­ცი­ლა ჩანი

მე­უღ­ლე: მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის Facebook დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

ქო­ნე­ბა: $33,4 მი­ლი­არ­დი

ახ­ლა­ხან 31 წლის ინ­ტერ­ნეტ-გე­ნი­ოს­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ შვი­ლის და­ბა­დე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად Facebook-ის აქ­ცი­ე­ბის 99%-ს ქველ­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­მარს. ალ­ბათ არც ერთ ცოლს არ ესი­ა­მოვ­ნე­ბო­და, ქმარს მი­ლი­არ­დებ­ზე უარი ეთ­ქვა, თუმ­ცა არა პრის­ცი­ლას შემ­თხვე­ვა­ში. ჯერ ერთი, დარ­ჩე­ნი­ლი 1 პრო­ცენ­ტი­თაც მათ უზ­რუნ­ვე­ლი მო­მა­ვა­ლი აქვთ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. მე­ო­რეც, რო­დე­საც პრის­ცი­ლა მი­ლი­არ­დერს გაჰ­ყვა ცო­ლად, იგი ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ფუ­ფუ­ნე­ბას არ იყო ჩვე­უ­ლი.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აღ­ნა­გო­ბით, მა­კი­ა­ჟი­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­რე­შე, მი­სის ცუ­კერ­ბერ­გი დი­ა­სახ­ლისს უფრო გავს, ვიდ­რე მი­ლი­არ­დე­რის ცოლს. იგი არ იკე­თებს ლი­პო­საქ­ცი­ებს, არ იდი­დებს მკერდს, არ უყ­ვარს შო­პინ­გი და არ იც­ვამს ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­მოსს. მარ­კი ამ­ბობს, რომ მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ სი­სა­და­ვი­თა და გულ­ღი­ა­ო­ბით მო­ხიბ­ლა. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ მას სწო­რედ პრის­ცი­ლა შე­უყ­ვარ­და და არა ვინ­მე ტუ­ჩებ­და­ბე­რი­ლი სუ­პერ­მო­დე­ლი, რად­გან იგი მარ­კის ინ­ტე­რე­სებს სრუ­ლე­ბით იზი­ა­რებს და მხარ­ში უდ­გას მე­უღ­ლეს ნე­ბის­მი­ერ წა­მო­წყე­ბა­ში.

ას­ტრიდ მენკსი

მე­უღ­ლე: უო­რენ ბა­ფე­ტი, ინ­ვეს­ტო­რი

ქო­ნე­ბა: $72,7 მი­ლი­არ­დი

2015 წლის Forbes-ის მი­ლი­არ­დერ­თა სი­ა­ში მე­სა­მე ად­გილ­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნის ცო­ლის მა­გა­ლით­ზე, კონ­კი­ას კლა­სი­კუ­რი ის­ტო­რი­ის და­წე­რა შე­იძ­ლე­ბა. ას­ტრი­დი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში 69 წლის წინ და­ი­ბა­და, მისი მშობ­ლე­ბი ლატ­ვი­ი­დან ამე­რი­კა­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. გო­გო­ნამ ად­რე­ულ ასაკ­ში და­კარ­გა დედა და მას მერე ინ­ტერ­ნატ­ში იზ­რდე­ბო­და. არ იყო ლა­მაზ­მა­ნი, ვარ­სკვლა­ვებს არ ეთა­მა­შე­ბო­და. 32 წლის ასაკ­ში ას­ტრი­დი ოფი­ცი­ან­ტად მუ­შა­ობ­და, კა­რი­ე­რი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­გვა­რი პერ­სპექ­ტი­ვე­ბის გა­რე­შე, სა­ნამ კა­ფეს ერთ-ერ­თმა კლი­ენ­ტმა მას ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია. უო­რე­ნი ხში­რად სტუმ­რობ­და კა­ფეს, რად­გან სა­ღა­მო­ო­ბით იქ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მღე­რო­და. მე­უღ­ლეს­თან ახალ­გა­შო­რე­ბუ­ლი ბა­ფე­ტი ას­ტრიდ­ზე 16 წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ. ას­ტრი­დი მის სახ­ლში მა­ლე­ვე გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დი­ა­სახ­ლი­სი კი თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­დან 29 წლის შემ­დეგ გახ­და.

წყვილ­მა ბა­ფე­ტის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იქორ­წი­ნა, როცა უო­რენს 76 წელი შე­უს­რულ­და. ცე­რე­მო­ნია 15 წუთს გაგ­რძელ­და, ქორ­წილ­ში მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ მიწ­ვე­უ­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხე­ლის მო­წე­რის შემ­დეგ ბა­ფე­ტი სამ­სა­ხურ­ში გა­ე­მარ­თა.

ფლო­რა პე­რე­სი

მე­უღ­ლე: ამან­სიო ორ­ტე­გა, კომ­პა­ნია Zara-ს მფლო­ბე­ლი

ქო­ნე­ბა: $64,5 დო­ლა­რი

13 წლის ამან­სი­ოს სი­ღა­რი­ბის გამო სკო­ლის მი­ტო­ვე­ბა მო­უხ­და და პე­რან­გე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში კუ­რი­ე­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ასე და­ი­წყო ტან­საც­მლის ცნო­ბი­ლი ბრენ­დის Zara-ს მფლო­ბე­ლის თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ის­ტო­რია. ორ­ტე­გა წარ­მა­ტე­ბას ბევრ რა­მე­ში პირ­ველ მე­უღ­ლეს, რო­სა­ლი­ას უნდა უმად­ლო­დეს. 1972 წელს სწო­რედ მან შეს­თა­ვა­ზა მე­უღ­ლეს და­ე­წყო აბა­ზა­ნის ხა­ლა­თე­ბი­სა და საც­ვლე­ბის კერ­ვა. წყვი­ლი 1986 წელს და­შორ­და ერ­თმა­ნეთს, მათი სა­ერ­თო ქო­ნე­ბა იმ დრო­ის­თვის მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. გა­შო­რე­ბის მი­ზე­ზი კი ქე­რათ­მი­ა­ნი ფლო­რა პე­რე­სი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე ორ­ტე­გას პი­რა­დი თა­ნა­შემ­წე იყო. 1984 წელს მან ამან­სი­ოს უკა­ნო­ნო ვაჟი გა­უ­ჩი­ნა. ქალი 2 წელი ელო­და, სა­ნამ ორ­ტე­გა ცოლს გა­შორ­დე­ბო­და, ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი მისი ხელი მხო­ლოდ 14 წლის შემ­დეგ ითხო­ვა ეს­პა­ნელ­მა მი­ლი­არ­დერ­მა.

ელენ მერ­სიე

მე­უღ­ლე: ბერ­ნარ არნო, კომ­პა­ნია LVMH-ს მფლო­ბე­ლი

ქო­ნე­ბა: $37,2 მი­ლი­არ­დი

ბერ­ნარ არნო - საფ­რან­გე­თის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი, Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) იმ­პე­რი­ის მფლო­ბე­ლი, რო­მელ­შიც შე­დის შამ­პა­ნი­უ­რი Dom Perignon, სა­ი­უ­ვე­ლი­რო კომ­პა­ნია Bulgari, მო­დუ­რი სახ­ლე­ბი Louis Vuitton, Dior, Givenchy, Kenzo, Fendi და სხვა მრა­ვა­ლი რამ. ასე­თი ქმრის ყოლა ნე­ბის­მი­ე­რი მო­დის მიმ­დე­ვა­რი ქა­ლის ოც­ნე­ბაა. ელე­ნი არ­ნოს მე­ო­რე მე­უღ­ლეა. მერ­სიე 6 წლი­დან მუ­სი­კით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, სწავ­ლობ­და ვე­ნის აკა­დე­მი­ა­სა და პა­რი­ზის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში.

ელე­ნის თქმით, ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­ში ბერ­ნა­რი მის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო, მაგ­რამ რო­გორც კი მო­ის­მი­ნა არ­ნოს მიერ შო­პე­ნის "რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ეტი­უ­დის" ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი შეს­რუ­ლე­ბა, უმალ­ვე შე­უყ­ვარ­და იგი. წყვი­ლი 1991 წელს და­ქორ­წინ­და, მათ სამი ვა­ჟიშ­ვი­ლი ჰყავთ. ამას არ შე­უშ­ლია ხელი ქა­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის­თვის: იგი წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს სა­კონ­ცერ­ტო მოღ­ვა­წე­ო­ბას.

მა­კენ­ზი ბე­ზო­სი

მე­უღ­ლე: ჯეფ ბე­ზო­სი, Amazon.com-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

ქო­ნე­ბა: $34,8 მი­ლი­არ­დი

რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ მა­კენ­ზიმ შთა­ა­გო­ნა მე­უღ­ლეს მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი ინ­ტერ­ნეტ-მა­ღა­ზია შე­ექ­მნა. მა­კენ­ზიმ, პრეს­ტი­ჟუ­ლი პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა, ჯეფს გა­უმ­ხი­ლა, რომ ოც­ნე­ბობს გახ­დეს მწე­რა­ლი. ბე­ზოს­მა, რო­მე­ლიც იმა­ვე პრინ­სტონ­ში პროგ­რა­მი­რე­ბას სწავ­ლობ­და, გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ წიგ­ნე­ბის ინ­ტერ­ნე­ტით გა­ყიდ­ვა მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სი გახ­დე­ბო­და. ასე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ორი­ვემ ოც­ნე­ბე­ბი: ჯეფ­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნი იშო­ვა, მა­კენ­ზიმ კი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი "ლუ­თერ ოლბ­რა­ი­თის გა­მოც­და" და­წე­რა, რომ­ლის­თვი­საც წიგ­ნის ამე­რი­კუ­ლი პრე­მია აიღო. მე­ო­რე წიგ­ნი "კი­ბე­ე­ბი" 2013 წელს გა­მოს­ცა. იმა­ვე წელს კი მის­მა მე­უღ­ლემ სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლი "The Washington Post" შე­ი­ძი­ნა 250 მი­ლი­ონ დო­ლა­რად.

ლუსი სა­უთ­ვორ­ტი

მე­უღ­ლე: ლარი პე­ი­ჯი, Google-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

ქო­ნე­ბა: $29,7 მი­ლი­არ­დი

ლარი პე­ი­ჯი - კომ­პი­უ­ტე­რის კი­დევ ერთი გე­ნი­ო­სი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს და სამ­სა­ხუ­რის გარ­და არა­ფერს აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. Google-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ქო­ნე­ბა კი­დევ უფრო გა­ამ­რავ­ლა, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლეს სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მას Android-ის სის­ტე­მაც და­უ­მა­ტა, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტის ყო­ვე­ლი მეშ­ვი­დე ადა­მი­ა­ნის ტე­ლე­ფონ­შია და­ყე­ნე­ბუ­ლი. მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე პე­იჯს მას­თან 1-წლი­ა­ნი ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­და. წყვი­ლის ქორ­წილ­ში მიწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ U2-ს სო­ლის­ტი ბონო და ამე­რი­კის ექს-პრე­ზი­დენ­ტი ბილ კლინ­ტო­ნი.

ლა­რის რჩე­უ­ლი 35 წლის ლუსი სა­უთ­ვორ­ტი 3 დიპ­ლო­მის მფლო­ბე­ლი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რია. მისი დი­სერ­ტა­ცია პროგ­რე­სულ სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ებს მი­ე­ძღვნა, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, google-ის დე­ვი­ზია "ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­ძებ­ნე­ბა", თუმ­ცა თა­ვად ლარი თა­ვის პი­რად ცხოვ­რე­ბას სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავს. წყვილს პირ­ვე­ლი ვაჟი 2009 წელს შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა მისი სა­ხე­ლი დღემ­დე უც­ნო­ბია. მე­ო­რე შვი­ლი 2011 წელს გაჩ­ნდა, თუმ­ცა მისი სქე­სიც კი არაა ცნო­ბი­ლი.

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

AMBEBI.GE

ვინ არიან მილიარდერების ცოლები

ვინ არიან მილიარდერების ცოლები

მათი ქმრები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არიან. ვინ არიან ისინი - მოდელები, ვარსკვლავები, "მის სამყაროები"? სულაც არა. ბიზნეს მაგნატების ცხოვრების თანამგზარების უმეტესობას ლამაზმანს ვერ უწოდებ. ისინი მეუღლეების გვერდით სიღარიბეშიც და სიმდიდრეშიც იყვნენ და მხარს უჭერდნენ მათ. მილიარდერების ცოლების ცხოვრებისეული ისტორიები ამტკიცებს, რომ შანსი, გაჰყვე ცოლად უმდიდრეს ადამიანს, აქვს თითოეულს, თანაც ნებისმიერ ასაკში.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

მელინდა გეითსი

მეუღლე: ბილ გეითსი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი

ქონება: $79,2 მილიარდი

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლის მეგობრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პროგრამირებაზე გაგიჟებული ბილი ცოლს არასოდეს შეირთავდა. მაგრამ მელინდა აღმოჩნდა სწორედ ის ქალი, ვისთანაც გეითსმა ოჯახი შექმნა და 3 შვილიც შეეძინა. მისის გეითსი ყოველთვის ტიპიური "ხუთოსანი" გახლდათ: წმინდა მონიკას კათოლიკური სკოლის საუკეთესო მოსწავლე და დალასის აკადემიის სიამაყე. კომპიუტერული მეცნიერებისა და ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხის მიღებისთანავე, იგი Microsoft-ში მოეწყო სამუშაოდ. პირველად ბილმა მომავალი მეუღლე ნიუ იორკში, მედია ბრიფინგზე შენიშნა და პირველი, რასაც ყურადღება მიაქცია, იყო... ფეხსაცმელი. გეითს სწამდა: რაც უფრო მაღალია ქალის ფეხსაცმელის ქუსლი, მით უფრო სულელია მისი მფლობელი. მელინდას დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და იგი საოცრად ჭკვიანიც აღმოჩნდა.

წყვილი 1994 წელს დაქორწინდა, ცერემონია ჰავაის კუნძულებზე გაიმართა. ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბილმა გაწელილი სვიტერისა და ჯინსების ნაცვლად თეთრი სმოკინგი მოირგო. ქორწილის შემდეგ მელინდამ სამსახური დატოვა და ოჯახსა და საქველმოქმედო ფონდს მიუძღვნა თავი. მეუღლეებმა ქველმოქმედებას უკვე 24 მილიარდი დოლარი შესწირეს და მომავალში მეტი კეთილი საქმის გაკეთებას გეგმავენ.

პრისცილა ჩანი

მეუღლე: მარკ ცუკერბერგი, სოციალური ქსელის Facebook დამფუძნებელი

ქონება: $33,4 მილიარდი

ახლახან 31 წლის ინტერნეტ-გენიოსმა გამოაცხადა, რომ შვილის დაბადების აღსანიშნავად Facebook-ის აქციების 99%-ს ქველმოქმედებას მოახმარს. ალბათ არც ერთ ცოლს არ ესიამოვნებოდა, ქმარს მილიარდებზე უარი ეთქვა, თუმცა არა პრისცილას შემთხვევაში. ჯერ ერთი, დარჩენილი 1 პროცენტითაც მათ უზრუნველი მომავალი აქვთ გარანტირებული. მეორეც, როდესაც პრისცილა მილიარდერს გაჰყვა ცოლად, იგი ბიოლოგიის მასწავლებელი გახლდათ, რომელიც ფუფუნებას არ იყო ჩვეული.

ჩვეულებრივი აღნაგობით, მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე, მისის ცუკერბერგი დიასახლისს უფრო გავს, ვიდრე მილიარდერის ცოლს. იგი არ იკეთებს ლიპოსაქციებს, არ იდიდებს მკერდს, არ უყვარს შოპინგი და არ იცვამს ძვირადღირებულ სამოსს. მარკი ამბობს, რომ მომავალმა მეუღლემ სისადავითა და გულღიაობით მოხიბლა. გასაკვირი არ არის, რომ მას სწორედ პრისცილა შეუყვარდა და არა ვინმე ტუჩებდაბერილი სუპერმოდელი, რადგან იგი მარკის ინტერესებს სრულებით იზიარებს და მხარში უდგას მეუღლეს ნებისმიერ წამოწყებაში.

ასტრიდ მენკსი

მეუღლე: უორენ ბაფეტი, ინვესტორი

ქონება: $72,7 მილიარდი

2015 წლის Forbes-ის მილიარდერთა სიაში მესამე ადგილზე მყოფი ადამიანის ცოლის მაგალითზე, კონკიას კლასიკური ისტორიის დაწერა შეიძლება. ასტრიდი საბჭოთა კავშირში 69 წლის წინ დაიბადა, მისი მშობლები ლატვიიდან ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. გოგონამ ადრეულ ასაკში დაკარგა დედა და მას მერე ინტერნატში იზრდებოდა. არ იყო ლამაზმანი, ვარსკვლავებს არ ეთამაშებოდა. 32 წლის ასაკში ასტრიდი ოფიციანტად მუშაობდა, კარიერისა და პირადი ცხოვრების ყოველგვარი პერსპექტივების გარეშე, სანამ კაფეს ერთ-ერთმა კლიენტმა მას ყურადღება არ მიაქცია. უორენი ხშირად სტუმრობდა კაფეს, რადგან საღამოობით იქ მისი ქალიშვილი მღეროდა. მეუღლესთან ახალგაშორებული ბაფეტი ასტრიდზე 16 წლით უფროსი გახლდათ. ასტრიდი მის სახლში მალევე გადავიდა საცხოვრებლად. სრულუფლებიანი დიასახლისი კი თანაცხოვრებიდან 29 წლის შემდეგ გახდა.

წყვილმა ბაფეტის დაბადების დღეზე იქორწინა, როცა უორენს 76 წელი შეუსრულდა. ცერემონია 15 წუთს გაგრძელდა, ქორწილში მხოლოდ უახლოესი ნათესავები და მეგობრები იყვნენ მიწვეული. ოფიციალური ხელის მოწერის შემდეგ ბაფეტი სამსახურში გაემართა.

ფლორა პერესი

მეუღლე: ამანსიო ორტეგა, კომპანია Zara-ს მფლობელი

ქონება: $64,5 დოლარი

13 წლის ამანსიოს სიღარიბის გამო სკოლის მიტოვება მოუხდა და პერანგების მაღაზიაში კურიერად დაიწყო მუშაობა. ასე დაიწყო ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის Zara-ს მფლობელის თავბრუდამხვევი ისტორია. ორტეგა წარმატებას ბევრ რამეში პირველ მეუღლეს, როსალიას უნდა უმადლოდეს. 1972 წელს სწორედ მან შესთავაზა მეუღლეს დაეწყო აბაზანის ხალათებისა და საცვლების კერვა. წყვილი 1986 წელს დაშორდა ერთმანეთს, მათი საერთო ქონება იმ დროისთვის მილიონობით დოლარამდე გაიზარდა. გაშორების მიზეზი კი ქერათმიანი ფლორა პერესი გახლდათ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ორტეგას პირადი თანაშემწე იყო. 1984 წელს მან ამანსიოს უკანონო ვაჟი გაუჩინა. ქალი 2 წელი ელოდა, სანამ ორტეგა ცოლს გაშორდებოდა, ოფიციალურად კი მისი ხელი მხოლოდ 14 წლის შემდეგ ითხოვა ესპანელმა მილიარდერმა.

ელენ მერსიე

მეუღლე: ბერნარ არნო, კომპანია LVMH-ს მფლობელი

ქონება: $37,2 მილიარდი

ბერნარ არნო - საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) იმპერიის მფლობელი, რომელშიც შედის შამპანიური Dom Perignon, საიუველირო კომპანია Bulgari, მოდური სახლები Louis Vuitton, Dior, Givenchy, Kenzo, Fendi და სხვა მრავალი რამ. ასეთი ქმრის ყოლა ნებისმიერი მოდის მიმდევარი ქალის ოცნებაა. ელენი არნოს მეორე მეუღლეა. მერსიე 6 წლიდან მუსიკით იყო გატაცებული, სწავლობდა ვენის აკადემიასა და პარიზის კონსერვატორიაში.

ელენის თქმით, ურთიერთობის დასაწყისში ბერნარი მისთვის ჩვეულებრივი ბიზნესმენი იყო, მაგრამ როგორც კი მოისმინა არნოს მიერ შოპენის "რევოლუციური ეტიუდის" ვირტუოზული შესრულება, უმალვე შეუყვარდა იგი. წყვილი 1991 წელს დაქორწინდა, მათ სამი ვაჟიშვილი ჰყავთ. ამას არ შეუშლია ხელი ქალის პროფესიული კარიერისთვის: იგი წარმატებით აგრძელებს საკონცერტო მოღვაწეობას.

მაკენზი ბეზოსი

მეუღლე: ჯეფ ბეზოსი, Amazon.com-ის დამფუძნებელი

ქონება: $34,8 მილიარდი

როგორც ამბობენ, სწორედ მაკენზიმ შთააგონა მეუღლეს მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია შეექმნა. მაკენზიმ, პრესტიჟული პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ჯეფს გაუმხილა, რომ ოცნებობს გახდეს მწერალი. ბეზოსმა, რომელიც იმავე პრინსტონში პროგრამირებას სწავლობდა, გააცნობიერა, რომ წიგნების ინტერნეტით გაყიდვა მომგებიანი ბიზნესი გახდებოდა. ასე განახორციელა ორივემ ოცნებები: ჯეფმა თავისი პირველი მილიონი იშოვა, მაკენზიმ კი პირველი რომანი "ლუთერ ოლბრაითის გამოცდა" დაწერა, რომლისთვისაც წიგნის ამერიკული პრემია აიღო. მეორე წიგნი "კიბეები" 2013 წელს გამოსცა. იმავე წელს კი მისმა მეუღლემ საგამომცემლო სახლი "The Washington Post" შეიძინა 250 მილიონ დოლარად.

ლუსი საუთვორტი

მეუღლე: ლარი პეიჯი, Google-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი

ქონება: $29,7 მილიარდი

ლარი პეიჯი - კომპიუტერის კიდევ ერთი გენიოსი, რომელიც საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და სამსახურის გარდა არაფერს აქცევს ყურადღებას. Google-ის გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ქონება კიდევ უფრო გაამრავლა, როდესაც მსოფლიოს უმსხვილეს საძიებო სისტემას Android-ის სისტემაც დაუმატა, რომელიც პლანეტის ყოველი მეშვიდე ადამიანის ტელეფონშია დაყენებული. მომავალ მეუღლესთან ქორწინებამდე პეიჯს მასთან 1-წლიანი ნაცნობობა აკავშირებდა. წყვილის ქორწილში მიწვეულნი იყვნენ U2-ს სოლისტი ბონო და ამერიკის ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

ლარის რჩეული 35 წლის ლუსი საუთვორტი 3 დიპლომის მფლობელი, მეცნიერებათა დოქტორი და სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორია. მისი დისერტაცია პროგრესულ სამედიცინო ტექნოლოგიებს მიეძღვნა, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ. როგორც ცნობილია, google-ის დევიზია "ყველაფერი მოიძებნება", თუმცა თავად ლარი თავის პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს. წყვილს პირველი ვაჟი 2009 წელს შეეძინა, თუმცა მისი სახელი დღემდე უცნობია. მეორე შვილი 2011 წელს გაჩნდა, თუმცა მისი სქესიც კი არაა ცნობილი.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს