პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაწესდა
შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაწესდა

ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ჯერ არ სმე­ნია.

ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის წესი, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლომ ამა წლის 6 აპ­რილს და­ამ­ტკი­ცა (დად­გე­ნი­ლე­ბა 7/28 ძა­ლა­ში 8 აპ­რილს შე­ვი­და). მას ასე ჰქვია: თბი­ლი­სის მუნ­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხო­ვე­ლე­ბის (ძაღ­ლი, კატა) მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა და მათი პო­პუ­ლა­ცი­ის მარ­თვის წესი. აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­გორც თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი თე­მურ ფხა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ბუნ­დო­ვა­ნი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უუ­ნა­რო და რე­ა­ლო­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მო იყო. ამი­ტომ, მათი სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­რე­ბით, ახ­ლე­ბუ­რი პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა მო­ხერ­ხდა, რო­მელ­მაც ფილტრა­ცია სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან გა­ი­ა­რა, მათ შო­რის, ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლებ­თან. სა­ბო­ლო­ოდ კი წესი საკ­რე­ბუ­ლომ მი­ი­ღო.

ცოტა ხნის წინ ბა­ტონ თე­მურს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე ვრცლად ვე­სა­უბ­რეთ.

- დიახ, წეს­ში, რო­გორც გი­თხა­რით, არის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს და ცხო­ვე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ის სწო­რი და ჰუ­მა­ნუ­რი მარ­თვი­სა­კენ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გუ­ლა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პატ­რო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი - ძაღ­ლი ან კატა და­ა­რე­გის­ტრი­როს უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნო­ში, ან იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც და­რე­გის­ტრი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რებს აწარ­მო­ებს. და­რე­გის­ტრი­რე­ბი­დან მალე კი პატ­რონ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ცხო­ვე­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მიკ­რო­ჩი­პის, ან ე.წ. "ბირ­კის", ყურ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი საჭ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით.

- ე.ი. პატ­რონს აქვს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- კი და ეს იქი­დან გა­მო­დი­ნა­რე ხდე­ბა, რომ პირ­ველ რიგ­ში, ცენ­ტრა­ლურ ბა­ზა­ში ცხო­ვე­ლე­ბი აი­სა­ხონ და კონ­ტროლს და­ექ­ვემ­დე­ბა­რონ, რაც ეხ­მა­რე­ბა რო­გორც მე­პატ­რო­ნეს, ასე­ვე ცხო­ველს.

- რაში?

- თუ მე­პატ­რო­ნეს ცხო­ვე­ლი და­ე­კარ­გა, ად­ვი­ლად მოხ­დე­ბა მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, მო­ძი­ე­ბა და დაბ­რუ­ნე­ბა, ხოლო ოთხფე­ხას და­ი­ცავს იმ შემ­თხვე­ვის­გან, თუ ვთქვათ, მე­პატ­რო­ნემ ის ქუ­ჩა­ში გა­მო­აგ­დო. ამ დროს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის აღ­მო­ჩე­ნა მოხ­დე­ბა და მე­პატ­რო­ნე აუ­ცი­ლებ­ლად აგებს პა­სუხს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად. ეს წესი ცხო­ვე­ლე­ბის ქურ­დო­ბის ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­საც მო­ახ­დენს. რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი ქურ­დის­თვის ნაკ­ლე­ბად ხელ­საყ­რე­ლია, რად­გან ცხო­ვე­ლებს ად­ვი­ლად აღ­მო­ა­ჩე­ნენ.

- რა მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფა­რი?

- სა­ნამ საკ­რე­ბუ­ლო აღ­ნიშ­ნულ წესს და­ამ­ტკი­ცებ­და, არ­სად იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, თუ რა ელე­მენ­ტა­რუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი უნდა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფარს, ნე­ბის­მი­ერს შე­ეძ­ლო მო­ე­წყო ის, შე­ეშ­ვა იქ ცხო­ვე­ლე­ბი და ყო­ფი­ლი­ყო ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ეპი­დე­მი­ის კერა... ახალ წეს­ში მკა­ფი­ოდ არის გან­სა­ზღვრუ­ლი ის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი, რო­მე­ლიც და­ცუ­ლი უნდა იყოს თავ­შე­საფ­რის შექ­მნის შემ­თხვე­ვა­ში.

პირ­ვე­ლი, უნდა იყოს სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე. შე­საძ­ლე­ბე­ლი უნდა იყოს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, ანუ თავ­შე­სა­ფარ­მა ამის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა უნდა შეძ­ლოს, უნდა იყოს გათ­ბო­ბა და ყვე­ლა სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მა და­ცუ­ლი.

- რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია ცხო­ვე­ლის გა­სე­ირ­ნე­ბი­სას?

- პატ­რო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, და­იც­ვას გა­სე­ირ­ნე­ბის წესი, - სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში თუ ძაღ­ლი ალი­კა­პის გა­რე­შეა, ის მოკ­ლე საბ­მე­ლით უნდა იყოს, რო­მე­ლიც პატ­რონს 50 სან­ტი­მეტ­რით უნდა აშო­რებ­დეს, ანუ ნა­ხე­ვა­რი მეტ­რის რა­დი­უ­სით იმ­ყო­ფე­ბო­დეს, რათა პატ­რონს მისი კონ­ტრო­ლი შე­ეძ­ლოს. ბევ­რმა ეს არას­წო­რად გა­ი­გო, თით­ქოს საბ­მე­ლი 50 სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი უნდა იყო­სო. ვი­მე­ო­რებ, პატ­რონს ცხო­ვე­ლი 50 სან­ტი­მეტ­რის რა­დი­უს­ში უნდა ჰყავ­დეს. ხოლო თუ გრძე­ლი საბ­მე­ლით სურს გა­სე­ირ­ნე­ბა, ძაღლს უნდა გა­უ­კე­თოს ალი­კა­პი. პატ­რო­ნი ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლია, და­ა­სუფ­თა­ვოს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის მიერ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო.

- თუ ასე არ მო­იქ­ცა და ის ფაქ­ტზე და­ი­ჭი­რეს. რა ელის ასეთ პატ­რონს?

- ცხო­ვე­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა­ზე, სან­ქცი­ებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 103-ე მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­დაც გა­წე­რი­ლია, რომ ცხო­ველ­თა მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წე­სის დამ­რღვევს, შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს გაფრ­თხი­ლე­ბა, ან და­ჯა­რიმ­დეს, მი­ნი­მა­ლუ­რი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ერთი-მე­ხუ­თე­დით.

- სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ფორ­მა­ციო გაკ­ვე­თი­ლე­ბი ტარ­დე­ბა. ამ პრო­ცესს თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რი მარ­თავს?

- მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის დონე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ და­ბა­ლია, ამი­ტომ, ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტო სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან ერ­თად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. ამ ეტაპ­ზე პრი­ო­რი­ტე­ტი მო­ზარ­დებს მი­ვა­ნი­ჭეთ და სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად შე­იქ­მნა სა­ინ­ფორ­მა­ციო გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს უტარ­დე­ბათ. გაკ­ვე­თი­ლებს სა­ა­გენ­ტოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მათ შო­რის, კი­ნო­ლო­გე­ბი უძღვე­ბი­ან. ამ პრო­ექტს და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ეფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ბევ­რი სკო­ლა ითხოვს, მათთ­ნაც ჩა­ვა­ტა­როთ ანა­ლო­გი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

- გაკ­ვე­თი­ლებს შერ­ჩე­ვით ატა­რებთ?

- გეგ­მაა შექ­მნი­ლი, თუ რო­მელ კვი­რას რო­მელ სკო­ლა­ში უნდა ჩა­ტარ­დეს. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი და მოს­წავ­ლე­ებს იმა­საც ვუ­რი­გებთ. წა­მო­ვი­წყეთ ასე­ვე ლეკ­ვე­ბის გა­ჩუ­ქე­ბის აქ­ცი­აც, სა­ა­გენ­ტომ უკვე ბევ­რი ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­ა­წყო. ეს ადრე თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ ზო­ო­პარ­კმა სტი­ქი­ის შემ­დეგ ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­ღე­ბა შე­წყვი­ტა და აქ­ცი­ამ "ბომ­ბო­რას პარკში" გა­და­ი­ნაც­ვლა. გა­სა­ჩუ­ქებ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი სტე­რი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

- თავ­შე­სა­ფარ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ლეკ­ვე­ბი არი­ან?

- თავ­შე­სა­ფარ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბიც და იქ მოხ­ვედ­რი­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და ვე­ტე­ქი­მის მიერ არი­ან შე­მოწ­მე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­თაც გა­უ­კეთ­დათ ოპე­რა­ცია, კას­ტრა­ცია, რომ შე­ზღუ­დუ­ლი იყოს მათი გამ­რავ­ლე­ბა, ყურ­ზე უნდა ჰქონ­დეთ "სა­ყუ­რე ბირ­კა" და ა.შ.

- ლეკ­ვე­ბის ჩუ­ქე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი არი­ან?

- მა­გა­ლი­თად, "ბომ­ბო­რას პარკში" 50 ლეკ­ვი გა­ჩუქ­და. მსურ­ვე­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არი­ან.

- ბო­ლოს, რას ურ­ჩევ­დით და რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემ­დით ცხო­ვე­ლის პატ­რო­ნებს, ან ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც უნ­დათ, რომ ცხო­ვე­ლი აიყ­ვა­ნონ?

- პირ­ველ რიგ­ში, გულ­დას­მით უნდა გა­ეც­ნონ ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წესს. ვი­საც ჰყავს ცხო­ვე­ლი, და­იც­ვას წე­სის შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მე­ბი, რომ უსაფრ­თხოდ იყოს რო­გორც ცხო­ვე­ლი, ისე მო­სახ­ლე­ო­ბა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ვთქვათ, ბავ­შვი ტი­რის და მის და­სა­წყნა­რებ­ლად ძაღლს ყი­დუ­ლო­ბენ, მაგ­რამ მერე შე­საძ­ლოა, იგი­ვე ძაღ­ლი ქუ­ჩა­ში გა­მო­აგ­დონ. ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტია. ამით ქა­ლაქს და მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მა ემა­ტე­ბა. ამი­ტომ, უნდა და­იც­ვან ცხო­ვე­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წე­სე­ბი.

ასე­ვე ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პიკს აღ­წევს ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ სი­სას­ტი­კე, რაც იკ­რძა­ლე­ბა და ასეთ ფაქ­ტებ­ზე სა­ა­გენ­ტო რე­ა­გი­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ახ­დენს.

და კი­დევ ერთხელ მინ­და ვთქვა: ქა­ლაქ­ში ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბი­სას და­იც­ვან სი­სუფ­თა­ვე. არა­და, 99% არ კად­რუ­ლობს, თუ ეთა­კი­ლე­ბა, ეზა­რე­ბა სა­კუ­თა­რი ცხო­ვე­ლის მიერ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა. ეს რბი­ლად რომ ვთქვათ, გულ­გრი­ლო­ბაა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაწესდა

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაწესდა

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები არსებობს, რომელთა შესახებ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯერ არ სმენია. 

ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით არის წესი, რომელიც საკრებულომ ამა წლის 6 აპრილს დაამტკიცა (დადგენილება 7/28 ძალაში 8 აპრილს შევიდა). მას ასე ჰქვია: თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობა და მათი პოპულაციის მართვის წესი. აქამდე არსებული დოკუმენტი, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი თემურ ფხალაძე აღნიშნავს, ბუნდოვანი, აბსოლუტურად უუნარო და რეალობასთან შეუსაბამო იყო. ამიტომ, მათი სააგენტოს ინიცირებით, ახლებური პროექტის შემუშავება მოხერხდა, რომელმაც ფილტრაცია სხვადასხვა სამსახურებსა და ორგანიზაციასთან გაიარა, მათ შორის, ცხოველთა დამცველებთან. საბოლოოდ კი წესი საკრებულომ მიიღო.

ცოტა ხნის წინ ბატონ თემურს შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობაზე ვრცლად ვესაუბრეთ.

- დიახ, წესში, როგორც გითხარით, არის ახალი რეგულაციები, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად უზრუნველყოფს და ცხოველების პოპულაციის სწორი და ჰუმანური მართვისაკენ არის ორიენტირებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულაცია, რომლის თანახმადაც, პატრონი ვალდებულია, საკუთრებაში არსებული შინაური ცხოველი - ძაღლი ან კატა დაარეგისტრიროს უფლებამოსილ ორგანოში, ან იმ დაწესებულებაში, რომელიც დარეგისტრირების პროცედურებს აწარმოებს. დარეგისტრირებიდან მალე კი პატრონმა უნდა უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიცირება მიკროჩიპის, ან ე.წ. "ბირკის", ყურზე მიმაგრებული საჭდის საშუალებით.

- ე.ი. პატრონს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება.

- კი და ეს იქიდან გამოდინარე ხდება, რომ პირველ რიგში, ცენტრალურ ბაზაში ცხოველები აისახონ და კონტროლს დაექვემდებარონ, რაც ეხმარება როგორც მეპატრონეს, ასევე ცხოველს.

- რაში?

- თუ მეპატრონეს ცხოველი დაეკარგა, ადვილად მოხდება მისი იდენტიფიცირება, მოძიება და დაბრუნება, ხოლო ოთხფეხას დაიცავს იმ შემთხვევისგან, თუ ვთქვათ, მეპატრონემ ის ქუჩაში გამოაგდო. ამ დროს იდენტიფიცირებული ცხოველის აღმოჩენა მოხდება და მეპატრონე აუცილებლად აგებს პასუხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლის შესაბამისად. ეს წესი ცხოველების ქურდობის ფაქტების პრევენციასაც მოახდენს. რეგისტრირებული ცხოველი ქურდისთვის ნაკლებად ხელსაყრელია, რადგან ცხოველებს ადვილად აღმოაჩენენ.

- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ცხოველთა თავშესაფარი?

- სანამ საკრებულო აღნიშნულ წესს დაამტკიცებდა, არსად იყო მითითებული, თუ რა ელემენტარული მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა ცხოველთა თავშესაფარს, ნებისმიერს შეეძლო მოეწყო ის, შეეშვა იქ ცხოველები და ყოფილიყო ანტისანიტარიისა და ეპიდემიის კერა... ახალ წესში მკაფიოდ არის განსაზღვრული ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც დაცული უნდა იყოს თავშესაფრის შექმნის შემთხვევაში.

პირველი, უნდა იყოს საკარანტინო სივრცე. შესაძლებელი უნდა იყოს ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, ანუ თავშესაფარმა ამის უზრუნველყოფა უნდა შეძლოს, უნდა იყოს გათბობა და ყველა სანიტარული ნორმა დაცული.

- რა რეგულაციებია ცხოველის გასეირნებისას?

- პატრონი ვალდებულია, დაიცვას გასეირნების წესი, - საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თუ ძაღლი ალიკაპის გარეშეა, ის მოკლე საბმელით უნდა იყოს, რომელიც პატრონს 50 სანტიმეტრით უნდა აშორებდეს, ანუ ნახევარი მეტრის რადიუსით იმყოფებოდეს, რათა პატრონს მისი კონტროლი შეეძლოს. ბევრმა ეს არასწორად გაიგო, თითქოს საბმელი 50 სანტიმეტრიანი უნდა იყოსო. ვიმეორებ, პატრონს ცხოველი 50 სანტიმეტრის რადიუსში უნდა ჰყავდეს.  ხოლო თუ გრძელი საბმელით სურს გასეირნება, ძაღლს უნდა გაუკეთოს ალიკაპი.  პატრონი ასევე ვალდებულია, დაასუფთავოს საკუთრებაში არსებული ცხოველის მიერ დაბინძურებული გარემო.

- თუ ასე არ მოიქცა და ის ფაქტზე დაიჭირეს. რა ელის ასეთ პატრონს?

- ცხოველის მოვლა-პატრონობის წესის დარღვევაზე, სანქციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი ითვალისწინებს. სადაც გაწერილია, რომ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დამრღვევს, შეიძლება მიეცეს გაფრთხილება, ან დაჯარიმდეს, მინიმალური შრომის ანაზღაურების ერთი-მეხუთედით.

- სკოლებში მოსწავლეებისთვის შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით საინფორმაციო გაკვეთილები ტარდება. ამ პროცესს თქვენი სამსახური მართავს?

- მოსახლეობის ცნობიერების დონე ამ მიმართულებით საკმაოდ დაბალია, ამიტომ, ჩვენი სააგენტო სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამ ეტაპზე პრიორიტეტი მოზარდებს მივანიჭეთ და სპეციალურად მათთვის დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა საინფორმაციო გაკვეთილები, რომელიც სკოლის მოსწავლეებს უტარდებათ. გაკვეთილებს სააგენტოს კვალიფიციური თანამშრომლები, მათ შორის, კინოლოგები უძღვებიან. ამ პროექტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ეფექტიანი აღმოჩნდა. ბევრი სკოლა ითხოვს, მათთნაც ჩავატაროთ ანალოგიური გაკვეთილები.

- გაკვეთილებს შერჩევით ატარებთ?

- გეგმაა შექმნილი, თუ რომელ კვირას რომელ სკოლაში უნდა ჩატარდეს. შემუშავებულია შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები და მოსწავლეებს იმასაც ვურიგებთ. წამოვიწყეთ ასევე ლეკვების გაჩუქების აქციაც, სააგენტომ უკვე ბევრი ასეთი ღონისძიება მოაწყო. ეს ადრე თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ტარდებოდა, მაგრამ ზოოპარკმა სტიქიის შემდეგ ფაქტობრივად, მოქალაქეების მიღება შეწყვიტა და აქციამ "ბომბორას პარკში" გადაინაცვლა. გასაჩუქებლად გამზადებული ცხოველები სტერილიზებულები და იდენტიფიცირებულები არიან.

- თავშესაფარში დაბადებული ლეკვები არიან?

- თავშესაფარში დაბადებულებიც და იქ მოხვედრილებიც, რომლებიც ლაბორატორიულად და ვეტექიმის მიერ არიან შემოწმებულები, რომელთაც გაუკეთდათ ოპერაცია, კასტრაცია, რომ შეზღუდული იყოს მათი გამრავლება, ყურზე უნდა ჰქონდეთ "საყურე ბირკა" და ა.შ.

- ლეკვების ჩუქების მსურველები არიან?

- მაგალითად, "ბომბორას პარკში" 50 ლეკვი გაჩუქდა. მსურველები ნამდვილად არიან.

- ბოლოს, რას ურჩევდით და რა რეკომენდაციებს მისცემდით ცხოველის პატრონებს, ან ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ ცხოველი აიყვანონ?

- პირველ რიგში, გულდასმით უნდა გაეცნონ ცხოველების მოვლა-პატრონობის წესს. ვისაც ჰყავს ცხოველი, დაიცვას წესის შესაბამისი ნორმები, რომ უსაფრთხოდ იყოს როგორც ცხოველი, ისე მოსახლეობა.  არის შემთხვევები, როცა ვთქვათ, ბავშვი ტირის და მის დასაწყნარებლად ძაღლს ყიდულობენ, მაგრამ მერე შესაძლოა, იგივე ძაღლი ქუჩაში გამოაგდონ. ძალიან ცუდი ფაქტია. ამით ქალაქს და მოსახლეობას პრობლემა ემატება. ამიტომ, უნდა დაიცვან ცხოველის მოვლა-პატრონობის წესები.

ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც პიკს აღწევს ცხოველების მიმართ სისასტიკე, რაც იკრძალება და ასეთ ფაქტებზე სააგენტო რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.

და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ქალაქში ძაღლის გასეირნებისას დაიცვან სისუფთავე. არადა, 99% არ კადრულობს, თუ ეთაკილება, ეზარება საკუთარი ცხოველის მიერ დაბინძურებულის დასუფთავება. ეს რბილად რომ ვთქვათ, გულგრილობაა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"