საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მეგონა, რომ შეიძლებოდა ასე სიკვდილი" - 14 წლის გოგონას სულისშემძვრელი ვიდეომიმართვა სიკვდილის წინ
"არ მეგონა, რომ შეიძლებოდა ასე სიკვდილი" - 14 წლის გოგონას სულისშემძვრელი ვიდეომიმართვა სიკვდილის წინ

ამ მა­მაც და სა­ოც­რად გო­ნი­ერ გო­გო­ნას ყვე­ლა უნდა იც­ნობ­დეს. ეს არის ძა­ლი­ან ღრმა და სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბა­ვი პა­ტა­რა გო­გო­ნა­სი, რო­მელ­საც სი­ცო­ცხლის დღე­ე­ბი დათ­ვლი­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა მა­ინც ცდი­ლობ­და სამ­ყა­როს შეც­ვლას. 14 წლის მარ­ჟა­ნა სა­დი­კო­ვა, მხატ­ვა­რი და ფო­ტოგ­რა­ფი 2013 წლის 16 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა. 2 წლით ადრე მას სა­სიკ­ვდი­ლო დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს – სის­ხლის სიმ­სივ­ნე. მკურ­ნა­ლო­ბა არ შვე­ლო­და. ექი­მებ­მა ხე­ლე­ბი და­უშ­ვეს – ავად­მყო­ფო­ბა არ მარ­ცხდე­ბო­და. მაგ­რამ გო­გო­ნამ გა­და­წყვი­ტა, არ ეთ­ქვა უარი თა­ვის ოც­ნე­ბა­ზე, გამ­ხდა­რი­ყო ფო­ტოგ­რა­ფი და არ გა­ე­ტა­რე­ბი­ნა უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლის მო­ლო­დინ­ში.

მარ­ჟა­ნას უნ­დო­და მეტი აზრი, მეტი სი­ნათ­ლე და მეტი ბედ­ნი­ე­რე­ბა გა­ნე­ცა­და სიკ­ვდი­ლამ­დე დარ­ჩე­ნილ დრო­ში. ის სა­ო­ცა­რი რწმე­ნა, რაც ამ პა­ტა­რა გო­გო­ნას ჰქონ­და, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის მი­სა­ბა­ძად იქცა, რად­გან ასა­კით პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბით ღრმად და რე­ა­ლის­ტუ­რად მსჯე­ლობ­და. ის თა­ვის ვი­დე­ოგ­ზავ­ნი­ლებ­ში უფრო ბრძნუ­ლად მსჯე­ლობ­და ავად­მყო­ფო­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლე­ზე, ვიდ­რე ბევ­რი მას­ზე გა­ცი­ლე­ბით უფ­რო­სი. სწო­რედ ეს რწმე­ნა და­ეხ­მა­რა უდი­დე­სი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში – ეთ­ქვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მის­ნა­ი­რე­ბად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის თუ ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბა და სიკ­ვდი­ლი ის სუ­ლაც არ არის, რაც ჩვენ გვგო­ნია.

კე­თილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მარ­ჟა­ნას ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა გა­და­წყვი­ტეს და მას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი აჩუ­ქეს. მერე იყო ფო­ტო­სე­სია, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. სულ 60 გე­ნი­ა­ლუ­რი ფოტო გა­და­ი­ღო, დად­გა სი­უ­ჟე­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც. და­წო­ლი­ლი იღებ­და, და­ა­ვა­დე­ბის შე­ტე­ვებს შო­რის "შეს­ვე­ნე­ბებ­ზე"... მის გვერ­დით მდგომ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ისიც მო­ა­ხერ­ხეს, რომ გა­მო­ფე­ნა მო­უ­წყვეს.

როცა ამ ლა­მაზ გო­გო­ნას უყუ­რებ და მისი ბრძნუ­ლი სი­ტყვე­ბი გეს­მის, გიჩ­ნდე­ბა შე­კი­თხვა, რა­ტომ არის ამ­დე­ნი უსა­მარ­თლო­ბა ამ­ქვეყ­ნად და რა­ტომ მი­დი­ან ასე­თი ახალ­გაზ­რდა და სუ­ლით ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ამა­ზეც თვი­თონ მარ­ჟა­ნას ჰქონ­და პა­სუ­ხი:

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა და ვი­დეო

"არ მეგონა, რომ შეიძლებოდა ასე სიკვდილი" - 14 წლის გოგონას სულისშემძვრელი ვიდეომიმართვა სიკვდილის წინ

"არ მეგონა, რომ შეიძლებოდა ასე სიკვდილი" - 14 წლის გოგონას სულისშემძვრელი ვიდეომიმართვა სიკვდილის წინ

ამ მამაც და საოცრად გონიერ გოგონას ყველა უნდა იცნობდეს. ეს არის ძალიან ღრმა და სულისშემძვრელი ამბავი პატარა გოგონასი, რომელსაც სიცოცხლის დღეები დათვლილი ჰქონდა, თუმცა მაინც ცდილობდა სამყაროს შეცვლას. 14 წლის მარჟანა სადიკოვა, მხატვარი და ფოტოგრაფი 2013 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა. 2 წლით ადრე მას სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს – სისხლის სიმსივნე. მკურნალობა არ შველოდა. ექიმებმა ხელები დაუშვეს – ავადმყოფობა არ მარცხდებოდა. მაგრამ გოგონამ გადაწყვიტა, არ ეთქვა უარი თავის ოცნებაზე, გამხდარიყო ფოტოგრაფი და არ გაეტარებინა უკანასკნელი დღეები მხოლოდ სიკვდილის მოლოდინში.

მარჟანას უნდოდა მეტი აზრი, მეტი სინათლე და მეტი ბედნიერება განეცადა სიკვდილამდე დარჩენილ დროში. ის საოცარი რწმენა, რაც ამ პატარა გოგონას ჰქონდა, მილიონობით ადამიანისთვის მისაბაძად იქცა, რადგან ასაკით პატარა ადამიანი გაცილებით ღრმად და რეალისტურად მსჯელობდა. ის თავის ვიდეოგზავნილებში უფრო ბრძნულად მსჯელობდა ავადმყოფობაზე, ადამიანის დანიშნულებაზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე, ვიდრე ბევრი მასზე გაცილებით უფროსი. სწორედ ეს რწმენა დაეხმარა უდიდესი მისიის შესრულებაში – ეთქვა ადამიანებისთვის, მისნაირებად დაავადებულებისთვის თუ ჯანმრთელებისთვის, რომ ცხოვრება და სიკვდილი ის სულაც არ არის, რაც ჩვენ გვგონია.

კეთილმა ადამიანებმა მარჟანას ოცნების ახდენა გადაწყვიტეს და მას პროფესიონალური ფოტოაპარატი აჩუქეს. მერე იყო ფოტოსესია, რომელსაც უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. სულ 60 გენიალური ფოტო გადაიღო, დადგა სიუჟეტები, რომლებშიც თავადაც მონაწილეობდა და სხვა ადამიანებიც. დაწოლილი იღებდა, დაავადების შეტევებს შორის "შესვენებებზე"... მის გვერდით მდგომმა ადამიანებმა ისიც მოახერხეს, რომ გამოფენა მოუწყვეს.

როცა ამ ლამაზ გოგონას უყურებ და მისი ბრძნული სიტყვები გესმის, გიჩნდება შეკითხვა, რატომ არის ამდენი უსამართლობა ამქვეყნად და რატომ მიდიან ასეთი ახალგაზრდა და სულით ძლიერი ადამიანები. ამაზეც თვითონ მარჟანას ჰქონდა პასუხი:

იხილეთ გაგრძელება და ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს