სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
Faceამბები
მოზაიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ძირითადი წესი გველის შხამისაგან თავის დასაცავად
სამი ძირითადი წესი გველის შხამისაგან თავის დასაცავად

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად, მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა ემა­ტე­ბა - ქვე­წარ­მავ­ლე­ბი. სა­ერ­თოდ, ამ იდუ­მალ არ­სე­ბებს გა­რე­უბ­ნებ­ში უფრო მე­ტად ნა­ხუ­ლო­ბენ, თუმ­ცა გა­სულ წლებ­ში გვე­ლი უნა­ხავთ ვა­კე­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე, ვე­რა­ზე და სხვა, საკ­მა­ოდ მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ უბ­ნებ­შიც. რაც შე­ე­ხე­ბა რუს­თავს, იქ ქვე­წარ­მავ­ლებს ლა­მის ყო­ველ წე­ლი­წადს ნა­ხუ­ლო­ბენ. 370-მდე შე­ტყო­ბი­ნე­ბა 40 დღე­ში - ასე­თია მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოქ­ვეყ­ნდა და ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ერთი გვე­ლი ნუ­ცუ­ბი­ძის III პლა­ტო­ზე იპო­ვეს: ეზო­ში, სა­დაც ბავ­შვე­ბი თა­მა­შობ­დნენ, პა­ტა­რებ­მა მკვდა­რი გვე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რვა-ათი დღის წინ კი, დიდ დი­ღომ­ში გველ­მა 80 წლის ქალ­ბა­ტო­ნი დაკბი­ნა. შემ­თხვე­ვა "გუდ­ვი­ლის~ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. ექი­მე­ბის თქმით, მძი­მე და სა­ში­ში არა­ფე­რი ყო­ფი­ლა და ამ ქალ­ბა­ტონს პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი შრა­ტი გა­უ­კე­თეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვამ­შვი­დე­ბენ, გველ­თან შეხ­ვედ­რა სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი სუ­ლაც არ არის, ამი­ტომ, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ჩნდე­ბა კი­თხვა - რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, თუ და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუ­მარს გა­და­ვე­ყა­რეთ? - ეს შე­კი­თხვა ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორს - და­ვით თარ­ხნიშ­ვილს და­ვუს­ვით, რო­მე­ლიც ამ უც­ნა­უ­რი არ­სე­ბე­ბის ბუ­ნე­ბას, მათ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს უკვე კარ­გა ხა­ნია სწავ­ლობს:

- ზამ­თარ­ში გვე­ლებ­სა და ხვლი­კებს სძი­ნავთ, გა­ზა­ფხულ­ზე კი, გამ­რავ­ლე­ბის პე­რი­ო­დი ეწყე­ბათ, გა­რეთ გა­მო­დი­ან და აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან. ზა­ფხულ­ში მათი რი­ცხვი ისევ მცირ­დე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ქვე­წარ­მავ­ლებს არ უყ­ვართ, სი­ცხე­ში ყო­ველ­თვის იმა­ლე­ბი­ან და ამი­ტომ მათ მხო­ლოდ დი­ლით ან სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­და­ა­წყდეთ. უნდა გი­თხრათ, რომ არა­ფე­რი სა­გან­გა­შო არ ხდე­ბა, ქვე­წარ­მავ­ლე­ბი თბი­ლის­ში ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბი­ან.

- ბა­ტო­ნო და­ვით, არ­ცთუ ისე დიდი ხნის წინ, დიდ დი­ღომ­ში გველ­მა ადა­მი­ა­ნი დაკბი­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და...

- ალ­ბათ, ეს უბ­რა­ლო გველ­ხო­კე­რა იყო, რო­მე­ლიც სუ­ლაც არ არის სა­ში­ში. სა­ერ­თოდ, შხა­მი­ა­ნი გვე­ლი თბი­ლი­სის მი­და­მო­ებ­ში იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს, მით უმე­ტეს - დი­ღომ­ში. შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი უფრო აღ­მო­სავ­ლე­თით, მარ­ნე­უ­ლი­სა და კა­ხე­თის­კენ გვხვდე­ბი­ან. შხა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით ათ­ჯერ მე­ტია უშ­ხა­მო გვე­ლე­ბის რი­ცხვი. ერ­თა­დერ­თი შხა­მი­ა­ნი გვე­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის მარ­თლა სა­ხი­ფა­თო იყოს, არის გი­ურ­ზა. მისი გარ­ჩე­ვა სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი­სა­გან ძა­ლი­ან იო­ლად შე­იძ­ლე­ბა, რად­გან გი­ურ­ზას ნაც­რის­ფე­რი, ძა­ლი­ან მსხვი­ლი სხე­უ­ლი და თვა­ლე­ბი აქვს. თბი­ლი­სის მი­და­მო­ებ­ში ის იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს ორ­თა­ჭა­ლის მხა­რეს, მაგ­რამ მისი გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი ძი­რი­თა­დად ივ­რის ზე­გა­ნი და ქვე­მო ქარ­თლია. გი­ურ­ზას ნაკ­ბე­ნი საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თოა, რად­გან პა­ცი­ენ­ტე­ბის 10 პრო­ცენ­ტში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას იწ­ვევს, თბი­ლის­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში მო­ბი­ნად­რე გვე­ლე­ბი კი, უშ­ხა­მო­ე­ბი არი­ან. ჩვენ­ში ბი­ნად­რობს რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის გველ­გეს­ლა, რო­მე­ლიც შხა­მი­ა­ნია, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნის­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ხი­ფა­თოა. მათ ნაკ­ბენს შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს კი­დუ­რე­ბის და­სი­ვე­ბა, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, მაგ­რამ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი არ არის. შე­იძ­ლე­ბა სხვა სა­ხე­ო­ბის გველ­მაც უკბი­ნოს ადა­მი­ანს, მა­გა­ლი­თად, მცუ­რავ­მა, მაგ­რამ თუ გვე­ლი შხა­მი­ა­ნი არ არის, არა­ფე­რი მოხ­დე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

სამი ძირითადი წესი გველის შხამისაგან თავის დასაცავად

სამი ძირითადი წესი გველის შხამისაგან თავის დასაცავად

ზაფხულის დადგომასთან ერთად, მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემა ემატება - ქვეწარმავლები. საერთოდ, ამ იდუმალ არსებებს გარეუბნებში უფრო მეტად ნახულობენ, თუმცა გასულ წლებში გველი უნახავთ ვაკეში, საბურთალოზე, ვერაზე და სხვა, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ უბნებშიც. რაც შეეხება რუსთავს, იქ ქვეწარმავლებს ლამის ყოველ წელიწადს ნახულობენ. 370-მდე შეტყობინება 40 დღეში - ასეთია მონაცემები, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში ოფიციალურად გამოქვეყნდა და ჩვენს მოსახლეობაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ერთი გველი ნუცუბიძის III პლატოზე იპოვეს: ეზოში, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, პატარებმა მკვდარი გველი აღმოაჩინეს. რვა-ათი დღის წინ კი, დიდ დიღომში გველმა 80 წლის ქალბატონი დაკბინა. შემთხვევა ,,გუდვილის~ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ექიმების თქმით, მძიმე და საშიში არაფერი ყოფილა და ამ ქალბატონს პრევენციის მიზნით სპეციალური შრატი გაუკეთეს.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები გვამშვიდებენ, გველთან შეხვედრა სასიამოვნო სიურპრიზი სულაც არ არის, ამიტომ, მოსახლეობაში ჩნდება კითხვა - როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ დაუპატიჟებელ სტუმარს გადავეყარეთ? - ეს შეკითხვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს - დავით თარხნიშვილს დავუსვით, რომელიც ამ უცნაური არსებების ბუნებას, მათ თავისებურებებს უკვე კარგა ხანია სწავლობს:

- ზამთარში გველებსა და ხვლიკებს სძინავთ, გაზაფხულზე კი, გამრავლების პერიოდი ეწყებათ, გარეთ გამოდიან და აქტიურდებიან. ზაფხულში მათი რიცხვი ისევ მცირდება, რადგან ძალიან მაღალი ტემპერატურა ქვეწარმავლებს არ უყვართ, სიცხეში ყოველთვის იმალებიან და ამიტომ მათ მხოლოდ დილით ან საღამოს საათებში შეიძლება გადააწყდეთ. უნდა გითხრათ, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება, ქვეწარმავლები თბილისში ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან.

- ბატონო დავით, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, დიდ დიღომში გველმა ადამიანი დაკბინა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა...

- ალბათ, ეს უბრალო გველხოკერა იყო, რომელიც სულაც არ არის საშიში. საერთოდ, შხამიანი გველი თბილისის მიდამოებში იშვიათობას წარმოადგენს, მით უმეტეს - დიღომში. შხამიანი გველები უფრო აღმოსავლეთით, მარნეულისა და კახეთისკენ გვხვდებიან. შხამიანებთან შედარებით, დაახლოებით ათჯერ მეტია უშხამო გველების რიცხვი. ერთადერთი შხამიანი გველი, რომელიც შეიძლება ადამიანისთვის მართლა სახიფათო იყოს, არის გიურზა. მისი გარჩევა სხვა სახეობებისაგან ძალიან იოლად შეიძლება, რადგან გიურზას ნაცრისფერი, ძალიან მსხვილი სხეული და თვალები აქვს. თბილისის მიდამოებში ის იშვიათად გვხვდება, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ორთაჭალის მხარეს, მაგრამ მისი გავრცელების არეალი ძირითადად ივრის ზეგანი და ქვემო ქართლია. გიურზას ნაკბენი საკმაოდ სახიფათოა, რადგან პაციენტების 10 პროცენტში სიკვდილიანობას იწვევს, თბილისსა და მის შემოგარენში მობინადრე გველები კი, უშხამოები არიან. ჩვენში ბინადრობს რამდენიმე სახეობის გველგესლა, რომელიც შხამიანია, თუმცა ადამიანისთვის ნაკლებად სახიფათოა. მათ ნაკბენს შეიძლება მოჰყვეს კიდურების დასივება, ალერგიული რეაქცია, მაგრამ მომაკვდინებელი არ არის. შეიძლება სხვა სახეობის გველმაც უკბინოს ადამიანს, მაგალითად, მცურავმა, მაგრამ თუ გველი შხამიანი არ არის, არაფერი მოხდება.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს