სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტიკი სასჯელი, რომლითაც წარსულში ქალებს სჯიდნენ
სასტიკი სასჯელი, რომლითაც წარსულში ქალებს სჯიდნენ

დღე­ი­სათ­ვის ქა­ლებ­მა თით­ქმის უკვე მი­აღ­წი­ეს თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას მა­მა­კა­ცებ­თან. თუმ­ცა ადრე ქა­ლე­ბის­თვის მრა­ვა­ლი ტაბუ არ­სე­ბობ­და, რო­მელ­თა დარ­ღვე­ვის გა­მოც ისი­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად ის­ჯე­ბოდ­ნენ. წარ­მო­გიდ­გენთ იმ სას­ჯე­ლებს, რომ­ლე­ბიც ქა­ლებს ამა თუ იმ საქ­ცი­ე­ლის გამო წარ­სულ­ში ელო­დათ.

ღა­ლა­ტის­თვის - ცხვი­რის მოკ­ვე­თა და ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვა

ფი­ლი­პე მე­ო­რე სი­ცი­ლი­ე­ლის მმარ­თვე­ლო­ბი­სას ქა­ლებს ცხვირს აჭ­რიდ­ნენ და არ­თმევ­დნენ ქო­ნე­ბას და ბავ­შვებს. ასე რომ, თუ სიკ­ვდი­ლით არ სჯიდ­ნენ, მხო­ლოდ ორ გა­მო­სა­ვალს უტო­ვებ­დნენ: ქურ­დო­ბა ან პროს­ტი­ტუ­ცია.

ოჯა­ხუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო - პა­ტიმ­რო­ბა

იმას, თუ რო­გორ ას­რუ­ლებ­და ქალი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს, მა­მა­კა­ცი გან­სა­ზღვრავ­და. თუ მა­მა­კაცს ურჩი ქალი შეხ­ვდე­ბო­და, მას სა­ხელ­მწი­ფო ეხ­მა­რე­ბო­და. ბარ­სე­ლო­ნა­ში მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში არ­სე­ბობ­და გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სახ­ლი ცუდი ცო­ლე­ბის­თვის. იქ ორ­ნა­ირ ქალ­თა ჯგუფს ამ­წე­სებ­დნენ: ქურ­დებს და მე­ძა­ვებს და მათ, ვისი სწორ გზა­ზე და­ყა­ნე­ბაც ქმრებს არ შე­ეძ­ლოთ.

ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე ფეხ­მძი­მო­ბა - ბავ­შვის ჩა­მორ­თმე­ვა და სა­გი­ჟეთ­ში გა­მო­კეტ­ვა

ბრი­ტა­ნე­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი 60-70 წლის წინ ქა­ლებს ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე ფეხ­მძი­მო­ბის გამო სჯიდ­ნენ. ბავ­შვს არ­თმევ­დნენ და აშ­ვი­ლებ­დნენ, ქა­ლე­ბი კი ზოგ­ჯერ ათე­უ­ლო­ბით წლე­ბი ატა­რებ­დნენ სა­გი­ჟეთ­ში, რად­გან მა­შინ­დე­ლი ფსი­ქი­ატ­რე­ბი გა­უ­თხო­ვარ დე­დებს ასო­ცი­ა­ლურ პი­რე­ბად აცხა­დებ­დნენ, რომ­ლებ­საც მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ.

მე­ზობ­ლებ­თან ჩხუ­ბის გამო - შერ­ცხვე­ნა და წყალ­ში ჩა­ყურ­ყუ­მა­ლა­ვე­ბა

შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ევ­რო­პა­ში თუ ქალი ხმა­მაღ­ლა ჩხუ­ბობ­და მე­ზობ­ლებ­თან, მას სა­მარ­ცხვი­ნო სკამს უს­ჯიდ­ნენ. ხალ­ხს უყ­ვარ­და დას­ჯის ყუ­რე­ბა, სკამ­ზე მიბ­მულ ქალს დიდი მხი­ა­რუ­ლე­ბით მი­ათ­რევ­დნენ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში. შემ­დეგ წყალ­ში აყუ­დებ­დნენ და უკან ამოჰ­ყავ­დათ. ზოგი ქალი შო­კის­გან კვდე­ბო­და კი­დეც.

კა­ცუ­რი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის გამო - ჯა­რი­მა

დრო­დად­რო ვინ­მე ჯე­ინს ან ჯუ­ლი­ეტს მო­უ­ვი­დო­და აზ­რად, გა­და­ეც­ვა კა­ცის სა­მო­სი და მა­გა­ლი­თად, ფლოტ­ში ჩა­წე­რი­ლი­ყო. რა თქმა უნდა, ეს აკ­რძა­ლუ­ლი იყო. ასეთ ქა­ლებს უღირ­სი ქცე­ვის­თვის სჯიდ­ნენ. თუმ­ცა ეს სას­ჯე­ლი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი გახ­ლდათ: ქა­ლებს მხო­ლოდ ჯა­რი­მა ეკის­რე­ბო­დათ და ქა­ლუ­რი სა­მო­სის ტა­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

სასტიკი სასჯელი, რომლითაც წარსულში ქალებს სჯიდნენ

სასტიკი სასჯელი, რომლითაც წარსულში ქალებს სჯიდნენ

დღეისათვის ქალებმა თითქმის უკვე მიაღწიეს თანასწორუფლებიანობას მამაკაცებთან. თუმცა ადრე ქალებისთვის მრავალი ტაბუ არსებობდა, რომელთა დარღვევის გამოც ისინი სერიოზულად ისჯებოდნენ. წარმოგიდგენთ იმ სასჯელებს, რომლებიც ქალებს ამა თუ იმ საქციელის გამო წარსულში ელოდათ.

ღალატისთვის - ცხვირის მოკვეთა და ქონების წართმევა

ფილიპე მეორე სიცილიელის მმართველობისას ქალებს ცხვირს აჭრიდნენ და ართმევდნენ ქონებას და ბავშვებს. ასე რომ, თუ სიკვდილით არ სჯიდნენ, მხოლოდ ორ გამოსავალს უტოვებდნენ: ქურდობა ან პროსტიტუცია.

ოჯახური მოვალეობის შეუსრულებლობის გამო - პატიმრობა

იმას, თუ როგორ ასრულებდა ქალი საოჯახო საქმეებს, მამაკაცი განსაზღვრავდა. თუ მამაკაცს ურჩი ქალი შეხვდებოდა, მას სახელმწიფო ეხმარებოდა. ბარსელონაში მეთვრამეტე საუკუნეში არსებობდა გამოსასწორებელი სახლი ცუდი ცოლებისთვის. იქ ორნაირ ქალთა ჯგუფს ამწესებდნენ: ქურდებს და მეძავებს და მათ, ვისი სწორ გზაზე დაყანებაც ქმრებს არ შეეძლოთ.

ქორწინების გარეშე ფეხმძიმობა - ბავშვის ჩამორთმევა და საგიჟეთში გამოკეტვა

ბრიტანელები და ამერიკელები 60-70 წლის წინ ქალებს ქორწინების გარეშე ფეხმძიმობის გამო სჯიდნენ. ბავშვს ართმევდნენ და აშვილებდნენ, ქალები კი ზოგჯერ ათეულობით წლები ატარებდნენ საგიჟეთში, რადგან მაშინდელი ფსიქიატრები გაუთხოვარ დედებს ასოციალურ პირებად აცხადებდნენ, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებოდათ.

მეზობლებთან ჩხუბის გამო - შერცხვენა და წყალში ჩაყურყუმალავება

შუასაუკუნეების ევროპაში თუ ქალი ხმამაღლა ჩხუბობდა მეზობლებთან, მას სამარცხვინო სკამს უსჯიდნენ. ხალხს უყვარდა დასჯის ყურება, სკამზე მიბმულ ქალს დიდი მხიარულებით მიათრევდნენ დასახლებულ პუნქტებში. შემდეგ წყალში აყუდებდნენ და უკან ამოჰყავდათ. ზოგი ქალი შოკისგან კვდებოდა კიდეც.

კაცური სამუშაოს შესრულების გამო - ჯარიმა

დროდადრო ვინმე ჯეინს ან ჯულიეტს მოუვიდოდა აზრად, გადაეცვა კაცის სამოსი და მაგალითად, ფლოტში ჩაწერილიყო. რა თქმა უნდა, ეს აკრძალული იყო. ასეთ ქალებს უღირსი ქცევისთვის სჯიდნენ. თუმცა ეს სასჯელი შედარებით მსუბუქი გახლდათ: ქალებს მხოლოდ ჯარიმა ეკისრებოდათ და ქალური სამოსის ტარება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს