"კიდევ უფრო რთული პერიოდი წინ გველოდება, ეს პერიოდი 10 ივლისიდან 5 აგვისტომდე დროს მოიცავს. ამ დროს დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, ამიტომ შეიძლება იყოს გარკვეული სირთულეები ეკოლოგიური კუთხით. მათ შორის იგულისხმება ტროპიკული სიცხე ან წყალთან დაკავშირებული პრობლემა. არ ვამბობ, რომ აუცილებლად იქნება, მაგრამ ალბათობა მატულობს,"- ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი Ambebi.ge -სთან საუბარში.
ასტროლოგის თქმით, რთული პერიოდი ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება, რადგან ეს დღეეები სავსემთვარეობაა.
-სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება უფრო მეტადაა საჭირო, ეს შესაბამის ინსტანციებს ეხება. ყველას ვთხოვ, საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს. ამ პერიოდში ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები მატულობს. ამას გარდა, იზრდება ადამიანებს შორის კონფლიქტების რაოდენობაც, ამიტომ შემდეგი პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ - ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია - ფრთხილად და წინდახედულად ყველა!
-ასტროლოგიაში რამდენად შეიძლება სტიქიური თუ სხვა სახის უბედურების პროგნოზირება?
-ზოგადად შესაძლებელია, რადგან არსებობს "ბოროტი პლანეტების" ცნება, ეს არის პლუტონი, მარსი, სატურნი და ურანი. როცა ეს პლანეტები ერთმანეთთან ცუდ ურთიერთობას ამყარებენ ან რომელიმე ქვეყნის გეომაგნიტურ ველში ხვდებიან, რადგან პირადი ჰოროსკოპი ყველა ქვეყანას აქვს, ამიტომ შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური ან ეკოლოგიური კატასტროფები. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება. თუ ქვეყანა აწყობილია, დალაგებული, როგორიც არის მაგალითად გერმანია, აშშ და ა.შ. ეს ნაკლებად პრობლემური იქნება. თუმცა ცუნამი, ტორნადო, შეიძლება აქაც იყოს. მაგრამ უფრო სუსტ ქვეყნებში, თავისი ეკონომიკური განვითარებით ან ორგანიზებით, როგორიც საქართველოა, შეიძლება უფრო რთული შედეგი გვქონდეს.
-რაც ამ დღეებში დედაქალაქში დატრიალდა, შეიძლება ამ ყველაფერს კავშირი ჰქონდეს ასტროლოგიასთან?
-ის, რაც ახლა საქართველოში მოხდა, დაკავშირებულია სწორედ ამ ზეგავლენასთან, პირველ რიგში იმიტომ, რომ ახალმთვარეობა გვაქვს, ეს კი უარყოფითი ენერგიის მატარებელია და ყველა სახის კატაკლიზმებისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნის. ასევე, ერთ-ერთი ბოროტი პლანეტა სატურნი ამ დღეებში მორიელის ზოდიაქოში გადადის და მისი ამ ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ეკოლოგიური კუთხით ყოველთვის მძიმე შედეგებს გვაძლევს.
კიდევ ერთი მიზეზი მზე და მარსია, ეს ორი ძალიან დიდი ენერგიაა და სხვადასხვა სახის ენერგეტიკულ-ეკოლოგიურ კატასტროფებს და პრობლემებს იწვევს. რაც მთავარია არტყამს სუსტ ადგილზე. აბა დაუკვირდით, სტიქია შეიძლება წყალდიდობამ და მეწყერმა გამოიწვია, მაგრამ უწია სად? ყველაზე სუსტ ადგილას, ვაკესა და საბურთალოს შორის, რომელიც კონსტრუქციულად არასწორად იყო გაკეთებული. ეს იმის მაჩვენებელია, რომ კოსმოსი კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, მსხვერპლი რომ არ იყოს, გონებას და პროფესიონალებს უნდა მოუხმონ, რომ ამდაგვარი შეცდომები არ იყოს დაშვებული.
თაკო ესებუა
AMBEBI.GE