პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის შეიხი მოზა, რომელიც საქართველოს საიდუმლო ვიზიტით ეწვია
ვინ არის შეიხი მოზა, რომელიც საქართველოს საიდუმლო ვიზიტით ეწვია

მოზა ბინტ ნა­სერ ალ-მის­ნე­დი ცნო­ბი­ლი ყა­ტა­რე­ლი ვაჭ­რის ოჯახ­ში, 1958 წელს და­ი­ბა­და. ყო­ფილ ემირ­თან არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გამო, მო­ზას მამა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ცხოვ­რებ­ლად ჯერ ეგ­ვიპ­ტე­ში, ხოლო შემ­დეგ ქუ­ვე­ით­ში გა­და­სუ­ლი­ყო. გო­გო­ნამ გა­ნათ­ლე­ბა და ცხოვ­რე­ბა­ზე საკ­მა­ოდ პროგ­რე­სუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და­სავ­ლეთ­ში მი­ი­ღო. ტრა­დი­ცი­უ­ლი პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი აღ­ზრდის მი­უ­ხე­და­ვად, იგი მიხ­ვდა რომ ქალ­საც შე­უძ­ლია საკ­მა­ოდ ბევ­რის მიღ­წე­ვა, თუკი მო­ინ­დო­მებს.

18 წლის ასაკ­ში მან ყა­ტა­რის პრინ­ცი ჰა­მად ბინ ჰა­ლი­ფა ალ-ტანი გა­იც­ნო, რო­მე­ლიც მო­ზას მა­მას სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად, ამი­სა იგი გა­თხო­ვე­ბას არ ჩქა­რობ­და. მო­ზამ სწავ­ლა ყა­ტა­რის უნი­ვერ­სის­ტეტ­ში, ფსიქ­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე და­ი­წყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სტა­ჟი­რე­ბა პრეს­ტი­ჟულ ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ი­ა­რა. ქალ­მა სწავ­ლას თავი გა­თხო­ვე­ბის შემ­დე­გაც არ და­ა­ნე­ბა.

სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, იგი მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ სა­ჭი­როა იყო ძლი­ე­რი, რათა გა­დარ­ჩე. ინ­ტრი­გე­ბი, ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ბრძო­ლა მისი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო. მა­ლე­ვე, სა­მე­ფო ოჯა­ხის ახლო წრე მიხ­ვდა, რომ მოზა სა­კუ­თარ მე­უღ­ლე­ზე არა­ნაკ­ლე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი იყო. ექ­სპერ­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ 1995 წელს ჰა­მა­დის მა­მის ტახ­ტი­დან გა­დად­გო­მა სწო­რედ მო­ზას ინი­ცი­ტი­ვით მოხ­და.

სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნებ­ში შე­ი­ხი მო­ზას მი­მართ ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ. მო­ნარ­ქე­ბის არც ერთი ცოლი არ ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ისე ხში­რად, რო­გორც მოზა. მისი ელე­გან­ტუ­რი სტი­ლი და დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა ევ­რო­პე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. ხოლო მუ­სულ­მა­ნებს კვლავ აღი­ზი­ა­ნებთ მისი ტან­ზე მომ­დგა­რი კა­ბე­ბი და სრუ­ლი­ად მი­ვი­წყე­ბუ­ლი ფა­რან­ჯა.

შე­ი­ხი მოზა, შვი­დი შვი­ლის დედა, პლა­ნე­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ლედი და რამ­დე­ნა­დაც უც­ნა­უ­რად არ უნდა ჟღერ­დეს - პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეა.

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ასე­ვე|ყა­ტა­რის პირ­ვე­ლი ლედი და სპარ­სე­თის ყუ­რის "რუხი კარ­დი­ნა­ლი" შე­ი­ხი მოზა თბი­ლისს ეწ­ვია

ვინ არი­ან შე­იხ­თა ცო­ლე­ბი - ოქ­როს მდი­ნა­რე და შე­ზღუ­დუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ვინ არის შეიხი მოზა, რომელიც საქართველოს საიდუმლო ვიზიტით ეწვია

ვინ არის შეიხი მოზა, რომელიც საქართველოს საიდუმლო ვიზიტით ეწვია

მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი ცნობილი ყატარელი ვაჭრის ოჯახში, 1958 წელს დაიბადა. ყოფილ ემირთან არსებული კონფლიქტის გამო, მოზას მამა იძულებული გახდა საცხოვრებლად ჯერ ეგვიპტეში, ხოლო შემდეგ ქუვეითში გადასულიყო. გოგონამ განათლება და ცხოვრებაზე საკმაოდ პროგრესული შეხედულებები დასავლეთში მიიღო. ტრადიციული პატრიარქალური აღზრდის მიუხედავად, იგი მიხვდა რომ ქალსაც შეუძლია საკმაოდ ბევრის მიღწევა, თუკი მოინდომებს.

18 წლის ასაკში მან ყატარის პრინცი ჰამად ბინ ჰალიფა ალ-ტანი გაიცნო, რომელიც მოზას მამას სამშობლოში დაბრუნებაში ეხმარებოდა. მიუხედავად, ამისა იგი გათხოვებას არ ჩქარობდა. მოზამ სწავლა ყატარის უნივერსისტეტში, ფსიქლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო, მოგვიანებით, სტაჟირება პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტებში გაიარა. ქალმა სწავლას თავი გათხოვების შემდეგაც არ დაანება.

სამეფო სასახლეში მოხვედრის შემდეგ, იგი მალევე მიხვდა, რომ საჭიროა იყო ძლიერი, რათა გადარჩე. ინტრიგები, ძალაუფლებისთვის გამუდმებული ბრძოლა მისი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მალევე, სამეფო ოჯახის ახლო წრე მიხვდა, რომ მოზა საკუთარ მეუღლეზე არანაკლები ძალაუფლების მფლობელი იყო. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ 1995 წელს ჰამადის მამის ტახტიდან გადადგომა სწორედ მოზას ინიციტივით მოხდა.

სპარსეთის ყურის ქვეყნებში შეიხი მოზას მიმართ ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულებები აქვთ. მონარქების არც ერთი ცოლი არ ჩნდება საზოგადოების წინაშე ისე ხშირად, როგორც მოზა. მისი ელეგანტური სტილი და დახვეწილი გემოვნება ევროპელი დიზაინერების აღფრთოვანებას იწვევს. ხოლო მუსულმანებს კვლავ აღიზიანებთ მისი ტანზე მომდგარი კაბები და სრულიად მივიწყებული ფარანჯა.

შეიხი მოზა, შვიდი შვილის დედა, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ლედი და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა.

იხილეთ გალერეა

იხილეთ ასევე|ყატარის პირველი ლედი და სპარსეთის ყურის "რუხი კარდინალი" შეიხი მოზა თბილისს ეწვია

ვინ არიან შეიხთა ცოლები - ოქროს მდინარე და შეზღუდული თავისუფლება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს