სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო, სადაც არასრულწლოვანთა 27% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბავშვთა დღეს აღნიშნავს - როგორ პატრონობს სახელმწიფო ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს
საქართველო, სადაც არასრულწლოვანთა 27% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბავშვთა დღეს აღნიშნავს - როგორ პატრონობს სახელმწიფო ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს

1949 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ფე­დე­რა­ცი­ამ ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე და­ა­წე­სა, რო­მე­ლიც 1950 წლი­დან ყო­ველ 1 ივ­ნისს, მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. მისი მი­ზა­ნია ომის სა­შიშ­რო­ე­ბი­სა­გან ბავ­შვთა დაც­ვა, ზრუნ­ვა მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი აღ­ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა, გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ღა­რი­ბე მა­ინც გა­და­უ­ლა­ხავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­დაც სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ბავ­შვთა 27 პრო­ცენ­ტი ცხოვ­რობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე მა­ღა­ლია დე­და­თა და ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო მე­სა­მე ად­გილ­ზეა ევ­რო­პა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში. ასე­ვე მა­ღა­ლია იმ ბავშთა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც ხელი არ მი­უწ­ვდე­ბათ სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ზე. რო­გო­რია ბავ­შვთა ყოფა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რას აკე­თებს მთავ­რო­ბა მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად?- ამის შე­სა­ხებ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" 2014 წლის სტა­ტია მოგ­ვი­თხრობს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2011 წლი­დან 2013 წლამ­დე 25 პრო­ცენ­ტი­დან 27 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და. გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლის მაია ქურ­ცი­კი­ძის თქმით, მარ­თა­ლია, უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბე შე­და­რე­ბით შემ­ცირ­და, მაგ­რამ ბავ­შვთა სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კვლავ აღე­მა­ტე­ბა და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ღა­რი­ბის დო­ნეს.

"ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ის და­ნა­ხარ­ჯე­ბი, რო­მე­ლიც ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, ძი­რი­თა­დად მი­მარ­თუ­ლი იყო სხვა ჯგუ­ფე­ბის­კენ და არა ბავ­შვე­ბის­კენ. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვე­ბი კვლავ რჩე­ბი­ან ყვე­ლა­ზე ღა­რიბ ჯგუ­ფად. სწო­რედ ამი­ტომ "იუ­ნი­სე­ფი" მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, - ჩვენ მათ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ, - რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი იყოს შე­მო­ღე­ბუ­ლი ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - უთხრა მაია ქურ­ცი­კი­ძემ რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

მაია ქურ­ცი­კი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სის­ტე­მა საკ­მა­რი­სად არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სებს. მოქ­მე­დი სის­ტე­მის ხარ­ვე­ზებ­ზე მე­ტყვე­ლებს დე­და­თა და ხუთ წლამ­დე ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი:

"5 წლამ­დე ასა­კის 1000 ბავ­შვი იღუ­პე­ბა წე­ლი­წად­ში. აქე­დან 300 იღუ­პე­ბა კვე­ბის დე­ფი­ცი­ტის გამო. არა­და, არ­სე­ბობს და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი გა­და­წყვე­ტე­ბი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შე­ამ­ცი­როს ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა".

მაია ქურ­ცი­კი­ძის თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან. სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მა­რი­ამ ჯა­შის თქმით, ვი­თა­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლის სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა, რომ­ლის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის აღ­მო­ფხვრაა:

"ჩვენ უკვე ვა­წარ­მო­ებთ კონ­სულ­ტა­ცი­ებს, რომ მოხ­დეს ფო­ლი­უ­მის მჟა­ვი­თა და რკი­ნის მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით პუ­რის ფქვი­ლის გამ­დიდ­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბით, ეს არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი ჩა­რე­ვა. ასე­ვე ერთ-ერთ სა­კი­თხად გა­მო­იკ­ვე­თა დე­და­თა და ბავ­შვთა სამ­სა­ხუ­რე­ბის, სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლე­ბი­სა და პე­დი­ატ­რი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის ე.წ. რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გა­რან­ტი".

მა­რი­ამ ჯა­შის თქმით, ვი­თა­რე­ბას ისიც ამ­ძი­მებს, რომ, მი­უ­ხე­და­ვად წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ი­სა, დიდი ზო­მის ბავ­შვთა სახ­ლებ­ში მა­ინც რჩე­ბა 100-ზე მეტი ბავ­შვი. იუ­ნი­სე­ფის მო­ნა­ცე­მე­ბით, ასე­ვე სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა ბავ­შვთა გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით: 15 წლის ბავ­შვთა 2/3-ს არ აქვს კი­თხვის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბის სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა და უნა­რი, რაც ყვე­ლა­ზე უა­რე­სი შე­დე­გია ევ­რო­პა­ში. გარ­და ამი­სა, ბავ­შვთა 50 პრო­ცენტს და ღა­რიბ­თა 70 პრო­ცენტს არ მი­უწ­ვდე­ბა ხელი სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის თა­მარ სა­ნი­კი­ძის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის დო­ნე­ზე.

"პრობ­ლე­მაა არას­წო­რი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს სკო­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­საც. ეს არის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ნა­წი­ლი, რომ­ლის რე­ვი­ზია ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს იმი­სათ­ვის, რომ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მოხ­დეს ყვე­ლა საგ­ნის შეს­წავ­ლა სკო­ლა­ში", უთხრა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

იუ­ნი­სე­ფის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და კა­ნონ­თან კონ­ფლიქ­ტში მყო­ფი ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. რა არის ამის მი­ზე­ზი? რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ შე­კი­თხვის პა­სუ­ხად, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ნა­ხევ­რდა ცი­ხე­ე­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა:

"ადრე თუ იყო ყო­ველ­თვის 100-ზე მეტი, - 220-იც კი ყო­ფი­ლა, - ამ­წუთ­ში არის 45, მაგ­რამ მთე­ლი შარ­შან­დე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 38-დან 60 ბავ­შვამ­დე მერ­ყე­ობ­და. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ძა­ლი­ან და­ბა­ლი სას­ჯე­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბავ­შვე­ბის მი­მართ. მახ­სოვს, ადრე 4 წელი მი­უ­სა­ჯეს 14 წლის ბავ­შვს იმის გამო, რომ მე­ზო­ბელს ხი­დან მოჰ­პა­რა 15 ლა­რის კა­კა­ლი. დღეს ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი, გან­რი­დე­ბა და სხვა არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლე­ბი".

სო­ზარ სუ­ბა­რის თქმით, იუ­ნი­სე­ფის დახ­მა­რე­ბით, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რი­ლი ყვე­ლა ბავ­შვი­სათ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იგეგ­მე­ბა სას­ჯე­ლი. გარ­და ამი­სა, აშენ­და სკო­ლის ახა­ლი შე­ნო­ბა და პირ­ვე­ლად გან­ცალ­კევ­და ერ­თმა­ნე­თის­გან სას­წავ­ლო და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გა­დად­გმულ ამ და სხვა ნა­ბი­ჯებს მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის რე­გი­ო­ნა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მარი-პიერ პუ­ა­რი­ემ, რო­მელ­საც ნა­ყო­ფი­ე­რი შეხ­ვედ­რე­ბი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან:

"მი­ნის­ტრებ­მა ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნეს მზად­ყოფ­ნა მიჰ­ყვნენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რათა შემ­ცირ­დეს ბავ­შვთა და დე­და­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა, რომ­ლის დრო­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სი ნე­ბის­მერ ეტაპ­ზე კა­ნონ­თან შე­ხე­ბი­სას. მთავ­რო­ბის სურ­ვი­ლია გან­მტკი­ცე­ბა იმ წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც მიღ­წე­უ­ლია ბავ­შვთა ზრუნ­ვის სფე­რო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად, ოჯა­ხე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, იზ­რუ­ნონ სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე. გარ­და ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვა მო­ექ­ცეს ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის ცენ­ტრში".

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ ბავ­შვთა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით. უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის თქმით, მთავ­რო­ბამ უნდა შე­ი­მუ­შა­ოს მოქ­მე­დე­ბის ერ­თი­ა­ნი გეგ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შიც ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა.

სტა­ტი­ის ორი­გი­ნა­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

საქართველო, სადაც არასრულწლოვანთა 27% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბავშვთა დღეს აღნიშნავს - როგორ პატრონობს სახელმწიფო ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს

საქართველო, სადაც არასრულწლოვანთა 27% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბავშვთა დღეს აღნიშნავს - როგორ პატრონობს სახელმწიფო ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს

1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა, რომელიც 1950 წლიდან ყოველ 1 ივნისს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დაცვა, ზრუნვა მათ ჯანმრთელობასა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებაზე.

საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა, თუმცა, გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, სიღარიბე მაინც გადაულახავ პრობლემად რჩება საქართველოსთვის, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა ბავშვთა 27 პროცენტი ცხოვრობს. საქართველოში ასევე მაღალია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომლითაც საქართველო მესამე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე მაღალია იმ ბავშთა რაოდენობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ სკოლამდელ განათლებაზე. როგორია ბავშვთა ყოფა საქართველოში და რას აკეთებს მთავრობა მის გასაუმჯობესებლად?- ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" 2014 წლის სტატია მოგვითხრობს.

საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 2011 წლიდან 2013 წლამდე 25 პროცენტიდან 27 პროცენტამდე გაიზარდა. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძის თქმით, მართალია, უკიდურესი სიღარიბე შედარებით შემცირდა, მაგრამ ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ აღემატება დანარჩენი მოსახლეობის სიღარიბის დონეს.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ის დანახარჯები, რომელიც ღარიბი მოსახლეობისკენ იყო მიმართული, ძირითადად მიმართული იყო სხვა ჯგუფებისკენ და არა ბავშვებისკენ. შესაბამისად, ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე ღარიბ ჯგუფად. სწორედ ამიტომ "იუნისეფი" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, - ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ, - რომ სპეციალური შეღავათები იყოს შემოღებული ბავშვებთან დაკავშირებით", - უთხრა მაია ქურციკიძემ რადიო თავისუფლებას.

მაია ქურციკიძის თქმით, საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა საკმარისად არ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს. მოქმედი სისტემის ხარვეზებზე მეტყველებს დედათა და ხუთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი:

"5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება წელიწადში. აქედან 300 იღუპება კვების დეფიციტის გამო. არადა, არსებობს დაბალბიუჯეტიანი გადაწყვეტები, რომელსაც შეუძლია შეამციროს ბავშვთა სიკვდილიანობა და გააუმჯობესოს მდგომარეობა".

მაია ქურციკიძის თქმით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრის მოადგილის მარიამ ჯაშის თქმით, ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის სამთავრობო პროგრამა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი მიკროელემენტების დეფიციტის აღმოფხვრაა:

"ჩვენ უკვე ვაწარმოებთ კონსულტაციებს, რომ მოხდეს ფოლიუმის მჟავითა და რკინის მიკროელემენტებით პურის ფქვილის გამდიდრება სავალდებულო წესით, საკანონმდებლო დონეზე. საერთაშორისო გამოცდილებით, ეს არის ყველაზე ეფექტიანი ჩარევა. ასევე ერთ-ერთ საკითხად გამოიკვეთა დედათა და ბავშვთა სამსახურების, სამშობიარო სახლებისა და პედიატრიული სამსახურების ე.წ. რეგიონალიზაციის გეგმა, რომელიც იქნება აღნიშნული სამსახურების ხარისხის გაუმჯობესების გარანტი".

მარიამ ჯაშის თქმით, ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ, მიუხედავად წარმატებული დეინსტიტუციონალიზაციისა, დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მაინც რჩება 100-ზე მეტი ბავშვი. იუნისეფის მონაცემებით, ასევე საგანგაშო მდგომარეობაა ბავშვთა განათლების კუთხით: 15 წლის ბავშვთა 2/3-ს არ აქვს კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სათანადო ცოდნა და უნარი, რაც ყველაზე უარესი შედეგია ევროპაში. გარდა ამისა, ბავშვთა 50 პროცენტს და ღარიბთა 70 პროცენტს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე, რაც საქართველოს განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აკადემიური მოსწრების დონეზე.

"პრობლემაა არასწორი სკოლამდელი განათლება და ამ მიმართულებით არგადადგმული ნაბიჯები. ყურადღება უნდა მიექცეს სკოლებში განათლების ხარისხის ამაღლებასაც. ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი, რომლის რევიზია ახლა მიმდინარეობს იმისათვის, რომ საფუძვლიანად მოხდეს ყველა საგნის შესწავლა სკოლაში", უთხრა თამარ სანიკიძემ რადიო თავისუფლებას.

იუნისეფის ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მდგომარეობა. რა არის ამის მიზეზი? რადიო თავისუფლების ამ შეკითხვის პასუხად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ განახევრდა ციხეეში მყოფი ბავშვების რაოდენობა:

"ადრე თუ იყო ყოველთვის 100-ზე მეტი, - 220-იც კი ყოფილა, - ამწუთში არის 45, მაგრამ მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში 38-დან 60 ბავშვამდე მერყეობდა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან დაბალი სასჯელები გამოიყენება ბავშვების მიმართ. მახსოვს, ადრე 4 წელი მიუსაჯეს 14 წლის ბავშვს იმის გამო, რომ მეზობელს ხიდან მოჰპარა 15 ლარის კაკალი. დღეს ხშირად გამოიყენება პირობითი სასჯელი, განრიდება და სხვა არასაპატიმრო სასჯელები".

სოზარ სუბარის თქმით, იუნისეფის დახმარებით, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრილი ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალურად იგეგმება სასჯელი. გარდა ამისა, აშენდა სკოლის ახალი შენობა და პირველად განცალკევდა ერთმანეთისგან სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ამ და სხვა ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურმა დირექტორმა მარი-პიერ პუარიემ, რომელსაც ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა საქართველოს მთავრობის წევრებთან:

"მინისტრებმა ნათლად წარმოაჩინეს მზადყოფნა მიჰყვნენ რეკომენდაციებს, რათა შემცირდეს ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა, გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა, რომლის დროსაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ბავშვების ინტერესი ნებისმერ ეტაპზე კანონთან შეხებისას. მთავრობის სურვილია განმტკიცება იმ წარმატებებისა, რომელიც მიღწეულია ბავშვთა ზრუნვის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, ოჯახების ხელშეწყობა, იზრუნონ საკუთარ შვილებზე. გარდა ამისა, აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ზრუნვა მოექცეს ეროვნული გეგმის ცენტრში".

საქართველოს სახალხო დამცველი კი მიიჩნევს, რომ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია მხოლოდ ცალკეული ინსტიტუციების ძალისხმევით. უჩა ნანუაშვილის თქმით, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს მოქმედების ერთიანი გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ჩართული იქნება ყველა სახელმწიფო უწყება.

სტატიის ორიგინალი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს