სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დის რეაქცია მამაკაცის დანახვაზე, რომელსაც მისი გარდაცვლილი ძმის სახე გადაუნერგეს
დის რეაქცია მამაკაცის დანახვაზე, რომელსაც მისი გარდაცვლილი ძმის სახე გადაუნერგეს

რო­დე­საც რი­ჩარდ ნო­რის­მა სამი წლის წინ სა­ხის ტრან­სპლან­ტა­ცია გა­ი­კე­თა, ამან მისი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. იმ მა­მა­კა­ცის და, რო­მე­ლიც ნო­რი­სის დო­ნო­რი იყო, ნო­რისს პირ­ვე­ლად შეხ­ვდა.

გა­და­ცე­მა­ში "60 წუთი ავ­სტრა­ლია" ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა შედ­გა რე­ბე­კა ავერ­სა­ნო­სა და ნო­რისს შო­რის. ქალ­მა ნო­რისს ჰკი­თხა, შე­ეძ­ლო თუ არა მის სა­ხეს შე­ხე­ბო­და.

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია" - პა­სუ­ხობს ნო­რი­სი გა­და­ცე­მის კად­რებ­ში. რე­ბე­კა უყუ­რებს მა­მა­კაცს და მხო­ლოდ ერთი სი­ტყვის თქმას ახერ­ხებს: "ვაუ". რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ კი დას­ძენს - "ეს ის სა­ხეა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გა­ვი­ზარ­დე".

21 წლის ჯო­შუა ავერ­სა­ნოს ოჯახ­მა ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი სახე ტრან­სპლან­ტა­ცი­ის­თვის შე­წი­რა. 2012 წლის მარ­ტში კი 37 წლის ნო­რისს 21 წლის ჯო­შუ­ას სახე გა­და­უ­ნერ­გეს.

ნო­რი­სი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და­იჭ­რა 1997 წელს, რა­მაც მისი სა­ხის სრუ­ლი დე­ფორ­მა­ცია გა­მო­იწ­ვია. მან და­კარ­გა ქვე­და ყბა, ტუ­ჩე­ბი და ცხვი­რი, სუნ­თქვის­თვის მას სპე­ცი­ა­ლუ­რი მილი ესა­ჭი­რო­ე­ბო­და. 36-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია მე­რი­ლენ­დის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჩა­ა­ტა­რეს. ნო­რისს შე­უც­ვა­ლეს ყბა, ენა, კანი და ნერ­ვუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბე­ბი, კუნ­თო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი და კბი­ლე­ბი. თით­ქმის მთე­ლი სახე, თვა­ლე­ბის და ყე­ლის გარ­და.

"ბოლო 15 წლის მან­ძილ­ზე დამ­ნა­შა­ვე­სა­ვით და­მა­ლუ­ლი ვცხოვ­რობ­დი, ქი­რურ­გი­ულ ნი­ღაბს ამო­ფა­რე­ბუ­ლი. გა­რეთ ძი­რი­თა­დად ღამე გავ­დი­ო­დი სა­ყიდ­ლებ­ზე, რო­დე­საც ხალ­ხი არ იყო ირ­გვლივ. ახლა შე­მიძ­ლია გა­რეთ ისე გა­ვი­დე, რომ ყვე­ლა მე არ მი­ყუ­რებ­დეს და არ მეს­მო­დეს ჩემი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც წლე­ბი და­ხარ­ჯა ჩემს და­სახ­მა­რებ­ლად და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა", - გა­ნა­ცხა­და ნო­რის­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია edition.cnn.com-ს მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

დის რეაქცია მამაკაცის დანახვაზე, რომელსაც მისი გარდაცვლილი ძმის სახე გადაუნერგეს

დის რეაქცია მამაკაცის დანახვაზე, რომელსაც მისი გარდაცვლილი ძმის სახე გადაუნერგეს

როდესაც რიჩარდ ნორისმა სამი წლის წინ სახის ტრანსპლანტაცია გაიკეთა, ამან მისი ცხოვრება შეცვალა. იმ მამაკაცის და, რომელიც ნორისის დონორი იყო, ნორისს პირველად შეხვდა.

გადაცემაში "60 წუთი ავსტრალია" ემოციური შეხვედრა შედგა რებეკა ავერსანოსა და ნორისს შორის. ქალმა ნორისს ჰკითხა, შეეძლო თუ არა მის სახეს შეხებოდა.

"რასაკვირველია" - პასუხობს ნორისი გადაცემის კადრებში. რებეკა უყურებს მამაკაცს და მხოლოდ ერთი სიტყვის თქმას ახერხებს: "ვაუ". რამდენიმე წამის შემდეგ კი დასძენს - "ეს ის სახეა, რომელთან ერთადაც გავიზარდე".

21 წლის ჯოშუა ავერსანოს ოჯახმა ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ მისი სახე ტრანსპლანტაციისთვის შეწირა. 2012 წლის მარტში კი 37 წლის ნორისს 21 წლის ჯოშუას სახე გადაუნერგეს.

ნორისი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა 1997 წელს, რამაც მისი სახის სრული დეფორმაცია გამოიწვია. მან დაკარგა ქვედა ყბა, ტუჩები და ცხვირი, სუნთქვისთვის მას სპეციალური მილი ესაჭიროებოდა. 36-საათიანი ოპერაცია მერილენდის სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. ნორისს შეუცვალეს ყბა, ენა, კანი და ნერვული დაბოლოებები, კუნთოვანი უჯრედები და კბილები. თითქმის მთელი სახე, თვალების და ყელის გარდა.

"ბოლო 15 წლის მანძილზე დამნაშავესავით დამალული ვცხოვრობდი, ქირურგიულ ნიღაბს ამოფარებული. გარეთ ძირითადად ღამე გავდიოდი საყიდლებზე, როდესაც ხალხი არ იყო ირგვლივ. ახლა შემიძლია გარეთ ისე გავიდე, რომ ყველა მე არ მიყურებდეს და არ მესმოდეს ჩემი მისამართით გამოთქმული კომენტარები. დიდი მადლობა ყველას, ვინც წლები დახარჯა ჩემს დასახმარებლად და ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მომცა", - განაცხადა ნორისმა.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს