სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარმენმა კლიენტი სასმელით მოკლა
ბარმენმა კლიენტი სასმელით მოკლა

საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ კლერ­მონ ფე­რა­ნის ბა­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს 56 წლის კლი­ენ­ტის მკვლე­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც ალ­კოჰო­ლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. 47 წლის ჟილ კრე­პენ­მა მომ­ხმა­რე­ბელს 56 ჭიქა ძლი­ე­რი სას­მე­ლი და­უს­ხა. ეს დოზა კლი­ენ­ტის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­მოდ­გა. ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი 2014 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის წინ დას­რულ­და.

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ 56 წლის რენო პრი­ო­დი­მი მე­გობ­რე­ბი­სა და ქა­ლიშ­ვი­ლის თან­ხლე­ბით მი­ვი­და ბარ­ში და გა­და­წყვი­ტა, ალ­კოჰო­ლის სმის რე­კორ­დი მო­ეხ­სნა. ჯამ­ში, მა­მა­კაც­მა 56 ჭიქა ძლი­ე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი და­ლია. ბარ­მე­ნი შე­უ­კა­მა­თებ­ლად უს­ხამ­და კლი­ენტს, სა­ნამ ამ უკა­ნას­კნელ­მა არ უთხრა, რომ ეყო­ფო­და.

მთვრა­ლი მა­მა­კა­ცი სახ­ლში მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­ვი­და, ღა­მით კი ცუ­დად გახ­და. მა­მა­კა­ცის შვილ­მა სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა, რო­მელ­მაც პა­ცი­ენ­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. დი­ლით ის გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა ბარ­მენს უჩივ­ლა იმის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ ის ით­ვლი­და ჭი­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, იცო­და, რა რა­ო­დე­ნო­ბის ალ­კოჰოლს აწ­ვდი­და. გო­გო­ნას თქმით, ბარ­მენს უნდა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა მა­მა­მი­სი.

სა­სა­მარ­თლომ ბარ­მე­ნი დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 4 თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ამას­თან, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ეკ­რძა­ლე­ბა ისეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ალ­კოჰო­ლი იყი­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ბარმენმა კლიენტი სასმელით მოკლა

ბარმენმა კლიენტი სასმელით მოკლა

საფრანგეთის ქალაქ კლერმონ ფერანის ბარის თანამშრომელი დამნაშავედ ცნეს 56 წლის კლიენტის მკვლელობაში, რომელიც ალკოჰოლის შედეგად გარდაიცვალა. 47 წლის ჟილ კრეპენმა მომხმარებელს 56 ჭიქა ძლიერი სასმელი დაუსხა. ეს დოზა კლიენტისთვის სასიკვდილო გამოდგა. ტრაგიკული ინციდენტი 2014 წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა სასამართლო განხილვა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 56 წლის რენო პრიოდიმი მეგობრებისა და ქალიშვილის თანხლებით მივიდა ბარში და გადაწყვიტა, ალკოჰოლის სმის რეკორდი მოეხსნა. ჯამში, მამაკაცმა 56 ჭიქა ძლიერი ალკოჰოლური სასმელი დალია. ბარმენი შეუკამათებლად უსხამდა კლიენტს, სანამ ამ უკანასკნელმა არ უთხრა, რომ ეყოფოდა.

მთვრალი მამაკაცი სახლში მეგობრების დახმარებით მივიდა, ღამით კი ცუდად გახდა. მამაკაცის შვილმა სასწრაფო გამოიძახა, რომელმაც პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანა. დილით ის გარდაიცვალა. გარდაცვლილის ქალიშვილმა ბარმენს უჩივლა იმის საფუძველზე, რომ ის ითვლიდა ჭიქების რაოდენობას და შესაბამისად, იცოდა, რა რაოდენობის ალკოჰოლს აწვდიდა. გოგონას თქმით, ბარმენს უნდა შეეჩერებინა მამამისი.

სასამართლომ ბარმენი დამნაშავედ ცნო და 4 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ერთი წლის განმავლობაში მას ეკრძალება ისეთ დაწესებულებებში მუშაობა, სადაც ალკოჰოლი იყიდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს