პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მღვიმე, რომელიც ართრიტს, ფსორიაზსა და სხვა დაავადებებს კურნავს
მღვიმე, რომელიც ართრიტს, ფსორიაზსა და სხვა დაავადებებს კურნავს

ავ­სტრი­ა­ში მდე­ბა­რე მღვი­მე Healing Caves of Gastein-ს ყო­ველ წელს 75 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს. ეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრია, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის­გან გან­სა­კურ­ნად სტუმ­რო­ბენ.

მღვი­მე­ში რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი ერ­თად შე­დის, ისი­ნი ტრუ­სებს იც­ვა­მენ და სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის გან­კუთ­ვნილ სა­წო­ლებ­ზე წვე­ბი­ან. სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მებს, მათ შო­რის ართრიტს, ფსო­რი­აზს, ძვალ­კუნ­თო­ვან ტკი­ვილს, ასე­ვე რეს­პი­რა­ტო­რულ და კა­ნის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრობ­ლე­მებს რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი რა­დო­ნის აირი კურ­ნავს. რა­დონს მე­დი­ცი­ნა­ში რა­დო­ნის აბა­ზა­ნე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად ხში­რად იყე­ნე­ბენ.

მღვი­მე­ში შეს­ვლამ­დე პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­მო­საც­ვლელ ოთახ­ში შე­დი­ან, სა­დაც მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­სა და სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კას ტო­ვე­ბენ. ყვე­ლა ადა­მი­ანს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კუ­თხე აქვს და ნივ­თე­ბის შე­სა­ნა­ხი უჯ­რის გა­სა­ღე­ბი თან მი­აქვთ. შემ­დეგ ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი მათ ინ­სტრუქ­ცი­ას აც­ნობს და ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შიდა ტე­რი­ტო­რი­ას აჩ­ვე­ნებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი ყვი­თელ მა­ტა­რე­ბელ­ში ჯდე­ბა, რო­მე­ლიც მთა­ში 2 კი­ლო­მეტ­რის სიღ­რმე­ში შე­დის. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე 40 გრა­დუ­სი სი­ცხეა. შემ­დეგ ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რი ხის ლო­გი­ნებ­ზე წვე­ბა. აკ­რძა­ლუ­ლია სა­უ­ბა­რი. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მეა და მხო­ლოდ კლდის გვი­რა­ბებ­ში მო­სი­ა­რუ­ლე და­რა­ჯე­ბის ფე­ხის ხმა ის­მით.

რო­გორც ტუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მღვი­მე­ში სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა ეუფ­ლე­ბათ - სიმ­შვი­დე და სხე­უ­ლის მო­დუ­ნე­ბა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს რო­გორც ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ზე, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. თუმ­ცა, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ვერ უძ­ლებს ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ყოფ­ნას. მათ, ვინც სი­ცხეს ვე­ღარ უძ­ლებს, გრილ ად­გი­ლას გა­დაჰ­ყავთ, სა­დაც ჰა­ე­რის ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რაა და სუფ­თა ჰა­ერ­საც ჩაყ­ლა­პავთ, მაგ­რამ თუკი ისე შე­უძ­ლოდ გახ­დე­ბით, რომ მღვი­მის ვერც ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ჩერ­დე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მა­ტა­რებ­ლით რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ტო­ვებთ მღვი­მეს; ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ექი­მე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია odditycentral.com-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები

მღვიმე, რომელიც ართრიტს, ფსორიაზსა და სხვა დაავადებებს კურნავს

მღვიმე, რომელიც ართრიტს, ფსორიაზსა და სხვა დაავადებებს კურნავს

ავსტრიაში მდებარე მღვიმე Healing Caves of Gastein-ს ყოველ წელს 75 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრია, რომელსაც სხვადასხვა დაავადებისგან განსაკურნად სტუმრობენ.

მღვიმეში რამდენიმე ჯგუფი ერთად შედის, ისინი ტრუსებს იცვამენ და სპეციალურად მათთვის განკუთვნილ საწოლებზე წვებიან. სხვადასხვა სამედიცინო პრობლემებს, მათ შორის ართრიტს, ფსორიაზს, ძვალკუნთოვან ტკივილს, ასევე რესპირატორულ და კანის სხვადასხვა დაავადებების პრობლემებს რადიოაქტიური რადონის აირი კურნავს. რადონს მედიცინაში რადონის აბაზანების მოსამზადებლად ხშირად იყენებენ.

მღვიმეში შესვლამდე პაციენტები გამოსაცვლელ ოთახში შედიან, სადაც მობილურ ტელეფონებსა და სხვადასხვა ტექნიკას ტოვებენ. ყველა ადამიანს ინდივიდუალური კუთხე აქვს და ნივთების შესანახი უჯრის გასაღები თან მიაქვთ. შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი მათ ინსტრუქციას აცნობს და ფოტოსურათების საშუალებით შიდა ტერიტორიას აჩვენებს. მოგვიანებით ყველა პაციენტი ყვითელ მატარებელში ჯდება, რომელიც მთაში 2 კილომეტრის სიღრმეში შედის. დანიშნულების ადგილზე 40 გრადუსი სიცხეა. შემდეგ ჯგუფის ყველა წევრი ხის ლოგინებზე წვება. აკრძალულია საუბარი. ტერიტორიაზე სამარისებური სიჩუმეა და მხოლოდ კლდის გვირაბებში მოსიარულე დარაჯების ფეხის ხმა ისმით.

როგორც ტურისტები ამბობენ, მღვიმეში საოცარი შეგრძნება ეუფლებათ - სიმშვიდე და სხეულის მოდუნება დადებითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ აქტივობაზე, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. თუმცა, ყველა ადამიანი ვერ უძლებს ჩაკეტილ სივრცეში მაღალ ტემპერატურაზე ყოფნას. მათ, ვინც სიცხეს ვეღარ უძლებს, გრილ ადგილას გადაჰყავთ, სადაც ჰაერის ნორმალური ტემპერატურაა და სუფთა ჰაერსაც ჩაყლაპავთ, მაგრამ თუკი ისე შეუძლოდ გახდებით, რომ მღვიმის ვერც ამ მონაკვეთში ჩერდებით, სპეციალური სასწრაფო დახმარების მატარებლით რამდენიმე წუთში დატოვებთ მღვიმეს; ტერიტორიაზე ექიმების რამდენიმე ჯგუფია, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს