პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი მოდელი 112-ის სამსახურში: ვინ არის ერთადერთი ქართველი მაშველი გოგონა, რომელიც ტელეეკრანიდან გაქრა
ულამაზესი მოდელი 112-ის სამსახურში: ვინ არის ერთადერთი ქართველი მაშველი გოგონა, რომელიც ტელეეკრანიდან გაქრა

სოფო ცის­კა­რიშ­ვი­ლი 23 წლის მომ­ხიბ­ვლე­ლი გო­გო­ნაა, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ მე­რი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­და. უფრო გა­სა­გე­ბი რომ იყოს, ის ერ­თა­დერ­თი მაშ­ვე­ლი გო­გო­ნაა, რო­მე­ლიც 112-ის სამ­სა­ხურს შე­ე­მა­ტა. სა­ო­ცა­რი ალღო გა­მო­ავ­ლი­ნა და მის მა­გა­ლით­ზე ახლა ფიქ­რო­ბენ, რომ ამ სამ­სა­ხურ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ასე­თი ენერ­გი­უ­ლი, საქ­მი­ა­ნი და აქ­ტი­უ­რი გო­გო­ნე­ბი მო­იყ­ვა­ნონ. კარ­გია, რომ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი და­საქმდა და რო­გორც ამ­ბობს, აკე­თებს მის­თვის საყ­ვა­რელ საქ­მეს, რი­თიც ბედ­ნი­ე­რია.

- ჩვე­ნი საქ­მე ცხო­ვე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნაა, ანუ ვარ მაშ­ვე­ლი-დამ­ჭე­რი. თუ რა­ი­მე უჭირთ ცხო­ვე­ლებს, 112-ში რე­კა­ვენ და მივ­დი­ვართ. ვსწავ­ლობთ სი­ტუ­ა­ცი­ას და ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას.

- ნე­ბის­მი­ე­რი ცხო­ვე­ლის დახ­მა­რე­ბა შე­დის თქვენს ფუნ­ქცი­ა­ში?

- უმე­ტეს­წი­ლად ძაღ­ლებ­თან და კა­ტებ­თან გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ამათ­თან გვი­წევს მუ­შა­ო­ბა, ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი ნე­ბის­მი­ერ ცხო­ველ­თან მუ­შა­ო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამას წი­ნათ მე­ლია მო­იყ­ვა­ნეს, სა­დღაც ჩა­ვარ­დნი­ლა და იქი­დან ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს.

- გვე­ლებ­თა­ნაც მუ­შა­ობთ?

- კი, ასე­თი სერ­ვი­სიც გვაქვს, მაგ­რამ ახლა მათი სე­ზო­ნი არ არის, ზა­ფხულ­ში აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან და რიგ უბ­ნებ­ში მათი და­ჭე­რა მა­შინ ხდე­ბა. ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი. ჩემი ოჯა­ხი ადრე კრას­ნო­დარ­ში ცხოვ­რობ­და და ერთხელ მა­მამ დო­გის ლეკ­ვი მო­მიყ­ვა­ნა. ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. სი­ა­მის კა­ტაც მყავ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. მერე ძაღ­ლის საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბა ცოტა რთუ­ლი გახ­და და დე­დამ ძაღ­ლი გა­ა­ჩუ­ქა. გული დამ­წყდა, მაგ­რამ ბე­ბი­ას­თან სო­ფელ­ში რომ ჩავ­დი­ო­დი, მთე­ლი მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი, კა­ტე­ბი სახ­ლში მომ­ყავ­და, ოჯა­ხის წევ­რებს პრობ­ლე­მა ჰქონ­დათ, მაგ­რამ ბო­ლოს შე­ე­გუ­ენ.

- რა გა­ნათ­ლე­ბა გაქვს?

- სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო გა­ნათ­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. "პრი­ვატ ბან­კშიც," მაგ­რამ ჩემი საქ­მე არ არის და­ხუ­რულ სივ­რცე­ში საქ­მი­ა­ნო­ბა და ერთი და იგი­ვეს კე­თე­ბა. დღეს ჩემ­თვის გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ი­სა­მო­ვოა ის არის, რა­საც ვა­კე­თებ.

- ე.ი. იპო­ვე შენი თავი?

- კი, ასეა.

- ღა­მის გა­ტეხ­ვა არ გი­ჭირს, ვი­ნა­ი­დან მო­რი­გე­ო­ბა გი­წევს?

- ხომ ვამ­ბობ, ეს საქ­მე ძა­ლი­ან მომ­წონს. ღა­მე­საც გა­აჩ­ნია, თუ არის გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი, სულ ვმუ­შა­ობთ, ღამე ზა­რე­ბი მარ­თლაც ხში­რია.

- ამ სამ­სა­ხურ­ში ერთდერ­თი გო­გო­ნა-მაშ­ვე­ლი ხარ. რას ნიშ­ნავს ეს შენ­თვის?

- კი, ერთი გოგო ვარ, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. პირ­ველ რიგ­ში, ის სტე­რე­ო­ტი­პი და­ვამ­სხვრიე, რომ ქალს არ შე­უძ­ლია მძი­მე საქ­მე აკე­თოს. რთუ­ლი სამ­სა­ხუ­რია, მაგ­რამ მე არ მი­ჭირს. თან, ის მი­ხა­რია, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დე­ბი გა­ვა­მარ­თლე, ვინც მენ­დო. იმ დო­ნე­ზე მოს­წონთ ჩემი აქ­ტი­უ­რო­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ სამ­სა­ხურ­ში სხვა გო­გო­ე­ბის მო­იყ­ვა­ნა­საც აპი­რე­ბენ.

- ძაღ­ლებს რომ იჭერთ, მერე რას უშ­ვე­ბით? გვი­ამ­ბე ამის შე­სა­ხებ.

- ცხო­ვე­ლებს ამა თუ იმ ად­გი­ლი­დან ამოყ­ვა­ნა სჭირ­დე­ბა და ამის გა­რე­შეც გვი­წევს მათი ამოყ­ვა­ნა. ერთი შემ­თხვე­ვა გა­მახ­სენ­და: დაგ­ვი­რე­კეს: კატა მე-15 სარ­თუ­ლის მი­შე­ნე­ბა­ში გა­დამძვრა­ლა და 4 დღეა იქ არის, და­მო­უ­კი­დებ­ლად ამოს­ვლას ვერ ახერ­ხებს, ჩვენც ვერ ვეხ­მა­რე­ბით, გა­ნუ­წყვეტ­ლივ კნა­ვის და იქ­ნებ მოხ­ვი­დეთ და და­ეხ­მა­რო­თო. ისეთ ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოგ­ვწია იმ ფი­სოს ამოყ­ვა­ნა, თან, დიდი რის­კი იყო. სი­ცო­ცხლის ფა­სა­დაც კი დაჯ­და, რო­გორც ჩვე­ნი, ისე -კა­ტის. მოკ­ლედ, ამო­ვიყ­ვა­ნეთ და გა­ვუშ­ვით... სა­ხი­ფა­თო იყო და სწო­რედ ამა­შია ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი პლუ­სი, რის ფა­სად გვიჯ­დე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა.

თუ ცხო­ვე­ლი თავ­შე­სა­ფარ­ში მოგ­ვყავს და ამას ინი­ცი­ა­ტო­რი ჰყავს, ანუ და­რე­კეს და გვი­თხრეს, რომ და­დის უბან­ში, აწუ­ხებს მო­ბი­ნად­რე­ებს, ვი­ღაც დაკბი­ნა, აგ­რე­სი­უ­ლია, ან ავად­მყო­ფია, რო­მე­ლიც გარ­შე­მომ­ყო­ფებს სა­შიშ­რო­ე­ბას უქ­მნის, რა თქმა უნდა, თავ­შე­სა­ფარ­ში მოგ­ვყავს, ანა­ლი­ზებს ვუ­კე­თებთ, ვი­ტა­რებთ ყვე­ლა­ნა­ირ გა­მოკ­ვლე­ვას. თუ სა­ში­ში არ არის, იმ ცხო­ვე­ლებს ვუ­კე­თებთ კას­ტრა­ცი­ას, სტე­რი­ლი­ზა­ცი­ას და ვუშ­ვებთ. ისი­ნი აც­რი­ლე­ბი არი­ან ცოფ­სა და ლე­იშ­მა­ნი­ოზ­ზე და არა­ვი­თარ სა­შიშ­რო­ბას აღარ წარ­მო­ად­გე­ნენ.

- რამ­დენ ხან­ში უშ­ვებთ?

- 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა კვლე­ვა, დაკ­ვირ­ვე­ბა. მერე ისეთ ად­გილ­ზე ვუშ­ვებთ, სა­დაც არა­ვის შე­უშ­ლი­ან ხელს. მაგ­რამ არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უმი­ზე­ზოდ, მო­ი­თხო­ვენ მათ თავ­შე­სა­ფარ­ში გა­დაყ­ვა­ნას... რომ მი­ვალთ, თუ ძაღ­ლი ჩვენ­თან ახ­ლოს მო­დის, კონ­ტაქ­ტში შე­მო­დის და გა­რეგ­ნუ­ლა­დაც ეტყო­ბათ, რომ ავად­მყო­ფე­ბი არ არი­ან, არა­ვის საფრ­თხეს არ უქ­მნი­ან და მისი იქი­დან გა­რი­დე­ბა ვი­ღა­ცის ახი­რე­ბაა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მოგ­ვყავს. ამ დროს ხში­რად და­პი­რის­პი­რე­ბაც კი ხდე­ბა ხოლ­მე მათი იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც იმ ძაღ­ლებს მზრუნ­ვე­ლობს. თუ ის ვი­ღაც არ გვე­მორ­ჩი­ლე­ბა და ამ­ბობს, რომ ძაღ­ლი იქა­უ­რო­ბას უნდა მო­ცილ­დეს იმი­ტომ, რომ არის აგ­რე­სი­უ­ლი, მა­შინ მას­ვე ევა­ლე­ბა ამ ფაქ­ტის ფოტო ან ვი­დე­ო­მა­სა­ლა წარ­მო­ად­გი­ნოს.

- რო­გორ მოხ­ვდი სა­ერ­თოდ ამ სამ­სა­ხურ­ში?

- შარ­შან ზა­ფხულს სივი გავ­გზავ­ნე. მე­რის ვა­კან­სი­ე­ბი იყო, მაგ­რამ არ მე­გო­ნა, თუ ვინ­მე გა­მო­მეხ­მა­უ­რე­ბო­და. ისე მოხ­და, რომ იან­ვარ­ში გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­მი­ბა­რეს. მხო­ლოდ ერთი ად­გი­ლი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. თა­ვი­დან, 2 კვი­რით, გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით ამიყ­ვა­ნეს და გა­ვა­მარ­თლე.

- რა გასა­კუთ­რე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბია სა­ჭი­რო ამ სამ­სა­ხურ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის. მომ­ზა­დე­ბა, წვრთნა არ დაგ­ჭირ­და?

- კარგ ბი­ჭებ­თან ვი­ყა­ვი მი­მაგ­რე­ბუ­ლი, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი საქ­მის დე­ტა­ლე­ბი კარ­გად ამიხ­სნეს, ზუს­ტად მო­ი­ტა­ნეს ჩე­მამ­დე. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა ადა­მი­ა­ნებს ინ­ფორ­მა­ცია ზუს­ტად მი­ვა­წო­დოთ, უნდა ვთქვა, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია არ გვი­ჭირს. თან, ცხო­ვე­ლე­ბის არ მე­ში­ნია და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. მათ რომ ვხე­დავ, მარ­თლა მი­ხა­რია. მინ­და, იმ ბი­ჭებ­ზეც ვთქვა, ვის­თა­ნაც მი­წევს მუ­შა­ო­ბა. ჩემ­ზე უფ­რო­სე­ბი არი­ან. ყვე­ლა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და რო­გორც სა­კუ­თარ დას, ისე მი­ყუ­რე­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ოთარ ნა­ყო­ფი­ა­სა და გი­ორ­გი გო­გაშ­ვილს, ისი­ნი ჩემს ბრი­გა­და­ში არი­ან. მათ გვერ­დით მუ­შა­ო­ბა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. საქ­მე­ში მთელ სულ­სა და გულს დე­ბენ. გუ­ლის­ყუ­რით ეკი­დე­ბი­ან მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს. ის არ არის, რომ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან და უბ­რა­ლოდ პრო­ფე­სია აქვთ. თა­ვის საქ­მე უყ­ვართ.

იხი­ლეთ| სოფო ცის­კა­რიშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი

- რო­გორც გა­ვი­გე, წარ­სულ­ში სა­მო­დე­ლო გა­მოც­დი­ლე­ბაც გაქვს.

- კი, მაქვს. ვი­ყა­ვი "რუსთსვი 2"-ის პრო­ექ­ტში - "ტო­პგო­გო". ტე­ლე­ვი­ზი­ით 2 წლის წინ გა­დი­ო­და. ასე­ვე კონ­ტრაქ­ტი მაქვს ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სა­ა­გენ­ტოს­თან, მაგ­რამ ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ინც ის არის, რა­საც დღეს ვა­კე­თებ. მო­დე­ლო­ბა კი მი­მაჩ­ნია, რომ დრო­ის გაყ­ვა­ნაა. თან, ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ დო­ნე­ზე არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­მო­დე­ლო სფე­რო. ისე, ეს დარ­გი ისე­თი გო­გო­ე­ბის­თვი­საა, ვი­საც მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბით ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა აინ­ტე­რე­სებთ. მე სა­კუ­თა­რი თა­ვის მეტი და უფრო სხვა კუ­თხით რე­ა­ლი­ზე­ბა მინ­და. თან ისე, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­მა­ნი­ჭოს და ამას­თან, სხვებ­საც და­ვეხ­მა­რო, მათ­ზეც ვიზ­რუ­ნო.

- პრო­ექ­ტმა "ტო­პგო­გომ" რა მო­გი­ტა­ნა?

- მას­ში რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, ისე 5 უცხო ქვეყ­ნის გო­გო­ნაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ვი­ყა­ვით, ახ­ლობ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და. იქ ქას­ტინ­გით მოვ­ხვდი. ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბი­დან ერთ-ერთი ვი­ყა­ვი, ვინც მა­შინ მივ­ხვდი, რომ ეს საქ­მე ჩემი არ არის. მაგ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბას რომ მი­აღ­წიო, უნდა შე­გეძ­ლოს სხვას გა­და­ახ­ტე. შენი თავი ყვე­ლა­ნა­ი­რად წარ­მო­ა­ჩი­ნო. მე სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს.

- რად­გა­ნაც "იმიჯ ცენ­ტრთან" კონ­ტრაქ­ტი გაქვს, კონ­კურ­სში "მის სა­ქარ­თვე­ლო" არას­დროს მი­გი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- არა და არც ვფიქ­რობ, რომ უნდა მი­ვი­ღო, რა­ტომ­ღაც მი­მაჩ­ნია, რომ აზრი არ აქვს და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იმე­დი უნდა გა­მიც­რუვ­დეს.

- რას გვე­ტყვი შენს პა­რა­მეტ­რებ­ზე?

- 87X77X88; სი­მაღ­ლე -181 სან­ტი­მეტ­რი.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყავს?

- არის ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის, მაგ­რამ ჯერ მაგ ზო­მამ­დე არ ვართ მი­სუ­ლე­ბი, რომ თავი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბად გა­მო­ვა­ცხა­დოთ...

- შენი ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ რომ გა­ი­გო, რა გი­თხრა?

-გ აუ­ხარ­და და არ გა­უკ­ვირ­და, რად­გა­ნაც მიც­ნობს და იცის, რა გა­ტა­ცე­ბე­ბი მაქვს. ამი­ტომ მი­ე­სალ­მა ჩემს გა­დად­გმულ ნა­ბიჯს. არ აქვს ისეთ ურ­თი­ერ­თო­ბას აზრი, როცა შენ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ანს შენი არ ეს­მის. ის კი არა, სახ­ლშიც მო­მი­წო­ნეს არ­ჩე­ვა­ნი. შენი საქ­მე მო­გი­ნა­ხავ­სო.

- თუ ასე იყო, სა­ბან­კო საქ­მე რა­ტომ ის­წავ­ლე?

- ვის­წავ­ლე, რა­ღაც ხომ უნდა მეს­წავ­ლა, თუმ­ცა ახლა კი­დევ ვფიქ­რობ, რომ სწავ­ლა გავ­ნაგ­რძო. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში მინ­და, თან ვმღე­რი კი­დეც და ვნა­ხოთ.

- კი­დევ რა გა­ტა­ცე­ბე­ბი გაქვს?

- ცხენ­ზე ჯი­რი­თი, კი­თხვა, ფე­ხით სე­ირ­ნო­ბა, ლაშ­ქრო­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი, მთა მიყ­ვარს, წარ­მო­შო­ბით თუში ვარ. მყავს უფ­რო­სი და-ძმა. ოთხნი ვართ. მე ნა­ბო­ლა­რა ვარ და ცოტა გა­მა­თა­მა­მეს...

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| შსს-ს მო­დე­ლი ლე­ი­ტე­ნან­ტი: ვინ არის ლა­მაზ­მა­ნი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბი­დან

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ულამაზესი მოდელი 112-ის სამსახურში: ვინ არის ერთადერთი ქართველი მაშველი გოგონა, რომელიც ტელეეკრანიდან გაქრა

ულამაზესი მოდელი 112-ის სამსახურში: ვინ არის ერთადერთი ქართველი მაშველი გოგონა, რომელიც ტელეეკრანიდან გაქრა

სოფო ცისკარიშვილი 23 წლის მომხიბვლელი გოგონაა, რომელიც ცოტა ხნის წინ მერიის მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელი გახდა. უფრო გასაგები რომ იყოს, ის ერთადერთი მაშველი გოგონაა, რომელიც 112-ის სამსახურს შეემატა. საოცარი ალღო გამოავლინა და მის მაგალითზე ახლა ფიქრობენ, რომ ამ სამსახურში რაც შეიძლება მეტი ასეთი ენერგიული, საქმიანი და აქტიური გოგონები მოიყვანონ. კარგია, რომ ახალგაზრდა ადამიანი დასაქმდა და როგორც ამბობს, აკეთებს მისთვის საყვარელ საქმეს, რითიც ბედნიერია.

- ჩვენი საქმე ცხოველების გადარჩენაა, ანუ ვარ მაშველი-დამჭერი. თუ რაიმე უჭირთ ცხოველებს, 112-ში რეკავენ და მივდივართ. ვსწავლობთ სიტუაციას და ვახდენთ რეაგირებას.

- ნებისმიერი ცხოველის დახმარება შედის თქვენს ფუნქციაში?

- უმეტესწილად ძაღლებთან და კატებთან გვაქვს ურთიერთობა. ამათთან გვიწევს მუშაობა, ჩვენი სამსახური ნებისმიერ ცხოველთან მუშაობას ითვალისწინებს. ამას წინათ მელია მოიყვანეს, სადღაც ჩავარდნილა და იქიდან ჩვენმა ბიჭებმა ამოიყვანეს.

- გველებთანაც მუშაობთ?

- კი, ასეთი სერვისიც გვაქვს, მაგრამ ახლა მათი სეზონი არ არის, ზაფხულში აქტიურდებიან და რიგ უბნებში მათი დაჭერა მაშინ ხდება.  ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ცხოველები. ჩემი ოჯახი ადრე კრასნოდარში ცხოვრობდა და ერთხელ მამამ დოგის ლეკვი მომიყვანა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სიამის კატაც მყავდა. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. მერე ძაღლის საკვების მოპოვება ცოტა რთული გახდა და დედამ ძაღლი გააჩუქა. გული დამწყდა, მაგრამ ბებიასთან სოფელში რომ ჩავდიოდი, მთელი მაწანწალა ძაღლები, კატები სახლში მომყავდა, ოჯახის წევრებს პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს შეეგუენ.

- რა განათლება გაქვს?

- საბანკო-საფინანსო განათლება მაქვს მიღებული. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. "პრივატ ბანკშიც," მაგრამ ჩემი საქმე არ არის დახურულ სივრცეში საქმიანობა და ერთი და იგივეს კეთება. დღეს ჩემთვის გაცილებით საინტერესო და საისამოვოა ის არის, რასაც ვაკეთებ.

- ე.ი. იპოვე შენი თავი?

- კი, ასეა.

- ღამის გატეხვა არ გიჭირს, ვინაიდან მორიგეობა გიწევს?

- ხომ ვამბობ, ეს საქმე ძალიან მომწონს. ღამესაც გააჩნია, თუ არის გამოძახებები, სულ ვმუშაობთ, ღამე ზარები მართლაც ხშირია.

- ამ სამსახურში ერთდერთი გოგონა-მაშველი ხარ. რას ნიშნავს ეს შენთვის?

- კი, ერთი გოგო ვარ, რაც ძალიან სასიამოვნოა. პირველ რიგში, ის სტერეოტიპი დავამსხვრიე, რომ ქალს არ შეუძლია მძიმე საქმე აკეთოს. რთული სამსახურია, მაგრამ მე არ მიჭირს. თან, ის მიხარია, რომ იმ ადამიანების იმედები გავამართლე, ვინც მენდო. იმ დონეზე მოსწონთ ჩემი აქტიურობა და საქმიანობა, რომ სამსახურში სხვა გოგოების მოიყვანასაც აპირებენ.

- ძაღლებს რომ იჭერთ, მერე რას უშვებით? გვიამბე ამის შესახებ.

- ცხოველებს ამა თუ იმ ადგილიდან ამოყვანა სჭირდება და ამის გარეშეც გვიწევს მათი ამოყვანა. ერთი შემთხვევა გამახსენდა: დაგვირეკეს: კატა მე-15 სართულის მიშენებაში გადამძვრალა და 4 დღეა იქ არის, დამოუკიდებლად ამოსვლას ვერ ახერხებს, ჩვენც ვერ ვეხმარებით, განუწყვეტლივ კნავის და იქნებ მოხვიდეთ და დაეხმაროთო. ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში მოგვწია იმ ფისოს ამოყვანა, თან, დიდი რისკი იყო. სიცოცხლის ფასადაც კი დაჯდა, როგორც ჩვენი, ისე -კატის. მოკლედ, ამოვიყვანეთ და გავუშვით... სახიფათო იყო და სწორედ ამაშია ჩვენი სამსახურის მთავარი პლუსი, რის ფასად გვიჯდება ამ ყველაფრის გაკეთება.

თუ ცხოველი თავშესაფარში მოგვყავს და ამას ინიციატორი ჰყავს, ანუ დარეკეს და გვითხრეს, რომ დადის უბანში, აწუხებს მობინადრეებს, ვიღაც დაკბინა, აგრესიულია, ან ავადმყოფია, რომელიც გარშემომყოფებს საშიშროებას უქმნის, რა თქმა უნდა, თავშესაფარში მოგვყავს, ანალიზებს ვუკეთებთ, ვიტარებთ ყველანაირ გამოკვლევას. თუ საშიში არ არის, იმ ცხოველებს ვუკეთებთ კასტრაციას, სტერილიზაციას და ვუშვებთ. ისინი აცრილები არიან ცოფსა და ლეიშმანიოზზე და არავითარ საშიშრობას აღარ წარმოადგენენ.

- რამდენ ხანში უშვებთ?

- 10 დღის განმავლობაში ხდება კვლევა, დაკვირვება. მერე ისეთ ადგილზე ვუშვებთ, სადაც არავის შეუშლიან ხელს. მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უმიზეზოდ, მოითხოვენ მათ თავშესაფარში გადაყვანას... რომ მივალთ, თუ ძაღლი ჩვენთან ახლოს მოდის, კონტაქტში შემოდის და გარეგნულადაც ეტყობათ, რომ ავადმყოფები არ არიან, არავის საფრთხეს არ უქმნიან და მისი იქიდან გარიდება ვიღაცის ახირებაა, არავითარ შემთხვევაში არ მოგვყავს. ამ დროს ხშირად დაპირისპირებაც კი ხდება ხოლმე მათი იმ ადამიანებთან, ვინც იმ ძაღლებს მზრუნველობს. თუ ის ვიღაც არ გვემორჩილება და ამბობს, რომ ძაღლი იქაურობას უნდა მოცილდეს იმიტომ, რომ არის აგრესიული, მაშინ მასვე ევალება ამ ფაქტის ფოტო ან ვიდეომასალა წარმოადგინოს.

- როგორ მოხვდი საერთოდ ამ სამსახურში?

- შარშან ზაფხულს სივი გავგზავნე. მერის ვაკანსიები იყო, მაგრამ არ მეგონა, თუ ვინმე გამომეხმაურებოდა. ისე მოხდა, რომ იანვარში გასაუბრებაზე დამიბარეს. მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი. თავიდან, 2 კვირით, გამოსაცდელი ვადით ამიყვანეს და გავამართლე.

- რა გასაკუთრებული უნარ-ჩვევებია საჭირო ამ სამსახურში მომუშავე ადამიანისთვის. მომზადება, წვრთნა არ დაგჭირდა?

- კარგ ბიჭებთან ვიყავი მიმაგრებული, რომლებმაც ჩვენი საქმის დეტალები კარგად ამიხსნეს, ზუსტად მოიტანეს ჩემამდე. ჩვენი მოვალეობაა ადამიანებს ინფორმაცია ზუსტად მივაწოდოთ, უნდა ვთქვა, რომ კომუნიკაცია არ გვიჭირს. თან, ცხოველების არ მეშინია და მათთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. მათ რომ ვხედავ, მართლა მიხარია.  მინდა, იმ ბიჭებზეც ვთქვა, ვისთანაც მიწევს მუშაობა. ჩემზე უფროსები არიან. ყველა დაოჯახებულია და როგორც საკუთარ დას, ისე მიყურებენ. განსაკუთრებული მადლობა ოთარ ნაყოფიასა და გიორგი გოგაშვილს, ისინი ჩემს ბრიგადაში არიან. მათ გვერდით მუშაობა დიდი სიამოვნებაა. საქმეში მთელ სულსა და გულს დებენ. გულისყურით ეკიდებიან მათთვის მნიშვნელოვან საქმეს. ის არ არის, რომ დასაქმებულები არიან და უბრალოდ პროფესია აქვთ. თავის საქმე უყვართ.

იხილეთ| სოფო ცისკარიშვილის ყველაზე ეფექტური ფოტოები

- როგორც გავიგე, წარსულში სამოდელო გამოცდილებაც გაქვს.

- კი, მაქვს. ვიყავი "რუსთსვი 2"-ის პროექტში - "ტოპგოგო". ტელევიზიით 2 წლის წინ გადიოდა. ასევე კონტრაქტი მაქვს ია კიწმარიშვილის სააგენტოსთან, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული საქმიანობა მაინც ის არის, რასაც დღეს ვაკეთებ. მოდელობა კი მიმაჩნია, რომ დროის გაყვანაა. თან, ჯერ საქართველოში იმ დონეზე არ არის განვითარებული სამოდელო სფერო. ისე, ეს დარგი ისეთი გოგოებისთვისაა, ვისაც მხოლოდ გარეგნობით ყურადღების მიქცევა აინტერესებთ. მე საკუთარი თავის მეტი და უფრო სხვა კუთხით რეალიზება მინდა. თან ისე, რომ სიამოვნება მომანიჭოს და ამასთან, სხვებსაც დავეხმარო, მათზეც ვიზრუნო.

- პროექტმა "ტოპგოგომ" რა მოგიტანა?

- მასში როგორც ქართველები, ისე 5 უცხო ქვეყნის გოგონაც მონაწილეობდა. დახურულ სივრცეში ვიყავით, ახლობლებთან კონტაქტის საშუალება არ გვქონდა. იქ ქასტინგით მოვხვდი. ქართველი გოგონებიდან ერთ-ერთი ვიყავი, ვინც მაშინ მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემი არ არის. მაგ სფეროში წარმატებას რომ მიაღწიო, უნდა შეგეძლოს სხვას გადაახტე. შენი თავი ყველანაირად წარმოაჩინო. მე სხვა ღირებულებები მაქვს.

- რადგანაც "იმიჯ ცენტრთან" კონტრაქტი გაქვს, კონკურსში "მის საქართველო" არასდროს მიგიღია მონაწილეობა?

- არა და არც ვფიქრობ, რომ უნდა მივიღო, რატომღაც მიმაჩნია, რომ აზრი არ აქვს და მასში მონაწილეობით იმედი უნდა გამიცრუვდეს.

- რას გვეტყვი შენს პარამეტრებზე?

- 87X77X88; სიმაღლე -181 სანტიმეტრი.

- შეყვარებული არ გყავს?

- არის ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ ჯერ მაგ ზომამდე არ ვართ მისულები, რომ თავი შეყვარებულებად გამოვაცხადოთ...

- შენი ახალი სამსახურის შესახებ რომ გაიგო, რა გითხრა?

-გ აუხარდა და არ გაუკვირდა, რადგანაც მიცნობს და იცის, რა გატაცებები მაქვს. ამიტომ მიესალმა ჩემს გადადგმულ ნაბიჯს. არ აქვს ისეთ ურთიერთობას აზრი, როცა შენთვის ძვირფას ადამიანს შენი არ ესმის. ის კი არა, სახლშიც მომიწონეს არჩევანი. შენი საქმე მოგინახავსო.

- თუ ასე იყო, საბანკო საქმე რატომ ისწავლე?

- ვისწავლე, რაღაც ხომ უნდა მესწავლა, თუმცა ახლა კიდევ ვფიქრობ, რომ სწავლა გავნაგრძო. სამხატვრო აკადემიაში მინდა, თან ვმღერი კიდეც და ვნახოთ.

- კიდევ რა გატაცებები გაქვს?

- ცხენზე ჯირითი, კითხვა, ფეხით სეირნობა, ლაშქრობებში სიარული, მთა მიყვარს, წარმოშობით თუში ვარ. მყავს უფროსი და-ძმა. ოთხნი ვართ. მე ნაბოლარა ვარ და ცოტა გამათამამეს...

ასევე დაგაინტერესებთ| შსს-ს მოდელი ლეიტენანტი: ვინ არის ლამაზმანი ძალოვანი უწყებიდან

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს