მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ 8 წლის ბიჭი მოექცა, რომელსაც გიგანტური ხელის მტევნები აქვს. კალინი ჯერ მხოლოდ 8 წლის არის, თუმცა მისი ხელის თითები და მტევნის მოცულობა სხეულის განვითარების არაპროპორციულად იზრდება.
კალინი ამბობს, რომ უზარმაზარი ხელის მტევნები ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, ვინაიდან ბიჭუნა ვერ ახერხებს დამოუკიდებლად კვებას, ღილების შეკვრას, სამოსის გამოცვლას და ასე შემდეგ. გარდა ამისა მას არც სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლება. მისი თქმით, არ დადის სკოლაში, რადგან მასწავლებელმა უთხრა, რომ მოსწავლეებს მისი ეშინიათ.
ბიჭუნას დედა, რომელიც 27 წლის არის, ამბობს, რომ კალინი სხვა ბავშვებთან შედარებით ოდნავ დიდი ხელებით დაიბადა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო მალევე დაიწყო ბავშვის ხელებმა არაბუნებრივი ფორმის მიღება.