პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ეს გზა უნდა გამევლო, გავდივარ კიდეც"... - გიგი უგულავას ემოციური წერილი შვილებს
"მე ეს გზა უნდა გამევლო, გავდივარ კიდეც"... - გიგი უგულავას ემოციური წერილი შვილებს

გა­და­ცე­მა "ნა­ნუ­კას შოუ" მთლი­ა­ნად თბი­ლი­სის ყო­ფილ მერს, გიგი უგუ­ლა­ვას მი­ე­ძღვნა. გა­და­ცე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა უგუ­ლა­ვას წე­რი­ლი შვი­ლებს, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა შო­რის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია.

გთვა­ზობთ ამო­ნა­რიდს წე­რი­ლი­დან:

"ტა­სი­კუ­ნა და თინა, კოკო, ლე­ვა­ნი­კო და ალექ­სან­დრე, ჩემ­ზე არ იდარ­დოთ, მარ­თლა ნორ­მა­ლუ­რად ვარ. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტი, როცა არ­ჩე­ვანს აკე­თებს და მე ეს არ­ჩე­ვა­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ვა­კე­თე.

არ­ჩე­ვა­ნი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო, უნდა გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი ბრძო­ლის ვე­ლი­დან, ან დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და ჩემი, ჩემი ოჯა­ხის და ქვეყ­ნის ღირ­სე­ბის­თვის მებ­რძო­ლა.

მებ­რძო­ლა იმის გა­და­სარ­ჩე­ნად, რა­საც 10 წელი ავად, თუ კარ­გად ვემ­სა­ხუ­რე. მებ­რძო­ლა ჩემი იდე­ა­ლე­ბი­სათ­ვის. მებ­რძო­ლა იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც მე, შენ, ჩვენ­მა დებ­მა და ძმებ­მა უნდა ვი­ცხოვ­როთ, უკე­თე­სი იყოს. ყვე­ლას თა­ნა­ბა­რი პერ­სპექ­ტი­ვა ჰქონ­დეს ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის.

"მებ­რძო­ლა" არ ნიშ­ნავს, რომ მე ბრძო­ლა და­ვას­რუ­ლე. პი­რი­ქით, ახლა იწყე­ბა მთა­ვა­რი ბრძო­ლა, რად­გან ამ ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა ბრძო­ლა სა­კუ­თარ თავ­თან. სა­კუ­თარ ვნე­ბებ­თან, სა­კუ­თარ ქცე­ვებ­სა და ჩვე­ვებ­თან, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში უყა­ლიბ­დე­ბა. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მძი­მეა ბრძო­ლა მარ­ტო­ო­ბას­თან.

ასე იწ­რთო­ბა ადა­მი­ა­ნი და მე ეს გზა უნდა გა­მევ­ლო, გავ­დი­ვარ კი­დეც.

შენ ბევ­რჯერ გით­ქვამს და მომ­წე­რე კი­დეც: "მე მჯე­რა შენი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის". ტა­სი­კუ­ნა, და­ი­მახ­სოვ­რე, უდა­ნა­შა­უ­ლო ამ ქვეყ­ნად არა­ვინ არის, მი­თუ­მე­ტეს, როცა კაცი ამ­ხე­ლა ქვა­ყა­ნას და ქა­ლაქს მარ­თავს. ბრალ­დე­ბე­ბი კი, რაც გეს­მის, სი­სუ­ლე­ლეა. უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯერ კი­დევ ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ გა­მარ­ჯვე­ბულ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოკ­ლას, თავი უნდა მო­აჭ­რას და­მარ­ცხე­ბულს, რომ დარ­წმუნ­დეს, ის აღა­რას­დროს აღ­დგე­ბა. რად­გან ის თა­ვის მხრივ ფიქ­რობს, რომ თუ და­მარ­ცხე­ბუ­ლი გა­დარ­ჩე­ბა, ის მობ­რუნ­დე­ბა და მას მო­აჭ­რის თავს.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისეა, რო­გორც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ფილ­მებ­ში. სწო­რედ ამის შეც­ვლა მინ­და მე და ამი­ტო­მაც არ წა­ვე­დი... გა­ვაგ­რძე­ლე ბრძო­ლა არ­სე­ბო­ბის­თვის... შე­იძ­ლე­ბა გუ­ლუბ­რყვი­ლოდ მჯე­რა, მაგ­რამ მი­ანც მწამს, რომ დად­გე­ბა დრო სა­ქარ­თვე­ლო­ში, როცა გა­მარ­ჯვე­ბულ-და­მარ­ცხე­ბუ­ლი დე­და­ბუ­დი­ა­ნად არ ამო­წყვეტს ერ­თმა­ნეთს. იცხოვ­რე­ბენ და იმუ­შა­ვე­ბენ ერ­თად, ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ. მენ­დე, ტა­სი­კუ­ნა, ამის­თვის ცი­ხე­ში კი არა, სიკ­ვდი­ლიც კი ღირს. აი, სულ ეს არის ჩემი და­ნა­შა­უ­ლი...."

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"მე ეს გზა უნდა გამევლო, გავდივარ კიდეც"... - გიგი უგულავას ემოციური წერილი შვილებს

"მე ეს გზა უნდა გამევლო, გავდივარ კიდეც"... - გიგი უგულავას ემოციური წერილი შვილებს

გადაცემა "ნანუკას შოუ" მთლიანად თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას მიეძღვნა. გადაცემაში გამოქვეყნდა უგულავას წერილი შვილებს, რომელმაც ინტერნეტმომხმარებელთა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

გთვაზობთ ამონარიდს წერილიდან:

"ტასიკუნა და თინა, კოკო, ლევანიკო და ალექსანდრე, ჩემზე არ იდარდოთ, მართლა ნორმალურად ვარ. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა არჩევანს აკეთებს და მე ეს არჩევანი შეგნებულად გავაკეთე. 

არჩევანი ძალიან მარტივი იყო,  უნდა გავქცეულიყავი ბრძოლის ველიდან, ან დავრჩენილიყავი და ჩემი, ჩემი ოჯახის და ქვეყნის ღირსებისთვის მებრძოლა.

მებრძოლა იმის გადასარჩენად, რასაც 10 წელი ავად, თუ კარგად ვემსახურე. მებრძოლა ჩემი იდეალებისათვის. მებრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანა, რომელშიც მე, შენ, ჩვენმა დებმა და ძმებმა უნდა ვიცხოვროთ, უკეთესი იყოს.  ყველას თანაბარი პერსპექტივა ჰქონდეს ნორმალური ცხოვრების.

"მებრძოლა" არ ნიშნავს, რომ მე ბრძოლა დავასრულე. პირიქით, ახლა იწყება მთავარი ბრძოლა, რადგან ამ ყველაფერს დაემატა ბრძოლა საკუთარ თავთან. საკუთარ ვნებებთან, საკუთარ ქცევებსა და ჩვევებთან, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში უყალიბდება. მაგრამ ყველაზე მძიმეა ბრძოლა მარტოობასთან.

ასე იწრთობა ადამიანი და მე ეს გზა უნდა გამევლო, გავდივარ კიდეც.

შენ ბევრჯერ გითქვამს და მომწერე კიდეც: "მე მჯერა შენი უდანაშაულობის". ტასიკუნა, დაიმახსოვრე, უდანაშაულო ამ ქვეყნად არავინ არის, მითუმეტეს, როცა კაცი ამხელა ქვაყანას და ქალაქს მართავს. ბრალდებები კი, რაც გესმის, სისულელეა.  უბრალოდ, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ისეა მოწყობილი, რომ გამარჯვებულმა აუცილებლად უნდა მოკლას, თავი უნდა მოაჭრას დამარცხებულს, რომ დარწმუნდეს, ის აღარასდროს აღდგება. რადგან ის თავის მხრივ ფიქრობს, რომ თუ დამარცხებული გადარჩება, ის მობრუნდება და მას მოაჭრის თავს.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისეა, როგორც შუა საუკუნეების ფილმებში. სწორედ ამის შეცვლა მინდა მე და ამიტომაც არ წავედი... გავაგრძელე ბრძოლა არსებობისთვის... შეიძლება გულუბრყვილოდ მჯერა, მაგრამ მიანც მწამს, რომ დადგება დრო საქართველოში, როცა გამარჯვებულ-დამარცხებული დედაბუდიანად არ ამოწყვეტს ერთმანეთს. იცხოვრებენ და იმუშავებენ ერთად, ქვეყნის საკეთილდღეოდ. მენდე, ტასიკუნა, ამისთვის ციხეში კი არა, სიკვდილიც კი ღირს. აი, სულ ეს არის ჩემი დანაშაული...."

ნახეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს