მსოფლიო
საზოგადოება
პოლიტიკა

3

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:04-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 14:39-ზე მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მცირე ალკოჰოლი არ გაწყენთ. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
კონფლიქტები
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ათხოვებენ 5 წლის ბავშვებს - შოკისმომგვრელი აზია
როგორ ათხოვებენ 5 წლის ბავშვებს - შოკისმომგვრელი აზია

სა­ნამ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე მსჯე­ლობს, 5, 7 თუ 9 წლის გო­გო­ნებს სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბი სა­ქორ­წი­ლო სა­მოსს აც­მე­ვენ და მათ­ზე 2-ჯერ, ან 7-ჯერ უფ­როს მა­მა­კა­ცებს აყო­ლე­ბენ ცო­ლად.

ასე­თი ქორ­წი­ნე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­რი­გე­ბაა, რომ­ლის შე­ნიღბვა­საც არა­ვინ ცდი­ლობს - ოჯახს ვალი აქვს, ფუ­ლის მა­გივ­რად კი მე­ვა­ლეს ქა­ლიშ­ვილს "გა­ა­ტანს", მერე რა, რომ 5 წლი­საა, მისი დიდი ბე­ბი­აც ამ ასაკ­ში გა­თხოვ­და. სი­ღა­ტა­კე­ში მცხოვ­რებ ოჯა­ხებს ერთი სული აქვთ, კი­დევ ერთი მჭა­მე­ლი მო­ი­ცი­ლონ სახ­ლი­დან. თან ისე, რომ ოჯა­ხის სა­ხე­ლი არ შე­ი­ლა­ხოს, სა­სი­ძოს კი ერთი რამ მო­ე­თხო­ვე­ბა - რაც შე­იძ­ლე­ბა გუ­ლუხ­ვად გა­და­უ­ხა­დოს სა­პა­ტარ­ძლოს მშობ­ლებს.

ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბებს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შემ­დე­გი არ­გუ­მენ­ტით ხსნი­ან - გო­გო­ნას დაც­ვა სჭირ­დე­ბა, თუ არა­და შე­იძ­ლე­ბა უბი­წო­ე­ბა ქორ­წი­ნე­ბამ­დე და­კარ­გოს, რაც ოჯა­ხის­თვის დიდი სირ­ცხვი­ლია. ქმა­რი ან მისი ოჯა­ხი ვალ­დე­ბუ­ლია სქე­სობ­რივ მომ­წი­ფე­ბამ­დე სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით იზ­რუ­ნოს მცი­რე­წლო­ვან პა­ტარ­ძალ­ზე, ეს კი პა­ტარ­ძლის ღა­ტა­კი ოჯა­ხის­თვის დიდი შე­ღა­ვა­თია.

ბავ­შვთა ქორ­წი­ნე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რია ინ­დო­ეთ­ში, იე­მენ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში. მხო­ლოდ ინ­დო­ე­თი კრძა­ლავს ამ ცე­რე­მო­ნი­ას და კა­ნო­ნით სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა­ცაა და­წე­სე­ბუ­ლი, რაც 2000 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია. ჯა­რი­მა ელის რო­გორც სა­სი­ძოს, ასე­ვე პა­ტარ­ძლის ოჯახს და ქორ­წილ­ში მყოფ ყვე­ლა სტუ­მარს, თუმ­ცა კა­ნონს არა­ვინ და­გი­დევს და სა­ხელ­მწი­ფოც თვალს ხუ­ჭავს ამ სა­ში­ნელ ტრა­დი­ცი­ა­ზე.

ვერც ერთი სა­პა­ტარ­ძლო ვერ გა­ბე­დავს წინ აღუდ­გეს მშობ­ლე­ბის სურ­ვილს - ურ­ჩებს სა­ში­ნე­ლი სას­ჯე­ლი, ხში­რად კი სიკ­ვდი­ლიც ელით.

ერთ დროს ად­გი­ლობ­რი­ვი ქა­ლე­ბიც კი შეძ­რა ინ­დო­ეთ­ში, რა­ჯას­ტა­ნის შტატ­ში მცხოვ­რებ­მი 5 წლის აი­შეს ის­ტო­რი­ამ. ის მა­მამ 55 წლის მა­მა­კაცს გა­ა­ყო­ლა ცო­ლად.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა

როგორ ათხოვებენ 5 წლის ბავშვებს - შოკისმომგვრელი აზია

როგორ ათხოვებენ 5 წლის ბავშვებს - შოკისმომგვრელი აზია

სანამ ცივილიზებული მსოფლიო ადამიანის უფლებებზე მსჯელობს, 5, 7 თუ 9 წლის გოგონებს საკუთარი მშობლები საქორწილო სამოსს აცმევენ და მათზე 2-ჯერ, ან 7-ჯერ უფროს მამაკაცებს აყოლებენ ცოლად.

ასეთი ქორწინება სინამდვილეში გარიგებაა, რომლის შენიღბვასაც არავინ ცდილობს - ოჯახს ვალი აქვს, ფულის მაგივრად კი მევალეს ქალიშვილს "გაატანს", მერე რა, რომ 5 წლისაა, მისი დიდი ბებიაც ამ ასაკში გათხოვდა. სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახებს ერთი სული აქვთ, კიდევ ერთი მჭამელი მოიცილონ სახლიდან. თან ისე, რომ ოჯახის სახელი არ შეილახოს, სასიძოს კი ერთი რამ მოეთხოვება - რაც შეიძლება გულუხვად გადაუხადოს საპატარძლოს მშობლებს.

ნაადრევ ქორწინებებს ადგილობრივები შემდეგი არგუმენტით ხსნიან - გოგონას დაცვა სჭირდება, თუ არადა შეიძლება უბიწოება ქორწინებამდე დაკარგოს, რაც ოჯახისთვის დიდი სირცხვილია. ქმარი ან მისი ოჯახი ვალდებულია სქესობრივ მომწიფებამდე საკუთარი შვილივით იზრუნოს მცირეწლოვან პატარძალზე, ეს კი პატარძლის ღატაკი ოჯახისთვის დიდი შეღავათია.

ბავშვთა ქორწინებები ყველაზე ხშირია ინდოეთში, იემენსა და ავღანეთში. მხოლოდ ინდოეთი კრძალავს ამ ცერემონიას და კანონით სოლიდური ფულადი ჯარიმაცაა დაწესებული, რაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტია. ჯარიმა ელის როგორც სასიძოს, ასევე პატარძლის ოჯახს და ქორწილში მყოფ ყველა სტუმარს, თუმცა კანონს არავინ დაგიდევს და სახელმწიფოც თვალს ხუჭავს ამ საშინელ ტრადიციაზე.

ვერც ერთი საპატარძლო ვერ გაბედავს წინ აღუდგეს მშობლების სურვილს - ურჩებს საშინელი სასჯელი, ხშირად კი სიკვდილიც ელით.

ერთ დროს ადგილობრივი ქალებიც კი შეძრა ინდოეთში, რაჯასტანის შტატში მცხოვრებმი 5 წლის აიშეს ისტორიამ. ის მამამ 55 წლის მამაკაცს გააყოლა ცოლად.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს