კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადავიხადოთ მოდური ქორწილი და თან თანხა დავზოგოთ
როგორ გადავიხადოთ მოდური ქორწილი და თან თანხა დავზოგოთ

ქორ­წი­ლი ბევრ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რო­გორ უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ გა­და­ვი­ხა­დოთ კარ­გი ქორ­წი­ლი და ის ამას­თა­ნა­ვე ბოლო ტენ­დენ­ცი­ებს არ ჩა­მორ­ჩებ­დეს? წარ­მო­გიდ­გენთ წე­სებს სხვა ქვეყ­ნებ­ში, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ლის­თვის თან­ხის და­ზოგ­ვა.

1. სა­უზ­მე და არა წვე­უ­ლე­ბა

ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლია და­ზო­გო თან­ხე­ბი რეს­ტორ­ნის ხარ­ჯზე. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა ბან­კე­ტის მთე­ლი ღა­მით დაკ­ვე­თა, ახლა პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ე.წ. სა­ქორ­წი­ნო სა­უზ­მე­ე­ბი. ახალ­გაზ­რდე­ბი ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლებ­ში დი­ლი­დან­ვე ეწე­რე­ბი­ან, შემ­დეგ კი სტუმ­რებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში მი­დი­ან აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია გყავ­დეთ ქორ­წი­ლის წამ­ყვა­ნი და გქონ­დეთ მუ­სი­კაც, ეს ღა­მის წვე­უ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით იაფი დაჯ­დე­ბა.

2. შვე­დუ­რი მა­გი­და

სა­ქორ­წი­ნო ფურ­შე­ტი შვე­დუ­რი მა­გი­დით - კი­დევ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, თქვე­ნი ფუ­ლის და­სა­ზო­გად. უბ­რა­ლოდ, უნდა იზ­რუ­ნოთ იმა­ზე, რომ ხან­ში შე­სულ სტუმ­რებს მა­ინც ჰქონ­დეთ და­საჯ­დო­მი ად­გი­ლი.

3. ვი­ქორ­წი­ნოთ აგა­რაკ­ზე

ამ­ჟა­მად მო­დუ­რია თე­მა­ტუ­რი ქორ­წი­ლე­ბი. რო­გორც წესი, ესეც იძ­ლე­ვა ეკო­ნო­მი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას. მა­გა­ლი­თად ახლა პო­პუ­ლა­რუ­ლია ქორ­წი­ნე­ბა "სოფ­ლის სტილ­ში" - ხის მა­გი­დე­ბი და სკა­მე­ბი... ასეთ ად­გი­ლად გა­მოდ­გე­ბა აგა­რა­კი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ლა­მა­ზი ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

4. ლი­მუ­ზი­ნის ნაც­ვლად ვე­ლო­სი­პე­დი

ბოლო დროს პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და წყვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­ყე­ნე­ბა. ცხა­დია, ამ შემ­თხვე­ვა­ში "ეკი­პი­რე­ბა" უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. პა­ტარ­ძალს მოკ­ლე ან შეხ­სნი­ლი კაბა უნდა ეც­ვას.

5. ჩარ­თეთ მე­გობ­რე­ბი საქ­მე­ში

დარ­ბა­ზის გა­ფორ­მე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯია - თუკი დარ­ბა­ზის გა­სა­ფორ­მებ­ლად მე­გობ­რებს და­იხ­მა­რებთ, და­ზო­გავთ ხარ­ჯებს, რო­მე­ლიც დი­ზა­ი­ნე­რის­თვის უნდა გა­და­გე­ხა­დათ. გა­მო­ი­ყე­ნეთ გა­სა­ფორ­მებ­ლად პა­ტა­რა ყვა­ვი­ლე­ბი მა­გი­და­ზე, ბუშ­ტე­ბი, ბურ­თე­ბი, ბაფ­თე­ბი და ა.შ.

6. გა­მო­ი­წე­რეთ ინ­ტერ­ნე­ტით

ქორ­წი­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი - ჩან­თა, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და სხვა წვრილ­მა­ნი ნივ­თე­ბი, რაც პა­ტარ­ძალს სჭირ­დე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­წე­როთ ინ­ტერ­ნე­ტით. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ხარ­ჯებ­საც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზო­გავთ.

ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ეკო­ნო­მი­ის გა­წე­ვას არ გირ­ჩევთ, ეს ფო­ტოგ­რა­ფია. ფო­ტო­ე­ბი ეს არის მო­გო­ნე­ბე­ბი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უმ­ჯო­ბე­სია თუკი ისი­ნი ჭკვი­ა­ნი ოს­ტა­ტის ხე­ლით იქ­ნე­ბა გა­და­ღე­ბუ­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

როგორ გადავიხადოთ მოდური ქორწილი და თან თანხა დავზოგოთ

როგორ გადავიხადოთ მოდური ქორწილი და თან თანხა დავზოგოთ

ქორწილი ბევრ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ გადავიხადოთ კარგი ქორწილი და ის ამასთანავე ბოლო ტენდენციებს არ ჩამორჩებდეს? წარმოგიდგენთ წესებს სხვა ქვეყნებში, როგორ შეიძლება ქორწილისთვის თანხის დაზოგვა.

1. საუზმე და არა წვეულება

ყველაზე ადვილია დაზოგო თანხები რესტორნის ხარჯზე. აუცილებელი არაა ბანკეტის მთელი ღამით დაკვეთა, ახლა პოპულარული ხდება ე.წ. საქორწინო საუზმეები. ახალგაზრდები ქორწინების სახლებში დილიდანვე ეწერებიან, შემდეგ კი სტუმრებთან ერთად რესტორანში მიდიან აღსანიშნავად.  ასევე შესაძლებელია გყავდეთ ქორწილის წამყვანი და გქონდეთ მუსიკაც, ეს ღამის წვეულებასთან შედარებით იაფი დაჯდება.

2. შვედური მაგიდა

საქორწინო ფურშეტი შვედური მაგიდით - კიდევ ერთი შესაძლებლობაა, თქვენი ფულის დასაზოგად. უბრალოდ, უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ ხანში შესულ სტუმრებს მაინც ჰქონდეთ დასაჯდომი ადგილი.

3. ვიქორწინოთ აგარაკზე

ამჟამად მოდურია თემატური ქორწილები. როგორც წესი, ესეც იძლევა ეკონომიის საშუალებას. მაგალითად ახლა პოპულარულია  ქორწინება "სოფლის სტილში" - ხის მაგიდები და სკამები... ასეთ ადგილად გამოდგება აგარაკი, სადაც შესაძლებელია ლამაზი ქორწილის ორგანიზება.

4. ლიმუზინის ნაცვლად ველოსიპედი

ბოლო დროს პოპულარული გახდა წყვილის გადაადგილების საშუალებად ველოსიპედის გამოყენება. ცხადია, ამ შემთხვევაში "ეკიპირება" უნდა გაითვალისწინოთ. პატარძალს მოკლე ან შეხსნილი კაბა უნდა ეცვას.

5. ჩართეთ მეგობრები საქმეში

დარბაზის გაფორმება დამატებითი ხარჯია - თუკი დარბაზის გასაფორმებლად მეგობრებს დაიხმარებთ, დაზოგავთ ხარჯებს, რომელიც დიზაინერისთვის უნდა გადაგეხადათ. გამოიყენეთ გასაფორმებლად პატარა ყვავილები მაგიდაზე, ბუშტები, ბურთები, ბაფთები და ა.შ.

6. გამოიწერეთ ინტერნეტით

ქორწინებისთვის საჭირო აქსესუარები - ჩანთა, ხელთათმანები და სხვა წვრილმანი ნივთები, რაც პატარძალს სჭირდება, შეგიძლიათ გამოიწეროთ ინტერნეტით. ამ შემთხვევაში, ხარჯებსაც მნიშვნელოვნად დაზოგავთ.

ერთადერთი, რაზეც ეკონომიის გაწევას არ გირჩევთ, ეს ფოტოგრაფია. ფოტოები ეს არის მოგონებები მრავალი წლის განმავლობაში, უმჯობესია თუკი ისინი ჭკვიანი ოსტატის ხელით იქნება გადაღებული.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს