პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ბოსტნეული უნდა ჭამოთ, თუ ბზინვარე ნამზეური გსურთ - პროდუქტები სწრაფი და თანაბარი რუჯისთვის
რომელი ბოსტნეული უნდა ჭამოთ, თუ ბზინვარე ნამზეური გსურთ - პროდუქტები სწრაფი და თანაბარი რუჯისთვის

ზო­გი­ერ­თი პრო­დუქ­ტი ხელს უწყობს სწრა­ფი და ლა­მა­ზი ნამ­ზე­უ­რის მი­ღე­ბას. ამი­ტომ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ რჩე­ვე­ბი და ვიდ­რე შვე­ბუ­ლე­ბას აი­ღებთ, რა­ცი­ონ­ში ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ჩარ­თეთ. ეს ჯან­სა­ღი დი­ე­ტა ძი­რი­თა­დად შე­ი­ცავს ისეთ ხილს და ბოსტნე­ულს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მე­ლა­ნი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას და კა­ნის დაც­ვას.

ნამ­ზე­უ­რის მი­სა­ღე­ბად ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა სტა­ფი­ლო და სტა­ფი­ლოს წვე­ნია. ამ ბოსტნე­უ­ლის სა­ო­ცა­რი ძა­ლის შე­სა­ხებ დერ­მა­ტო-კოს­მე­ტო­ლო­გე­ბიც სა­უბ­რო­ბენ. ბეტა კა­რო­ტი­ნი, რო­მე­ლიც სტა­ფი­ლოს წვენ­ში მრავ­ლა­დაა, კანს ნამ­ზე­უ­რის იერს აძ­ლევს.

ამი­ტომ, ვიდ­რე პლაჟ­ზე რუ­ჯის მი­სა­ღე­ბად გახ­ვალთ, და­ლი­ეთ 1 ჭიქა სტა­ფი­ლოს წვე­ნი. არ და­გა­ვი­წყდეთ, წვენ­ში ჩა­ა­მა­ტეთ ცო­ტა­ო­დე­ნი ნა­ღე­ბი, რათა ორ­გა­ნიზ­მის მიერ ვი­ტა­მი­ნე­ბის ათ­ვი­სე­ბა მოხ­დეს. თუკი ცო­ცხალ სტა­ფი­ლოს შე­ჭამთ, შე­გიძ­ლი­ათ მას და­უ­მა­ტოთ ასე­ვე ნა­ღე­ბი, ან ზე­ი­თუ­ნის ზეთი. თუმ­ცა, სტა­ფი­ლოს­თან ერ­თად ბევრ ცხიმ­საც ნუ მი­ი­ღებთ, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში კა­ნის ფერი არა­ბუ­ნებ­რი­ვად ყვი­თე­ლი გა­გიხ­დე­ბათ.

რუ­ჯის სწრა­ფად მი­ღე­ბა­ში ასე­ვე და­გეხ­მა­რე­ბათ: ნეს­ვი, სა­ზამ­თრო, ის­პა­ნა­ხი, ატა­მი, გარ­გა­რი, პო­მი­დო­რი, სა­ტა­ცუ­რი და ბრო­კო­ლი. ეს ბოსტნე­უ­ლი და ხილი შე­ი­ცავს ბევრ ვი­ტა­მინს, მათი მი­ღე­ბა კი ჩვენს კანს უფრო ჯან­საღს ხდის, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ნამ­ზე­უ­რის დიდ­ხანს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

ის­პა­ნა­ხის მი­ღე­ბის დროს ნამ­ზე­უ­რი უფრო ბზინ­ვა­რე გექ­ნე­ბათ და დიდ ხან­საც გაგ­ყვე­ბათ.

სა­ზამ­თრო კანს ამ­შვი­დებს და თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ კა­ნის გა­მოშ­რო­ბას.

გარ­გარ­ში ასე­ვე არის ბეტა კა­რო­ტი­ნი, რკი­ნა, ფოს­ფო­რი, В ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აჩ­ქა­რე­ბენ ნამ­ზე­უ­რის მი­ღე­ბის პრო­ცესს და კან­საც იცა­ვენ მზის­გან. საკ­მა­რი­სია დღე­ში 200 გრ ახა­ლი გარ­გა­რის ნა­ყო­ფის მი­ღე­ბა.

ჩარ­თეთ რა­ცი­ონ­ში ციტ­რუ­სე­ბი, პო­მი­დო­რი, კენკრო­ვა­ნი, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, კომ­ბოს­ტო, თხი­ლე­უ­ლი, სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბი...

თუკი ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში აღ­ნიშ­ნულ პრო­დუქ­ტებს შე­ი­ტანთ, თქვენ არამ­ხო­ლოდ სწრაფ და თა­ნა­ბარ ნამ­ზე­ურს მი­ი­ღებთ, არა­მედ მთელ ორ­გა­ნიზმს გა­ი­ჯან­სა­ღებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რომელი ბოსტნეული უნდა ჭამოთ, თუ ბზინვარე ნამზეური გსურთ - პროდუქტები სწრაფი და თანაბარი რუჯისთვის

რომელი ბოსტნეული უნდა ჭამოთ, თუ ბზინვარე ნამზეური გსურთ - პროდუქტები სწრაფი და თანაბარი რუჯისთვის

ზოგიერთი პროდუქტი ხელს უწყობს სწრაფი და ლამაზი ნამზეურის მიღებას. ამიტომ, გაითვალისწინეთ რჩევები და ვიდრე შვებულებას აიღებთ, რაციონში ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ჩართეთ. ეს ჯანსაღი დიეტა ძირითადად შეიცავს ისეთ ხილს და ბოსტნეულს, რომელიც ხელს უწყობს მელანინის გამომუშავებას და კანის დაცვას.

ნამზეურის მისაღებად ყველაზე კარგი საშუალება სტაფილო და სტაფილოს წვენია. ამ ბოსტნეულის საოცარი ძალის შესახებ დერმატო-კოსმეტოლოგებიც საუბრობენ. ბეტა კაროტინი, რომელიც სტაფილოს წვენში მრავლადაა, კანს ნამზეურის იერს აძლევს.

ამიტომ, ვიდრე პლაჟზე რუჯის მისაღებად გახვალთ, დალიეთ 1 ჭიქა სტაფილოს წვენი. არ დაგავიწყდეთ, წვენში ჩაამატეთ ცოტაოდენი ნაღები, რათა ორგანიზმის მიერ ვიტამინების ათვისება მოხდეს. თუკი ცოცხალ სტაფილოს შეჭამთ, შეგიძლიათ მას დაუმატოთ ასევე ნაღები, ან ზეითუნის ზეთი. თუმცა, სტაფილოსთან ერთად ბევრ ცხიმსაც ნუ მიიღებთ, რადგან ამ შემთხვევაში კანის ფერი არაბუნებრივად ყვითელი გაგიხდებათ.

რუჯის სწრაფად მიღებაში ასევე დაგეხმარებათ: ნესვი, საზამთრო, ისპანახი, ატამი, გარგარი, პომიდორი, სატაცური და ბროკოლი. ეს ბოსტნეული და ხილი შეიცავს ბევრ ვიტამინს, მათი მიღება კი ჩვენს კანს უფრო ჯანსაღს ხდის, რაც უზრუნველყოფს ნამზეურის დიდხანს შენარჩუნებას.

ისპანახის მიღების დროს ნამზეური უფრო ბზინვარე გექნებათ და დიდ ხანსაც გაგყვებათ.

საზამთრო კანს ამშვიდებს და თავიდან აიცილებთ კანის გამოშრობას.

გარგარში ასევე არის ბეტა კაროტინი, რკინა, ფოსფორი, В ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც აჩქარებენ ნამზეურის მიღების პროცესს და კანსაც იცავენ მზისგან. საკმარისია დღეში 200 გრ ახალი გარგარის ნაყოფის მიღება.

ჩართეთ რაციონში ციტრუსები, პომიდორი, კენკროვანი, ბულგარული წიწაკა, კომბოსტო, თხილეული, სალათის ფურცლები...

თუკი ყოველდღიურ რაციონში აღნიშნულ პროდუქტებს შეიტანთ, თქვენ არამხოლოდ სწრაფ და თანაბარ ნამზეურს მიიღებთ, არამედ მთელ ორგანიზმს გაიჯანსაღებთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს