სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიკლოთ 10 კილომდე შიმშილისა და მკაცრი დიეტის გარეშე?
როგორ დავიკლოთ 10 კილომდე შიმშილისა და მკაცრი დიეტის გარეშე?

ხში­რად ქა­ლე­ბი დი­ე­ტას შიმ­შილ­თან აი­გი­ვე­ბენ.

ყვე­ლა დი­ე­ტო­ლო­გი გე­ტყვით, რომ დი­ე­ტა ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის კრე­ბუ­ლია და არა შიმ­ში­ლი. რა შე­დის ჯან­საღ პრო­დუქ­ტებ­ში? პირ­ველ რიგ­ში, ხილი და ბოსტნე­უ­ლი. თუმ­ცა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ ვაშ­ლზე, ან კიტრზე ვერ იქ­ნე­ბით და ორ­გა­ნიზმს ტკბი­ლე­უ­ლიც სჭირ­დე­ბა და გემ­რი­ე­ლი ხორ­ციც. სწო­რედ ამი­ტომ, წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი რჩე­ვაა ვარ­ჯი­ში (სირ­ბი­ლი მაქ­სი­მუმ 20 წუთი, პრე­სის ვარ­ჯი­შე­ბი) და სა­ღა­მოს 6 სა­ა­თის შემ­დეგ არაფ­რის ჭამა.

თუმ­ცა, გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი კუ­ჭის და­ბალ­კა­ლო­რი­ულ საკ­ვებ­ზე გა­დაყ­ვა­ნა არც ისე ად­ვი­ლია. სწო­რედ ეს ეშ­მა­კუ­რი ხერ­ხე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ, სა­კუ­თა­რი თავი გა­ა­კონ­ტრო­ლოთ და არც შიმ­ში­ლის გრძნო­ბამ შე­მო­გი­ტი­ოთ.

1. არ გა­მო­ტო­ვოთ სა­უზ­მე: ყო­ველ­თვის ისა­უზ­მეთ, რად­გა­ნაც დი­ლით მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი წო­ნა­ში არ მო­გა­მა­ტე­ბი­ნებთ და ამას­თან, ენერ­გი­აც არ და­გაკ­ლდე­ბათ.

2. საკ­ვე­ბი და­ა­ნა­წევ­რეთ: ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია - პა­ტა­რა ულუ­ფაც კი და­ნა­წევ­რე­ბის შემ­დეგ "ბევ­რი" ჩანს და ისე­თი შეგ­რძნე­ბა გრჩე­ბათ, თით­ქოს ბევ­რი ულუ­ფა მი­ირ­თვით. რაც შე­ე­ხე­ბა გემ­რი­ელ დე­სერტს - ტორ­ტის, ან ნამ­ცხვრის ნაჭ­რის მხო­ლოდ 3 პა­ტა­რა "კვად­რა­ტი" შე­ჭა­მეთ. შემ­დეგ ჩან­გა­ლი და­დეთ.

3. სწო­რად დაწ­ვით კა­ლო­რი­ე­ბი: არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა დარ­ბი­ხართ, თუ მუც­ლის პრე­სის ვარ­ჯი­შებს აკე­თებთ, თან ყო­ველ­თვის იქო­ნი­ეთ სა­ა­თი. თუ გსურთ, კა­ლო­რი­ე­ბი ნამ­დვი­ლად დაწ­ვათ, ნე­ბის­მი­ე­რი ვარ­ჯი­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ 30 წა­მით შე­ის­ვე­ნეთ და შემ­დეგ გა­ნაგ­რძეთ.

4. არ და­ლი­ოთ გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი.

5. შიმ­ში­ლის შე­მო­ტე­ვა: ყო­ველ­თვის ჰკი­თხეთ თქვენს თავს: "ნამ­დვი­ლად მშია?"

6. კარ­გად გა­მო­ი­ძი­ნეთ: 8 სა­ა­თი ძი­ლია სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცხი­მი "და­იწ­ვას".

9. და­ი­სა­ხეთ მი­ზა­ნი: შე­ი­ძი­ნეთ პა­ტა­რა ზო­მის კაბა, რომ­ლის­თვი­საც წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა ღირს, ან შე­ა­და­რეთ სარ­კე­ში თქვე­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ძველ ფო­ტოს, სა­დაც გამ­ხდა­რი ხართ. მთა­ვა­რია ტვი­ნის "ვარ­ჯი­ში", რო­მე­ლიც აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა სას­წრა­ფოდ გჭირ­დე­ბათ.

10. და­ი­წყეთ ბოსტნე­უ­ლით: გემ­რი­ე­ლი­ცაა და სა­სარ­გებ­ლოც.

11. ყო­ველ 3-4 სა­ათ­ში იკ­ვე­ბეთ: ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სახ­ლში მა­ცი­ვა­რი და­ა­ცა­რი­ე­ლოთ, მცი­რე ულუ­ფე­ბი უნდა მი­ირ­თვათ. იკ­ვე­ბეთ ყო­ველ 3-4 სა­ათ­ში ერთხელ - შიმ­შილ­საც ვერ იგ­რძნობთ და ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი კერ­ძის მი­ღე­ბის ცდუ­ნე­ბაც გა­გიქ­რე­ბათ.

12. არ ჭა­მოთ ღამე: არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა გა­ა­კე­თეთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­წყვი­ტეთ, ღამე არ ჭა­მოთ!

13. ჩა­ა­ტა­რეთ ვაშ­ლის ტეს­ტი: თუ ვაშ­ლის მირ­თმე­ვის სურ­ვი­ლი არ გაქვთ, გა­მო­დის რომ არ გში­ათ.

14. ჭა­მის შემ­დეგ ია­რეთ: შე­იძ­ლე­ბა არც კი იცო­დეთ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ 15 წუ­თით სი­ა­რუ­ლია სა­ჭი­რო. ამ გზით 100 კა­ლო­რი­ას დაწ­ვავთ.

ამას­თან, გთა­ვა­ზობთ კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია National Weight Control Registry-ს დას­კვნას, სა­დაც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბია შე­ჯა­მე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც 13.6 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლეს: მათი 75% - კვი­რა­ში ერთხელ სა­კუ­თარ წო­ნას სას­წო­რით ამოწ­მებ­და. 78% - ყო­ველ­თვის სა­უზ­მობ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Health-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როგორ დავიკლოთ 10 კილომდე შიმშილისა და მკაცრი დიეტის გარეშე?

როგორ დავიკლოთ 10 კილომდე შიმშილისა და მკაცრი დიეტის გარეშე?

ხშირად ქალები დიეტას შიმშილთან აიგივებენ.

ყველა დიეტოლოგი გეტყვით, რომ დიეტა ჯანსაღი პროდუქტების კრებულია და არა შიმშილი. რა შედის ჯანსაღ პროდუქტებში? პირველ რიგში, ხილი და ბოსტნეული. თუმცა, მთელი ცხოვრება მხოლოდ ვაშლზე, ან კიტრზე ვერ იქნებით და ორგანიზმს ტკბილეულიც სჭირდება და გემრიელი ხორციც. სწორედ ამიტომ, წონაში დაკლებისთვის იდეალური რჩევაა ვარჯიში (სირბილი მაქსიმუმ 20 წუთი, პრესის ვარჯიშები) და საღამოს 6 საათის შემდეგ არაფრის ჭამა.

თუმცა, გემრიელი სადილებით განებივრებული კუჭის დაბალკალორიულ საკვებზე გადაყვანა არც ისე ადვილია. სწორედ ეს ეშმაკური ხერხები დაგეხმარებათ, საკუთარი თავი გააკონტროლოთ და არც შიმშილის გრძნობამ შემოგიტიოთ.

1. არ გამოტოვოთ საუზმე: ყოველთვის ისაუზმეთ, რადგანაც დილით მიღებული საკვები წონაში არ მოგამატებინებთ და ამასთან, ენერგიაც არ დაგაკლდებათ.

2. საკვები დაანაწევრეთ: ეს ფსიქოლოგიური მომენტია - პატარა ულუფაც კი დანაწევრების შემდეგ "ბევრი" ჩანს და ისეთი შეგრძნება გრჩებათ, თითქოს ბევრი ულუფა მიირთვით. რაც შეეხება გემრიელ დესერტს - ტორტის, ან ნამცხვრის ნაჭრის მხოლოდ 3 პატარა "კვადრატი" შეჭამეთ. შემდეგ ჩანგალი დადეთ.

3. სწორად დაწვით კალორიები: არ აქვს მნიშვნელობა დარბიხართ, თუ მუცლის პრესის ვარჯიშებს აკეთებთ, თან ყოველთვის იქონიეთ საათი. თუ გსურთ, კალორიები ნამდვილად დაწვათ, ნებისმიერი ვარჯიშის დასრულების შემდეგ მხოლოდ 30 წამით შეისვენეთ და შემდეგ განაგრძეთ.

4. არ დალიოთ გაზიანი სასმელები.

5. შიმშილის შემოტევა: ყოველთვის ჰკითხეთ თქვენს თავს: "ნამდვილად მშია?"

6. კარგად გამოიძინეთ: 8 საათი ძილია საჭირო იმისთვის, რომ დღის განმავლობაში მიღებული ცხიმი "დაიწვას".

9. დაისახეთ მიზანი: შეიძინეთ პატარა ზომის კაბა, რომლისთვისაც წონაში დაკლება ღირს, ან შეადარეთ სარკეში თქვენი გამოსახულება ძველ ფოტოს, სადაც გამხდარი ხართ. მთავარია ტვინის "ვარჯიში", რომელიც აცნობიერებს, რომ წონაში დაკლება სასწრაფოდ გჭირდებათ.

10. დაიწყეთ ბოსტნეულით: გემრიელიცაა და სასარგებლოც.

11. ყოველ 3-4 საათში იკვებეთ: ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში მაცივარი დააცარიელოთ, მცირე ულუფები უნდა მიირთვათ. იკვებეთ ყოველ 3-4 საათში ერთხელ - შიმშილსაც ვერ იგრძნობთ და ერთდროულად ბევრი კერძის მიღების ცდუნებაც გაგიქრებათ.

12. არ ჭამოთ ღამე: არ აქვს მნიშვნელობა, რა გააკეთეთ დღის განმავლობაში თუ წონაში დაკლება სერიოზულად გადაწყვიტეთ, ღამე არ ჭამოთ!

13. ჩაატარეთ ვაშლის ტესტი: თუ ვაშლის მირთმევის სურვილი არ გაქვთ, გამოდის რომ არ გშიათ.

14. ჭამის შემდეგ იარეთ: შეიძლება არც კი იცოდეთ, მაგრამ ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ 15 წუთით სიარულია საჭირო. ამ გზით 100 კალორიას დაწვავთ.

ამასთან, გთავაზობთ კვლევითი ორგანიზაცია National Weight Control Registry-ს დასკვნას, სადაც იმ ადამიანების პროცენტული მონაცემებია შეჯამებული, რომელთაც 13.6 კილოგრამი დაიკლეს: მათი 75% - კვირაში ერთხელ საკუთარ წონას სასწორით ამოწმებდა. 78% - ყოველთვის საუზმობდა.

მომზადებულია Health-ის მიხედვით.

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?

გიგი და რატი გაჩეჩილაძეების დედა, მოცეკვავე ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა - "რთულია სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი"