მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მადლობა, ნდობისთვის“ – „მწვანე ალმასის“ საცხოვრებელ კომპლექსში პირველი ეტაპის ყველა ბინა მშენებლობის დასრულებამდე 9 თვით ადრე გაიყიდა
„მადლობა, ნდობისთვის“ – „მწვანე ალმასის“ საცხოვრებელ კომპლექსში პირველი ეტაპის ყველა ბინა მშენებლობის დასრულებამდე 9 თვით ადრე გაიყიდა

ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­დე­გი, რო­მელ­საც სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ამ თბი­ლის­ში მი­აღ­წია. კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი 731 ბი­ნას მო­ი­ცავს და ყვე­ლა უკვე გა­ყი­დუ­ლია. კომ­პლექ­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნა 2018 წლის მა­ის­შია და­გეგ­მი­ლი.

"მწვა­ნე ალ­მა­სი" "მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნის" მე­ო­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სია, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის - "მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტის" შემ­დეგ და­ი­წყო. "მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ოღუზ ქაან ქა­რა­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, წარ­მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ექ­ტის უნი­კა­ლუ­რო­ბამ და მშე­ნებ­ლო­ბის მა­ღალ­მა ხა­რის­ხმა ისე­ვე, რო­გორც კმა­ყო­ფი­ლი მო­ბი­ნად­რე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რამ.

"გვქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ გა­ყიდ­ვე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ ბი­ნე­ბი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე გა­ი­ყი­დე­ბო­და, თუმ­ცა არ ვე­ლო­დით, რომ ეს მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე 9 თვით ადრე მოხ­დე­ბო­და. მად­ლო­ბას ვუხ­დით "მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნის" პრო­ექ­ტე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ და მო­მა­ვალ მო­ბი­ნად­რე­ებს. ამ წარ­მა­ტე­ბა­ში მათ უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს. "მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტის" მო­ბი­ნად­რე­ე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას გვი­წევ­დნენ და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებ­დნენ სხვებს, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა და დიდი მო­თხოვ­ნა "მწვა­ნე ალ­მა­სის" ბი­ნებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სფე­რო­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ხე­და­ვენ. გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლია პი­რო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მათ " მწვა­ნე ალ­მას­ში " სთა­ვა­ზო­ბენ. 7-8 წე­ლი­წად­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის უკუ­გე­ბის (ROI) ისე­თი მა­ღა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი , რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­შია (12-14%) წარ­მო­უდ­გენ­ლად ხელ­საყ­რე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ინ­ვეს­ტო­რებს შე­უძ­ლი­ათ ბი­ნის გა­ყიდ­ვით ან გა­ქი­რა­ვე­ბით დიდი მო­გე­ბა მი­ი­ღონ. მათ არ სურთ ასე­თი შან­სის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა და ბი­ნე­ბის სწრა­ფი გა­ყიდ­ვის ერ­თერ­თი მი­ზე­ზი ესეც იყო.

"მწვა­ნე ალ­მა­სი" არის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ანა­ლო­გი არ აქვს. ეს არის უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლია შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი მო­ბი­ნად­რე­ე­ბის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, მის­ცეს მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ მშვიდ გა­რე­მო­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე და­ის­ვე­ნონ, დილა კი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით და­ი­წყონ. "მწვა­ნე ალ­მა­სი" არის პრო­ექ­ტი, სა­დაც მცხოვ­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­უს­ვლე­ლად მი­ი­ღონ უამ­რა­ვი სერ­ვი­სი და და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე მო­აგ­ვა­რონ სა­კუ­თა­რი ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პლექ­სის ხელ­საყ­რე­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა და კომ­პა­ნი­ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­დახ­დის მოქ­ნი­ლი პი­რო­ბე­ბი", - აღ­ნიშ­ნავს ოღუზ ქაან ქა­რა­ე­რი.

"მწვა­ნე ალ­მა­სი" პირ­ვე­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კომ­პლექ­სია, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ცენ­ტრის მახ­ლობ­ლად, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს. ამ მხრივ "მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნი" პი­ო­ნე­რი იყო და ამ ახალ­მა მიდ­გო­მამ გა­ა­მარ­თლა. თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლა­ქებ­ში სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­დეს ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან მო­შო­რე­ბით, რათა თავი აა­რი­დოს ხმა­ურ­სა და და­ბინ­ძუ­რე­ბულ ჰა­ერს. "მწვა­ნე ალ­მა­სის" რე­ზი­დენ­ტებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ისი­ა­მოვ­ნონ სუფ­თა ჰა­ე­რი­თა და სიმ­შვი­დით.

რო­გორც ოღუზ ქაან ქა­რა­ე­რი ამ­ბობს, თავ­და­პირ­ვე­ლად ხალ­ხს ეში­ნო­და ახა­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის. თუმ­ცა, მისი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ბი­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. "მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ოღუზ ქაან ქა­რა­ე­რის თქმით, გა­ყიდ­ვებ­ში დიდი როლი ითა­მა­შა გა­დახ­დის მოქ­ნილ­მა პი­რო­ბებ­მაც. პირ­ვე­ლა­დი შე­ნა­ტა­ნი ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მხო­ლოდ 10%-ია. ქა­რა­ე­რი სი­ა­მა­ყით აღ­ნიშ­ნავს, რომ მხო­ლოდ 10%-ის გა­დახ­დით თქვენ ბი­ნის მფლო­ბე­ლი შე­გიძ­ლი­ათ გახ­დეთ. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ეს საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბაა. გარ­და ამი­სა, ბი­ნის სა­ფა­სუ­რის სრუ­ლი გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნია მო­ბი­ნად­რე­ებს სპე­ცი­ა­ლურ ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია "მწვა­ნე ალ­მა­სის" მშე­ნებ­ლო­ბის ხა­რის­ხი. პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ვე­ლებს კომ­პა­ნია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის დე­ტა­ლურ კვლე­ვას სთა­ვა­ზობს. "შე­საძ­ლოა, ერთი შე­ხედ­ვით მომ­ხმა­რე­ბელ­მა ვერ გან­სა­ზღვროს სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის ხა­რის­ხი, თუმ­ცა კლი­ენ­ტე­ბი ამ­ჩნე­ვენ მშე­ნებ­ლო­ბის კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ და სუფ­თა პრო­ცესს. კომ­პლექ­სი სა­ოც­რად ლა­მა­ზია მშე­ნებ­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა­საც კი.

"მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტის" მო­ბი­ნად­რე­ებ­მა მი­ი­ღეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც შევ­პირ­დით. შე­დე­გად, მათ ურ­ჩი­ეს უახ­ლო­ეს მე­გობ­რებ­სა და ნა­თე­სა­ვებს ბი­ნის შე­ძე­ნა "მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნის" სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექ­სებ­ში. ამის გამო "მწვა­ნე ალ­მა­სი" ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გახ­და. "უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლია კომ­პლექ­სის მე­ო­რე ეტა­პის და­წყე­ბა. ჩვენ მად­ლო­ბას ვუხ­დით ყვე­ლა არ­სე­ბულ და მო­მა­ვალ მო­ბი­ნად­რეს მათ მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის და გვჯე­რა, რომ პრო­ექ­ტი მო­მა­ვალ­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ოღუზ ქაან ქა­რა­ერ­მა. "მწვა­ნე ალ­მა­სის" სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი 70 000 კვ. მეტრ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, აქე­დან 23 000 კვ. მეტ­რი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ზონა იქ­ნე­ბა, რაც კომ­პლექ­სის მო­ბი­ნად­რე­ებს თბი­ლის­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. 23 სა­ცხოვ­რე­ბელ ბლოკ­ში 1 772 ბინა იქ­ნე­ბა. მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა 3 სა­ცუ­რაო აუზი, 4 კა­ლათ­ბურ­თის სა­თა­მა­შო სივ­რცე, 4 ღია სა­ვარ­ჯი­შო სივ­რცე, 4 ბავ­შვთა სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნი, 7 და­ხუ­რუ­ლი ხე­ი­ვა­ნი, ფიტ­ნეს ცენ­ტრი, სა­სე­ირ­ნო და სარ­ბე­ნი ბი­ლი­კე­ბი, კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტე­რა­სე­ბი, სა­ბავ­შვო ბაღი და სკო­ლა.

"მწვა­ნე ალ­მა­სი" 3-ეტა­პი­ა­ნი პრო­ექ­ტია. პირ­ველ ეტაპ­ზე ყვე­ლა - 731 ბინა გა­ი­ყი­და და მო­ბი­ნად­რე­ებს 2018 წლის მა­ის­ში ჩა­ბარ­დე­ბა. მე­ო­რე ეტა­პი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა, რა­საც მე­სა­მე ეტა­პის და­წყე­ბა მოჰ­ყვე­ბა. მე­ო­რე ეტაპ­ზე 2 მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა აშენ­დე­ბა. რომ­ლებ­შიც გან­თავ­სდე­ბა სრუ­ლად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი, 34-დან 250-მდე კვ. მეტ­რი ფარ­თის 244 ბინა. ასე­ვე აშენ­დე­ბა 26 კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტი. რომ­ლე­ბიც სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ენ თქვენს ყო­ველ­დღი­ურ მო­თხოვ­ნებს. აქ გან­თავ­სდე­ბა მა­ღა­ზი­ე­ბი, ბაზ­რე­ბი, კაფე, რეს­ტო­რა­ნი, აფ­თი­ა­ქი, ბან­კი, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. «მწვა­ნე ალ­მა­სი" თბი­ლის­ში უნი­კა­ლუ­რი და ულა­მა­ზე­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი იქ­ნე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

„მადლობა, ნდობისთვის“ – „მწვანე ალმასის“ საცხოვრებელ კომპლექსში პირველი ეტაპის ყველა ბინა მშენებლობის დასრულებამდე 9 თვით ადრე გაიყიდა

„მადლობა, ნდობისთვის“ – „მწვანე ალმასის“ საცხოვრებელ კომპლექსში პირველი ეტაპის ყველა ბინა მშენებლობის დასრულებამდე 9 თვით ადრე გაიყიდა

ეს არის უპრეცედენტო შედეგი, რომელსაც სამშენებლო კომპანიამ თბილისში მიაღწია. კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი 731 ბინას მოიცავს და ყველა უკვე გაყიდულია. კომპლექსის ოფიციალური გახსნა 2018 წლის მაისშია დაგეგმილი.

„მწვანე ალმასი“ „მაქრო ქონსთრაქშენის“ მეორე საცხოვრებელი კომპლექსია, რომლის მშენებლობა პირველი წარმატებული პროექტის - „მწვანე ბუდაპეშტის“ შემდეგ დაიწყო. „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ოღუზ ქაან ქარაერის განცხადებით, წარმატება განაპირობა პროექტის უნიკალურობამ და მშენებლობის მაღალმა ხარისხმა ისევე, როგორც კმაყოფილი მობინადრეების მხარდაჭერამ.

„გვქონდა მოლოდინი, რომ გაყიდვები წარმატებული იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ბინები პროექტის დასრულებამდე გაიყიდებოდა, თუმცა არ ველოდით, რომ ეს მშენებლობის დასრულებამდე 9 თვით ადრე მოხდებოდა. მადლობას ვუხდით „მაქრო ქონსთრაქშენის“ პროექტების ამჟამინდელ და მომავალ მობინადრეებს. ამ წარმატებაში მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს. „მწვანე ბუდაპეშტის“ მობინადრეები რეკომენდაციას გვიწევდნენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ სხვებს, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ჩვენი პოპულარობა და დიდი მოთხოვნა „მწვანე ალმასის“ ბინებზე.

საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელი ინვესტორები უძრავი ქონების სფეროში ინვესტირების კარგ შესაძლებლობებს ხედავენ. განსაკუთრებით მიმზიდველია პირობები, რომლებსაც მათ “ მწვანე ალმასში “ სთავაზობენ. 7-8 წელიწადში ინვესტიციების უკუგების (ROI) ისეთი მაღალი კოეფიციენტი , როგორიც საქართველოშია (12-14%) წარმოუდგენლად ხელსაყრელი შესაძლებლობაა, ინვესტორებს შეუძლიათ ბინის გაყიდვით ან გაქირავებით დიდი მოგება მიიღონ. მათ არ სურთ ასეთი შანსის ხელიდან გაშვება და ბინების სწრაფი გაყიდვის ერთერთი მიზეზი ესეც იყო.

„მწვანე ალმასი“ არის პროექტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც მოწოდებულია შეცვალოს თავისი მობინადრეების ცხოვრების სტილი, მისცეს მათ შესაძლებლობა დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ მშვიდ გარემოში, სუფთა ჰაერზე დაისვენონ, დილა კი გამაჯანსაღებელი აქტივობებით დაიწყონ. “მწვანე ალმასი“ არის პროექტი, სადაც მცხოვრებლებს შეუძლიათ ტერიტორიიდან გაუსვლელად მიიღონ უამრავი სერვისი და დამატებითი ძალისხმევის გარეშე მოაგვარონ საკუთარი ყოველდღიური პრობლემები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომპლექსის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახდის მოქნილი პირობები“, - აღნიშნავს ოღუზ ქაან ქარაერი.

„მწვანე ალმასი“ პირველი ფართომასშტაბიანი კომპლექსია, რომელიც ქალაქის ცენტრის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს. ამ მხრივ „მაქრო ქონსთრაქშენი“ პიონერი იყო და ამ ახალმა მიდგომამ გაამართლა. თანამედროვე ქალაქებში სულ უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული საცხოვრებლად გადავიდეს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რათა თავი აარიდოს ხმაურსა და დაბინძურებულ ჰაერს. „მწვანე ალმასის“ რეზიდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისიამოვნონ სუფთა ჰაერითა და სიმშვიდით.

როგორც ოღუზ ქაან ქარაერი ამბობს, თავდაპირველად ხალხს ეშინოდა ახალი ადგილმდებარეობის. თუმცა, მისი უპირატესობების გათვალისწინების შემდეგ, ბინებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ოღუზ ქაან ქარაერის თქმით, გაყიდვებში დიდი როლი ითამაშა გადახდის მოქნილმა პირობებმაც. პირველადი შენატანი ბინის ღირებულების მხოლოდ 10%-ია. ქარაერი სიამაყით აღნიშნავს, რომ მხოლოდ 10%-ის გადახდით თქვენ ბინის მფლობელი შეგიძლიათ გახდეთ. ქართულ ბაზარზე ეს საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზებაა. გარდა ამისა, ბინის საფასურის სრული გადახდის შემთხვევაში, კომპანია მობინადრეებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „მწვანე ალმასის“ მშენებლობის ხარისხი. პოტენციურ მყიდველებს კომპანია საცხოვრებელი კომპლექსის დეტალურ კვლევას სთავაზობს. „შესაძლოა, ერთი შეხედვით მომხმარებელმა ვერ განსაზღვროს სამშენებლო მასალების ხარისხი, თუმცა კლიენტები ამჩნევენ მშენებლობის კარგად ორგანიზებულ და სუფთა პროცესს. კომპლექსი საოცრად ლამაზია მშენებლობის მიმდინარეობისასაც კი.

„მწვანე ბუდაპეშტის“ მობინადრეებმა მიიღეს ყველაფერი, რასაც შევპირდით. შედეგად, მათ ურჩიეს უახლოეს მეგობრებსა და ნათესავებს ბინის შეძენა „მაქრო ქონსთრაქშენის“ საცხოვრებელ კომპლექსებში. ამის გამო „მწვანე ალმასი“ ძალიან წარმატებული პროექტი გახდა. “უახლოეს მომავალში დაგეგმილია კომპლექსის მეორე ეტაპის დაწყება. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა არსებულ და მომავალ მობინადრეს მათ მიერ გამოცხადებული ნდობისთვის და გვჯერა, რომ პროექტი მომავალშიც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ოღუზ ქაან ქარაერმა. „მწვანე ალმასის“ საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 000 კვ. მეტრი გამწვანებული ზონა იქნება, რაც კომპლექსის მობინადრეებს თბილისში განსხვავებულად ცხოვრების საშუალებას მისცემს. 23 საცხოვრებელ ბლოკში 1 772 ბინა იქნება. მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 საცურაო აუზი, 4 კალათბურთის სათამაშო სივრცე, 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 ბავშვთა სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, ფიტნეს ცენტრი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, საზოგადოებრივი ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.

„მწვანე ალმასი“ 3-ეტაპიანი პროექტია. პირველ ეტაპზე ყველა - 731 ბინა გაიყიდა და მობინადრეებს 2018 წლის მაისში ჩაბარდება. მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება, რასაც მესამე ეტაპის დაწყება მოჰყვება. მეორე ეტაპზე 2 მრავალსართულიანი შენობა აშენდება. რომლებშიც განთავსდება სრულად გარემონტებული, 34-დან 250-მდე კვ. მეტრი ფართის 244 ბინა. ასევე აშენდება 26 კომერციული ობიექტი. რომლებიც სრულად უზრუნველყოენ თქვენს ყოველდღიურ მოთხოვნებს. აქ განთავსდება მაღაზიები, ბაზრები, კაფე, რესტორანი, აფთიაქი, ბანკი, სილამაზის სალონი და სხვა დაწესებულებები. «მწვანე ალმასი” თბილისში უნიკალური და ულამაზესი საცხოვრებელი კომპლექსი იქნება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი