თბილისში განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ალმასი" აშენდება

თბილისში განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ალმასი" აშენდება

კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" "მწვანე ბუდაპეშტის" დასრულების შემდეგ, უფრო მასშტაბური, 115 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროექტ "მწვანე ალმასის" მშენებლობას იწყებს.

როგორც AMBEBi.GE-ს კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენიდან" აცნობეს, 28 მაისს, 18:30 საათზე, ფანჯიკიძის 22 ნომერში (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა), საერთაშორისო სამშენებლო კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" მასშტაბური პროექტი "მწვანე ალმასის" პრეზენტაციას გამართავს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 115 მილიონ დოლარამდე შეადგენს.

კომპანიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ასევე აღინიშნება საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ბუდაპეშტის" მშენებლობის წარმატებით დასრულება.

ახალი პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონიალს საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კომპანიის მენეჯმენტი, პროექტი "მწვანე ალმასის" სახეები - აჩი და შოთა არველაძეები, "მწვანე ბუდაპეშტის" მობინადრეები და ახალი პროექტით დაინტერესებული სტუმრები დაესწრებიან.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი