ჩვეულებრივი ასპირინის აბი და რძე საშუალებას მოგცემთ, მნიშვნელოვნად შეამციროთ ონკოლოგიური სნეულებით დაავადების რისკი. მეცნიერები ამ "კოქტეილის" მიღებას ყოველდღიურად გვირჩევენ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები 25 570 პაციენტს აკვირდებოდნენ, რომლებიც ასპირინს 4 წლის განმავლობაში რეგულარულად იღებდნენ. ანალიზებმა აჩვენეს, რომ დაავადების რისკი მათ შემთხვევაში 10%-ით შემცირდა. სენსაციური გამოკვლევის შედეგები სამედიცინო გამოცემა "Lancet"-მა გამოაქვეყნა.
"შესაძლოა, ასპირინი უნიკალური წამალი აღმოჩნდეს. ის ადამიანებს საშუალებას მისცემს, საშიში დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად შეამცირონ", - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პიტერ როტუელმა. ის დარწმუნებულია, რომ ასპირინის "ჯადოსნური" ეფექტი ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში აშკარაა. მაგალითად, პრეპარატის 20 წლის განმავლობაში რეგულარულად მიღება ფილტვის კიბოს 30%-ით, კუჭის - 40%-ით, ხოლო ყელის კიბოთი დაავადების ალბათობას 60%-ით შეამცირებს.
პროფესორ როტუელის აზრით, კიბოს პრევენციიისთვის ასპირინის დალევა ადამიანმა 40-45 წლის ასაკში უნდა დაიწყოს და მთელი სიცოცხლის განმავლობაში გააგრძელოს. რძის დაყოლება აუცილებელი პირობაა.
ჩვეულებრივ ასპირინის მოხმარებას იმის გამო ზღუდავენ, რომ მას კუჭ-ნაწლავში სისხლდენის გამოწვევა შეუძლია. როტუელის მტკიცებით, პრეპარატის დადებითი ეფექტი მის გვერდით მოვლენებს ანეიტრალებს.
მომზადებულია smi2.ru-ს მიხედვით.