როგორ წავისვათ საღამოს კრემი

როგორ წავისვათ საღამოს კრემი

საღამოს კრემების გამოყენებისას, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, კარგი იქნება, თუ სპეციალისტთა რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ:

შეეცადეთ, რომ სახეზე საღამოს კრემის წასმა 6-8 საათამდე მოახერხოთ.

ნურასოდეს დაწვებით დასაძი­ნებლად სქლად წასმული საღამოს კრემით, რადგან კრემის სქელი ფენა ქმნის სათბურის ეფექტს, რომელიც ხელს უშლის კანიდან ტოქსინების გამოდევნას.

ცხიმიანი კანის მქონე ქალბატონები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ საღამოს მკვებავი კრემების შეძენისას, უმჯობესია, თუ მათი საღამოს კრემი ნაკლებად ცხიმიანი იქნება.

სახის კანის მოვლის თანამედროვე კოსმეტოლოგიური საშუალებების გარდა, რა თქმა უნდა, არანაკლებ ეფექტურია ბუნებრივი საშუალებებიც. სახის კანს სჭირდება ვიტამინების მიღება, რათა გამოცოცხლდეს და გლუვი და ვარდისფერი გახდეს. ამისთვის, პირველ რიგში, კვების რაციონის გამდიდრება და გამრავალფეროვნებაა საჭირო. სასურველია, თქვენს საკვებში შემდეგი სახის ვიტამინები და პროდუქტები შედიოდეს: ვიტამინი C - ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც ამცირებს დაბერებისა და ნაოჭების წარმოქმნის პროცესს, განსაკუთრებით კი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოშობას, რომელზეც ძალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს ვიტამინი უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობას.

ვიტამინი A - ზრუნავს ეპითელიუმის განახლებაზე, საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე, კანს უნარჩუნებს ტენიანობას და იცავს მას გამოშრობის, აქერცვლისა და ნაოჭების გაჩენისგან. ამისთვის საჭიროა მიირთვათ რძე, ხაჭო, ყველი, კვერცხი, სტაფილო, პომიდორი, გარგარის ჩირი, წითელი წიწაკა.

ვიტამინი B12 - აქტიურად არის ჩართული ნახშირწყლოვანი ცვლის პროცესში, ცილებისა და ცხიმების ათვისებასა და ჰემოგლობინის წარმოქმნაში. ამისთვის საჭიროა მიირთვათ რძის პროდუქტები, მცენარეული ზეთი, სოკო, ღვიძლი.

ვიტამინი E - ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ამცირებს სიბერის პროცესს. სასურველია მიირთვათ მზესუმზირა, სიმინდი და ზეითუნის ზეთი, ასკილის ნაყოფი, კვერცხის გული, ბარდა, ლობიო, თხილი.

თუთია - აფერხებს დაბერების პროცესს, ამკვრივებს კანს, ეხმარება ჭრილობების იოლად შეხორცებას და ებრძვის დაავადების წარმომქმნელ და გამომწვევ მიკრობებს. მას შეიცავს მიწის თხილი, ნიორი, ნუში, ტკბილი წიწაკა, კომბოსტო, სტაფილო.

 

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი