Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დააჯარიმეს ტელევიზიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია "თი-ვი ემ-არ საქართველო"
რატომ დააჯარიმეს ტელევიზიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია "თი-ვი ემ-არ საქართველო"

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ი­ტინ­გის დამ­თვლე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "თი-ვი ემ-არ სა­ქარ­თვე­ლო" შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა 800 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ოჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფო­რა­ცი­ის გა­უ­ცემ­ლო­ბა გახ­და.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კომ­პა­ნი­ა­ში გუ­შინ სა­ღა­მოს მი­ვიდ­ნენ, თუმ­ცა დი­რექ­ტორ­მა მათ გა­ნუ­მარ­ტა, რომ ამ პრო­ცესს დამ­კვე­თე­ბი უნდა დას­წრე­ბოდ­ნენ და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა და­ი­წყო. ამის შემ­დეგ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კომ­პა­ნია და­ტო­ვეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოფის­ში ისევ მი­ვიდ­ნენ და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სია მო­ი­თხო­ვეს, ვის­თა­ნაც აპა­რა­ტუ­რაა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტმა "თი-ვი ემ-არ სა­ქარ­თვე­ლოს" ოფი­სის ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "ფიფლმეტ­რე­ბის" მდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­წო­დებ­ლად ვადა 10 მარ­ტამ­დე მის­ცა.

"კომ­პა­ნი­ის ოფის­ში ჩა­ტარ­და ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არის სხვა მა­ტე­რი­ა­რულ-ტექ­ნი­კუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც გან­ლა­გე­ბუ­ლია ოფი­სის მიღ­მა. არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის 2010 წლის ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა აღ­რი­ცხვის წესს. ამ ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მათი აღ­რი­ცხვა უნდა მოხ­დეს მათი გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლე­ბის მი­ხედ­ვით", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა.

თა­ვის მხრივ, "თი-ვი ემ-არ სა­ქარ­თვე­ლო" კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ოჯა­ხე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის მიზ­ნით შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს სთა­ვა­ზობ­და "ფიფლმეტ­რე­ბის" ოჯა­ხე­ბი­დან გად­მო­ტა­ნა­სა და აღ­წე­რას, რა­ზეც უწყე­ბამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უარი უთხრა.

"აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ვა­სა­ჩივ­რებთ. რა თქმა უნდა, გას­ვლი­თი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბა შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს შე­უძ­ლია ჩა­ა­ტა­როს ნე­ბის­მი­ერ დროს, მაგ­რამ იმა­ზე მეტი, ვიდ­რე სა­გა­და­სა­ხა­დო აღ­რი­ცხვის­თვი­საა სა­ჭი­რო, ცხა­დია, ჩვენს მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. არ უნდა მოხ­დეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დარ­ღვე­ვა, თუმ­ცა სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბულ უნდა იქ­ნას დო­კუ­მენ­ტე­ბის მხრივ", - აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში "თი-ვი ემ-არ სა­ქარ­თვე­ლოს" ად­ვო­კატ­მა ქე­თე­ვან ქვარ­ცხა­ვამ.

კომ­პა­ნია "აი პი ემის" წარ­მო­მად­გენ­ლის, გოჩა ცქი­ტიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით კი, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ას ერთი მი­ზა­ნი აქვს – კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი სი­ე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა.

"სამი კვი­რის წინ პრი­ვა­ტუ­ლი შეხ­ვედ­რა ითხო­ვა ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ. პრი­ვა­ტულ სა­უ­ბარ­ში გვთხო­ვეს, რომ რა­მე­ნა­ი­რად გა­და­მე­ცა მათ­თვის სი­ე­ბი. მე ავუხ­სე­ნი, რომ ეს სი­ე­ბი ჩემ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იყო და რომ არა­ფერ­ში გა­მო­ად­გე­ბო­დათ, რად­გან ოჯა­ხებ­ზე ზე­წო­ლის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მალე ხდე­ბა ცნო­ბი­ლი შვე­ი­ცა­რი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის­თვის. მე ყვე­ლა­ფერს მოვ­ყვე­ბი იმის შე­სა­ბა­მი­სად, თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ ეს ბა­ტო­ნე­ბი. ისი­ნი 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­ზე - დი­რექ­ტორ­მა ჩუ­მად მი­თხრა, რო­გორ მო­ა­წე­რი­ნა ხელი ოქ­მზე სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რის ოთხმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და რო­გორ ზე­წო­ლას ჰქონ­და ად­გი­ლი. ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი ამ აქ­ტი­სა არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი სი­ე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გოჩა ცქი­ტიშ­ვილ­მა.

"თი-ვი ემ-არ სა­ქარ­თვე­ლო" "ნილ­სე­ნის" სა­ტე­ლე­ვი­ზიო აუ­დი­ტო­რი­ის გა­ზომ­ვე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და 350-ზე მეტი "ფიფლმეტ­რის" სა­შუ­ა­ლე­ბით ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის რე­ი­ტინ­გებს ზო­მავს. კომ­პა­ნი­ის კლი­ენ­ტე­ბი - სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი 11 ტე­ლე­ვი­ზია და 18 სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტოა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რატომ დააჯარიმეს ტელევიზიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია "თი-ვი ემ-არ საქართველო"

რატომ დააჯარიმეს ტელევიზიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია "თი-ვი ემ-არ საქართველო"

ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია "თი-ვი ემ-არ საქართველო" შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორაციის გაუცემლობა გახდა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კომპანიაში გუშინ საღამოს მივიდნენ, თუმცა დირექტორმა მათ განუმარტა, რომ ამ პროცესს დამკვეთები უნდა დასწრებოდნენ და მათთან დაკავშირება დაიწყო. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კომპანია დატოვეს, თუმცა მოგვიანებით ოფისში ისევ მივიდნენ და იმ ადამიანების კონკრეტული სია მოითხოვეს, ვისთანაც აპარატურაა განთავსებული.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტმა "თი-ვი ემ-არ საქართველოს" ოფისის ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციას "ფიფლმეტრების" მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადა 10 მარტამდე მისცა.

"კომპანიის ოფისში ჩატარდა ინვენტარიზაცია შემოსავლების სამსახურის მიერ, თუმცა კომპანიის კუთვნილებაში არის სხვა მატერიარულ-ტექნიკური ფასეულობებიც, რომლებიც განლაგებულია ოფისის მიღმა. არსებობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება, რომელიც არეგულირებს კომპანიის კუთვნილებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვის წესს. ამ ბრძანების საფუძველზე მათი აღრიცხვა უნდა მოხდეს მათი განთავსების ადგილების მიხედვით", - განუცხადა ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

თავის მხრივ, "თი-ვი ემ-არ საქართველო" კვლევაში მონაწილე ოჯახების კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით შემოსავლების სამსახურს სთავაზობდა "ფიფლმეტრების" ოჯახებიდან გადმოტანასა და აღწერას, რაზეც უწყებამ ორგანიზაციას უარი უთხრა.

"აუცილებლად ყველაფერს გავასაჩივრებთ. რა თქმა უნდა, გასვლითი საგადასახადო შემოწმება შესაბამის სამსახურს შეუძლია ჩაატაროს ნებისმიერ დროს, მაგრამ იმაზე მეტი, ვიდრე საგადასახადო აღრიცხვისთვისაა საჭირო, ცხადია, ჩვენს მიერ მიწოდებული არ იქნება. არ უნდა მოხდეს კონფიდენციალურობის დარღვევა, თუმცა საგადასახადო სამსახური დაკმაყოფილებულ უნდა იქნას დოკუმენტების მხრივ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში "თი-ვი ემ-არ საქართველოს" ადვოკატმა ქეთევან ქვარცხავამ.

კომპანია "აი პი ემის" წარმომადგენლის, გოჩა ცქიტიშვილის შეფასებით კი, შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნულ კომპანიაში ჩატარებულ ინვენტარიზაციას ერთი მიზანი აქვს – კონფიდენციალური სიების ხელში ჩაგდება.

"სამი კვირის წინ პრივატული შეხვედრა ითხოვა ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელობამ. პრივატულ საუბარში გვთხოვეს, რომ რამენაირად გადამეცა მათთვის სიები. მე ავუხსენი, რომ ეს სიები ჩემთვის ხელმისაწვდომი არ იყო და რომ არაფერში გამოადგებოდათ, რადგან ოჯახებზე ზეწოლის შესახებ ძალიან მალე ხდება ცნობილი შვეიცარიის მონიტორინგის სამსახურისთვის. მე ყველაფერს მოვყვები იმის შესაბამისად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ბატონები. ისინი 3 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ კომპანიის დირექტორზე - დირექტორმა ჩუმად მითხრა, როგორ მოაწერინა ხელი ოქმზე საგადასახადო სამსახურის ოთხმა წარმომადგენელმა და როგორ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ერთადერთი მიზეზი ამ აქტისა არის კონფიდენციალური სიების ხელში ჩაგდება", - განაცხადა გოჩა ცქიტიშვილმა.

"თი-ვი ემ-არ საქართველო" "ნილსენის" სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში და 350-ზე მეტი "ფიფლმეტრის" საშუალებით ტელევიზიების რეიტინგებს ზომავს. კომპანიის კლიენტები - საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტოა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები