მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დატოვა "რუსთავი 2" ლიკა ქორქიამ
რატომ დატოვა "რუსთავი 2" ლიკა ქორქიამ

ერთი თვეა, რაც ლიკა ქორ­ქია "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის ეთერ­ში აღარ ჩანს. ცოტა ხნის წინ ის "პირ­ველ არხზე" გა­მოჩ­ნდა, გა­და­ცე­მა "აღ­მო­ა­ჩი­ნე სა­ქარ­თვე­ლო" მიჰ­ყავ­და. ლი­კას "რუს­თა­ვი 2"-იდან წა­მოს­ვლის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რე. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, არხი არა­ნა­ი­რი სკან­და­ლი­თა და გა­უ­გებ­რო­ბით არ და­უ­ტო­ვე­ბია. უბ­რა­ლოდ, მას წინსვლა და გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

- "რუს­თა­ვი 2"-ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან კარ­გი პე­რი­ო­დია. ესაა გუნ­დი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სია. მე­გობ­რუ­ლი და ოჯა­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა. ყვე­ლა ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბა. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რომ განვვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. სახ­ლში რო­დე­საც ხარ, შექ­მნი­ლი გა­რე­მოს შეც­ვლა გი­ჭირს, მაგ­რამ ადრე თუ გვი­ან რა­ღაც ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გა. ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ეტა­პი, როცა გინ­და, ახა­ლი რამ სცა­დო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­ლის გა­და­ცე­მამ კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო შე­მიქ­მნა, სხვა რა­მის გა­კე­თე­ბა მო­მინ­და. ვერ და­ვი­ნა­ხე, რომ ამის გა­კე­თე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ცოტა არე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი ლაგ­დე­ბა... თო­თხმე­ტი წლი­დან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ძა­ლი­ან ვი­ყა­ვი გა­დაღ­ლი­ლი. მინ­დო­და, და­მეს­ვე­ნა და ამო­მე­სუნ­თქა. რე­ა­ლუ­რად ჩემი სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის მი­ზე­ზიც ეს იყო. ერთ დღეს მი­ვე­დი და ვთქვი, მინ­და, ყვე­ლაფ­რის­გან და­ვის­ვე­ნო და რა­ღაც სხვა ვცა­დო-მეთ­ქი. მე არ ვარ სამ­სა­ხურ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ეს ჩემ­თვის უფრო შე­მოქ­მე­დე­ბის სფე­როა.

- დი­ლით ადრე ად­გო­მის პრობ­ლე­მა გქონ­და?

- იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა მიმ­ყავ­და, მერე ამინ­დის პროგ­ნო­ზი, ღია ეთერ­შიც ვი­ჯე­ქი. სა­ბო­ლო­ოდ რომ ჩა­მოვ­თვა­ლეთ, მგო­ნი, სპორ­ტის გარ­და ყვე­ლა­ფე­რი მიმ­ყავ­და. დი­ლით ადრე ად­გო­მა ჩემ­თვის არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ იყო. ასეთ გრა­ფიკ­ზე ავე­წყვე და ახ­ლაც დი­ლით ადრე ვიღ­ვი­ძებ. სექ­ტემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის­ვე­ნებ­დი. ჯერ კონ­ცერ­ტზე ვი­ყა­ვი პრა­ღა­ში, მერე მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვე­ნა­ში წა­ვე­დი, რომ ჩა­მო­ვე­დი, თო­თხმე­ტი წლის შემ­დეგ ასე კარ­გად რომ არ და­მის­ვე­ნია, ბევ­რი ვი­ფიქ­რე და მივ­ხვდი, რომ დას­ვე­ნე­ბა კი­დევ მჭირ­დე­ბო­და. სულ ვამ­ბობ­დი, მინ­და, სექ­ტემ­ბრი­დან ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად შევ­ცვა­ლო-მეთ­ქი. მარ­თლაც ასე მო­ვი­ქე­ცი.

- ნინო არა­ზაშ­ვილს უთხა­რი პირ­ვე­ლად შენი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ? ალ­ბათ გული დას­წყდა, გა­და­ცე­მი­დან რომ მო­დი­ო­დი...

- ნი­ნოს­თვის ამის თქმა ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მი­ჭირ­და. ეს ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. მის­გან ყო­ველ­თვის სწორ და კარგ რჩე­ვებს ვი­ღებ­დი. ის, პირ­ველ რიგ­ში, ჩემი მე­გო­ბა­რია და მი­ჭირ­და მის­თვის ამის თქმა. მაგ­რამ მე­გობ­რო­ბა მე­გობ­რო­ბაა, სამ­სა­ხუ­რი - სამ­სა­ხუ­რი. ვიცი, რომ მას ჩემი წარ­მა­ტე­ბე­ბი ყო­ველ­თვის გა­უ­ხარ­დე­ბა. ნი­ნოს ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ ვუ­თხა­რი, გა­მი­გო. მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და, თუ მე მი­ზანს და­ვი­სა­ხავ­დი. მთა­ვა­რი იყო, არ მე­ნერ­ვი­უ­ლა და ის ყო­ველ­თვის ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბო­და. ახ­ლაც მისი აზრი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- რო­გორც მივ­ხვდი, იმის გა­კე­თე­ბა გინ­დო­და, რა­საც ახლა "პირ­ველ არხზე" აკე­თებ?

- "რუს­თა­ვი 2"-იდან ერთი თვეც არაა, რაც წა­მო­ვე­დი. და­მი­რე­კეს "პირ­ვე­ლი არ­ხი­დან" და მკი­თხეს, რას აკე­თე­ბო. ვუ­თხა­რი, რომ იან­ვრამ­დე ვის­ვე­ნებ­დი და არაფ­რის გა­კე­თე­ბას არ ვა­პი­რებ­დი. მი­თხრეს, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი იყო. ესაა "ნე­ი­შე­ნალ ჯე­ოგ­რა­ფი­კის" პრო­ექ­ტი "აღ­მო­ა­ჩი­ნე სა­ქარ­თვე­ლო", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შე­გიძ­ლია, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ი­ა­რო, გა­იც­ნო შენი ქვე­ყა­ნა და სხვებ­საც გა­აც­ნო. ეს არაა გა­და­ცე­მა, რო­მელ­საც და­წერ და წა­იყ­ვან, ესაა გა­და­ცე­მა, რომ­ლის­გა­ნაც ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ის­წავ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი თუნ­დაც იმად მი­ღირს, რომ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვივ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, დავ­თან­ხმდი ამ გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნას. ახლა ვარ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე", თუმ­ცა ჩემ­თვის ყვე­ლა ის ტე­ლე­ვი­ზია, "202"-იდან და­წყე­ბუ­ლი, სა­დაც 14 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, "რუს­თა­ვი 2"-ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია.

- სამ­წუ­ხა­როდ, არ მახ­სოვს "202"-ზე რა გა­და­ცე­მა მიგ­ყავ­და.

- ეს იყო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მა. მა­შინ "202" ახა­ლი, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ტე­ლე­ვი­ზია იყო. ყვე­ლა უყუ­რებ­და. სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლი­ში" რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი მო­ვი­და, მე ამარ­ჩია რამ­დე­ნი­მე გო­გო­დან, წა­მიყ­ვა­ნა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და და­მამ­ტკი­ცეს წამ­ყვა­ნად.

- "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის ეთე­რი და­ტო­ვა ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვან­მაც და "მე­ცხრე" არხზე გა­და­ვი­და. ორი­ვეს წა­მოს­ვლა უბ­რა­ლოდ დამ­თხვე­ვა იყო?

- არ ვიცი, ვას­კა რა­ტომ წა­ვი­და და რა მოხ­და. ალ­ბათ ვას­კა­საც სხვა რა­ღა­ცის ცდა უნ­დო­და და სცა­და. ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა.

- რამ­დე­ნი წელი იმუ­შა­ვე "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის ეთერ­ში?

- და­ახ­ლო­ე­ბით ორი წელი. ამ­დე­ნი წელი ჩემ­თვის ერთი და იმა­ვეს კე­თე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ერთ ად­გი­ლას ვერ ვის­ვე­ნებ და სულ მინ­და, რა­ღა­ცას ვე­ძებ­დე და ვპო­უ­ლობ­დე.

- რო­გორც ჩანს, და ამ შემ­თხვე­ვა­ში არ გგავს და "რუს­თა­ვი 2"-ზე ლა­ტა­რი­ის წამ­ყვა­ნად რჩე­ბა. ანუ­კა რო­გორ შეხ­ვდა იმ ამ­ბავს, რომ ერთი არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აღარ იქ­ნე­ბით?

- "პირ­ველ არხზე" რომ მი­ვე­დი, სულ ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი დამ­ხვდნენ სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან. ამი­ტომ სულ ვამ­ბობ, ტე­ლე­ვი­ზია ერთი დიდი ოჯა­ხია, უბ­რა­ლოდ, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ვცხოვ­რობთ-მეთ­ქი. ანის რომ მო­ვუ­ყე­ვი ჩემს გეგ­მებ­ზე, მი­თხრა, თუ გსურს გან­ვი­თა­რე­ბა, ისე უნდა მო­იქ­ცე, რო­გორც შენ გინ­და და ამა­ზე ბევ­რი არ უნდა იფიქ­როო. მე და ანი ერ­თმა­ნეთს ვერც ვხვდე­ბო­დით, სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბა­ში ვი­ყა­ვით და შე­სა­ბა­მი­სად, არც იმის გან­ცდა მქონ­და, რომ ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დით. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვის მი­სა­ღე­ბია.

- "პირ­ველ არხთან" და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- რო­გორც მი­თხრეს, მარ­ტო "პირ­ვე­ლი არხი" აკე­თებს სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მას, რომ­ლის წამ­ყვა­ნე­ბი მე და კო­ტი­კო თო­ლო­რა­ია ვიქ­ნე­ბით. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, იმი­ტომ, რომ კარ­გი პრო­ექ­ტი მზად­დე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობ, რა არის იმის მი­ზე­ზი, რომ მარ­ტო "პირ­ვე­ლი არხი" აპი­რებს სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბას?

- ზუს­ტად ვერ გე­ტყვი. სამ­სა­ხურ­ში მი­თხრეს, მარ­ტო "პირ­ველ არხს" გვექ­ნე­ბა სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მაო. ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, ბევ­რი რამ მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი და და­სა­ლა­გე­ბე­ლია. იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა და ადრე თუ გვი­ან გა­კეთ­დე­ბა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სექ­ტემ­ბრი­დან სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბა ჰქონ­დათ გა­და­წყვე­ტი­ლი და ამი­ტო­მაც აკე­თე­ბენ. ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ხომ ორი კვი­რით ადრე არა­ფე­რი იგეგ­მე­ბა.

- რო­გო­რი სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მა იქ­ნე­ბა?

- ძა­ლი­ან ბევრ ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ და და­ვი­წყე­ბულ ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს მო­უს­მენთ, რომ­ლე­ბიც მა­ყუ­რე­ბელს მო­ე­ნატ­რა. ცოტა "გა­ლუ­ბოი აგა­ნი­ო­კის" ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლას მო­ე­წო­ნე­ბა.

- ალ­ბათ ფიფ­ქი­ას ფორ­მა­ში იქ­ნე­ბი გა­მო­წყო­ბი­ლი.

- ფიფ­ქი­ას ფორ­მა­ში ბო­ლოს მა­შინ ვი­ყა­ვი, სა­ბავ­შვო ბაღ­ში რომ მიმ­ყავ­და კონ­ცერ­ტი. მას შემ­დეგ ფიფ­ქი­ას ფორ­მას აღარ მაც­მე­ვენ. ლა­მა­ზი, შამ­პა­ნუ­რის კაბა მეც­მე­ვა.

- მგო­ნი, ეს პირ­ვე­ლი სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მაა, რო­მე­ლიც მიგ­ყავს...

- სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მე­ბი ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ასე­თი სა­ხით არ გა­კე­თე­ბუ­ლა. ცოტა ხნის წინ ვფიქ­რობ­დი, რო­დის გა­კეთ­და ბო­ლოს ისე­თი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი, რო­მელ­მაც კარ­გი გან­წყო­ბა და­მი­ტო­ვა და მთე­ლი ქარ­თუ­ლი ესტრა­და მო­ნა­წი­ლე­ობ­და-მეთ­ქი და ვერ გა­ვიხ­სე­ნე.

- რო­გორც ვიცი, ბოლო წლებ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტიც არ გა­ი­მარ­თე­ბა.

- ქუ­ჩის კონ­ცერ­ტე­ბის მომ­ხრე მე არც არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია, რომ ახა­ლი წელი არის დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მელ­საც სახ­ლში უნდა შეხ­ვდე ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. მეს­მის, რომ ქარ­თუ­ლი ესტრა­დის მომ­ღერ­ლე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი უნდა იყ­ვნენ, მაგ­რამ ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა სხვაგ­ვა­რა­დაც შე­იძ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი კარ­გი მომ­ღე­რა­ლი ჰყავს. მათი და­კა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რა­დაც და მხო­ლოდ წე­ლი­წად­ში ერთხელ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტზე არ უნდა ამ­ღე­რო. სხვა ქვეყ­ნებ­ში ასე­თი ღრე­ო­ბე­ბი არ­სად არაა. ყვე­ლა გა­დის ქუ­ჩა­ში და დიდ ფე­ი­ერ­ვერკს ელო­დე­ბა. მერე შამ­პა­ნუ­რით ერ­თმა­ნეთს ახალ წელს ულო­ცა­ვენ. ქარ­თვე­ლე­ბი მხო­ლოდ სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ხომ არ სვა­მენ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დათ­ვრნენ, ან სა­ერ­თოდ არ და­ლი­ონ. ამი­ტომ ამ კონ­ცერ­ტე­ბის შემ­დეგ კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბიც იქ­მნე­ბო­და.

- სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მის ჩა­წე­რის შემ­დეგ ალ­ბათ უკვე და­გეგ­მი­ლი გაქვს, ახალ წელს რო­გორ შეხ­ვდე­ბი...

- ვე­რა­ფე­რიც ვერ დავ­გეგ­მე და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ეს საქ­მე ჩემს დას მი­ვან­დე. ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე და­მიგ­როვ­და. ჩემ თავ­ზე ვერ ვფიქ­რობ.

- ქარ­თულ­მა პრე­სამ ბევ­რჯერ და­გა­წყვი­ლა და ლა­მის გა­გა­თხო­ვა. სი­ნამ­დვი­ლე­ში რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- ძა­ლი­ან მიკ­ვირს, ასე რომ ხდე­ბა. ჩემი ნო­მე­რი ყვე­ლამ იცის, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არც მი­რე­კა­ვენ და ისე წე­რენ, რომ ვი­ღა­ცა­ზე გავ­თხოვ­დი. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უკვე აღარ ვლა­პა­რა­კობ, ჟურ­ნალ­ში რომ და­ი­ბეჭ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცამ წა­ი­კი­თხოს და კი­დევ რამე მი­ა­წე­ბოს და მერე სხვა­გან და­ბეჭ­დოს. ამი­ტომ მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მაქვს და ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ე.ი. გყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს. დიდ კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ ამ თე­მა­ზე, იმი­ტომ რომ ეს პი­რა­დია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გა­თხო­ვე­ბას, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლეა, არ გავ­თხო­ვილ­ვარ და ნუ ამო­ი­ჩე­მე­ბენ ხან ერთ, ხან მე­ო­რე ბიჭს, რო­მელ­საც ცოლი არ ჰყავს. სხვა­თა შო­რის, მე­ცი­ნე­ბა იმ თე­მა­ზე, რომ ყო­ველ­თვის პერ­სპექ­ტი­ულ და კარგ ბი­ჭებს ეძე­ბენ ჩემ­თვის. ისეთს, გა­რეგ­ნუ­ლა­დაც რომ არ არი­ან ცუ­დე­ბი. ე.ი. მთლად ბო­ლომ­დეც არ მწი­რა­ვენ. მაგ­რამ ვის­ზეც წე­რენ, ჩემი უახ­ლო­ე­სი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და ცოტა უხერ­ხუ­ლად გა­მო­დის ხოლ­მე სა­ბო­ლოო ჯამ­ში.

- ასეთ ჭო­რებს გა­უ­გებ­რო­ბა მოჰ­ყო­ლია?

- არას­დროს. ასე­თი ჭორი ყო­ველ­თვის ღი­მილს იწ­ვევს. იმ ბი­ჭებს ვე­უბ­ნე­ბი, კი­დევ კარ­გი, შენს შეყ­ვა­რე­ბულს ვიც­ნობ-მეთ­ქი. თუ რამე სე­რი­ო­ზუ­ლი მოხ­დე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, არ დავ­მა­ლავ. და­სა­მა­ლი არას­დროს არა­ფე­რი მაქვს. თბი­ლი­სი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და თუ რამე შე­იც­ვლე­ბა ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებს. ჭო­რებ­ზე არას­დროს ვბრაზ­დე­ბი, იმი­ტომ, რომ ჩემ­ზე და ჩემს დაზე ყო­ველ­თვის კე­თილ ხუმ­რო­ბებს ავ­რცე­ლე­ბენ. მად­ლო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ არც ჩემ­ზე და არც ჩემს დაზე ბო­რო­ტუ­ლი ჭო­რე­ბი არ და­წე­რი­ლა.

- თქვი, რომ ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ბევ­რი რამ და­სა­ლა­გე­ბე­ლია. რო­დე­საც "რუს­თა­ვი 2"-იდან სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით წა­მოხ­ვე­დი, თუ გი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ იმ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ და­ი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, რომ­ლის უკა­ნაც პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა დგას?

- ასე არ მი­ფიქ­რია და გე­ტყვით რა­ტომ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. მხო­ლოდ სამი კა­ცის სა­ხე­ლი ვიცი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და სხვა არც მა­ინ­ტე­რე­სებს.

- ვი­ნაა ის სამი კაცი, რო­მელ­თა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი იცი?

- ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მომ­წონს.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რატომ დატოვა "რუსთავი 2" ლიკა ქორქიამ

რატომ დატოვა "რუსთავი 2" ლიკა ქორქიამ

ერთი თვეა, რაც ლიკა ქორქია "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში აღარ ჩანს. ცოტა ხნის წინ ის "პირველ არხზე" გამოჩნდა, გადაცემა "აღმოაჩინე საქართველო" მიჰყავდა. ლიკას "რუსთავი 2"-იდან წამოსვლის შესახებ ვესაუბრე. როგორც აღმოჩნდა, არხი არანაირი სკანდალითა და გაუგებრობით არ დაუტოვებია. უბრალოდ, მას წინსვლა და განვითარება სჭირდებოდა.

- "რუსთავი 2"-ში გატარებული წლები ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი პერიოდია. ესაა გუნდი, რომელიც ძალიან მიყვარს. ყველა ადამიანი ჩემთვის უძვირფასესია. მეგობრული და ოჯახური სიტუაციაა. ყველა ყველას ეხმარება. ყოველთვის მინდოდა, რომ განვვითარებულიყავი. სახლში როდესაც ხარ, შექმნილი გარემოს შეცვლა გიჭირს, მაგრამ ადრე თუ გვიან რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგა. ყველას ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა გინდა, ახალი რამ სცადო. მიუხედავად იმისა, რომ დილის გადაცემამ კომფორტული გარემო შემიქმნა, სხვა რამის გაკეთება მომინდა. ვერ დავინახე, რომ ამის გაკეთება "რუსთავი 2"-ში იყო შესაძლებელი. ცოტა არეული სიტუაციაა ყველა ტელევიზიაში. ყველგან ყველაფერი ლაგდება... თოთხმეტი წლიდან ტელევიზიაში ვმუშაობდი და ძალიან ვიყავი გადაღლილი. მინდოდა, დამესვენა და ამომესუნთქა. რეალურად ჩემი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზიც ეს იყო. ერთ დღეს მივედი და ვთქვი, მინდა, ყველაფრისგან დავისვენო და რაღაც სხვა ვცადო-მეთქი. მე არ ვარ სამსახურზე დამოკიდებული ადამიანი. ეს ჩემთვის უფრო შემოქმედების სფეროა.

- დილით ადრე ადგომის პრობლემა გქონდა?

- იყო პერიოდი, როდესაც ცოცხალი მუსიკა მიმყავდა, მერე ამინდის პროგნოზი, ღია ეთერშიც ვიჯექი. საბოლოოდ რომ ჩამოვთვალეთ, მგონი, სპორტის გარდა ყველაფერი მიმყავდა. დილით ადრე ადგომა ჩემთვის არანაირი პრობლემა არ იყო. ასეთ გრაფიკზე ავეწყვე და ახლაც დილით ადრე ვიღვიძებ. სექტემბრის განმავლობაში ვისვენებდი. ჯერ კონცერტზე ვიყავი პრაღაში, მერე მეგობრებთან ერთად ვენაში წავედი, რომ ჩამოვედი, თოთხმეტი წლის შემდეგ ასე კარგად რომ არ დამისვენია, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ დასვენება კიდევ მჭირდებოდა. სულ ვამბობდი, მინდა, სექტემბრიდან ყველაფერი რადიკალურად შევცვალო-მეთქი. მართლაც ასე მოვიქეცი.

- ნინო არაზაშვილს უთხარი პირველად შენი გადაწყვეტილების შესახებ? ალბათ გული დასწყდა, გადაცემიდან რომ მოდიოდი...

- ნინოსთვის ამის თქმა ყველაზე მეტად გამიჭირდა. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მისგან ყოველთვის სწორ და კარგ რჩევებს ვიღებდი. ის, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია და მიჭირდა მისთვის ამის თქმა. მაგრამ მეგობრობა მეგობრობაა, სამსახური - სამსახური. ვიცი, რომ მას ჩემი წარმატებები ყოველთვის გაუხარდება. ნინოს ჩემი გადაწყვეტილება რომ ვუთხარი, გამიგო. მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუ მე მიზანს დავისახავდი. მთავარი იყო, არ მენერვიულა და ის ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდა. ახლაც მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორც მივხვდი, იმის გაკეთება გინდოდა, რასაც ახლა "პირველ არხზე" აკეთებ?

- "რუსთავი 2"-იდან ერთი თვეც არაა, რაც წამოვედი. დამირეკეს "პირველი არხიდან" და მკითხეს, რას აკეთებო. ვუთხარი, რომ იანვრამდე ვისვენებდი და არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი. მითხრეს, რომ ძალიან საინტერესო პროექტი იყო. ესაა "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" პროექტი "აღმოაჩინე საქართველო", რომლის ფარგლებშიც შეგიძლია, მთელი საქართველო მოიარო, გაიცნო შენი ქვეყანა და სხვებსაც გააცნო. ეს არაა გადაცემა, რომელსაც დაწერ და წაიყვან, ესაა გადაცემა, რომლისგანაც ძალიან ბევრ რამეს ისწავლი. ყველაფერი თუნდაც იმად მიღირს, რომ მთელ საქართველოს მოვივლი. შესაბამისად, დავთანხმდი ამ გადაცემის წაყვანას. ახლა ვარ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", თუმცა ჩემთვის ყველა ის ტელევიზია, "202"-იდან დაწყებული, სადაც 14 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა, "რუსთავი 2"-ით დამთავრებული, ძალიან ძვირფასია.

- სამწუხაროდ, არ მახსოვს "202"-ზე რა გადაცემა მიგყავდა.

- ეს იყო მუსიკალური გადაცემა. მაშინ "202" ახალი, ახალგაზრდებისთვის საინტერესო ტელევიზია იყო. ყველა უყურებდა. სააგენტო "ნატალიში" რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი მოვიდა, მე ამარჩია რამდენიმე გოგოდან, წამიყვანა ტელევიზიაში და დამამტკიცეს წამყვანად.

- "რუსთავი 2"-ის დილის ეთერი დატოვა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმაც და "მეცხრე" არხზე გადავიდა. ორივეს წამოსვლა უბრალოდ დამთხვევა იყო?

- არ ვიცი, ვასკა რატომ წავიდა და რა მოხდა. ალბათ ვასკასაც სხვა რაღაცის ცდა უნდოდა და სცადა. ცვლი­ლებები ყოველთვის საჭიროა.

- რამდენი წელი იმუშავე "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში?

- დაახლოებით ორი წელი. ამდენი წელი ჩემთვის ერთი და იმავეს კეთება ძალიან რთულია. ერთ ადგილას ვერ ვისვენებ და სულ მინდა, რაღაცას ვეძებდე და ვპოულობდე.

- როგორც ჩანს, და ამ შემთხვევაში არ გგავს და "რუსთავი 2"-ზე ლატარიის წამყვანად რჩება. ანუკა როგორ შეხვდა იმ ამბავს, რომ ერთი არხის თანამშრომლები აღარ იქნებით?

- "პირველ არხზე" რომ მივედი, სულ ძველი მეგობრები დამხვდნენ სხვადასხვა ტელევიზიიდან. ამიტომ სულ ვამბობ, ტელევიზია ერთი დიდი ოჯახია, უბრალოდ, სხვადასხვა ადგილას ვცხოვრობთ-მეთქი. ანის რომ მოვუყევი ჩემს გეგმებზე, მითხრა, თუ გსურს განვითარება, ისე უნდა მოიქცე, როგორც შენ გინდა და ამაზე ბევრი არ უნდა იფიქროო. მე და ანი ერთმანეთს ვერც ვხვდებოდით, სხვადასხვა შენობაში ვიყავით და შესაბამისად, არც იმის განცდა მქონდა, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობდით. ჩემი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისთვის ყოველთვის მისაღებია.

- "პირველ არხთან" დაკავშირებით კიდევ რა გეგმები გაქვს?

- როგორც მითხრეს, მარტო "პირველი არხი" აკეთებს საახალწლო გადაცემას, რომლის წამყვანები მე და კოტიკო თოლორაია ვიქნებით. ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ კარგი პროექტი მზადდება.

- როგორ ფიქრობ, რა არის იმის მიზეზი, რომ მარტო "პირველი არხი" აპირებს საახალწლო გადაცემის გაკეთებას?

- ზუსტად ვერ გეტყვი. სამსახურში მითხრეს, მარტო "პირველ არხს" გვექნება საახალწლო გადაცემაო. ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ მოსაწესრიგებელი და დასალაგებელია. იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება და ადრე თუ გვიან გაკეთდება. არიან ადამიანები, რომელთაც სექტემბრიდან საახალწლო გადაცემის გაკეთება ჰქონდათ გადაწყვეტილი და ამიტომაც აკეთებენ. ტელევიზიებში ხომ ორი კვირით ადრე არაფერი იგეგმება.

- როგორი საახალწლო გადაცემა იქნება?

- ძალიან ბევრ ახლად აღმოჩენილ და დავიწყებულ ქართველ მომღერლებს მოუსმენთ, რომლებიც მაყურებელს მოენატრა. ცოტა "გალუბოი აგანიოკის" ვარიანტი იქნება და დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონება.

- ალბათ ფიფქიას ფორმაში იქნები გამოწყობილი.

- ფიფქიას ფორმაში ბოლოს მაშინ ვიყავი, საბავშვო ბაღში რომ მიმყავდა კონცერტი. მას შემდეგ ფიფქიას ფორმას აღარ მაცმევენ. ლამაზი, შამპანურის კაბა მეცმევა.

- მგონი, ეს პირველი საახალწლო გადაცემაა, რომელიც მიგყავს...

- საახალწლო გადაცემები ბოლო რამდენიმე წელია, ასეთი სახით არ გაკეთებულა. ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, როდის გაკეთდა ბოლოს ისეთი საახალწლო კონცერტი, რომელმაც კარგი განწყობა დამიტოვა და მთელი ქართული ესტრადა მონაწილეობდა-მეთქი და ვერ გავიხსენე.

- როგორც ვიცი, ბოლო წლებში დამკვიდრებული საახალწლო კონცერტიც არ გაიმართება.

- ქუჩის კონცერტების მომხრე მე არც არასდროს ვყოფილვარ. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც სახლში უნდა შეხვდე ოჯახის წევრებთან ერთად. მესმის, რომ ქართული ესტრადის მომღერლები დაკავებული უნდა იყვნენ, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება სხვაგვარადაც შეიძლება. საქართველოს ბევრი კარგი მომღერალი ჰყავს. მათი დაკავება შეიძლება სხვაგვარადაც და მხოლოდ წელიწადში ერთხელ საახალწლო კონცერტზე არ უნდა ამღერო. სხვა ქვეყნებში ასეთი ღრეობები არსად არაა. ყველა გადის ქუჩაში და დიდ ფეიერვერკს ელოდება. მერე შამპანურით ერთმანეთს ახალ წელს ულოცავენ. ქართველები მხოლოდ სიამოვნებისთვის ხომ არ სვამენ. აუცილებლად უნდა დათვრნენ, ან საერთოდ არ დალიონ. ამიტომ ამ კონცერტების შემდეგ კონფლიქტური სიტუაციებიც იქმნებოდა.

- საახალწლო გადაცემის ჩაწერის შემდეგ ალბათ უკვე დაგეგმილი გაქვს, ახალ წელს როგორ შეხვდები...

- ვერაფერიც ვერ დავგეგმე და თავიდან ბოლომდე ეს საქმე ჩემს დას მივანდე. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა. ჩემ თავზე ვერ ვფიქრობ.

- ქართულმა პრესამ ბევრჯერ დაგაწყვილა და ლამის გაგათხოვა. სინამდვილეში რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- ძალიან მიკვირს, ასე რომ ხდება. ჩემი ნომერი ყველამ იცის, ხშირ შემთხვევაში არც მირეკავენ და ისე წერენ, რომ ვიღაცაზე გავთხოვდი. პირად ცხოვრებაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, ჟურნალში რომ დაიბეჭდება, შეიძლება, ვიღაცამ წაიკითხოს და კიდევ რამე მიაწებოს და მერე სხვაგან დაბეჭდოს. ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს და ბედნიერი ვარ.

- ე.ი. გყავს შეყვარებული?

- შეყვარებული არ მყავს. დიდ კომენტარს არ გავაკეთებ ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს პირადია. რაც შეეხება ჩემს გათხოვებას, ეს აბსოლუტური სისულელეა, არ გავთხოვილვარ და ნუ ამოიჩემებენ ხან ერთ, ხან მეორე ბიჭს, რომელსაც ცოლი არ ჰყავს. სხვათა შორის, მეცინება იმ თემაზე, რომ ყოველთვის პერსპექტიულ და კარგ ბიჭებს ეძებენ ჩემთვის. ისეთს, გარეგნულადაც რომ არ არიან ცუდები. ე.ი. მთლად ბოლომდეც არ მწირავენ. მაგრამ ვისზეც წერენ, ჩემი უახლოესი ბავშვობის მეგობრები არიან და ცოტა უხერხულად გამოდის ხოლმე საბოლოო ჯამში.

- ასეთ ჭორებს გაუგებრობა მოჰყოლია?

- არასდროს. ასეთი ჭორი ყოველთვის ღიმილს იწვევს. იმ ბიჭებს ვეუბნები, კიდევ კარგი, შენს შეყვარებულს ვიცნობ-მეთქი. თუ რამე სერიოზული მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ისედაც ყველაფერი ცნობილი გახდება, არ დავმალავ. დასამალი არასდროს არაფერი მაქვს. თბილისი პატარა ქალაქია და თუ რამე შეიცვლება ჩემს პირად ცხოვრებაში, ყველა ყველაფერს გაიგებს. ჭორებზე არასდროს ვბრაზდები, იმიტომ, რომ ჩემზე და ჩემს დაზე ყოველთვის კეთილ ხუმრობებს ავრცელებენ. მადლობა ჟურნალისტებს, რომ არც ჩემზე და არც ჩემს დაზე ბოროტული ჭორები არ დაწერილა.

- თქვი, რომ ქართულ ტელევიზიებში ბევრი რამ დასალაგებელია. როდესაც "რუსთავი 2"-იდან საკუთარი სურვილით წამოხვედი, თუ გიფიქრია იმაზე, რომ იმ ტელევიზიაში არ დაიწყებდი მუშაობას, რომლის უკანაც პოლიტიკური ძალა დგას?

- ასე არ მიფიქრია და გეტყვით რატომ. აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. მხოლოდ სამი კაცის სახელი ვიცი ქართულ პოლიტიკაში და სხვა არც მაინტერესებს.

- ვინაა ის სამი კაცი, რომელთა თანამდებობები იცი?

- ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, იმიტომ, რომ ძალიან მომწონს.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები