სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ არჩევს კადრებს "ვოგის" მთავარი რედაქტორი
როგორ არჩევს კადრებს "ვოგის" მთავარი რედაქტორი

ანა ვინ­ტუ­რი ამე­რი­კუ­ლი Vogue-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია. მისი აზრი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის კო­ლექ­ცი­ის მო­მა­ვალ წარ­მა­ტე­ბას გან­სა­ზღვრავს. ამ ქალ­ბა­ტონ­თან მუ­შა­ო­ბა ყვე­ლას სურს. მო­დის ინ­დუსტრი­ას­თან ზი­ა­რე­ბის მსურ­ველ­თა რი­გე­ბი Vogue-ის ფო­ი­ე­ში არ წყდე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, სწო­რედ ანას­თან გა­სა­უბ­რე­ბაა, რაც დიდ სტრესს და ფი­ნან­სურ და­ნა­ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე კან­დი­დატ­მა ვინ­ტურ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­სა­უბ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­ამ­ხი­ლა. Vogue-ს პო­ტენ­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა წელს სტუმ­რობ­დნენ.

1. გო­გო­ნა, რო­მელ­მაც ვინ­ტურ­თან შეხ­ვედ­რის­თვის მზა­დე­ბა­ში 5000 აშშ დო­ლა­რი და­ხარ­ჯა

"ზა­რი­დან, რო­მელ­მაც ანა ვინ­ტურ­თან და­ნიშ­ნუ­ლი გა­სა­უბ­რე­ბის შე­სა­ხებ მაც­ნო­ბა, მო­სამ­ზა­დებ­ლად მხო­ლოდ ერთი სა­ღა­მო მქონ­და.ერ­თა­დერ­თი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი სა­მო­სი ჩემს გარ­დე­რობ­ში J.Crew-ი იყო. სა­მუ­შაო დღის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სას­წრა­ფოდ Barneys-ში გა­ვე­მარ­თე. ეს ერ­თა­დერ­თი მა­ღა­ზია იყო, რო­მე­ლიც 8 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და.

შე­ვი­ძი­ნე Proenza Shouler-ს კაბა და Prada-ს ფეხ­საც­მე­ლი. ასე­ვე Celine-ის ქა­მა­რი. სა­მი­ვე მათ­გა­ნი 2000 დო­ლა­რი და­მიჯ­და. ჩემი ბოლო შე­ნა­ძე­ნი Marc Jacobs-ის ჩან­თა იყო, რო­მელ­შიც 3000 დო­ლა­რი გა­და­ვი­ხა­დე. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ამად ნამ­დვი­ლად ღირ­და..."

შე­დე­გი: გო­გო­ნამ სამ­სა­ხუ­რი და­ი­წყო.

2. გო­გო­ნა, რო­მელ­საც სთხო­ვეს, რომ სამ­სა­ხურ­ში არ ეტი­რა

"გა­დავ­წყვი­ტე არ გა­მეფ­ლან­გა მთე­ლი ქო­ნე­ბა მო­დურ ტან­საც­მელ­ზე. შეხ­ვედ­რა­ზე გარგრის­ფე­რი კა­ბით წა­ვე­დი, რო­მელ­საც ოქ­როს ქინ­ძის­თა­ვე­ბი ჰქონ­და. მე­გო­ბარს Prada-ს ჩან­თა ვე­თხო­ვე. მე­ო­რე მე­გო­ბარს David Yurman-ის საკ­მა­უ­ლე­ბი გა­მო­ვარ­თვი.

ინ­ტერ­ვი­უმ­დე მკი­თხეს, მაქვს თუ არა სამ­სა­ხურ­ში ტი­რი­ლის ჩვე­ვა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ანა ვინ­ტუ­რი ვერ იტანს, რო­დე­საც ქა­ლე­ბის სა­პირ­ფა­რე­შო­დან ქვი­თი­ნის ხმა გა­მო­დის. ჩემ­თან სა­უბ­რი­სას ანა ვინ­ტურ­მა ყუ­რა­დღე­ბა ჩემს მი­სა­მარ­თზე გა­ა­მახ­ვი­ლა : "ესე­ი­გი ბრუკ­ლინ­ში ცხოვ­რობთ?" - რო­გორც ჩანს, არ მო­ე­წო­ნა. გარ­და ამი­სა, მკი­თხა, რას საქ­მი­ა­ნო­ბენ ჩემი მშობ­ლე­ბი. როცა გა­ი­გო, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან, არც ამით აღ­ფრთო­ვან­და დი­დად. "

ვერ­დიქ­ტი: კან­დი­და­ტუ­რა უარ­ყო­ფი­ლია.

3. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გა­სა­უბ­რე­ბა­ზე სამ­ჯერ მი­ვი­და

"ჩემი პირ­ვე­ლი გა­სა­უბ­რე­ბა ანა ვინ­ტურ­თან 1989 წელს შედ­გა. მა­შინ ინ­ტერ­ვი­უს­თვის ავირ­ჩიე Betsey Johnson-ის ქურ­თუ­კი და Donna Karan-ის შავი კოლ­გო­ტე­ბი. ფეხ­ზე ჩლი­ქე­ბი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი მეც­ვა. ალ­ბათ, რომ და­ი­ნა­ხა შეშ­ფოთ­და კი­დეც.

რო­დე­საც გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მე­ო­რედ მოვ­ხვდი. უფრო ჭკვი­ა­ნად ვიქ­ცე­ო­დი. Calvin Klein-ის უბ­რა­ლო შავი კაბა ჩა­ვიც­ვი. მე­სა­მე გა­სა­უბ­რე­ბის­თვის კი Bergdorf-ში წა­ვე­დი, რომ სა­მო­სის სრუ­ლი კომ­პლექ­ტი შე­მე­ძი­ნა."

ვერ­დიქ­ტი: წი­ნა­და­დე­ბა სამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ერ­თდრო­უ­ლად მი­ი­ღო.

4. გო­გო­ნა Dr. Martens

"იმ დღეს აზ­რა­დაც არ მომ­სვლია, რომ ანა ვინ­ტურს შევ­ხვდე­ბო­დი. რომ მცოდ­ნო­და, ალ­ბათ, მა­ინც არ შევ­ცვლი­დი ჩემს არ­ჩე­ვანს. ეს ჩემ­თვის უბ­რა­ლოდ სამ­სა­ხუ­რი იყო - რე­დაქ­ტო­რის თა­ნა­შემ­წის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ამი­ტომ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე ჩემი საყ­ვა­რე­ლი კომ­პლექ­ტი მეც­ვა: მუქი ნაც­რის­ფე­რი ქვე­და­ბო­ლო Anna Sui-ს დი­ზა­ი­ნით, შავი ჯემ­პე­რი, შავი კოლ­გო­ტი და Dr. Martens-ის ფეხ­საც­მე­ლი. მა­შინ 90-იანი წლე­ბი იყო. "ბა­თინ­კე­ბი" მო­დუ­რად ით­ვლე­ბო­და. "

ვერ­დიქ­ტი: სამ­სა­ხუ­რი და­ი­წყო.

5. იღ­ბლი­ა­ნი მა­მა­კა­ცი

"ანა ვინ­ტურს ორ­შა­ბათს ვხვდე­ბო­დი. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ხუთ­შა­ბათს, ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე მი­ვი­ღე. რე­დაქ­ცი­ა­ში დავ­რე­კე. რო­გორც კი დავ­კი­დე ყურ­მი­ლი, მა­შინ­ვე და­ვი­წყე მომ­ზა­დე­ბა. და­ვი­წყე ჟურ­ნა­ლე­ბის და გა­ზე­თე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა, ჩა­ვე­წე­რე სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­შიც. შეხ­ვედ­რა­ზე უბ­რა­ლოდ Tom Brown-ის ღია ნაც­რის­ფე­რი კოს­ტუ­მი ჩა­ვიც­ვი. ფეხ­ზე შავი ტყა­ვის ფეხ­საც­მე­ლი მეც­ვა.

სა­ნამ გა­და­ვი­დო­დით უშუ­ა­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბის გან­ხილ­ვა­ზე, მე და ანამ დღის ამ­ბე­ბი მი­მო­ვი­ხი­ლეთ, ვი­სა­უბ­რეთ ჩოგ­ბურთზე. ვა­ღი­ა­რებ, რომ ნამ­დვი­ლად მე­ში­ნო­და. ის ხომ სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნა­ლია!"

ვერ­დიქ­ტი: სამ­სა­ხუ­რი და­ი­წყო.

6. გო­გო­ნა, რო­მელ­მაც 1000 დო­ლა­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი შე­ი­ძი­ნა

"შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ტე­ლე­ფო­ნით, ორ­შა­ბათ სა­ღა­მოს და­მი­რე­კეს. მკი­თხეს, მე­ო­რე დღეს ხუთ სა­ათ­ზე თუ შევ­ძლებ­დი მის­ვლას. რა თქმა უნდა, დავ­თანხდი. ყურ­მი­ლი დავ­კი­დე და გი­ჟი­ვით გა­ვე­მარ­თე გარ­დე­რო­ბის­კენ.

შემ­დეგ მე­გო­ბარ სტი­ლისტს და­ვუ­რე­კე, რო­მელ­მაც და­მა­წყნა­რა : "ნუ გა­ნიც­დი. ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ყო­ველ­დღი­უ­რად ატა­რებს ასეთ გა­სა­უბ­რე­ბებს. ნუ ფიქ­რობ, რომ ერ­თა­დერ­თი ხარ. რაც არ უნდა ჩა­იც­ვა, ეს მის თვალ­ში უკვე გა­სუ­ლი სე­ზო­ნი იქ­ნე­ბა", - მი­თხრა მე­გო­ბარ­მა.

დრო მქონ­და, რომ Soho-ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ფეხ­საც­მე­ლი შე­მე­ძი­ნა. Proenza Shouler-ის ფეხ­საც­მე­ლი ვი­ყი­დე, რო­მელ­შიც 1000 დო­ლა­რი გა­და­ვი­ხა­დე. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე 3.1 Philip Lim-ის აბ­რე­შუ­მის შარ­ვა­ლი მეც­ვა. კოფ­თა მე­გო­ბარს ვთხო­ვე. ხელ­ში Celine-ის ჩან­თა მე­კა­ვა. ზამ­თა­რი იყო და ამი­ტომ Apart-ის მან­ტო ჩა­ვიც­ვი. და­ნარ­ჩე­ნი ად­ვი­ლი იყო: არა­ვი­თა­რი მა­კი­ა­ჟი, გას­წო­რე­ბუ­ლი თმა, ჯვრის­წე­რის ბე­ჭე­დი და არა­ნა­ი­რი სუ­ნა­მო!"

ვერ­დიქ­ტი : სამ­სა­ხურ­ში აიყ­ვა­ნეს.

7. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გა­სა­უბ­რე­ბი­დან პირ­და­პირ მივ­ლი­ნე­ბა­ში გა­უშ­ვეს

"ეს იყო ჩემი მე­ა­თე და ბოლო გა­სა­უბ­რე­ბა Vogue-ში. შეხ­ვედ­რამ­დე მე­გო­ბარს Helmut Lang-ის ოქ­როს­ფე­რი კაბა ვთხო­ვე, რო­მე­ლიც შავ კოლ­გო­ტებ­თან ერ­თად ჩა­ვიც­ვი. ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ ხუთ წუთს გაგ­რძელ­და. ინ­ტერ­ვი­უს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მიშ­ვეს და­ვა­ლე­ბა­ზე პო­ლო­ნეთ­ში".

ვერ­დიქ­ტი : სა­სა­ხურ­ში აიყ­ვა­ნეს.

9. გო­გო­ნა, რო­მელ­საც არ ჰქონ­და ფული.

"კად­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და­მი­რე­კეს და შეხ­ვედ­რა და­მით­ქვეს. მო­სამ­ზა­დებ­ლად მხო­ლოდ ერთი დღე მქონ­და. გა­სა­უბ­რე­ბა სხვებ­თან გა­ვი­ა­რე. მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კეს და ახლა უკვე ანა ვინ­ტურ­თან და­მით­ქვეს შეხ­ვედ­რა. არ ვი­ყა­ვი მო­და­ში ჩა­ხე­დუ­ლი. გარ­და ამი­სა, კო­ლე­ჯი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და და Vogue-ის შე­სა­ბა­მი­სი ტან­საც­მლის მო­დუ­რი კომ­პლექ­ტის შე­სა­ძე­ნად ფული არ მყოფ­ნი­და. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ნივ­თე­ბი მე­ქი­რა­ვა."

ვერ­დიქ­ტი : მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო.

10. გო­გო­ნა, რო­მელ­მაც ანა ვინ­ტურს და­ლო­დე­ბა სთხო­ვა

"ანა ვინ­ტურ­თან გა­სა­უბ­რე­ბა კო­ლე­ჯში სწავ­ლის ჩემს ბოლო კვი­რას და­ემ­თხვა. მე­გო­ნა, რომ ეს ხუმ­რო­ბა იყო, ამი­ტომ ვუ­თხა­რი, ხომ ვერ მო­იც­დიდ­ნენ, სა­ნამ სწავ­ლას და­ვამ­თავ­რებ­დი. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­სა­უბ­რე­ბის­თვის მზა­დე­ბა და­ვი­წყე. შეხ­ვედ­რა­ზე Balenciaga-ის კა­ბით მი­ვე­დი. (ეს კაბა ბოლო კო­ლექ­ცი­ი­დან იყო და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაგ­რო­ვე­ბი თან­ხა სწო­რედ მას შე­ვა­ლიე). ფეხ­ზე Prada-ს ფეხ­საც­მე­ლი მეც­ვა. "

ვერ­დიქ­ტი: სამ­სა­ხურ­ში აიყ­ვა­ნეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

როგორ არჩევს კადრებს "ვოგის" მთავარი რედაქტორი

როგორ არჩევს კადრებს "ვოგის" მთავარი რედაქტორი

ანა ვინტური ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორია. მისი აზრი დიზაინერების კოლექციის მომავალ წარმატებას განსაზღვრავს. ამ ქალბატონთან მუშაობა ყველას სურს. მოდის ინდუსტრიასთან ზიარების მსურველთა რიგები Vogue-ის ფოიეში არ წყდება, თუმცა ყველაზე რთული, სწორედ ანასთან გასაუბრებაა, რაც დიდ სტრესს და ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება.

რამდენიმე კანდიდატმა ვინტურთან ჩატარებული გასაუბრების დეტალები გაამხილა. Vogue-ს პოტენციური თანამშრომლები სხვადასხვა წელს სტუმრობდნენ.

1. გოგონა, რომელმაც ვინტურთან შეხვედრისთვის მზადებაში 5000 აშშ დოლარი დახარჯა

"ზარიდან, რომელმაც ანა ვინტურთან დანიშნული გასაუბრების შესახებ მაცნობა, მოსამზადებლად მხოლოდ ერთი საღამო მქონდა.ერთადერთი დიზაინერული სამოსი ჩემს გარდერობში J.Crew-ი იყო. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სასწრაფოდ Barneys-ში გავემართე. ეს ერთადერთი მაღაზია იყო, რომელიც 8 საათამდე მუშაობდა.

შევიძინე Proenza Shouler-ს კაბა და Prada-ს ფეხსაცმელი. ასევე Celine-ის ქამარი. სამივე მათგანი 2000 დოლარი დამიჯდა. ჩემი ბოლო შენაძენი Marc Jacobs-ის ჩანთა იყო, რომელშიც 3000 დოლარი გადავიხადე. თუმცა ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირდა..."

შედეგი: გოგონამ სამსახური დაიწყო.

2. გოგონა, რომელსაც სთხოვეს, რომ სამსახურში არ ეტირა

"გადავწყვიტე არ გამეფლანგა მთელი ქონება მოდურ ტანსაცმელზე. შეხვედრაზე გარგრისფერი კაბით წავედი, რომელსაც ოქროს ქინძისთავები ჰქონდა. მეგობარს Prada-ს ჩანთა ვეთხოვე. მეორე მეგობარს David Yurman-ის საკმაულები გამოვართვი.

ინტერვიუმდე მკითხეს, მაქვს თუ არა სამსახურში ტირილის ჩვევა. აღმოჩნდა, რომ ანა ვინტური ვერ იტანს, როდესაც ქალების საპირფარეშოდან ქვითინის ხმა გამოდის. ჩემთან საუბრისას ანა ვინტურმა ყურადღება ჩემს მისამართზე გაამახვილა : "ესეიგი ბრუკლინში ცხოვრობთ?" - როგორც ჩანს, არ მოეწონა. გარდა ამისა, მკითხა, რას საქმიანობენ ჩემი მშობლები. როცა გაიგო, რომ მასწავლებლები არიან, არც ამით აღფრთოვანდა დიდად. "

ვერდიქტი: კანდიდატურა უარყოფილია.

3. გოგონა, რომელიც გასაუბრებაზე სამჯერ მივიდა

"ჩემი პირველი გასაუბრება ანა ვინტურთან 1989 წელს შედგა. მაშინ ინტერვიუსთვის ავირჩიე Betsey Johnson-ის ქურთუკი და Donna Karan-ის შავი კოლგოტები. ფეხზე ჩლიქებიანი ფეხსაცმელი მეცვა. ალბათ, რომ დაინახა შეშფოთდა კიდეც.

როდესაც გასაუბრებაზე მეორედ მოვხვდი. უფრო ჭკვიანად ვიქცეოდი. Calvin Klein-ის უბრალო შავი კაბა ჩავიცვი. მესამე გასაუბრებისთვის კი Bergdorf-ში წავედი, რომ სამოსის სრული კომპლექტი შემეძინა."

ვერდიქტი: წინადადება სამ თანამდებობაზე ერთდროულად მიიღო.

4. გოგონა Dr. Martens

"იმ დღეს აზრადაც არ მომსვლია, რომ ანა ვინტურს შევხვდებოდი. რომ მცოდნოდა, ალბათ, მაინც არ შევცვლიდი ჩემს არჩევანს. ეს ჩემთვის უბრალოდ სამსახური იყო - რედაქტორის თანაშემწის თანამდებობა. ამიტომ გასაუბრებაზე ჩემი საყვარელი კომპლექტი მეცვა: მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო Anna Sui-ს დიზაინით, შავი ჯემპერი, შავი კოლგოტი და Dr. Martens-ის ფეხსაცმელი. მაშინ 90-იანი წლები იყო. ”ბათინკები” მოდურად ითვლებოდა. "

ვერდიქტი: სამსახური დაიწყო.

5. იღბლიანი მამაკაცი

"ანა ვინტურს ორშაბათს ვხვდებოდი. ინფორმაცია ამის შესახებ ხუთშაბათს, ელექტრონულ ფოსტაზე მივიღე. რედაქციაში დავრეკე. როგორც კი დავკიდე ყურმილი, მაშინვე დავიწყე მომზადება. დავიწყე ჟურნალების და გაზეთების თვალიერება, ჩავეწერე სილამაზის სალონშიც. შეხვედრაზე უბრალოდ Tom Brown-ის ღია ნაცრისფერი კოსტუმი ჩავიცვი. ფეხზე შავი ტყავის ფეხსაცმელი მეცვა.

სანამ გადავიდოდით უშუალოდ თანამდებობის განხილვაზე, მე და ანამ დღის ამბები მიმოვიხილეთ, ვისაუბრეთ ჩოგბურთზე. ვაღიარებ, რომ ნამდვილად მეშინოდა. ის ხომ სუპერპროფესიონალია!"

ვერდიქტი: სამსახური დაიწყო.

6. გოგონა, რომელმაც 1000 დოლარიანი ფეხსაცმელი შეიძინა

"შეხვედრის შესახებ ტელეფონით, ორშაბათ საღამოს დამირეკეს. მკითხეს, მეორე დღეს ხუთ საათზე თუ შევძლებდი მისვლას. რა თქმა უნდა, დავთანხდი. ყურმილი დავკიდე და გიჟივით გავემართე გარდერობისკენ.

შემდეგ მეგობარ სტილისტს დავურეკე, რომელმაც დამაწყნარა : "ნუ განიცდი. ის პროფესიონალია და ყოველდღიურად ატარებს ასეთ გასაუბრებებს. ნუ ფიქრობ, რომ ერთადერთი ხარ. რაც არ უნდა ჩაიცვა, ეს მის თვალში უკვე გასული სეზონი იქნება", - მითხრა მეგობარმა.

დრო მქონდა, რომ Soho-ში წავსულიყავი და ფეხსაცმელი შემეძინა. Proenza Shouler-ის ფეხსაცმელი ვიყიდე, რომელშიც 1000 დოლარი გადავიხადე. გასაუბრებაზე 3.1 Philip Lim-ის აბრეშუმის შარვალი მეცვა. კოფთა მეგობარს ვთხოვე. ხელში Celine-ის ჩანთა მეკავა. ზამთარი იყო და ამიტომ Apart-ის მანტო ჩავიცვი. დანარჩენი ადვილი იყო: არავითარი მაკიაჟი, გასწორებული თმა, ჯვრისწერის ბეჭედი და არანაირი სუნამო!"

ვერდიქტი : სამსახურში აიყვანეს.

7. გოგონა, რომელიც გასაუბრებიდან პირდაპირ მივლინებაში გაუშვეს

"ეს იყო ჩემი მეათე და ბოლო გასაუბრება Vogue-ში. შეხვედრამდე მეგობარს Helmut Lang-ის ოქროსფერი კაბა ვთხოვე, რომელიც შავ კოლგოტებთან ერთად ჩავიცვი. ჩვენი ინტერვიუ ხუთ წუთს გაგრძელდა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ გამიშვეს დავალებაზე პოლონეთში".

ვერდიქტი : სასახურში აიყვანეს.

9. გოგონა, რომელსაც არ ჰქონდა ფული.

"კადრების სპეციალისტებმა დამირეკეს და შეხვედრა დამითქვეს. მოსამზადებლად მხოლოდ ერთი დღე მქონდა. გასაუბრება სხვებთან გავიარე. მეორე დღეს დამირეკეს და ახლა უკვე ანა ვინტურთან დამითქვეს შეხვედრა. არ ვიყავი მოდაში ჩახედული. გარდა ამისა, კოლეჯი ახალი დამთავრებული მქონდა და Vogue-ის შესაბამისი ტანსაცმლის მოდური კომპლექტის შესაძენად ფული არ მყოფნიდა. ამიტომ გადავწყვიტე ნივთები მექირავა."

ვერდიქტი : მუშაობა დაიწყო.

10. გოგონა, რომელმაც ანა ვინტურს დალოდება სთხოვა

"ანა ვინტურთან გასაუბრება კოლეჯში სწავლის ჩემს ბოლო კვირას დაემთხვა. მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო, ამიტომ ვუთხარი, ხომ ვერ მოიცდიდნენ, სანამ სწავლას დავამთავრებდი. სწავლის დასრულების შემდეგ, გასაუბრებისთვის მზადება დავიწყე. შეხვედრაზე Balenciaga-ის კაბით მივედი. (ეს კაბა ბოლო კოლექციიდან იყო და წლების განმავლობაში ნაგროვები თანხა სწორედ მას შევალიე). ფეხზე Prada-ს ფეხსაცმელი მეცვა. "

ვერდიქტი: სამსახურში აიყვანეს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები