პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა ალასანიასა და ლიკა ევგენიძის ოჯახური იდილია
ნიკა ალასანიასა და ლიკა ევგენიძის ოჯახური იდილია

"შუა დღის" მომ­ხიბ­ვლე­ლი წამ­ყვა­ნი, პრე­ზი­დენ­ტის რძა­ლი ლიკა ევ­გე­ნი­ძე კა­რი­ე­რა­სა და დე­დო­ბას ერ­თმა­ნეთს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უთავ­სებს. მისი და ნიკა ალა­სა­ნი­ას ახალ­გაზ­რდა ოჯახს მცი­რე­წლო­ვა­ნი ანა-სო­ფია დიდ ხა­ლისს მა­ტებს. რო­გორც თა­ვად ლი­კამ აღ­ნიშ­ნა, - პა­ტა­რა მშობ­ლებს ჰგავს და ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნია. ლი­კას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რას დიდი ხნის წინ ვგეგ­მავ­დი, მაგ­რამ იგი ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც მისი მე­უღ­ლის, ნიკა ალა­სა­ნი­ას მშობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. სექ­ტემ­ბერ­ში გა­და­ცე­მის ახა­ლი სე­ზო­ნი და­ი­წყო და სა­ტე­ლე­ვი­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ლი­კაც აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბა.

- რო­გორც ვიცი, ამე­რი­კა­ში იყა­ვი. რო­გორ და­ის­ვე­ნე?

- "მწვა­ნე ბა­რა­თი" მაქვს და პე­რი­ო­დუ­ლად, ამე­რი­კა­ში უნდა ჩა­ვი­დე. ნი­კას მშობ­ლე­ბი იქ ცხოვ­რო­ბენ და სამ­სა­ხუ­რის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ. ბავ­შვიც დიდი ხა­ნია, ნა­ნა­ხი არ ჰყავ­დათ და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე, ამ ზა­ფხულს ნიუ-იორკში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ამე­რი­კი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ცოტა ხნით ბა­თუმს ვეწ­ვიე. მოკ­ლედ, ეს ზა­ფხუ­ლი მარ­თლაც, ფან­ტას­ტი­კუ­რად გა­ვა­ტა­რე.

- ამე­რი­კა­ში აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა გა­მო­გი­ვი­და?

- კი, საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად და­ვის­ვე­ნე. ამე­რი­კა­ში თავს უცხოდ ვერ იგ­რძნობ, თან იქ ყვე­ლა სხვა­დას­ხვა აქ­ცენ­ტით ლა­პა­რა­კობს. ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, - ნიუ-იორკში მყოფს სად­მე თუ არ გეჩ­ქა­რე­ბა, ე.ი. ტუ­რის­ტი ხარო, მაგ­რამ ამ ქა­ლაქ­მა მეც თა­ვის ჭკუ­ა­ზე გა­და­მიყ­ვა­ნა, სულ სა­დღაც მეჩ­ქა­რე­ბო­და. ძა­ლი­ან ბევ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა, არის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ფე­ნე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი და მეც ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა­ფე­რი მე­ნა­ხა. ჰოდა, რა გა­საკ­ვი­რია, რომ ძა­ლი­ან ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი ჩა­მო­ვე­დი. მარ­თა­ლია, ნიუ-იორკში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვნა­ხე, მაგ­რამ ბევ­რიც დამ­რჩა სა­ნა­ხა­ვი. იმე­დია, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას მო­მა­ვალ წელს და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ.

- დე­დის ამ­პლუ­ა­ში თავს რო­გორ გრძნობ?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად! დე­დო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რა­მაა და მერ­წმუ­ნეთ, რაც დრო გა­დის, მით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა. ანა-სო­ფია უკვე წლი­სა და 4 თვი­საა ანუ ახლა იწყებს ლა­პა­რაკს, სი­ტყვე­ბის თქმას ცდი­ლობს; ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ცხა­დია, უსუ­სუ­რი იყო, ვერ მა­გე­ბი­ნებ­და, რა სურ­და, ახლა კი კონ­ტაქ­ტში შე­მო­დის, სა­სა­ცი­ლო რა­ღა­ცებს აკე­თებს, ბევ­რი რამ აო­ცებს, უჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი, ემო­ცი­ებს გა­მო­ხა­ტავს - ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა.

- ბავ­შვის აღ­ზრდა­ში ნიკა თუ გეხ­მა­რე­ბა?

- რა თქმა უნდა! მი­მაჩ­ნია, რომ შვი­ლის აღ­ზრდა­ში დე­დაც და მა­მაც აქ­ტი­უ­რად უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, პა­ტა­რას ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კა რომ ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს. როცა ანა-სო­ფია პა­ტა­რა იყო, ნიკა მის მოვ­ლა­შიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და - ღა­მით დგე­ბო­და, ბავ­შვს უც­ვლი­და. სხვა­თა შო­რის, ამ მხრივ ახ­ლაც აქ­ტი­უ­რობს, ეს პრო­ცე­სი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ბავ­შვი დი­ლით 7-8 სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებს, მე კი ათის ნა­ხე­ვარ­ზე ვდგე­ბი. სა­ნამ ძიძა მოვა, ნიკა ახალ­გაღ­ვი­ძე­ბულ ბავ­შვს გად­მო­იწ­ვენს, ეთა­მა­შე­ბა, თან ცდი­ლო­ბენ, არ გა­მაღ­ვი­ძონ. მოკ­ლედ, ერთი რა­ღა­ცას მღე­რის, მე­ო­რე სი­ცი­ლით იფხრი­წე­ბა, პა­ტა­რა ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო რა­ღა­ცებს აკე­თებს და ბო­ლოს, ისევ მე­უღ­ლის სი­ცი­ლი მაღ­ვი­ძებს... ხან­და­ხან ანა-სო­ფია მოვა და თმა­ზე მომ­ქა­ჩავს, ამა­ზე კი ნიკა კარ­გად ერ­თო­ბა... მოკ­ლედ, ყო­ვე­ლი დილა მხი­ა­რუ­ლად იწყე­ბა.

- ანა-სო­ფია მტი­რა­ლა ხომ არ არის?

- სხვა­თა შო­რის, ყო­ველ­თვის უპ­რობ­ლე­მო ბავ­შვი იყო. ღა­მით იშ­ვი­ა­თად იღ­ვი­ძებ­და, სხვე­ბის მსგავ­სად არ ტი­რო­და და არც მუ­ცე­ლი აწუ­ხებ­და. ისე, ტი­რი­ლი არც გა­მოს­დის: როცა უნდა, რომ იტი­როს, წუ­წუნს იწყებს, მაგ­რამ მა­ლე­ვე ჩერ­დე­ბა და სი­ცილ­ზე გა­და­დის (იღი­მის).

- ანა-სო­ფია ხა­სი­ა­თით ვის ჰგავს?

- არც მე და არც ნიკა უხა­სი­ა­თო­ე­ბი არ ვართ ანუ ბავ­შვი ჩვენ გვგავს.

- სამ­სა­ხუ­რი, დე­დო­ბა, მე­უღ­ლე­ო­ბა - რამ­დე­ნად იო­ლია ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა?

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი უსაქ­მუ­რო­ბაა. ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს უკვე ვწუ­წუ­ნებ­დი: და­ვი­ღა­ლე, აღარ მინ­და დას­ვე­ნე­ბა-მეთ­ქი. ვცდი­ლობ, საქ­მე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ვუ­თავ­სო. ისე კი, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მიც არ მაქვს: სამ­სა­ხურ­ში 3 სა­ა­თამ­დე ვარ, მერე შინ მივ­დი­ვარ და მთელ დროს ოჯახს ვუთ­მობ. მე და ჩემს მე­უღ­ლეს გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი და ვცხოვ­რობთ იმი­სათ­ვის, რომ ერ­თურ­თი გა­ვა­ბედ­ნი­ე­როთ. ვცდი­ლობთ, მეტი სით­ბო გავ­ცეთ და მერ­წმუ­ნეთ, რაც მეტს გავ­ცემთ, მით მეტი გვიბ­რუნ­დე­ბა უკან. და კი­დევ, სა­ღა­მო­ო­ბით ვახ­შმის კე­თე­ბა­საც ვა­ხერ­ხებ.

- კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა გე­ხერ­ხე­ბა?

- ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, - შენ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლე­ბო?! სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერ ვხვდე­ბი, ეს რა­ტომ უკ­ვირთ. რა, ხე­ლე­ბი არ მაქვს? კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ჩემი ჰო­ბია, ნამ­ცხვრებ­სა და ტორ­ტებ­საც ვა­ცხობ ხოლ­მე... ჩემ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი ნი­კას ძა­ლი­ან მოს­წონს და სხვა­თა შო­რის, ისიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მზა­რე­უ­ლია, ერ­თმა­ნეთს ახალ-ახა­ლი კერ­ძე­ბით ვა­ნე­ბივ­რებთ.

- მე­ო­რე ბავ­შვის გა­ჩე­ნას ხომ არ გეგ­მავ?

- აუ­ცი­ლებ­ლად! გვინ­და, 4 შვი­ლი მა­ინც გვყავ­დეს, რად­გან ვი­ცით, დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­ზე ძვირ­ფა­სი არა­ვი­ნაა. პი­რა­დად მე, 3 და და 2 ძმა მყავს, ნი­კას კი მხო­ლოდ ძმა ჰყავს და ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, - კარ­გი იქ­ნე­ბო­და, დაც რომ მყო­ლო­დაო... ალ­ბათ, მალე მე­ო­რე ბავ­შვსაც გა­ვა­ჩენ.

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბაც შენი ჰო­ბია?

- რა თქმა უნდა, არა! სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბა­ში ნუ ჩა­მით­ვლით და როცა ჩვენს გა­და­ცე­მას მა­ყუ­რებ­ლის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ, ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა. მას შემ­დეგ, რაც ამ გა­და­ცე­მა­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი. მოკ­ლედ, "შუა დღემ" ბევ­რი რამ მას­წავ­ლა.

- საკ­მა­ოდ სა­ხა­ლი­სო გა­და­ცე­მა გა­მო­გი­ვი­დათ. ალ­ბათ თა­ვა­დაც კარ­გად ერ­თო­ბით...

- ვცდი­ლობთ, მა­ყუ­რე­ბელს მსუ­ბუ­ქად და სა­სი­ა­მოვ­ნოდ მი­ვა­წო­დოთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია და ეკ­რანს მიღ­მა ჩვენც ძა­ლი­ან კარ­გად ვერ­თო­ბით. ამას წი­ნათ დუტა გვერ­დით პა­ვი­ლი­ონ­ში წერ­და გა­და­ცე­მას. რომ და­უ­ნა­ხავს, ეთერ­ში ვი­ყა­ვით, პა­ვი­ლი­ონ­ში ცეკ­ვა-ცეკ­ვით შე­მოგ­ვი­ვარ­და, რაც წამ­ყვა­ნე­ბის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. მოკ­ლედ, დუ­ტას ხომ ვე­რა­ფერს გა­მო­ა­პა­რებ, ყველ­გან უნდა იყოს (იღი­მის)... რაც მთა­ვა­რია, ეკ­რან­ზე არა­ვინ ვთა­მა­შობთ.

- ახა­ლი სე­ზო­ნი უკვე და­ი­წყო. მა­ყუ­რე­ბელს რამე სი­ურპრიზს ხომ არ უმ­ზა­დებთ?

- ეს ამ­ბა­ვი შენ რომ გა­გიმ­ხი­ლო, მერე სი­ურპრი­ზიც აღარ გა­მოგ­ვი­ვა, ამი­ტომ მოდი, ყვე­ლა­ფერს სა­ი­დუმ­ლოდ დავ­ტო­ვებ. ისე კი, მერ­წმუ­ნე, მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან ბევრ სი­ახ­ლეს ვპირ­დე­ბით.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ნიკა ალასანიასა და ლიკა ევგენიძის ოჯახური იდილია

ნიკა ალასანიასა და ლიკა ევგენიძის ოჯახური იდილია

"შუა დღის" მომხიბვლელი წამყვანი, პრეზიდენტის რძალი ლიკა ევგენიძე კარიერასა და დედობას ერთმანეთს არაჩვეულებრივად უთავსებს. მისი და ნიკა ალასანიას ახალგაზრდა ოჯახს მცირეწლოვანი ანა-სოფია დიდ ხალისს მატებს. როგორც თავად ლიკამ აღნიშნა, - პატარა მშობლებს ჰგავს და ძალიან ხალისიანია. ლიკასთან ინტერვიუს ჩაწერას დიდი ხნის წინ ვგეგმავდი, მაგრამ იგი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მისი მეუღლის, ნიკა ალასანიას მშობლები ცხოვრობენ. სექტემბერში გადაცემის ახალი სეზონი დაიწყო და სატელევიზიო საქმიანობაში ლიკაც აქტიურად ჩაება.

- როგორც ვიცი, ამერიკაში იყავი. როგორ დაისვენე?

- "მწვანე ბარათი" მაქვს და პერიოდულად, ამერიკაში უნდა ჩავიდე. ნიკას მშობლები იქ ცხოვრობენ და სამსახურის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. ბავშვიც დიდი ხანია, ნანახი არ ჰყავდათ და ამიტომაც გადავწყვიტე, ამ ზაფხულს ნიუ-იორკში წავსულიყავი. ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ ცოტა ხნით ბათუმს ვეწვიე. მოკლედ, ეს ზაფხული მართლაც, ფანტასტიკურად გავატარე.

- ამერიკაში აქტიური დასვენება გამოგივიდა?

- კი, საკმაოდ აქტიურად დავისვენე. ამერიკაში თავს უცხოდ ვერ იგრძნობ, თან იქ ყველა სხვადასხვა აქცენტით ლაპარაკობს. ხშირად აღნიშნავენ, - ნიუ-იორკში მყოფს სადმე თუ არ გეჩქარება, ე.ი. ტურისტი ხარო, მაგრამ ამ ქალაქმა მეც თავის ჭკუაზე გადამიყვანა, სულ სადღაც მეჩქარებოდა. ძალიან ბევრი კულტურული ღონისძიება ტარდება, არის საინტერესო გამოფენები, კონცერტები და მეც ვცდილობდი, ყველაფერი მენახა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ძალიან ნასიამოვნები ჩამოვედი. მართალია, ნიუ-იორკში ძალიან ბევრი რამ ვნახე, მაგრამ ბევრიც დამრჩა სანახავი. იმედია, ცნობისმოყვარეობას მომავალ წელს დავიკმაყოფილებ.

- დედის ამპლუაში თავს როგორ გრძნობ?

- არაჩვეულებრივად! დედობა ძალიან საინტერესო რამაა და მერწმუნეთ, რაც დრო გადის, მით უფრო საინტერესო ხდება. ანა-სოფია უკვე წლისა და 4 თვისაა ანუ ახლა იწყებს ლაპარაკს, სიტყვების თქმას ცდილობს; ახალდაბადებული ცხადია, უსუსური იყო, ვერ მაგებინებდა, რა სურდა, ახლა კი კონტაქტში შემოდის, სასაცილო რაღაცებს აკეთებს, ბევრი რამ აოცებს, უჩნდება კითხვები, ემოციებს გამოხატავს - ეს ყველაფერი კი ძალზე საინტერესოა.

- ბავშვის აღზრდაში ნიკა თუ გეხმარება?

- რა თქმა უნდა! მიმაჩნია, რომ შვილის აღზრდაში დედაც და მამაც აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ, პატარას ჯანსაღი ფსიქიკა რომ ჩამოუყალიბდეს. როცა ანა-სოფია პატარა იყო, ნიკა მის მოვლაშიც ძალიან მეხმარებოდა - ღამით დგებოდა, ბავშვს უცვლიდა. სხვათა შორის, ამ მხრივ ახლაც აქტიურობს, ეს პროცესი დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ბავშვი დილით 7-8 საათზე იღვიძებს, მე კი ათის ნახევარზე ვდგები. სანამ ძიძა მოვა, ნიკა ახალგაღვიძებულ ბავშვს გადმოიწვენს, ეთამაშება, თან ცდილობენ, არ გამაღვიძონ. მოკლედ, ერთი რაღაცას მღერის, მეორე სიცილით იფხრიწება, პატარა ძალიან სასაცილო რაღაცებს აკეთებს და ბოლოს, ისევ მეუღლის სიცილი მაღვიძებს... ხანდახან ანა-სოფია მოვა და თმაზე მომქაჩავს, ამაზე კი ნიკა კარგად ერთობა... მოკლედ, ყოველი დილა მხიარულად იწყება.

- ანა-სოფია მტირალა ხომ არ არის?

- სხვათა შორის, ყოველთვის უპრობლემო ბავშვი იყო. ღამით იშვიათად იღვიძებდა, სხვების მსგავსად არ ტიროდა და არც მუცელი აწუხებდა. ისე, ტირილი არც გამოსდის: როცა უნდა, რომ იტიროს, წუწუნს იწყებს, მაგრამ მალევე ჩერდება და სიცილზე გადადის (იღიმის).

- ანა-სოფია ხასიათით ვის ჰგავს?

- არც მე და არც ნიკა უხასიათოები არ ვართ ანუ ბავშვი ჩვენ გვგავს.

- სამსახური, დედობა, მეუღლეობა - რამდენად იოლია ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება?

- ჩემთვის ყველაზე რთული უსაქმურობაა. ზაფხულის ბოლოს უკვე ვწუწუნებდი: დავიღალე, აღარ მინდა დასვენება-მეთქი. ვცდილობ, საქმეები ერთმანეთს შევუთავსო. ისე კი, ძალიან დატვირთული დღის რეჟიმიც არ მაქვს: სამსახურში 3 საათამდე ვარ, მერე შინ მივდივარ და მთელ დროს ოჯახს ვუთმობ. მე და ჩემს მეუღლეს გვიყვარს ერთმანეთი და ვცხოვრობთ იმისათვის, რომ ერთურთი გავაბედნიეროთ. ვცდილობთ, მეტი სითბო გავცეთ და მერწმუნეთ, რაც მეტს გავცემთ, მით მეტი გვიბრუნდება უკან. და კიდევ, საღამოობით ვახშმის კეთებასაც ვახერხებ.

- კერძების მომზადება გეხერხება?

- ხშირად მეკითხებიან, - შენ სამზარეულოში ტრიალებო?! სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ეს რატომ უკვირთ. რა, ხელები არ მაქვს? კერძების მომზადება ჩემი ჰობია, ნამცხვრებსა და ტორტებსაც ვაცხობ ხოლმე... ჩემ მიერ მომზადებული საჭმელი ნიკას ძალიან მოსწონს და სხვათა შორის, ისიც არაჩვეულებრივი მზარეულია, ერთმანეთს ახალ-ახალი კერძებით ვანებივრებთ.

- მეორე ბავშვის გაჩენას ხომ არ გეგმავ?

- აუცილებლად! გვინდა, 4 შვილი მაინც გვყავდეს, რადგან ვიცით, დედმამიშვილებზე ძვირფასი არავინაა. პირადად მე, 3 და და 2 ძმა მყავს, ნიკას კი მხოლოდ ძმა ჰყავს და ხშირად აღნიშნავს, - კარგი იქნებოდა, დაც რომ მყოლოდაო... ალბათ, მალე მეორე ბავშვსაც გავაჩენ.

- ტელევიზიაში მუშაობაც შენი ჰობია?

- რა თქმა უნდა, არა! სუბიექტურობაში ნუ ჩამითვლით და როცა ჩვენს გადაცემას მაყურებლის თვალით ვუყურებ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესოა. მას შემდეგ, რაც ამ გადაცემაზე დავიწყე მუშაობა, ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი მოვისმინე, ბევრი ადამიანი გავიცანი. მოკლედ, "შუა დღემ" ბევრი რამ მასწავლა.

- საკმაოდ სახალისო გადაცემა გამოგივიდათ. ალბათ თავადაც კარგად ერთობით...

- ვცდილობთ, მაყურებელს მსუბუქად და სასიამოვნოდ მივაწოდოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ეკრანს მიღმა ჩვენც ძალიან კარგად ვერთობით. ამას წინათ დუტა გვერდით პავილიონში წერდა გადაცემას. რომ დაუნახავს, ეთერში ვიყავით, პავილიონში ცეკვა-ცეკვით შემოგვივარდა, რაც წამყვანებისთვისაც მოულოდნელობა იყო. მოკლედ, დუტას ხომ ვერაფერს გამოაპარებ, ყველგან უნდა იყოს (იღიმის)... რაც მთავარია, ეკრანზე არავინ ვთამაშობთ.

- ახალი სეზონი უკვე დაიწყო. მაყურებელს რამე სიურპრიზს ხომ არ უმზადებთ?

- ეს ამბავი შენ რომ გაგიმხილო, მერე სიურპრიზიც აღარ გამოგვივა, ამიტომ მოდი, ყველაფერს საიდუმლოდ დავტოვებ. ისე კი, მერწმუნე, მაყურებელს ძალიან ბევრ სიახლეს ვპირდებით.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები