პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი

3

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქალებს შორის თინა კანდელაკი ლიდერობს
რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქალებს შორის თინა კანდელაკი ლიდერობს

ამ­ბო­ბენ, ინ­ტე­ლექ­ტი და შო­უ­ბიზ­ნე­სი შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ცნე­ბე­ბი­აო, თუმ­ცა რუ­სეთ­ში გა­და­წყვი­ტეს, ამ აზრს შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გონ და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნე­ბი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბიც გა­მო­ავ­ლი­ნეს.

რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ყვე­ლა­ზე ჭკვი­ან ქა­ლებს შო­რის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი აღ­მოჩ­ნდა - რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თინა კან­დე­ლა­კი, რომ­ლის IQ 182 ქუ­ლაა. რე­ი­ტინ­გის შემ­დგენ­ლებ­მა მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბი­ოგ­რა­ფია და გა­ნათ­ლე­ბა კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნეს - სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თი­ნამ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა მალე მიხ­ვდა, რომ მე­დი­ცი­ნა არ იყო მისი მო­წო­დე­ბა. მერე კას­ტინგზე მოხ­ვდა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის "მე-2 არ­ხის" წამ­ყვა­ნად მოგ­ვევ­ლი­ნა, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტიც და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ არც ეს იკ­მა­რა.

2008 წელს მე­ო­რე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დიპ­ლო­მი მი­ი­ღო - რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, 2010 წლის აპ­რილ­ში კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭო­ში აირ­ჩი­ეს. ასე რომ, თი­ნას მარ­თლაც ეთ­ქმის სი­ტყვა ამ სა­კი­თხში, მით უმე­ტეს, რომ ერთ-ერთი გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც მას რუ­სეთ­ში მიჰ­ყავს, "ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნია" და კი­დევ, ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მო­ლა­პა­რა­კე ჟურ­ნა­ლის­ტად მი­იჩ­ნე­ვა - ესეც კი­დევ ერთი პა­რა­დოქ­სი - რუს წამ­ყვა­ნებს შო­რის. ცოტა ხნის წინ ეს ფაქ­ტი კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა - ახა­ლი ავ­ტოს Audi R8-ის სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - 250 კმ/სთ სიჩ­ქა­რე­ზე ბროდსკის ლექსს კი­თხუ­ლობ­და. ეს ვი­დეო დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და ინ­ტერ­ნეტ­ში.

თი­ნას­თან კი­დევ ერთი სი­ახ­ლეა - 11-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ე­ყა­რა თა­ვის ქმარს, ან­დრეი კონ­დრა­ხინს, თა­ნაც, სკან­და­ლე­ბი­სა და სა­ჯა­რო­ო­ბის გა­რე­შე. ჟურ­ნა­ლის­ტებს იდე­ა­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლოც გა­უმ­ხი­ლა: "ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რომ ბავ­შვე­ბი თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის მძევ­ლე­ბად არ აქ­ცი­ოთ, ისი­ნი არა­ფერ­ში არ არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ნი... და კი­დევ, ცოლ-ქმა­რი მე­გობ­რე­ბად უნდა დარ­ჩნენ", - ასე ფიქ­რობს თინა.

სა­ერ­თოდ, ამ ბოლო დროს თი­ნას აზრი ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე აინ­ტე­რე­სებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით მას მერე, რაც პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ე­ბა, რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პა­ლა­ტა­ში გა­წევ­რი­ან­და, მედ­ვე­დევს და­უ­მე­გობ­რდა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არა­ერ­თხელ გა­კი­ცხა. რუ­სეთ­ში მას ყვე­ლა­ფერ­ზე ესა­უბ­რე­ბი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ისიც ნე­ბის­მი­ერ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხზე აკე­თებს არა მხო­ლოდ კო­მენ­ტა­რებს, ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­თაც კი გა­მო­დის. მა­გა­ლი­თად, რო­გორ უნდა მი­ი­ზი­დონ რუ­სეთ­ში ტუ­რის­ტე­ბი, რო­გო­რი უნდა იყოს პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა, რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დნენ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად რუსი მო­ზარ­დე­ბი, რო­გო­რი უნდა იყოს რუ­სუ­ლი სკო­ლე­ბი და ა.შ. ამას წი­ნათ ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა ასე­თი შე­კი­თხვაც კი და­უს­ვა: "არის თუ არა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ თინა კან­დე­ლა­კი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი გახ­დეს?"

თი­ნას სუ­ლაც არ გაჰ­კვირ­ვე­ბია ეს შე­კი­თხვა, თუმ­ცა მა­ინც უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა:

- რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბა არ მინ­და. მი­მაჩ­ნია, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი მა­მა­კა­ცი უნდა იყოს. არ არ­სე­ბობს ისე­თი ქალი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც შეძ­ლებ­და ჩვე­ნი ხმე­ლე­თის ერთი მე­ექ­ვსე­დი ნა­წი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. ამ კუ­თხით დღე­ვან­დელ რუ­სეთ­ში მა­მა­კა­ცე­ბი ქა­ლებ­ზე ეფექ­ტუ­რე­ბი არი­ან.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება ისაკო დევიძის ბინიდან კადრები, ჩხრეკის დასრულბის შემდეგ - "ნახეთ, რა ხდება"

რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქალებს შორის თინა კანდელაკი ლიდერობს

რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქალებს შორის თინა კანდელაკი ლიდერობს

ამბობენ, ინტელექტი და შოუბიზნესი შეუთავსებელი ცნებებიაო, თუმცა რუსეთში გადაწყვიტეს, ამ აზრს შეეწინააღმდეგონ და ცნობილ ადამიანებს შორის ყველაზე ჭკვიანები და განათლებულებიც გამოავლინეს.

რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქალებს შორის პირველი ქართველი აღმოჩნდა - რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რომლის IQ 182 ქულაა. რეიტინგის შემდგენლებმა მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია და განათლება კიდევ ერთხელ გაიხსენეს - საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თინამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მალე მიხვდა, რომ მედიცინა არ იყო მისი მოწოდება. მერე კასტინგზე მოხვდა და საქართველოს ტელევიზიის "მე-2 არხის" წამყვანად მოგვევლინა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დაამთავრა, მაგრამ არც ეს იკმარა.

2008 წელს მეორე უმაღლესი განათლების დიპლომი მიიღო - რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, 2010 წლის აპრილში კი უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოში აირჩიეს. ასე რომ, თინას მართლაც ეთქმის სიტყვა ამ საკითხში, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც მას რუსეთში მიჰყავს, "ყველაზე ჭკვიანია" და კიდევ, ის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მოლაპარაკე ჟურნალისტად მიიჩნევა - ესეც კიდევ ერთი პარადოქსი - რუს წამყვანებს შორის. ცოტა ხნის წინ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაამტკიცა - ახალი ავტოს Audi R8-ის სარეკლამო რგოლში მიიღო მო­ნაწილეობა - 250 კმ/სთ სიჩქარეზე ბროდსკის ლექსს კითხულობდა. ეს ვიდეო დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინტერნეტში.

თინასთან კიდევ ერთი სიახლეა - 11-წლიანი ქორწინების შემდეგ უკვე ოფიციალურად გაეყარა თავის ქმარს, ანდრეი კონდრახინს, თანაც, სკანდალებისა და საჯაროობის გარეშე. ჟურნალისტებს იდეალური განქორწინების საიდუმლოც გაუმხილა: "ყველაზე მთავარია, რომ ბავშვები თქვენი პრობლემების მძევლებად არ აქციოთ, ისინი არაფერში არ არიან დამნაშავენი... და კიდევ, ცოლ-ქმარი მეგობრებად უნდა დარჩნენ", - ასე ფიქრობს თინა.

საერთოდ, ამ ბოლო დროს თინას აზრი ნებისმიერ საკითხზე აინტერესებთ, განსაკუთრებით მას მერე, რაც პოლიტიკაში ჩაება, რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში გაწევრიანდა, მედვედევს დაუმეგობრდა და მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ გაკიცხა. რუსეთში მას ყველაფერზე ესაუბრებიან ჟურნალისტები და ისიც ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე აკეთებს არა მხოლოდ კომენტარებს, ინიციატივებითაც კი გამოდის. მაგალითად, როგორ უნდა მიიზიდონ რუსეთში ტურისტები, როგორი უნდა იყოს პარკირების სისტემა, როგორ უნდა განვითარდნენ ინტელექტუალურად რუსი მოზარდები, როგორი უნდა იყოს რუსული სკოლები და ა.შ. ამას წინათ ერთმა ჟურნალისტმა ასეთი შეკითხვაც კი დაუსვა: "არის თუ არა მოსალოდნელი, რომ თინა კანდელაკი რუსეთის პრეზიდენტი გახდეს?"

თინას სულაც არ გაჰკვირვებია ეს შეკითხვა, თუმცა მაინც უარყოფითი პასუხი გასცა:

- რუსეთის პრეზიდენტობა არ მინდა. მიმაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მამაკაცი უნდა იყოს. არ არსებობს ისეთი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა ჩვენი ხმელეთის ერთი მეექვსედი ნაწილის ხელმძღვანელობას. ამ კუთხით დღევანდელ რუსეთში მამაკაცები ქალებზე ეფექტურები არიან.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები