მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, განჩინება დღეს გამოქვეყნა.
განჩინებაში ურთმელიძე მეხუთე მუხლში მიუთითებს, რომ "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი".
მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.
მეშვიდე პუნტქტში კი მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.
ურთმელიძე განჩინებაში ასევე წერს " დროებით მმართველს განემარტოს, რომ თუ ის (ისინი) არ შეასრულებს საწარმოს კეთილსინდისიერად მართვის მოვალეობას, იგი საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ვალდებულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ"
ურთმელიძე აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება განჩინების გამოქვეყნებისთანავე უნდა აღსრულდეს, ანუ 5 ნოემბერს.
ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება