მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა კვესიტაძე - შსს-ს წარმომადგენლის წუხილი, რომ გადაცემის ავტორებმა მასთან ფაქტების გადამოწმება არ მოისურვეს, ფარისევლობაა
ეკა კვესიტაძე - შსს-ს წარმომადგენლის წუხილი, რომ გადაცემის ავტორებმა მასთან ფაქტების გადამოწმება არ მოისურვეს, ფარისევლობაა

"რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბის" წამ­ყვა­ნი ეკა კვე­სი­ტა­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­სა და გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" პა­სუ­ხობს.

რო­გორც კვე­სი­ტა­ძე წერს, "გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" გა­სუ­ლი შო­კის­მომ­გვრე­ლი ფაქ­ტე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, ადას­ტუ­რებს, თუ რო­გორ თა­ნამ­შრომ­ლობს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან", ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რომ­ლი­თაც ის თით­ქოს ჩვენს გა­და­ცე­მას სიც­რუ­ე­ში ამ­ხელს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, გა­და­ცე­მა­ში წარ­მოდ­გე­ნილ ფაქ­ტებს ამ­ყა­რებს.

"ის, რომ შსს-მ პა­სუ­ხი ვერ გას­ცა ჩვენს გა­და­ცე­მა­ში მოყ­ვა­ნილ სხვა ვერც ერთ კონ­კრე­ტულ ფაქტს, მათ შო­რის ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის", მინ­დია გო­რა­ძის, მეტ­სა­ხე­ლად "ლა­ვას-ოღ­ლის", გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძის, მეტ­სა­ხე­ლად "გოგი პი­ტერსკი­სა" და ჯუმ­ბერ გუ­გა­ვას რუ­სე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­პორ­ტა­ცი­ის უტყუ­არ ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, კი­დევ ერთხელ არ­წმუ­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვენს სრულ სი­მარ­თლე­ში", - წერს კვე­სი­ტა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, რაც შე­ე­ხე­ბა სარ­ფის სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბას, რომ­ლებ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი რა­მაზ დე­ვა­ძეა ასა­ხუ­ლი, მათ­ზე მარ­თლაც ჩანს, რომ ამ პი­როვ­ნე­ბის პას­პორ­ტი მე­სა­ზღვრე­ებ­მა სის­ტე­მა­ში გა­ა­ტა­რეს, რისი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც გა­და­ცე­მა­ში წარ­მო­ად­გი­ნეს.

"შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვენ გა­ვავ­რცე­ლეთ სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზი­დან ჩვენ­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი რა­მაზ დე­ვა­ძის მიერ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის კვე­თას ადას­ტუ­რე­ბას.

ამავდრო­უ­ლად, კად­რებ­ში არ ჩანს დე­ვა­ძის და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი და გა­უ­გე­ბა­რია, თუ სად გაჰ­ყავთ დარ­ბა­ზი­დან ან სად აცი­ლე­ბენ მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ პირს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. ამას გარ­და, არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, თუ რო­დი­საა აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი.

სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის წუ­ხი­ლი, რომ გა­და­ცე­მის ავ­ტო­რებ­მა მას­თან ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა არ მო­ი­სურ­ვეს, უბ­რა­ლოდ ფა­რი­სევ­ლო­ბაა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჯე­რაც არ უპა­სუ­ხია ჩვენს წე­რილ­ზე, სა­დაც ვი­თხოვთ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის რე­ვაზ ურუ­შა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნის მი­ზე­ზის ახ­სნას, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის "ლა­ვას-ოღ­ლის" სა­ზღვარ­ზე შე­ყოვ­ნე­ბას შე­ე­წი­რა.

სა­მი­ნის­ტროს ასე­ვე შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ინ­ფორ­მა­ცია რა­მაზ დე­ვა­ძის მიერ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის შე­სა­ხებ თვე­ნა­ხევ­რის წინ გავ­რცელ­და. უც­ნა­უ­რია, რომ გა­დაკ­ვე­თის "და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი" კად­რე­ბი სა­მი­ნის­ტრომ მხო­ლოდ თვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ იპო­ვა.

და ბო­ლოს, თუ სა­მი­ნის­ტროს სურს, ჩვენს გა­და­ცე­მებ­ში დას­მულ კი­თხვებს გა­მო­ეხ­მა­უ­როს, სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვის­მენთ მათ პა­სუხს იმა­ზე, დამ­ზად­და თუ არა ჰა­კიმ-ფა­შას მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, ვისი და­ვა­ლე­ბით და­ა­მონ­ტა­ჟეს ბომ­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სახ­ლთან, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და ა.შ.

P.S. ჩვენს მიერ თვე­ე­ბის წინ დას­მულ ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებ­ზე სა­მი­ნის­ტრო­ში პა­სუ­ხი ან არ გა­უ­ცი­ათ ან პა­სუ­ხის და­პი­რე­ბის შემ­დეგ ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს სა­ერ­თოდ არ პა­სუ­ხობ­დნენ. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ შემ­დეგ გა­და­ცე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან უფრო მე­ტად ოპე­რა­ტი­უ­ლე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნე­ბი და ჩვენს მიერ დას­მულ კი­თხვებს დრო­უ­ლად უპა­სუ­ხე­ბენ",- წერს ეკა კვე­სი­ტა­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ეკა კვესიტაძე - შსს-ს წარმომადგენლის წუხილი, რომ გადაცემის ავტორებმა მასთან ფაქტების გადამოწმება არ მოისურვეს, ფარისევლობაა

ეკა კვესიტაძე - შსს-ს წარმომადგენლის წუხილი, რომ გადაცემის ავტორებმა მასთან ფაქტების გადამოწმება არ მოისურვეს, ფარისევლობაა

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" წამყვანი ეკა კვესიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და გავრცელებულ ვიდეომასალას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პასუხობს.

როგორც კვესიტაძე წერს, "განსხვავებულ აქცენტებში" გასული შოკისმომგვრელი ფაქტების საპასუხოდ, რომლებიც, სამწუხაროდ, ადასტურებს, თუ როგორ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალურ სამყაროსთან", შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომლითაც ის თითქოს ჩვენს გადაცემას სიცრუეში ამხელს, სინამდვილეში კი, გადაცემაში წარმოდგენილ ფაქტებს ამყარებს.

"ის, რომ შსს-მ პასუხი ვერ გასცა ჩვენს გადაცემაში მოყვანილ სხვა ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს, მათ შორის ე.წ. "კანონიერი ქურდების", მინდია გორაძის, მეტსახელად "ლავას-ოღლის", გიორგი ჯანელიძის, მეტსახელად "გოგი პიტერსკისა" და ჯუმბერ გუგავას რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის უტყუარ ვიდეო მტკიცებულებებს, კიდევ ერთხელ არწმუნებს საზოგადოებას ჩვენს სრულ სიმართლეში", - წერს კვესიტაძე.

მისივე თქმით, რაც შეეხება სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან კადრების ჩვენებას, რომლებზეც, სავარაუდოდ, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეა ასახული, მათზე მართლაც ჩანს, რომ ამ პიროვნების პასპორტი მესაზღვრეებმა სისტემაში გაატარეს, რისი მტკიცებულებაც გადაცემაში წარმოადგინეს.

"შეგახსენებთ, რომ ჩვენ გავავრცელეთ სამინისტროს საინფორმაციო ბაზიდან ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტი, რომელიც პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთას ადასტურებას.

ამავდროულად, კადრებში არ ჩანს დევაძის დაკავების მომენტი და გაუგებარია, თუ სად გაჰყავთ დარბაზიდან ან სად აცილებენ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს პოლიციელები. ამას გარდა, არ არის მითითებული, თუ როდისაა აღნიშნული კადრები გადაღებული.

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის წუხილი, რომ გადაცემის ავტორებმა მასთან ფაქტების გადამოწმება არ მოისურვეს, უბრალოდ ფარისევლობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერაც არ უპასუხია ჩვენს წერილზე, სადაც ვითხოვთ საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის რევაზ ურუშაძის თანამდებობიდან მოხსნის მიზეზის ახსნას, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის "ლავას-ოღლის" საზღვარზე შეყოვნებას შეეწირა.

სამინისტროს ასევე შევახსენებთ, რომ ინფორმაცია რამაზ დევაძის მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ თვენახევრის წინ გავრცელდა. უცნაურია, რომ გადაკვეთის "დამადასტურებელი" კადრები სამინისტრომ მხოლოდ თვენახევრის შემდეგ იპოვა.

და ბოლოს, თუ სამინისტროს სურს, ჩვენს გადაცემებში დასმულ კითხვებს გამოეხმაუროს, სიამოვნებით მოვისმენთ მათ პასუხს იმაზე, დამზადდა თუ არა ჰაკიმ-ფაშას მიერ გავრცელებული ფოტომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვისი დავალებით დაამონტაჟეს ბომბი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახლთან, როგორ მიმდინარეობს ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება და ა.შ.

P.S. ჩვენს მიერ თვეების წინ დასმულ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე სამინისტროში პასუხი ან არ გაუციათ ან პასუხის დაპირების შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს საერთოდ არ პასუხობდნენ. იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ გადაცემებზე მუშაობისას სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან უფრო მეტად ოპერატიულები, პასუხისმგებლიანები და ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს დროულად უპასუხებენ",- წერს ეკა კვესიტაძე.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები