Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მჭირდება ნადირაშვილი ინფორმაციის გასავრცელებლად" - მაკა ცინცაძე ივანიშვილთან თანამშრომლობას უარყოფს
"არ მჭირდება ნადირაშვილი ინფორმაციის გასავრცელებლად" - მაკა ცინცაძე ივანიშვილთან თანამშრომლობას უარყოფს

მაკა ცინ­ცა­ძე და შა­დი­მან შა­მა­ნა­ძე ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­ცე­მის თა­ნა­წამ­ყვა­ნო­ბის შე­სა­ხებ უარ­ყო­ფენ. რო­გორც Ambebi.ge-ს მაკა ცინ­ცა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მსგავ­სი შე­თა­ვა­ზე­ბა არც ყო­ფი­ლა.

"მსგავ­სი შე­თა­ვა­ზე­ბა არ ყო­ფი­ლა. ასე­თი რამ რომ მომ­ხდა­რი­ყო, აუ­ცი­ლებ­ლად მე თვი­თონ­ვე ვე­ტყო­დი ჟურ­ნა­ლის­ტებს, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რა აინ­ტე­რე­სებს მე­დი­ას და რა არა. ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ მჭირ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად", - აღ­ნიშ­ნა ცინ­ცა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, და­თან­ხმდე­ბო­და თუ არა შე­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამა­ზე არ უფიქ­რია.

შა­დი­მან შა­მა­ნა­ძეც აცხა­დებს, რომ შე­თა­ვა­ზე­ბა არ ყო­ფი­ლა.

"არა­ნა­ი­რი შე­თა­ვა­ზე­ბა არ ყო­ფი­ლა. წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მაქვს, რაზე სა­უბ­რობთ", - აღ­ნიშ­ნა შა­მა­ნა­ძემ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბას ამ­ხელს.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან შა­დი­მან შა­მა­ნა­უ­რი, გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რი და მაკა ცინ­ცა­ძე. გა­და­ცე­მის რე­დაქ­ტო­რია ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე. გის­მენთ და ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით)))", - წერს ნა­დი­რაშ­ვი­ლი.

ტე­ლეპ­რო­ექ­ტი "2030" "ჯი­დი­ეს­ზე" გავა, რო­მელ­საც კვი­რა­ში ერთხელ, კვი­რა­ო­ბით სამ წამ­ყვან­თა ერ­თად წა­ვიყ­ვან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"არ მჭირდება ნადირაშვილი ინფორმაციის გასავრცელებლად" - მაკა ცინცაძე ივანიშვილთან თანამშრომლობას უარყოფს

"არ მჭირდება ნადირაშვილი ინფორმაციის გასავრცელებლად" - მაკა ცინცაძე ივანიშვილთან თანამშრომლობას უარყოფს

მაკა ცინცაძე და შადიმან შამანაძე ირმა ნადირაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის გადაცემის თანაწამყვანობის შესახებ უარყოფენ. როგორც Ambebi.ge-ს მაკა ცინცაძემ განუცხადა, მსგავსი შეთავაზება არც ყოფილა.

"მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა. ასეთი რამ რომ მომხდარიყო, აუცილებლად მე თვითონვე ვეტყოდი ჟურნალისტებს, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რა აინტერესებს მედიას და რა არა. ირმა ნადირაშვილი ნამდვილად არ მჭირდება ინფორმაციის გასავრცელებლად", - აღნიშნა ცინცაძემ.

მისივე თქმით, დათანხმდებოდა თუ არა შეთავაზების შემთხვევაში, ამაზე არ უფიქრია.

შადიმან შამანაძეც აცხადებს, რომ შეთავაზება არ ყოფილა.

"არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. წარმოდგენაც კი არ მაქვს, რაზე საუბრობთ", - აღნიშნა შამანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანაწამყვანების ვინაობას ამხელს.

"ბიძინა ივანიშვილის თანაწამყვანები იქნებიან შადიმან შამანაური, გიორგი უძილაური და მაკა ცინცაძე. გადაცემის რედაქტორია ვასილ მაღლაფერიძე. გისმენთ და ყველაფერი ვიცით)))", - წერს ნადირაშვილი.

ტელეპროექტი "2030" "ჯიდიესზე" გავა, რომელსაც კვირაში ერთხელ, კვირაობით სამ წამყვანთა ერთად წავიყვან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ლექსო ნაბახტეველი

Ambebi.ge

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები