პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ჩერტკოევთან ჩხუბის გამო პროექტი მთავარმა ქორეოგრაფებმა დატოვეს
სკანდალი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ჩერტკოევთან ჩხუბის გამო პროექტი მთავარმა ქორეოგრაფებმა დატოვეს

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გარ­შე­მო სკან­და­ლე­ბი არ მთავ­რდე­ბა. Ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­ექ­ტი უცხო­ე­თი­დან მოწ­ვე­ულ­მა ქო­რე­ოგ­რა­ფებ­მა და­ტო­ვეს. სან­დო წყა­როს ცნო­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­შამ და ალი­ო­ნამ გოჩა ჩერ­ტკო­ევ­თან კა­მა­თის გამო მი­ი­ღეს. რო­გორც ჩვენ­თვის არის ცნო­ბი­ლი, პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გახ­და, რო­მე­ლიც გუნდთან მუ­შა­ო­ბას რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­უდ­გა, თუმ­ცა კონ­კურ­სან­ტე­ბი მას­თან მუ­შა­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან, რად­გან არ ეს­მით, გიგი რას უხ­სნით.

აი­სა­ხე­ბა თუ არა გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ამ პო­ზი­ცი­ა­ზე და­ნიშ­ვნა სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას და ზურა გორ­გა­ძის წყვილ­ზე, დრო აჩ­ვე­ნებს. თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გიგი ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბა სა­ლო­მემ და ზუ­რამ პრო­ექ­ტი მალე და­ტო­ვონ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და სა­ლო­მე ჭა­ჭუა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ერ­თმა­ნეთს სწო­რედ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" და­შორ­დნენ. სა­ლო­მე მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს გაჰ­ყვა ცო­ლად, რო­მე­ლიც სწო­რედ პრო­ექ­ტში გა­იც­ნო.

Ambebi.ge შე­ე­ცა­და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პრო­დუ­სერს ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს და­კავ­ში­რე­ბო­და, მაგ­რამ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

სკანდალი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ჩერტკოევთან ჩხუბის გამო პროექტი მთავარმა ქორეოგრაფებმა დატოვეს

სკანდალი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ჩერტკოევთან ჩხუბის გამო პროექტი მთავარმა ქორეოგრაფებმა დატოვეს

"ცეკვავენ ვარსკვლავების" გარშემო სკანდალები არ მთავრდება. Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პროექტი უცხოეთიდან მოწვეულმა ქორეოგრაფებმა დატოვეს. სანდო წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება საშამ და ალიონამ გოჩა ჩერტკოევთან კამათის გამო მიიღეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პროექტის მთავარი ქორეოგრაფი გიგი გაჩეჩილაძე გახდა, რომელიც გუნდთან მუშაობას რამდენიმე დღის წინ შეუდგა, თუმცა კონკურსანტები მასთან მუშაობით უკმაყოფილოები არიან, რადგან არ ესმით, გიგი რას უხსნით.

აისახება თუ არა გიგი გაჩეჩილაძის ამ პოზიციაზე დანიშვნა სალომე ჭაჭუას და ზურა გორგაძის წყვილზე, დრო აჩვენებს. თუმცა ვარაუდობენ, რომ გიგი ყველანაირად შეეცდება სალომემ და ზურამ პროექტი მალე დატოვონ. შეგახსენებთ, რომ გიგი გაჩეჩილაძე და სალომე ჭაჭუა შეყვარებულები იყვნენ და ერთმანეთს სწორედ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" დაშორდნენ. სალომე მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეს გაჰყვა ცოლად, რომელიც სწორედ პროექტში გაიცნო.

Ambebi.ge შეეცადა "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდუსერს ნოე სულაბერიძეს დაკავშირებოდა, მაგრამ ის საქართველოში არ იმყოფება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები