პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის რუსკა მაყაშვილის ახალი შეყვარებული
ვინ არის რუსკა მაყაშვილის ახალი შეყვარებული

მსა­ხი­ობ რუს­კა მა­ყაშ­ვილს სე­რი­ალ­ში "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" ან­ჩოს როლ­მა კი­დევ უფრო დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა, შემ­დეგ კა­რი­ე­რა­ში საკ­მა­ოდ დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რებ­და, როცა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის წამ­ყვა­ნად მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი. მა­შინ ბევ­რი შე­თან­ხმდა ერთ მარ­ტივ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე, რომ რუს­კას ძლი­ე­რი მხა­რე ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა სუ­ლაც არ არის.

იმ პე­რი­ოდ­ში მას ბევ­რი აკ­რი­ტი­კებ­და და იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ რუს­კა არა ამ შოუს წამ­ყვა­ნად, არა­მედ მო­ნა­წი­ლედ უნდა მი­ეწ­ვი­ათ. მე­ო­რე სე­ზონ­ზე შოუს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბიც შე­იც­ვალ­ნენ და წამ­ყვა­ნე­ბიც, რუს­კამ კი კონ­კურ­სან­ტთა რი­გებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია, რომ მან გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად მისი აღი­ა­რე­ბი­სა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა არ გა­მომ­დი­სო, ბავ­შვთა "ახა­ლი ხმის" წამ­ყვა­ნო­ბა მო­სინ­ჯა და სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პრე­სას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე უა­რის თქმაც და­ი­წყო. მათ შო­რის "რე­ი­ტინ­გმა" რამ­დენ­ჯერ­მა სცა­და, მსა­ხი­ობ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­ე­წე­რა, მაგ­რამ რუს­კა, ჩვენ­და გა­საკ­ვი­რად, ამ­ბობს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მას რა­ღა­ცებს უგო­ნე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მი­ცე­მა გა­და­ი­ფიქ­რა.

შე­საძ­ლოა, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არე­უ­ლო­ბაც გახ­და იმი­სი მი­ზე­ზი, რომ პრე­სის­გან დრო­ე­ბით მა­ინც შორს და­ე­ჭი­რა თავი. თუკი მა­ნამ­დე ის სხვა­დას­ხვა ჟურ­ნალ-გა­ზეთ­თან გუ­ლახ­დი­ლობ­და სა­კუ­თა­რი პი­რა­დის შე­სა­ხებ, გი­ორ­გი ყი­ფი­ან­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი აღარ სურს.

იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც რუს­კა ჰყვე­ბო­და, რამ­დე­ნად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და გი­ორ­გის­თან და რო­გორ არ უჭირ­და გი­ორ­გის მის­ნა­ი­რი და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნას გაძ­ლე­ბა, თუმ­ცა შემ­დეგ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და. სა­ნამ ეს მოხ­დე­ბო­და, ერ­თად ითა­მა­შეს ფილმში "გული პლუ­სი" , თუმ­ცა რუს­კა ამ­ბობ­და, რომ რე­ჟი­სორ­მა ისი­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ამ­ტკი­ცა რო­ლებ­ზე და მას არა­ნა­ი­რი წვლი­ლი არ მი­უ­ძღო­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლის როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბა­ში.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ვინ არის რუსკა მაყაშვილის ახალი შეყვარებული

ვინ არის რუსკა მაყაშვილის ახალი შეყვარებული

მსახიობ რუსკა მაყაშვილს სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ანჩოს როლმა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა, შემდეგ კარიერაში საკმაოდ დიდი შეცდომა დაუშვა, როგორც ინტერვიუებში მოგვიანებით აღიარებდა, როცა "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონის წამყვანად მოსინჯა ძალები. მაშინ ბევრი შეთანხმდა ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ რუსკას ძლიერი მხარე ტელეწამყვანობა სულაც არ არის.

იმ პერიოდში მას ბევრი აკრიტიკებდა და იმასაც ამბობდნენ, რომ რუსკა არა ამ შოუს წამყვანად, არამედ მონაწილედ უნდა მიეწვიათ. მეორე სეზონზე შოუს ორგანიზატორებიც შეიცვალნენ და წამყვანებიც, რუსკამ კი კონკურსანტთა რიგებში გადაინაცვლა. არავის გაჰკვირვებია, რომ მან გამარჯვება მოიპოვა.

შემდეგ, მიუხედავად მისი აღიარებისა, ტელეწამყვანობა არ გამომდისო, ბავშვთა "ახალი ხმის" წამყვანობა მოსინჯა და სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, პრესასთან ინტერვიუებზე უარის თქმაც დაიწყო. მათ შორის "რეიტინგმა" რამდენჯერმა სცადა, მსახიობთან ინტერვიუ ჩაეწერა, მაგრამ რუსკა, ჩვენდა გასაკვირად, ამბობს, რომ ჟურნალისტები მას რაღაცებს უგონებენ და შესაბამისად, ინტერვიუების მიცემა გადაიფიქრა.

შესაძლოა, პირად ცხოვრებაში არეულობაც გახდა იმისი მიზეზი, რომ პრესისგან დროებით მაინც შორს დაეჭირა თავი. თუკი მანამდე ის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან გულახდილობდა საკუთარი პირადის შესახებ, გიორგი ყიფიანთან დაშორების შემდეგ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ სურს.

იყო პერიოდი, როდესაც რუსკა ჰყვებოდა, რამდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა გიორგისთან და როგორ არ უჭირდა გიორგის მისნაირი დაკავებული გოგონას გაძლება, თუმცა შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სანამ ეს მოხდებოდა, ერთად ითამაშეს ფილმში "გული პლუსი" , თუმცა რუსკა ამბობდა, რომ რეჟისორმა ისინი დამოუკიდებლად დაამტკიცა როლებზე და მას არანაირი წვლილი არ მიუძღოდა შეყვარებულის როლზე დამტკიცებაში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება